ბრონქიპრეტი TE სიროფი 100მლ

29,30 ლ
მარაგშია
SKU
61962_344

მცენარეული პრეპარატი ხველით მიმდინარე მწვავე ბრონქიტის სამკურნალოდ, რაც წარმოადგენს ჭარბი ნახველით გამოხატული გაციების სიმპტომს.

 ბრონქიპრეტი® სიროფი TE

შიგნით მისაღები სითხე

აქტიური ნივთიერებები:

ბეგქონდარას თხევადი ექსტრაქტი             

სუროს ფოთლების თხევადი ექსტრაქტი

მიიღება ბავშვებში 1 წლიდან და მოზრდილებში

ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია, ვინაიდან თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.

მოცემული პრეპარატი გაიცემა ურეცეპტოდ. თუმცა ბრონქიპრეტი სიროფის TE გამოყენება სიფრთხილით უნდა მოხდეს საუკეთესო შედეგების მისაღებად.

შეინახეთ ფურცელი ჩანართი. შესაძლებელია მისი წაკითხვა კვლავ დაგჭირდეთ.
მიმართეთ თქვენს ფარმაცევტს დამატებითი რჩევის ან ინფორმაციისთვის.
ნებისმიერი სერიოზული გვერდითი ეფექტების განვითარებისას ან თუ შეამჩნევთ ისეთ გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი მოცემულ ინსრუქციაში, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

მოცემულ ინსტრუქციაში:

რა არის ბრონქიპრეტი სიროფი TE და რისთვის გამოიყენება
ვიდრე მიიღებდეთ ბრონქიპრეტი სიროფი TE -ს
ბრონქიპრეტი სიროფი TE -ს მიღების წესი
შესაძლო გვერდითი ეფექტები
ბრონქიპრეტი სიროფი TE -ს შენახვის პირობები
დამატებითი ინფორმაცია

1.  რა არის ბრონქიპრეტი სიროფი TE და რისთვის გამოიყენება

ბრონქიპრეტი სიროფი TE არის მცენარეული პრეპარატი ხველით მიმდინარე მწვავე ბრონქიტის სამკურნალოდ, რაც წარმოადგენს ჭარბი ნახველით გამოხატული გაციების სიმპტომს.

2.  ვიდრე მიიღებდეთ ბრონქიპრეტი სიროფი TE -ს

არ მიიღოთ ბრონქიპრეტი სიროფი TE:

თუ ხართ ჰიპერმგრძნობიარე (ალერგიული) სუროს, ბეგქონდარას, ტუჩოსანთა ოჯახის სხვა მცენარეების ან პროდუქტის სხვა ნივთიერებების მიმართ, რომელიც ჩამოთვლილია ნაწილში 6.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები:

თუ სიმპტომები გრძელდება 1 კვირაზე მეტ ხანს ან სუნთქვა გაძნელებულია და ადგილი აქვს ნახველს ან ცხელებას, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს.

არ გამოიყენოთ ბრონქიპრეტი სიროფი TE ექიმის კონსულტაციის გარეშე, თუ გაწუხებთ გასტრიტი ან კუჭის წყლული.

თუ სიმპტომები უარესდება სამედიცინო პროდუქტის გამოყენებისას კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

გამოყენება ბავშვებში:

ბრონქიპრეტი სიროფი TE არ გამოიყენება  1 წლამდე ასაკის ბავშვებში. ძლიერი ან მდგრადი ხველის დროს 1-4 წლის ასაკის ბავშვებში საჭიროა ექიმის კონსულტაცია.

სხვა პრეპარატების მიღება:

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ, ბოლო დროს იღებდით ან აპირებთ მიიღოთ სხვა პრეპარატები.

ამ დრომდე სხვა სამედიცინო პროდუქტებთან ურთიერთქმედება ან სხვა ფორმის ურთიერთქმედება არ შეინიშნებოდა. არ ჩატარებულა კლინიკური ურთიერთქმედების კვლევები.

ბრონქიპრეტი სიროფი TE-ს მიღება საკვებსა და სასმელთან ერთად

არ არსებობს.

ორსულობა, ლაქტაცია და ნაყოფიერება:

თუ ხართ ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში, ფიქრობთ რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს პრეპარატის მიღებამდე.

მონაცემები არ არსებობს ორსულებში. ბრონქიპრეტი სიროფი TE არ არის რეკომენდებული ორსულობის დროს.

უცნობია ბრონქიპრეტი სიროფი TE-ს აქტიური ნივთიერებები ან მეტაბოლიტები გამოიყოფა თუ არა ადამიანის რძეში. ბრონქიპრეტი სიროფი TE ამიტომ არ უნდა მიიღებოდეს ლაქტაციის დროს.

ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვა:

არ ჩატარებულა კვლევები ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედების შესახებ.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ბრონქიპრეტი სიროფი TE-ს ზოგიერთი ნივთიერების შესახებ

მოცემული პრეპარატი შეიცავს 7 მოც. -% სპირტს. დაუშვებელია პროდუქტის მიღება პაციენტებში, რომლებსაც აწუხებთ ალკოჰოლიზმი ასევე ალკოჰოლიზმის მკურნალობის შემდეგ. ალკოჰოლის შემცველობის გათვალისწინებაა საჭირო ბავშვებში რეკომენდებულზე მეტი დოზების მიღებისას მაღალი რისკ ჯგუფში, როგორიცაა ღვიძლის დაავადება ან ეპილეფსია.

მოცემული პრეპარატი შეიცავს მალტიტოლის ხსნარს. არ მიიღოთ ბრონქიპრეტი სიროფი TE ექიმთან კონსულტაციის გარეშე, თუ იცით რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა.

3.  ბრონქიპრეტი სიროფი TE-ს მიღების წესი

ბრონქიპრეტი სიროფი TE- მიიღეთ ინსტრუქციის მიხედვით ან ექიმის ან ფარმაცევტის რჩევის მიხედვით. მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ არ ხართ დარწმუნებული.

რეკომენდებული დოზაა:

ასაკი ერთჯერადი დოზა მლ (3-ჯერ დღეში) დღიური დოზა
1-5 წლის ბავშვები 3.2  მლ 9.6მლ
6-11 წლის ბავშვები 4.3 მლ 12.9მლ
მოზრდილები და მოზარდები 12 წლიდან 5.4მლ 16.2მლ


მონაცემები არასაკმარისია პაციენტებში სპეციფიური დოზის რეკომენდაციების შესახებ თირკმლის/ღვიძლის ფუნქციის დარღვევისას.

მიღების მეთოდი:

ბრონქიპრეტი სიროფი TE მიიღება თანმხლები საზომი ჭიქით დღეში 3-ჯერ ასაკის მიხედვით დოზირებით, რომელიც მოცემულია ცხრილში. ბრონქიპრეტი სიროფი გადაყლაპეთ განუზავებლად. მიაყოლეთ წყალი პრეპარტის მიღების შემდეგ.

მიღების ხანგრძლივობა:

თუ სიმპტომები გრძელდება 1 კვირაზე მეტ ხანს სამედიცინო პროდუქტის გამოყენებისას, საჭიროა ექიმთან ნ ფარმაცევტთან კონსულტაცია.

გამოყენება ბავშვებში

გამოყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში არ დადგენილა ადექვატური მონაცემების არარსებობის გამო.

თუ იღებთ საჭიროზე მეტ ბრონქიპრეტ სიროფი TE-ს

ჭარბი დოზირებისას შესაძლებელია კუჭის ტკივილი, ღებინება ან  დიარეა, მსგავს შემთხვევაში მიმართეთ ექიმს. ექიმი მიიღებს აუცილებელ ზომებს.

თუ დაგავიწყდათ ბრონქიპრეტი სიროფი TE-ს მიღება:

თუ მიიღეთ ძალიან ცოტა ბრონქიპრეტი სიროფი TE- ან დაგავიწყდათ მისი მიღება, დაუშვებელია ორმაგი დოზის მიღება გამოტოვებული დოზის სანაცვლოდ.

თუ შეწყვეტთ ბრონქიპრეტი სიროფი TE-ს მიღებას:

ბრონქიპრეტი სიროფი TE-ს მიღების შეყწვეტა უვნებელია.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში პროდუქტის გამოყენების შესახებ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

4. შესაძლო გვერდითი ეფექტები

სხვა პრეპარატების მსგავსად, მოცემულ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში.

არახშირი გვერდითი ეფექტები (შესაძლებელია 1/100-ში)

საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დარღვევები, როგორიცაა: სპაზმები, გულისრევა, ღებინება და დიარეა.

ძალიან იშვიათი (1/10000-ში):

ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (ალერგიული რეაქციები), გამონაყარით.

უცნობია (სიხშირე დაუდგენელია არსებული მონაცემების მიხედვით)

ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები როგორიცაა ქოშინი, ჭინჭრის ციება, სახის, პირის და/ან ყელის შეშუპება.

ჰიპერმგრძნობელობის პირველივე რეაქციებისას დაუშვებელია პროდუქტის კვლავ მიღება.

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის განვითარებისას მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს შესაძლოა იყოს ისეთი გვერდითი ეფქტები, რომელიც არ არის ჩამოთვლილი მოცემულ ინსტრუქციაში.

5. ბრონქიპრეტი სიროფი TE-ს შენახვის პირობები

პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ ბრონქიპრეტი სიროფი TE-ს ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია კოლოფზე და ბოთლზე. ვარგისიანობის ვადა ეხება თვის ბოლო რიცხვს.

შენახვის პირობები:

 შეინახეთ არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

შეინახეთ პრეპარატი ორიგინალ კონტეინერში სინათლისგან დასაცავად.

ინფორმაცია ვარგისიანობის ვადის შესახებ გახსნის შემდეგ

ინახება გახსნიდან 6 თვის განმავლობაში.

6. დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს ბრონქიპრეტი სიროფი TE:
აქტიური ნივთიერებებია:

100მლ (შეესაბამება 112გ) სითხე შიგნით მისაღებად შეიცავს:

16.8 გ ბეგქონდარას თხევად ექსტრაქტს (1:2-2.5); მაექსტრაქტირებელი საშუალება: 10% ამიაკის ხნსარი (მ/მ): 85% გლიცეროლი (მ/მ): 90% ეთანოლი (ვ/ვ): წყალი (1:20:70:109);

1.68 გ სუროს ფოთლების თხევად ექსტრაქტს (1:1) ; მაექსტრაქტირებელი საშუალება: 70% ეთანოლი (ვ/ვ)

მოცემული პრეპარატი შეიცავს 7 მოც.-% სპირტს.

დამხმარე ნივთიერებებია:

ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, გასუფთავებული წყალი, ჰიდროქსიპროპილბეტადექსი, კალიუმის სორბატი, მალტიტოლის ხსნარი.

ინფორმაცია დიაბეტით დაავადებულებისთვის:

ბრონქიპრეტი სიროფი TE-ს ერთი დოზა (5.4მლ) შეიცავს საშუალოდ 0.18  ნახშირწყლოვანი ცვლის გაანგარიშებულ ერთეულს  (CEU).

ბრონქიპრეტი სიროფი TE-ს აღწერა და შეფუთვის შემადგენლობა:

ბრონქიპრეტი სიროფი TE მოცემულია 50მლ (N1) და 100მლ (N2) შეფუთვაში.

ბრონქიპრეტი სიროფი TE არის ღია ყავისფერი გამჭვირვალე სითხე.

მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი და მწარმოებელი:

ბიონორიკა სე 92 308 ნეუმარკტ

გერმანია

მეტი ინფორაცია
Units 1
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy