ავოდარტი 0.5 მგ. 30 კაფსულა
ფორმა, შეფუთვა: ჟელატინის მოყვითალო, მოგრძო კაფსულები, რომლებსაც ცალ მხარეს წითელი მელნით გაკეთებული აქვს მარკირება "GX CE2". ერთი კაფსულა შეიცავს 500 მკგ აქტიურ ნივთიერებას. მუყაოს კოლოფში დევს 10-კაფსულიანი 3 ბლისტერი ან 10-კაფსულიანი 9 ბლისტერი.
შემადგენლობა: აქტიური ნივთიერება - დუტასტერიდი (Dutasteride)
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის სამკურნალო პრეპარატი. 5 ალფა-რედუქტაზის ინჰიბიტორი
ფარმაკოლოგიური მოქმედება: ავოდარტი წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის სამკურნალო პრეპარატია. თრგუნავს ტესტოსტერონის 5 ალფა-დიჰიდროტესტოსტერონად გარდაქმნაზე პასუხისმგებელი 1 და 2 ტიპის იზოფერმენტის - 5 ალფა-რედუქტაზის აქტიურობას. დიჰიდროტესტოსტერონი წარმოადგენს წინამდებარე ჯირკვლის ქსოვილის ჰიპერპლაზიაზე პასუხისმგებელ ძირითად ანდროგენს. დიჰიდროტესტოსტერონის კონცენტრაციის დაქვეითებაზე დუტასტერიდის გავლენის ხარისხი დამოკიდებულია დოზირებაზე. მაქსიმალური ეფექტი შეიმჩნევა მკურნალობის დაწყებიდან 1-2 კვირის შემდეგ. დუტასტერიდის 0,5 მგ/დღ დოზით 1-2 კვირის განმავლობაში მიღების შემდეგ შრატში დიჰიდროტესტოსტერონის კონცენტრაცია 85-90%-ით იკლებს. პრეპარატი ამცირებს წინამდებარე ჯირკვლის ზომებს, აუმჯობესებს შარდის გამოყოფას, ამცირებს შარდის მწვავე შეკავებისა და ქირურგიური ჩარევის აუცილებლობის რისკს.
ფარმაკოკინეტიკა
შეწოვა: 500 მკგ დოზით ერთჯერადი მიღების შემდეგ შრატში მაქსიმალურ კონცენტრაციას დუტასტერიდი 1-3 საათში აღწევს. ვენაში ორსაათიანი ინფუზიის დროს აბსოლუტური ბიომისაწვდომობა დაახლოებით 60%-ია. ბიომისაწვდომობა საკვების მიღებაზე არ არის დამოკიდებული.
გამოყოფა: 500 მკგ/დღ დოზით მიღების შემთხვევაში განავალთან ერთად შეუცველელი სახით გამოიყოფა დუტასტერიდის 1-1,4% (საშუალოდ 5,4%), დანარჩენი კი გამოიყოფა 4 ძირითადი (39%, 21%, 7% და 7%) და 6 მცირე მეტაბოლიტის (თითოეული - 5-5%) სახით. შარდთან ერთად გამოიყოფა 0,1%-ზე ნაკლები შეუცვლელი დუტასტერიდი. თერაპიული დოზით დუტასტერიდის მიღების შემთხვევაში T1/2 შეადგენს 3-5 კვირას. დუტასტერიდი შესაძლოა მიღების შეწყვეტიდან 4-6 თვის შემდეგაც კი აღმოჩნდეს (0,1 ნგ/მლ-ზე მეტი კონცენტრაციით) შრატში. დაბალი კონცენტრაციის (3 ნგ/მლ-ზე ნაკლები) შემთხვევაში დუტასტერიდი სწრაფად გამოიყოფა ორგანიზმიდან და აქვს 3-5 დღის შესაბამისი T1/2.
ჩვენება: წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია (მკურნალობა წინამდებარე ჯირკვლის ზომის შემცირების, შარდის გამოყოფის გაუმჯობესების მიზნით, შარდის მწვავე შეკავების განვითარების რისკისა და ქირურგიული მკურნალობის აუცილებლობის შესამცირებლად).
დოზირებისა და მიღების რეჟიმი: ზრდასრული (მათ შორის - ხანდაზმული) მამაკაცებისთვის რეკომენდებულია 500 მკგ-ის (1 კაფსულა) მიღება დღეში ერთხელ. კაფსულა უნდა გადაიყლაპოს მთლიანად. პრეპარატის მიღება არ არის დამოკიდებული კვებაზე. ეფექტი საკმაოდ მალე მიიღწევა, მაგრამ მკურნალობა უნდა გაგრძელდეს 6 თვე, რათა ობიექტურად შეფასდეს პრეპარატის ზემოქმედება. თირკმლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში პრეპარატის დოზის შეცვლა არ არის საჭირო (რადგან 500 მკგ/დღ დოზით მიღებისას შარდით 0,1%-ზე ნაკლები გამოიყოფა). ღვიძლის ფუნქციის დაქვეითების შემთხვევაში პრეპარატი დიდი სიფრთხილით უნდა იქნეს მიღებული, ვინაიდან დუტასტერიდი განიცდის ინტენსიურ მეტაბოლიზმს ღვიძლში, მისი T1/2 კი შეადეგენს 3-5-დღეს.
გვერდითი მოვლენები
- სასქესო სისტემის მხრივ - ერექციული დისფუნქცია, ლიბიდოს დაქვეითება, ეაკულაციის დარღვევა, გინეკომასტია (სარძევე ჯირკვლების გადიდება და ტკივილი);
- ალერგიული რეაქცია - ცალკეულ შემთხვევებში გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ლოკალური შეშუპება.
უკუჩვენება
- დუტასტერიდისა და პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
- 5 ალფა-რედუქტაზის სხვა ინჰიბიტორების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
უკუნაჩვენებია ქალებისა და ბავშვებისთვის.
განსაკუთრებული მითითებები: დუტასტერიდი ადსორბირდება კანიდან, ამიტომ ქალები და ბავშვები უნდა ერიდონ დაზიანებულ კაფსულასთან კონტაქტს. თუ კონტაქტი <span style="font-size: 10pt; font-family: Sylfaen,
Units | 30 |
---|---|
Form | კაფ TEMP |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account