ბილობა რიცი ფორტე 80მგ 20 კაფსულა

განსაკუთრებული ფასი 12,60 ლ რეგულარული ფასი 17,50 ლ
მარაგშია
SKU
11784_469
- სხვადასხვა ეტიოლოგიის დისცირკულაციური ენცეფალოპათია (ინსულტი, ქალა-ტვინის ტრავმა, ხანდაზმულობის ასაკი), რომელსაც ახლავს ყურადღების და/ან მეხსიერების, ინტელექტუალური შესაძლებლობების დაქვეითება, შიშის შეგრძნება, ძილის დარღვევა; - პერიფერიული სისხლის მიმო

შემადგენლობა

პრეპარატის ერთი კაფსულა შეიცავს 80 მგ Ginkgo bilobae- ფოთლების მშრალ სტანდარტიზირებულ ექსტრაქტს: 24% გინკგოს ჰეტეროზიდები (Ginkgo flavon glycosides) და 6% გინკგოლიდ-ბილობალიდები (Terpene lactones).

მოქმედების მექანიზმი

ბილობა-რიცი ფორტე მცენარეული წარმოშობის პრეპარატია.

ექსტრაქტის აქტიური ნივთიერებები - ფლავონოიდური გლიკოზიდები, გინკგოლიდები და ბილობალიდები აუმჯობესებენ სისხლის მიმოქცევას და მის რეოლოგიურ მახასიათებლებს, აფართოებენ სისხლძარღვებს და ხელს უწყობენ მათი კედლების ელასტიკურობის ზრდას, აფერხებენ თრომბოციტების აგრეგაციას.

პრეპარატი ახდენს მეტაბოლური პროცესების ნორმალიზებას, ახასიათებს ქსოვილებზე ანტიჰიპოქსიური მოქმედება. აუმჯობესებს თავის ტვინში სისხლის მიმოქცევას, ჟანგბადისა და გლუკოზის მიწოდებას.

აუმჯობესებს კიდურებში სისხლის მიმოქცევას, მიკროცირკულაციას და ვენების ტონუსს.

გამოხატული აქვს შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედება თავის ტვინსა და პერიფერიულ ქსოვილებზე.

ჩვენება

- სხვადასხვა ეტიოლოგიის დისცირკულაციური ენცეფალოპათია (ინსულტი, ქალა-ტვინის ტრავმა, ხანდაზმულობის ასაკი), რომელსაც ახლავს ყურადღების და/ან მეხსიერების, ინტელექტუალური შესაძლებლობების დაქვეითება, შიშის შეგრძნება, ძილის დარღვევა;

- პერიფერიული სისხლის მიმოქცევის და მიკროცირკულაციის დარღვევა (მათ შორის ქვედა კიდურების არტერიოპათია), რეინოს სინდრომი;

- ნეიროსენსორული დარღვევები (თავბრუსხვევა, შუილი ყურებში, ჰიპოაკუზია);

- ყვითელი ხალის ასაკობრივი დეგენერაცია;

- დიაბეტური რეტინოპათია.

უკუჩვენება

- ორსულობისა და ლაქტაციის (ძუძუთი კვების) პერიოდი;

- პრეპარატის კომპონენტებისადმი მაღალი მგრძნობელობა.

უსაფრთხოების ზომები

არ არის რეკომენდებული ბილობა-რიცი ფორტეს და აცეტილსალიცილის მჟავას ან ანტიკოაგულანტების ერთდროული მიღება.

პრეპარატის დოზის გადაჭარბების შემთხვევები აღწერილი არ არის.

არ არის რეკომენდებული პრეპარატთან ერთად ალკოჰოლის მიღება.

დოზირება და მიღების წესი

ინიშნება თითო კაფსულა დღეში ორჯერ (დილას და საღამოს). მდგომარეობის გაუმჯობესება აღინიშნება ერთი თვის შემდეგ. მკურნალობის ხანგრძლივობა არანაკლებ 3 თვეა. საჭიროებისას შესაძლებელია განმეორებითი კურსის ჩატარება.

კაფსულები ინიშნება კვებისგან დამოუკიდებლად, წყალთან ერთად.

გვერდითი მოვლენები

იშვიათადკუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის დარღვევა, თავის ტკივილი, კანზე გამონაყარი.

ვარგისიანობა და შენახვის პირობები

პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 2 წელი, ინახება 10-250C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

გამოშვების ფორმა

კაფსულა 80 მგ; 20 კაფსულა ბლისტერებში. მეორადი შეფუთვა: მუყაოს კოლოფში.

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ექიმის რეცეპტის გარეშე!

მეტი ინფორაცია
Units 20
Form სპრეი
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy