ბორტეზომიბი ადამედი 3.5მგ ფლ

698,98 ლ
მარაგშია
SKU
60688_1701

ჩვენებები

მრავლობითი ნიელობა (მონო- ან კომბინირებული თერაპიის სახით)
მანტიის ზონის ლიმფომა (კომბინრებულ თერაპიაში)

ათქ კლასიფიკაციის კოდი
L01XX32

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ერთჯერადი გამოყენების ფლაკონი:

1 ფლაკ.:
ბორტეზომიბი . . . . . . . . . . . . 3.5 მგ

დამხმარე ნივთიერებები: მანიტოლი (E421).

ხსნარი ინტრავენური გამოყენებისათვის:
განზავების შემდეგ 1 მლ ინტრავენური ინექციისათვის გამოსაყენებელი ხსნარი შეიცავს
1 მგ ბორტეზომიბს.

ხსნარი კანქვეშ გამოყენებისათვის:
გაზავების შემდეგ 1 მლ კანქვეშ ინექციისათვის გამოსაყენებელი ხსნარი შეიცავს 2.5 მგ ბორტეზომიბს.

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ანტინეოპლაზური საშუალებები, სხვა ანტინეოპლაზური საშუალებები

ფარმაკოლოგიური თვისებები
ბორტეზომიბი არის პროტეოსომა 26S-ის აქტივობის  ინჰიბიტორი და წარმოადგენს მოდიფიცირებულ ბორის მჟავას .
პროტეასომა 26S წარმოდგენილია ყველა ეუკარიოტული უჯრედის ბირთვსა და ციტოზოლში. იგი არის უჯრედების სასიცოცხლო ციკლის მართვაში მონაწილე ძირითადი ცილების გახლეჩის მაკატალიზებელი მთავარი კომპონენტი.
ბორტეზომიბი ახდენს პროტეასომის ქიმოტრიფსინის მსგავსი მოქმედების ინჰიბირებას , პროტეოლიზის დათრგუნვას და იწვევს უჯრედების აპოპტოზს . მიელომური უჯერდები (in vitro) თითქმის ათასჯერ უფრო მგრძნობიარე ბორტეზომიბისდმი ვიდრე  ნორმალური პლაზმური უჯრედები.
ბორტეზომიბის მოქმედების ძირიტადი მექანიზმი განპირობებულია მისი უნარით მოახდინოს NF- KB-ს აქტივობის ბლოკირება. ნორმალურ უჯრედებში NF- KB (რომელიც არსებობს როგორც დიმერი P50-P65), დაკავშირებელია მაინჰიბირებელი ცილა LKB-სთან, რომელიც მას ციტოზოლში არააქტიურ ფორმაში ინარჩუნებს. ზოგიერთი სიმსივნე შეიცავს NF- KB-ს აქტივირებულ ფორმას და პროტეასომა თამაშობს მნიშვნელოვან როლს ამ აქტივობაში , აკატალიზებს რა არააქტიური წინამორბედისგან P150  NF-KB P50 ქვეჯგუფის  პროტეოლიზურ გენერაციას და მაინჰიბირებელი ცილის დაშლას.
აქტივირებული NF- KB ხვდება ბირთვში და ხელს უწყობს უჯრედის გადარჩენას და პროლიფერაციას. აინჰიბირებს რა პროტეასომას და შესაბამისად თრგუნავს რა NF- KB-ს აქტივაციას, ბორტეზომიბი ხელს უწყობს ანტიაპოპტოზური ფაქტორების, ანთებითი მოლეკულების, უჯრედული ადჰეზიის მოლეკულების (ახდენენ შემაერთებელი უჯრედების მიმაგრებას ძვლის ტვინის უჯრდებთან) და ციტოკონების (ახდენენ მიელომის უჯრედების ზრდის სტიმულირებას) რაოდენომის შემცირებას.
ბორტეზომიბმა in vivo გამოიწვია ადამიანის სიმსივნის მრავალი ექსპერიმენტული მოდელის, მათ შორის მრავლობითი მიელომის და მანტიის ზონის ლიმფომის  ზრდის შეჩერება

ჩვენებები

    • მრავლობითი ნიელობა (მონო- ან კომბინირებული თერაპიის სახით)
    • მანტიის ზონის ლიმფომა (კომბინრებულ თერაპიაში)

დოზირების რეჟიმი

ექიმი განსაზღვრავს ბორტეზმიბი ადამედის საჭირო დოზირებას პაციენტის სიმაღლისა და წონის შესაბამისად. ბორტეზომიბი ადამედის ჩვეულებრივი საწყისი დოზა შეადგენს 1.3მგ/მ2 (დაანგარიშებული სხეულის ზედაპირის მიხედვით) კვირაში ორჯერ.

პროგრესირებადი მრავლობითი მიელომა

ბორტეზომიბი ადამედის გამოყენება მონოთერაპიის სახით:

  • თერაპიის ერთი კურსი მოიცავს 8 ციკლს
  • 1 ციკლი არის 3 კვირიანი (21 დღე)
  • ბორტეზომიბი ადამედი-ს ინექცია კეთდება კვირაში 2-ჯერ, 2 კვირის განმავლობაში. მესამე კვირა – შესვენება

შესაძლებელია  ბორტეზომიბი ადამედის გამოყენება პეგილირებულ ლიპოსომურ დოქსორუბიცინთან ან დექსამეტაზონთან ერთად.

ბორტეზომიბი ადამედის გამოყენება პეგილირებულ ლიპოსომურ დოქსორუბიცინთან ერთად:

  • ბორტეზომიბი ადამედი შეჰყავთ კანქვეშ ან ინტრავენურად 21 დღიანი მკურნალობის ციკლის მიხედვით
  • პეგილირებული ლიპოსომური დოქსორუბიცინი 30მგ/მ² დოზირებით შეჰყათ ინტრავენური ინფუზიის სახით 21 დღიანი მკურნალობის კურსის მე-4 დღეს, ბორტეზომიბი ადამედი-ს ინექციის შემდეგ
  • შესაძლოა საჭირო გახდეს 8 ციკლის (24 კვირა) ჩატარება

ბორტეზომიბი ადამედის გამოყენება დექსამეტაზონთან ერთად:

  • ბორტეზომობი ადამედი შეჰყავთ კანქვეშ ან ინტრავენურად 21 დღიანი მკურნალობის   ციკლის  მიხედვით
  • დექსამეტაზონის 20მგ დოზა მიიღება პერორალურად 21 დღიანი მკურნალობის კურსის 1,2,4,5,8,9,11 და 12 დღეს
  • შესაძლოა საჭირო გახდეს 8 ციკლის (24 კვირა) ჩატარება

არანამკურნალები მრავლობითი მიელომა

თუ არ ჩატარებულა მრავლობითი მიელომას წინმსწრები თერაპია და აღინიშნება ტრანსპლანტაციისათვის სისხლის ღეროვანი უჯრედების შეუსაბამობა, ბორტეზომიბი ადამედი გამოიყენება მელფალანთან და პრედნიზონთან ერთად.

  • თერაპიის ერთი კურსი მოიცავს 9 ციკლს ( 54კვირას) ( 1 წელი).
  • 1 ციკლი არის 6 კვირიანი (42 დღე).
  • მკურნალობა პირობითად იყოფა 2 ნაწილად: ციკლი 1-4 და ციკლი 5-9.
  • ციკლი 1-4: ბორტეზომიბის ინექცია კეთდება კვირაში 2-ჯერ, 1, 4, 8, 11, 22, 25, 29 და 32 დღეს
  • ციკლი 5-9: ბორტეზომიბის ინექცია კეთდება კვირაში ერთხელ, 1, 8, 22, 29 დღეს
  • ყოველი ციკლის პირველ კვირაში 1, 2, 3, და 4  დღეს პაციენტს დამატებით პერორალურად ეძლევა მელფალანი (Melphalan)- 9 მგ/მ2 და პრედნიზონი (Prednisone) –  60 მგ/მ

თუკი პაციენტს არ ჩატარებია მრავლობითი მიელომას წინმსწრები მკურნალობა და აღინიშნება შესაბამისობა  სისხლის ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციისათვის, მან უნდა მიიღოს ბორტეზომიბი ადამედი  დექსამეტაზონთან ან დექსამეტაზონთან და თალიდომიდთან ერთად, ინდუქციური მკურნალობის სახით.

ბორტეზომიბი ადამედის გამოყენება დექსამეტაზონთან ერთად:

  • ბორტეზომობი ადამედი შეჰყავთ ინტრავენურად 21 დღიანი მკურნალობის   ციკლის  მიხედვით
  • დექსამეტაზონის 40მგ დოზა მიიღება პერორალურად 21 დღიანი მკურნალობის  კურსის 1, 2, 3, 4, 8, 9, 10 და 11 დღეს
  • პაციენტს უტარდება 4 ციკლი (12 კვირა)

ბორტეზომიბი ადამედის გამოყენება თალიდომიდთან და დექსამეტაზონთან ერთად

  • ბორტეზომობი ადამედი შეჰყავთ ინტრავენურად ან კანქვეშ კვირაში 2-ჯერ 2 კვირის განმავლობაში, მესამე და მეოთხე კვირა-შესვენება (28 დღიანი მკურნალობის   ციკლი)
  • დექსამეტაზონის 40მგ დოზა მიიღება პერორალურად 28 დღიანი მკურნალობის  ციკლის 1, 2, 3, 4, 8, 9, 10 და 11 დღეს
  • თალიდომიდის 50მგ დოზა მიიღება პერორალურად პირველი ციკლის 1-14 დღეს, კარგი ამტანობის შემთხვევაში დოზა იზრდება 100მგ-მდე ციკლის 15-28 დღეებში (მეორე ციკლიდან შესაძლებელიადოზის გაზრდა 200მგ-მდე)
  • შესაძლოა პაციენტს დასჭირდეს 6-მდე ციკლის ჩატარება (24 კვირა)

არანამკურნალები მანტიის ზონის ლიმფომა

თუ არ ჩატარებულა მანტიის ზონის ლიმფომას წინმსწრები მკურნალობა,  ბორტეზომიბი ადამედი გამოიყენება ინტრავენური გზით რიტუქსიმაბთან, ციკლოფოსფამიდთან, დოქსორუბიცინთან და პრედნიზონთან ერთად.

  • ბორტეზომობი ადამედი შეჰყავთ ინტრავენურად 1, 4, 8, 11 დღეს, მესამე კვირა-შესვენება (21 დღიანი მკურნალობის ციკლი)
  • რიტუქსიმაბი 375 მგ/მ2, ციკლოფოსფამიდი 750მგ/მ2 და დოქსორუბიცინი 50მგ/მ2 იკეთდება ბორტეზომიბი ადამედის მკურნალობის 21 დღიანი მკურნალობის ციკლის 1 დღეს ინტრავენული ინფუზიის გზით
  • პრედნიზონი მიიღება პერორალურად 100მგ/მ2 ბორტეზომიბი ადამედის მკურნალობის კურსის 1, 2, 3, 4 და 5 დღეს.
  • შესაძლოა პაციენტს დასჭირდეს 8-მდე ციკლის ჩატარება (24 კვირა)

ბორტეზომიბი ადამედის მიღების წესი

პრეპარატი გამოიყენება ინტრავენური ან კანქვეშ შეყვანის გზით. ბორტეზომიბი ადამედის ფხვნილი უნდა გაიხსნას გამოყენების წინ. ამ პროცედურას ახორციელებს სამედიცინო პერსონალი. მიღებული ხსნარი შეჰყავთ ვენაში ან კანქვეშ ინექციის გზით. ვენაში ინექცია ხორციელდება სწრაფად, 3-დან 5 წამამდე. კანქვეშ ინექცია კეთდება თეძოზე ან მუცელზე.

გვერდითი მოვლენები
თუ იყენებთ ბორტეზომიბი ადამედს მრავლობითი მიელომის ან მანტის ზონის ლიმფომის სამკურნალოდ, აცნობეთ ექიმს დაუყოვნებლივ თუ შენიშნავთ შემდეგ სიმპტომებს:

– კუნთების სპაზმი, კუნთების სისუსტე.

– დაბნეულობა, მხედველობის დაკარგვა ან დარღვევები,  კრუნჩხვა, თავის ტკივილი

– ქოშინი, ფეხების შეშუპება ან არითმია, ჰიპერტენზია, დაღლილობა, გონების დაკარგვა,

– ხველა და სუნთქვის გართულება ან შებოჭილობა გულ-მკერდის არეში.

ბორტეზომიბი ადამედით მკურნალობისას შესაძლოა ჩვეულებრივ აღინიშნოს ერითროციტების, ლეიკოციტების და თრომბოციტების რაოდენობის შემცირება, შესაბამისი კლინიკური სიმპტომებით (სესხლდენა და ჩაქცევები, ანემია, მიდრეკილება ინფექციებისადმი). ამიტომ საჭიროა რეგულარული სისხლის ანალიზის ჩატარება მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის დროს სისხლის უჯრედების რაოდენობის კონტროლის მიზნით.

მრავლობითი მიელომას მკურნალობისას შესაძლოა აღინიშნოს შემდეგი გვერდითი ეფექტები:

ძალიან ხშირი გვერდითი ეფექტები (ვლინდება 10 პაციენტიდან 1-ზე მეტში):

  • ჰიპერმგრძნობელობა, კიდურების დაბუჟება, კანზე ჩხვლეტის ან წვის შეგრძნება ან ტკივილი ხელ-ფეხის არეში ნერვული დაზიანების შედეგად, მიალგია
  • გულისრევა, ღებინება, მადის დაკარგვა, ყაბზობა, შებერილობა, დიარეა
  • ცხელება
  • დაღლილობა, სისუსტის შეგრძნება
  • ხშირი გვერდითი ეფექტები (ვლინდება 10 პაციენტიდან 1-ში):
  • ჰიპოტონია, ჰიპერტონია
  • თირკმლის ფუნქციის დაქვეითება
  • თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, სისუსტე
  • ინფექციები, მათ შორის პნევმონია, რესპირატორული ინფექცია, ბრონქიტი, სოკოვანი ინფექციები, ხველა
  • სარტყელისებრი სირსველი (ლოკალური თვალების არეში ან გავრცელებული მთელ სხეულზე)
  • მკერდის არეში ტკივილი ან ქოშინი ფიზიკური დატვირთვისას
  • სხვადასხვა ტიპის გამონაყარი, კანის ქავილი, კანზე ბუშტუკები ან კანის სიმშრალე,სახის სიწითლე ან წვრილი კაპილარული სისხლჩაქცევები
  • დეჰიდრატაცია
  • გულძმარვა, შებერილობა, ბოყინი, კოლიკა, კუჭის ტკივილი, სისხლდენა კუჭიდან და ნაწლავებიდან,ღვიძლის ფუნქციის ცვლილებები, პირის ან ტუჩების არეში ტკივილი, პირის სიმშრალე, წყლული პირის არეში ან ყელის ტკივილი, წონაში დაკლება
  • კრუნჩხვა, კუნთების სპაზმი, კუნთების სისუსტე, კიდურების ტკივილი
  • მხედველობის დარღვევა, კონიუქტივიტი
  • ცხვირიდან სისხლდენა
  • ძილის გართულება ან პრობლემები, ძილის დარღვევები, ოფლიანობა, მოუსვენრობა, ხასიათის ცვლილებები, დეპრესიული განწყობა, შფოთი, მენტალობის ცვლილებები, დეზორიენტაცია
  • სხეულის შეშუპება, მათ შორის თვალების არეში და სხეულის სხვა ნაწილებში

არახშირი გვერდითი ეფექტები (ვლინდება 100 პაციენტიდან 1-ში):

  • გულის უკმარისობა, მკერდის არეში ტკივილი და დისკომფორტი, ტაქიკარდია, ბრადიკარდია, პერიკარდიტი,
  • თირკმლის უკმარისობა
  • თრომბოფლებიტი, სისხლდენა, სისხლის მიმოქცევის დარღვევა
  • ინფექციები, მათ შორის საშარდე გზების ინფექცია, გრიპი, ჰერპესვირუსი, ყურის ანთება და ცელულიტი
  • თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევა
  • ართრიტი, მათ შორის ხელ-ფეხის თითების სახსრების ან ყბის ანთება.
  • სუნთქვის დარღვევა,სლოკინი, მეტყველების დარღვევა
  • შარდის გამოყოფის გაზრდა ან შემცირება (თირკმლის დაზიანების გამო), მტკივნეული შარდვა ან სისხლი / ცილები შარდში, სითხის შეკავება.
  • ჰიპერმგრძნობელობა
  • სმენის დაკარგვა, ყურებში შუილი,
  • ჰორმონალური დარღვევები, რამაც შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს მარილისა და წყლის აბსორბციაზე, ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქცია, ინსულინ რეზისტენტობა,ლიმფური ჯირკვლების შეშუპება
  • მხედველობის დარღვევა, თვალის ტკივილი
  • სახსრებისა და კუნთების ტკივილი, საზარდულის არეში ტკივილი
  • თმისცვენა და თმის სტრუქტურის შეცვლა
  • ალერგიული რეაქციები
  • პირის ღრუს ინფექციები ან ანთება, პირის ღრუს, საყლაპავის, კუჭის და ნაწლავების წყლული, ხანდახან ახლავს ტკივილი ან სისხლდენა, ნაწლავის პერისტალტიკის დარღვევა (მათ შორის ბლოკირება), ყლაპვის გართულება, სისხლიანი ღებინება
  • მიდრეკილება ინფექციებისადმი
  • კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება, სანაღვლე გზების ობსტრუქცია,ჰეპატიტი
  • კანის რეაქციები და დარღვევები (შესაძლოა იყოს სერიოზული ან სიცოცხლისათვის საშიში), კანის წყლული.

თუ ღებულობთ ბორტეზომიბი ადამედს სხვა მედიკამენტებთან ერთად, რომლებიც გამოიყენება მანტიის ზონის ლიმფომას სამკურნალოდ შესაძლოა აღინიშნოს შემდეგში ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტები:

ძალიან ხშირი გვერდითი ეფექტი (ვლინდება 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში)

  • პნევმონია
  • მადის დაკარგვა, დაღლილობა, სისუსტე
  • ჰიპერმგრძნობელობა, დაბუჟება, კანზე ჩხვლეტისა და წვის შეგრძნება, ხელ-ფეხის არეში ტკივილის შეგრძნება ნერვის დაზიანების გამო
  • ღებინება და გულისრევა, დიარეა, ყაბზობა, წყლული პირის ღრუში
  • კუნთების ტკივილი, ძვლების ტკივილი
  • თმისცვენა და თმის სტრუქტურის ცვლილება
  • ცხელება

ხშირი გვერდითი ეფექტები (ვლინდება 10 პაციენტიდან 1-ში):

  • სარტყელისებრი სირსველი (ლოკალური თვალების გარშემო ან გავრცელებული მთელ სხეულზე), ჰერპესვირუსი, ბაქტერიული და ვირუსული ინფექციები, სოკოვანი ინფექცია
  • რესპირატორული ინფექციები, ბრონქიტი, ექსუდაციური ხველა
  • ჰიპერმგრძნობელობა (ალერგიული რეაქციები)
  • ინსულინის გამოყოფის დარღვევა, სითხის შეკავება
  • ძილის გართულება ან პრობლემები, გონების ცვალებადობა, თავბრუსხვევა
  • ტაქიკარდია, ჰიპერტენზია, ჰიპოტონია, ოფლიანობა, გულის უკმარისობა, მიოკარდიუმის ინფარქტი, მკერდის არეში დისკომფორტი, ტაქი- ან ბრადიკარდია, კოლაფსი
  • მხედველობის დარღვევები, დაბინდული მხედველობა
  • სლოკინი, ყურებში შუილი
  • კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა, გულძმარვა, ყელის ტკივილი, კუჭის ტკივილი, შებერილობა, ყლაპვის გაძნელება, გასტრიტი, წყლული პირის ღრუში, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
  • კანის ქავილი, სიწითლე, გამონაყარი
  • კუნთების სპაზმი, ტკივილი, კიდურების ტკივილი
  • საშარდე გზების ინფექციები
  • სხეულის შეშუპება, მათ შორის თვალების არეში
  • წონის დაკლება ან მომატება

იშვიათი გვერდითი ეფექტები (ვლინდება 100 პაციენტიდან 1-ში)

  • ჰეპატიტი
  • რთული ალერგიული რეაქციები (ანაფილაქსიური შოკი)
  • მოძრაობის დარღვევები, დამბლა, კუნთების სპაზმი, კრუნჩხვა
  • თავბრუსხვევა, სმენის დაქვეითება
  • სუნთქვის დარღვევა
  • სიყვითლე

უკუჩვენებები

  • მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ
  • ფილტვის ან გულის მხრივ მძიმე დარღვევები

ბავშვები და მოზარდები
ბორტეზომიბი ადამედი არ გამოიყენება ბავშვებში და მოზარდებში

ორსულობა და ლაქტაცია
ბორტეზომიბი ადამედი არ გამოიყენება ორსულობის დროს, გარდა აუცილებლობის შემთხვევისა.
მამაკაცებმა და ქალებმა, რომლებიც იღებენ ბორტეზომიბ ადამედს უნდა გამოიყენონ ეფექტური კონტრაცეპტული საშუალებები მკურნალობის დროს და მისი დასრულებიდან 3 თვის განმავლობაში. თუ დადგება ორსულობა, დაუყონებლივ აცნობეთ ექიმს ამის შესახებ.

თუ ბორტეზომიბი ადამედი გამოიყენება თალიდომიდთან კომბინაციაში, უნდა დაიცვათ თავი ორსულობისგან თალიდომიდის მიღებამდე (თალიდომიდი იწვევს ნაყოფის სიმახინჯეებს და სიკვდილს).

განსაკუთრებული მითითებები
ზეგავლენა ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
ბორტეზომიბი ადამედმა შესაძლოა გამოიწვიოს დაღლილობა, თავბრუსხვევა, გონების დაკარგვა ან მხედველობის დაბინდვა. არ არის რეკომენდებული ავტომობილის მართვა ან მექანიზმებთან მუშაობა.

შენახვის პირობები და ვადა
მედიკამენტი არ საჭიროებს შენახვის სპეციალურ პირობებს. ფლაკონი ინახება საწყის მუყაოს შეფუთვაში სინათლისაგან დაცვის მიზნით.
მედიკამენტი ინახება ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.

განზავებული ხსნარი:
ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა აღინიშნება 8 საათის განმავლობაში 25°C ტემპერატურის და 60%/H ტენიანობის და სიბნელის პირობებში ფლაკონში და პოლიპროპილენის შპრიცში.
შენახვის დრო ჩვეულებრივ არ უნდა აღემატებოდეს 24 საათს 2°C-დან 8°C ტემპერატურის პირობებში, ხსნარის/ნაზავის კონტროლირებად და შესაბამის ასეპტიურ პირობებში დამზადების გათვალისწინებით.
ბორტეზომიბი ადამედი გათვალისწინებულია ერთჯერადი გამოყენებისათვის. გამოუყენებელი პროდუქტი უნდა განადგურდეს ადგილობრივი წესების შესაბამისად.
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისობის ვადა –  3 წელი

აფთიაქიდან გაცემის პირობები:
პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

მეტი ინფორაცია
Units 1
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy