Vilnob - ვილნობი 50მგ 28 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 33,28 ლ რეგულარული ფასი 46,22 ლ
მარაგშია
SKU
79378_625

თვისებები: ვილდაგლიპტინი მიეკუთვნება კუნძულოვანი უჯრედების გამაძლიერებლების ჯგუფს, არის ძლიერი და სელექტიური DPP-4 ინჰიბიტორი.

ფორმულა:

ყოველი ტაბლეტი შეიცავს 50 მგ ვილდაგლიპტინს აქტიური ნივთიერების სახით; უწყლო ლაქტოზას დამხმარე ნივთიერების სახით.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფარმაკოდინამიკური თვისებები:

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: დიაბეტის დროს გამოყენებული სამკურნალო საშუალებები, დიპეპტიდილ პეპტიდაზა 4 (DPP-4) ინჰიბიტორები, ათქ კოდი: A10BH02.

ვილდაგლიპტინი მიეკუთვნება კუნძულოვანი უჯრედების გამაძლიერებლების ჯგუფს, არის ძლიერი და სელექტიური DPP-4 ინჰიბიტორი.

მოქმედების მექანიზმი

ვილდაგლიპტინის გამოყენება DPP-4 აქტივობის სწრაფ და სრულ ინჰიბირებას იწვევს, რასაც, თავის მხრივ, მოსდევს ინკრეტინის ჰორმონების GLP-1 (გლუკაგონის მსგავსი პეპტიდი 1) და GIP (გლუკოზადამოკიდებული ინსულინოტროპული პოლიპეპტიდის) უზმოზე და ჭამის შემდეგ ენდოგენური დონეების მომატება.

ფარმაკოდინამიკური ეფექტები

აღნიშნული ინკრეტინის ჰორმონების ენდოგენური დონეების გაზრდით, ვილდაგლიპტინი აძლიერებს ბეტა-უჯრედების მგრძნობელობას გლუკოზის მიმართ, რასაც გლუკოზადამოკიდებული ინსულინის სეკრესიის გაუმჯობესება მოსდევს. ვილდაგლიპტინის დღეში 50-100 მგ დოზით მკურნალობამ მე-2 ტიპის დიაბეტის მქონე პაციენტებში მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ბეტა-უჯრედების ფუნქციის მარკერები HOMA-β (ჰომეოსტაზის მოდელის შეფასება-β), პროინსულინის და ინსულინის თანაფარდობა და ბეტა-უჯრედების მგრძნობელობის მაჩვენებლები ხშირად არჩევითი კვების ტოლერანტობის ტესტში. დიაბეტის არმქონე (ნორმალურ გლიკემიურ) პირებში, ვილდაგლიპტინი არ ასტიმულირებს ინსულინის სეკრეციას ან არ ამცირებს გლუკოზის დონეებს.

ენდოგენური GLP-1 დონეების გაზრდით, ვილდაგლიპტინი ასევე აძლიერებს ალფა-უჯრედების მგრძნობელობას გლუკოზის მიმართ, რაც, თავის მხრივ, იწვევს გლუკოზის შესაფერისი გლუკაგონის უფრო მეტ სეკრეციას.  

ჰიპერგლიკემიის დროს ინკრეტინის ჰორმონის გაზრდილი დონის გამო ინსულინის/გლუკანობის თაფარადობის მომატება იწვევს უზმოზე და ჭამის შემდგომი ღვიძლისმიერი გლუკოზის წარმოქმნის შემცირებას, რასაც შემცირებული გლიკემია მოჰყვება.

GLP-1-ის მომატებული დონეების ეფექტი, რომელიც ანელებს კუჭის დაცლას, ვილდაგლიპტინით მკურნალობის დროს არ აღინიშნება.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები:

შეწოვა:

უზმოზე პერორალური მიღების შემდეგ, ვილდაგლიპტინი სწრაფად შეიწოვება, რა შემთხვევაშიც პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია 1.7 საათში აღინიშნება. საკვები ოდნავ აყოვნებს მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაციის მიღწევის დროს 2.5 საათამდე, თუმცა არ ცვლის საერთო ექსპოზიციას (AUC). ვილდაგლიპტინის მიღება საკვებთან ერთად იწვევს შემცირებულ Cmax-ს (19%). თუმცა აღნიშნული ცვლილება არ არის კლინიკურად მნიშვნელოვანი, შესაბამისად ვილნობის მიღება შეიძლება საკვებთან ერთად ან საკვების გარეშე. აბსოლუტური ბიოშეღწევადობა 85%-ს შეადგენს.

განაწილება

ვილდაგლიპტინის პლაზმის ცილებთან შეკავშირება დაბალია (9.3%) და ვილდაგლიპტინი თანაბრად ნაწილდება პლაზმასა და სისხლის წითელ უჯრედებში. ვილდაგლიპტინის განაწილების საშუალო მოცულობა მდგრად მდგომარეობაში ინტრავენური მიღების შემდეგ (Vss) შეადგენს 71 ლიტრს, რაც ექსტრავასკულარულ გავრცელებაზე მიუთითებს.

ბიოტრანსფორმაცია

ადამიანებში ვიდაგლიპტინის გამოყოფის მთავარი გზა არის მეტაბოლიზმი, რაც დოზის 69% შეადგენს. მთავარი მეტაბოლიტი (LAY 151) არის ფარმაკოლოგიურად არააქტიური და წარმოადგენს ციანო ფრაგმენტის ჰიდროლიზის პროდუქტს, რაც დოზის 57%-ს შეადგენს, რასაც მოჰყვება გლუკურონიდის (BQS867) და ამიდის ჰიდროლიზის პროდუქტები (დოზის 4%). ადამიანის თირკმლის მიკროსომებში in vitro მონაცემები ცხადყოფს, რომ თირკმელი შეიძლება იყოს ერთ-ერთი მთავარი ორგანო, რომელიც ხელს უწყობს ვილდაგლიპტინის ჰიდროლიზს მის მთავარ ინაქტიურ მეტაბოლიტად, LAY151. DPP-4 ნაწილობრივ უწყობს ხელს ვილდაგლიპტინის ჰიდროლიზს in vivo კვლევაზე დაყრდნობით DPP-4 დეფიციტური ვირთხების გამოყენებით. ვილდაგლიპტინი არ მეტაბოლიზდება CYP 450 ფერმენტების გამოყენებით დათვლად სიდიდემდე. შესაბამისად, არ არის მოსალოდნელი, რომ ვილდაგლიპტინის მეტაბოლურ კლირენსზე ზეგავლენა მოახდინოს CYP 450 ინჰიბიტორების და/ან სტიმულატორების თანმხლებმა გამოყენება. In vitro კვლევებმა აჩვენა, რომ ვილდაგლიპტინი არ აინჰიბირებს/ასტიმულირებს CYP 450 ფერმენტებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვილდაგლიპტინმა ზეგავლენა მოახდინოს CYP 1A2, CYP 2C8, CYP 2C9, CYP 2C19, CYP 2D6, CYP 2E1 ან CYP 3A4/5-ით მეტაბოლიზებული თანმხლები პრეპარატების მეტაბოლურ კლირენსზე.

გამოყოფა

[14C] ვილდაგლიპტინის პერორალური მიღების შემდეგ, დოზის დაახლოებით 85% გამოიყოფა შარდში, ხოლო დოზის 15% ვლინდება განავალში. შეუცვლელი ვილდაგლიპტინის თირკმლისმიერი გზით გამოყოფა შეადგენს დოზის 23%-ს პერორალური მიღების შემდეგ. ჯანმრთელ პირებში ინტრავენური შეყვანის შემდეგ, ვილდაგლიპტინის პლაზმისა და თირკმლის საერთო კლირენსი შეადგენს 41 და 13 ლ/სთ-ს, შესაბამისად. ვენაში შეყვანის შემდეგ საშუალო ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 2 საათს შეადგენს. პერორალური მიღების შემდეგ ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 3 საათს შეადგენს.

ხაზოვნება/არახაზოვნება         

ვილდაგლიპტინის Cmax და ფართობი პლაზმური კონცენტრაციის ქვეშ (AUC) დროის მრუდთან შედარებით გაიზარდა დაახლოებით დოზა პროპორციული წესით თერაპიული დოზის დიაპაზონში.

მახასიათრებლები პაციენტების სპეციფიკურ ჯგუფებში

სქესი

ჯანმრთელ მამაკაცებსა და ქალებს შორის, ასაკისა და სხეულის მასის ინდექსის (BMI) ფართო დიაპაზონში, ვილდაგლიპტინის ფარმაკოკინეტიკის კლინიკურად მნიშვნელოვანი განსხვავებები არ აღინიშნა. სქესი ზეგავლენას არ ახდებს DPP-4 ინჰიბირებას ვილდაგლიპტინის მიერ.

ხანდაზმულები

ჯანმრთელ ხანდაზმულ პირებში (≥70 წელი), ვილდაგლიპტინის საერთო ექსპოზიცია (100 მგ დღეში ერთხელ) გაიზარდა 32%-ით, რასაც თან ახლდა პლაზმის მაქსიმალური კონცენტრაციის 18%-ით მომატება ახალგაზრდა ჯანმრთელ პირებთან შედარებით (18-40 წელი). თუმცა, აღნიშნული ცვლილებები კლინიკურად მნიშვნელოვნად არ მიიჩნევა. ასაკი არ ახდენს ზეგავლენას DPP-4 ინჰიბირებას ვილდაგლიპტინის მიერ.

ღვიძლის უკმარისობა  

ღვიძლის დისფუნქციის ზეგავლენა ვილდაგლიპტინის ფარმაკოკინეტიკაზე შეისწავლეს ღვიძლის მსუბუქი, ზომიერი და მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში ჩაილდ-პიუს (Child-Pugh) მაჩვენებლებზე დაყრდნობით (რაც მერყეობდა 6-დან - მსუბუქი უკმარისობიდან 12-ის - მძიმე უკმარისობის ფარგლებში) ჯანმრთელ პირებთან შედარებით. ვილდაგლიპტინის ექსპოზიცია ერთჯერადი დოზის შემდეგ, ღვიძლის მსუბუქი და ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში შემცირდა (20% და 8%, შესაბამისად), ხოლო ვილდაგლიპტინის ექსპოზიცია ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში გაიზარდა 22%-ით. ვილდაგლიპტინის ექსპოზიციის მაქსიმალური ცვლილება (შემცირება ან გაზრდა) არის დაახლოებით 30%, რაც კლინიკურად მნიშვნელოვნად არ მიიჩნევა. ღვიძლის დაავადების სიმძიმესა და ვილდაგლიპტინის ექსპოზიციის ცვლილებებს შორის კავშირი არ აღინიშნა.

თირკმლის უკმარისობა

ვილდაგლიპტინი ყველაზე დაბალი თერაპიული დოზის (50 მგ დღეში ერთხელ) ფარმაკოკინეტიკის შესაფასებლად ჩატარდა მრავალჯერადი დოზირების, ღია კვლევა, რომელში შეადარეს კრეატინინის კლირენსით განსაზღვრული თირკმლის სხვადასხვა ხარისხის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტები (მსუბუქი: 50-<80 მლ/წთ; ზომიერი: 30 -<50 მლ/წთ და მძიმე: <30 მლ/წთ) და ნორმალური ჯანმრთელი საკონტროლო სუბიექტები.

ვილდაგლიპტინის AUC საშუალოდ 1.4-ჯერ, 1.7-ჯერ და 2-ჯერ გაიზარდა შესაბამისად თირკმლის მსუბუქი, ზომიერი და მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში, ჯანმრთელ სუბიექტებთან შედარებით. LAY151 და BQS867 მეტაბოლიტების AUC საშუალოდ 1.5-ჯერ, 3-ჯერ და 7-ჯერ გაიზარდა შესაბამისად თირკმლის მსუბუქი, ზომიერი და მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში. თირკმლის დაავადების ტერმინალური სტადიის (ESRD) მქონე პაციენტების შესახებ არსებული შეზღუდული მონაცემების თანახმად, ვილდაგლიპტინის ექსპოზიცია თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტების მსგავსია. LAY151 კონცენტრაციები დაახლოებით 2-3-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში.

ვილდაგლიპტინი შეზღუდული მოცულობით გამოიდევნება ჰემოდიალიზის გზით (3%-ით 3-4 საათიანი ჰემოდიალიზის სესიის განმავლობაში, დაწყებული დოზირებიდან 4 საათის შემდეგ).

ეთნიკური ჯგუფები

არსებული შეზღუდული მონაცემების თანახმად, რასა რაიმე მნიშვნელოვან ზეგავლენას ვილდაგლიპტინის ფარმაკოკინეტიკაზე არ ახდენს.

ჩვენებები:

ვილნობი ნაჩვენებია მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ მოზრდილებში:

მონოთერაპიის სახით:

-               პაციენტებში, რომელთა კონტროლი მხოლოდ კვებითა და ვარჯიშით ადექვატური არ არის, და როდესაც მეტფორმინი არ გამოდგება უკუჩვენებების ან აუტანლობის არსებობის გამო.

ორმაგი პერორალური თერაპიის სახით შემდეგ პრეპარატებთან კომბინაციაში:

-               მეტფორმინი, პაციენტებში არასაკმარისი გლიკემიური კონტროლით, მეტფორმინით მონოთერაპიის მაქსიმალური ტოლერანტული დოზის მიუხედავად,

-               სულფონილშარდოვანა, პაციენტებში არასაკმრისი გლიკემიური კონტროლით, სულფონილშარდოვანას მაქსიმალური ტოლერანტული დოზის მიუხედავად და როდესაც მეტფორმინის გამოყენება არაა მიზანშეწონილი უკუჩვენებების ან აუტანლობის არსებობის გამო,

-               თიაზოლიდინედიონი, პაციენტებში არასაკმარისი გლიკემიური კონტროლით, როდესაც თიაზოლიდინედიონის გამოყენება არაა მიზანშეწონილი.

სამმაგი პერორალური თერაპიის სახით შემდეგ პრეპარატებთან კომბინაციაში:

-               სულფონილშარდოვანა და მეტფორმინი, როდესაც კვება და ვარჯიში, პლუს აღნიშნული სამედიცინო პროდუქტებით ორმაგი თერაპია ადექვატურ გლიკემიურ კონტროლს ვერ უზრუნველყოფს.

ვილნობის გამოყენება ასევე ნაჩვენებია ინსულინთან კომბინაციაში (მეტფორმინით ან მეტფორმინის გარეშე), როდესაც კვება და ვარჯიში, პლუს ინსულინის სტაბილური დოზა ადექვატურ გლიკემიურ კონტროლს ვერ უზრუნველყოფს.

უკუჩვენებები:

ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან ნებისმიერი დამხმარე საშუალების მიმართ.

გაფრთხილებები/სიფრთხილის ზომები:

ზოგადი

ვილნობი არ წარმოადგენს ინსულინის შემცვლელს ინსულინდამოკიდებულ პაციენტებში. ვილნობის გამოყენება არ შეიძლება I ტიპის დიაბეტის მქონე პაციენტებში ან დიაბეტური კეტოაციდოზის სამკურნალოდ.

თირკმლის უკმარისობა

თირკმლის დაავადების ტერმინალური სტადიის (ESRD) მქონე პაციენტებში, რომლებიც ჰემოდიალიზს იტარებენ, ინფორმაცია  შეზღუდულია. შესაბამისად, ვილნობი აღნიშნული პაციენტებში სათანადო სიფრთხილის დაცვით გამოიყენება (იხილეთ ასევე პუნქტები „დოზირება და მიღების წესი“, „ფარმაკოდინამიკური თვისებები“, „ფარმაკოკინეტიკური თვისებები“).

ღვიძლის უკმარისობა

ვილნობის გამოყენება არ შეიძლება ღვიძლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში, იმ პაციენტების ჩათვლით, რომელთა ალანინის ამინოტრანსფერაზას (ALT) ან ასპარტატის ამინოტრანსფერაზას (AST) დონე მკურნალობამდე არის > 3x ნორმის ზედა ზღვარი (ULN) (იხილეთ ასევე პუნქტები „დოზირება და მიღების წესი“, „ფარმაკოკინეტიკური თვისებები“).

ღვიძლის ფერმენტების მონიტორინგი

დაფიქსირდა ღვიძლის დისფუნქციის (ჰეპატიტების ჩათვლით) იშვიათი შემთხვევები. ასეთ შემთხვევებში, პაციენტები ზოგადად იყვნენ ასიმპტომატურნი კლინიკური შედეგების გარეშე და ღვიძლის ფუნქციური სინჯის შედეგები დაუბრუნდა ნორმას მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ. ვილნობით მკურნალობის დაწყებამდე უნდა ჩატარდეს ღვიძლის ფუნქციური სინჯები პაციენტის საწყისი მაჩვენებლების დადგენის მიზნით. ვილნობით მკურნალობის დროს აუცილებელია ღვიძლის ფუნქციის მონიტორინგი 3-თვიანი ინტერვალებით პირველი წლის განმავლობაში და შემდგომ - პერიოდულად. პაციენტებში, ტრანსამინაზას მომატებული მაჩვენებლებით, საჭიროა მონიტორინგი ღვიძლის ფუნქციის მეორე გამოკვლევით მონაცემების დადასტურების მიზნით და შემდგომი დაკვირვებით ღვიძლის ხშირი ფუნქციური სინჯებით, სანამ დარღვევები ნორმას არ დაუბრუნდება. ალანინის ამინოტრანსფერაზას (AST) ან ასპარტატის ამინოტრანსფერაზას (ALT) 3x ნორმის ზედა ზღვარის (ULN) ან მეტი მომატების შენარჩუნებისას, რეკომენდებულია ვილნობით თერაპიის შეწყვეტა.  

სიყვითლის ან ღვიძლის დისფუნქციაზე მიმანიშნებელი სხვა ნიშნების განვითარების შემთხვევაში, ვილნობით მკურნალობა უნდა შეწყდეს.

ვილნობით მკურნალობის მოხსნის და LFT ნორმალიზაციის შემდეგ, ვილნობით მკურნალობა არ უნდა განახლდეს.

გულის უკმარისობა

ნიუ-იორკის გულის ასოციაციის (NYHA) ფუნქციური I-III კლასის მქონე პაციენტებში ვილდაგლიპტინის კლინიკურმა კვლევამ აჩვენა, რომ ვილდაგლიპტინით მკურნალობა არ უკავშირდებოდა მარცხენა პარკუჭის ფუნქციის ცვლილებას ან არსებული გულის შეგუბებითი უკმარისობის (CHF) გაუარესებას პლაცებოსთან შედარებით. ნიუ-იორკის გულის ასოციაციის (NYHA) ფუნქციური III კლასის მქონე პაციენტებში, ვილდაგლიპტინით მკურნალობის კლინიკური გამოცდილება ჯერ კიდევ შეზღუდულია და შედეგები არასარწმუნოა (იხილეთ პუნქტი „ფარმაკოდინამიკური თვისებები“).

ნიუ-იორკის გულის ასოციაციის (NYHA) ფუნქციური IV კლასის მქონე პაციენტებში ვილდაგლიპტინის გამოყენების გამოცდილება არ არსებობს და შესაბამისად აღნიშნულ პაციენტებში გამოყენება რეკომენდებული არ არის.

კანის მხრივ დარღვევები

კანის დაზიანებები, ბუშტუკებისა და წყლულების არსებობის ჩათვლით, აღინიშნა მაიმუნების კიდურებში არაკლინიკური ტოქსიკოლოგიის კვლევებში. მიუხედავად იმისა, რომ კანის დაზიანება არ აღინიშნა მომატებული სიხშირით კლინიკურ კვლევებში, დიაბეტური კანის გართულებების მქონე პაციენტებში შეზღუდული გამოცდილება არსებობს. გარდა ამისა, დაფიქსირდა ბულოზური და ექსფოლიაციური კანის დაზიანებების პოსტ-მარკეტინგული შემთხვევები. შესაბამისად, დიაბეტური პაციენტების რუტინული მოვლის შენარჩუნებით, რეკომენდებულია კანის დაზიანებების, როგორიცაა ბუშტუკები და წყლულები, მონიტორინგი.

მწვავე პანკრეატიტი

ვილდაგლიპტინის გამოყენება უკავშირდება მწვავე პანკრეატიტის განვითარების რისკს. პაციენტები ინფორმირებულნი უნდა იყვნენ მწვავე პანკრეატიტისთვის დამახასიათებელი სიმპტომების შესახებ.

პანკრეატიტზე ეჭვის დროს, ვილდაგლიპტინის მიღება უნდა შეწყდეს; მწვავე პანკრეატიტის დადასტურების შემთხვევაში, ვილდაგლიპტინის მიღება არ უნდა განახლდეს. აუცილებელია სიფრთხილის ზომების დაცვა მწვავე პანკრეატიტის ანამნეზის მქონე პაციენტებში.

ჰიპოგლიკემია

სულფონილშარდოვანამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოგლიკემია. პაციენტები, რომლებიც ვილდაგლიპტინს ღებულობენ სულფონილშარდოვანასთან კომბინაციაში, იმყოფებიან ჰიპოგლიკემიის განვითარების რისკის ქვეშ. შესაბამისად, ჰიპოგლიკემიის რისკის შესამცირებლად მიზანშეწონილია სულფონილშარდოვანას დოზის შემცირება.

დამხმარე ნივთიერებები

ტაბლეტი შეიცავს ლაქტოზას. გალაქტოზას აუტანლობის, Lapp ლაქტაზას დეფიციტის ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციის იშვიათი მემკვიდრეობითი დარღვევების მქონე პაციენტებში აღნიშნული სამკურნალო პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება.

ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობა

ორსულ ქალებში ვილდაგლიპტინის გამოყენების ადექვატური მონაცემები არ არსებობს. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა რეპროდუქციული ტოქსიკურობა მაღალ დოზებზე. პოტენციური რისკი ადამიანებისათვის უცნობია. ადამიანების მონაცემების სიმწირის გამო, ვილნობის გამოყენება ორსულობის დროს არ შეიძლება.

ძუძუთი კვება

უცნობია გამოიყოფა, თუ არა ვილდაგლიპტინი დედის რძეში. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ვილდაგლიპტინი გამოიყოფა რძეში. ვილნობის გამოყენება ძუძუთი კვების პერიოდში არ შეიძლება.

ფერტილობა

ადამიანის ფერტილობაზე ვილდაგლიპიტინის ზეგავლენის შემსწავლელი კვლევები არ ჩატარებულა.

ავტომობილის მართვისა და მანქანა-დანადგარებთან მუშაობის უნარზე ზეგავლენა

ავტომობილის მართვისა და მანქანა-დანადგარებთან მუშაობის უნარზე ზეგავლენის შემსწავლელი კვლევები არ ჩატარებულა. პაციენტებმა, რომლებსაც გვერდითი რეაქციის სახით გამოუვლინდა თავბრუსხვევა, უნდა მოერიდონ ავტომობილის მართვას და მანქანა-დანადგარებთან მუშაობას.

გვერდითი მოვლენები / არასასურველი რეაქციები:

უსაფრთხოების პროფილის მოკლე აღწერა

უსაფრთხოების მონაცემები მიღებულ იქნა 3,784 პაციენტისგან, რომლებიც ვილდაგლიპტინს ღებულობდნენ დღიური დოზით 50 მგ (დღეში ერთხელ) ან 100 მგ (50 მგ დღეში ორჯერ ან 100 მგ დღეში ერთხელ) კონტროლირებად კვლევაში მინიმუმ 12-კვირიანი ხანგრძლივობით. აღნიშნული პაციენტებიდან, 2,264 პაციენტმა ვილდაგლიპტინი მიიღო მონოთერაპიის სახით, ხოლო 1,520 პაციენტმა ვილდაგლიპტინი მიიღო კომბინაციაში სხვა სამკურნალო პრეპარატებთან ერთად. 2,682 პაციენტი მკურნალობდა ვილდაგლიპტინის 100 მგ დოზით დღეში (50 მგ დღეში ორჯერ ან 100 მგ დღეში ერთხელ), ხოლო 1,102 პაციენტი მკურნალობდა ვილდაგლიპტინის 50 მგ დოზით დღეში ერთხელ.  

აღნიშნულ კვლევებში გვერდითი მოვლენების უმრავლესობა იყო მსუბუქი და გარდამავალი ხასიათის, რომლებიც არ საჭიროებდნენ მკურნალობის შეწყვეტას. გვერდით მოვლენებსა და ასაკს, ეთნიკურობას, ექსპოზიციის ხანგრძლივობას და დღიურ დოზას შორის კავშირი არ აღინიშნა

დაფიქსირდა ღვიძლის დისფუნქციის (მათ შორის ჰეპატიტების) იშვიათი შემთხვევები. ასეთ შემთხვევებში, პაციენტები იყვნენ ასიმპტომატურები კლინიკური შედეგების გარეშე და ღვიძლის ფუნქცია დაუბრუნდა ნორმას მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ. 24-კვირიანი ხანგრძლივობის კონტროლირებული მონოთერაპიით და კომბინაციური თერაპიით მიღებული შედეგების თანახმად ალანინის ამინოტრანსფერაზას (ALT) ან ასპარტატის ამინოტრანსფერაზას (AST) მომატების ≥ 3x ნორმის ზედა ზღვარის (ULN) სიხშირე (კლასიფიცირებული, როგორც სულ მცირე 2 თანმიმდევრული გაზომვით ან მკურნალობის ბოლო ვიზიტზე გაზომვით მიღებული) იყო 0.2%, 0.3% და 0.2% ვილდაგლიპტინისთვის 50 მგ დოზით დღეში ერთხელ, ვილდაგლიპტინისთვის დოზით 50 მგ დღეში ორჯერ და ყველა კომპარატორისათვის, შესაბამისად. ტრანსამინაზების აღნიშნული მომატება ხშირად იყო ასიმპტომატური, არაპროგრესული თავისი ბუნებით და არ უკავშირდებოდა ქოლესტაზს ან სიყვითლეს.

საკონტროლო დოზების მსგავსი დოზებით ვილდაგლიპტინის მიღებისას აღინიშნა ანგიონევროზული შეშუპების იშვიათი შემთხვევები. შემთხვევათა უფრო მაღალი წილი აღინიშნა ვილდაგლიპტინის გამოყენებისას კომბინაციაში ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტების ინჰიბიტორებთან (აგფ-ინჰიბიტორებთან). შემთხვევათა უმრავლესობა იყო მსუბუქი და ქრებოდა ვილდაგლიპტინით მკურნალობის გაგრძელებისას.

გვერდითი მოვლენები ცხრილის სახით

გვერდითი მოვლენები, რომლებიც დაფიქსირდა ორმაგ-ბრმა კვლევებში პაციენტებში ვილდაგლიპტინის მიღებისას მონოთერაპიის სახით ან კომბინაციაში, მოცემულია შემდეგ ცხრილში თითოეული ჩვენებისათვის სისტემათა ორგანოების კლასების და აბსოლუტური სიხშირის მიხედვით. სიხშირე განისაზღვრა შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100; <1/10), არახშირი (≥1/1,000; <1/100), იშვიათი (≥1/10,000; <1/1,000), ძალიან იშვიათი (<1/10,000), უცნობია (არსებული მონაცემებით შეფასება შეუძლებელია). სიხშირის თითოეულ ჯგუფში, გვერდითი მოვლენები წარმოდგენილია სიმძიმის კლების მიხედვით.

კომბინაცია მეტფორმინთან

ცხრილი 1. გვერდითი მოვლენები, რომლებიც დაფიქსირდა პაციენტებში დღეში 100 მგ ვილდაგლიპტინის მიღებისას მეტფორმინთან ერთად კომბინაციაში ორმაგ-ბრმა კვლევებში (N=208)

მეტაბოლიზმისა და კვების დარღვევები  
ხშირი ჰიპოგლიკემია
ნერვული სისტემის მხრივ დარღვევები  
ხშირი კანკალი
ხშირი თავის ტკივილი
ხშირი თავბრუსხვევა
არახშირი დაღლილობა
კუჭ-ნაწლავის მხრივ დარღვევები  
ხშირი გულისრევა

შერჩეული გვერდითი მოვლენების აღწერა

კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში ვილდაგლიპტინი 100 მგ დღეში + მეტფორმინის კომბინაციის დროს, გვერდითი მოვლენების განვითარების გამო მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევები არ დაფიქსირებულა არც ვილდაგლიპტინი 100 მგ დღეში + მეტფორმინი ან არც პლაცებო + მეტფორმინის სამკურნალო ჯგუფებში.  

კლინიკურ კვლევებში, ჰიპოგლიკემია ხშირი იყო იმ პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ 100 მგ ვილდაგლიპტინს დღეში მეტფორმინთან (1%) კომბინაციაში და არახშირი - იმ პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ პლაცებო+მეტფორმინს (0.4%). მძიმე ჰიპოგლიკემიური მოვლენები არ აღინიშნა ვილდაგლიპტინის ჯგუფში.

კლინიკურ კვლევებში, წონა არ შეცვლილა საბაზისო მაჩვენებლიდან, როდესაც მეტფორმინს დაემატა 100 მგ ვილდაგლიპტინი დღეში (+0.2 კგ და -1.0 კგ ვილდაგლიპტინისა და პლაცებოსთვის, შესაბამისად).

2 წლამდე ხანგრძლივობის კლინიკურმა კვლევებმა რაიმე დამატებითი უსაფრთხოების სიგნალები ან გაუთვალისწინებელი რისკები არ გამოავლინა, ვილდაგლიპტინის მეტფორმინზე დამატების დროს.

კომბინაცია სულფონილშარდოვანასთან       

ცხრილი 2. გვერდითი მოვლენები, რომლებიც დაფიქსირდა პაციენტებში დღეში 50 მგ ვილდაგლ

ინფექციები და ინვაზიები  
ძალიან იშვიათი ნაზოფარინგიტი
მეტაბოლიზმისა და კვების დარღვევები  
ხშირი ჰიპოგლიკემია
ნერვული სისტემის მხრივ დარღვევები  
ხშირი კანკალი
ხშირი თავის ტკივილი
ხშირი თავბრუსხვევა
ხშირი ასთენია
კუჭ-ნაწლავის მხრივ დარღვევები  
არახშირი შეკრულობა

შერჩეული გვერდითი მოვლენების აღწერა

კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში 50 მგ ვილდაგლიპტინი + სულფონილშარდოვანას კომბინაციით, გვერდითი მოვლენების განვითარების გამო მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევების საერთო სიხშირე იყო 0.6% 50 მგ ვილდაგლიპტინი+სულფონილშარდოვანას ჯგუფში და 0% - პლაცებო+სულფონილშარდოვანას სამკურნალო ჯგუფში.

კლინიკურ კვლევებში, ჰიპოგლიკემიის განვითარების სიხშირე 50 მგ (დღეში ერთხელ) ვილდაგლიპტინის გლიმეპირიდზე დამატების შემთხვევაში იყო 1.2%, ხოლო 0.6% -  პლაცებო+გლიმეპირიდის შემთხვევაშ. ვილდაგლიპტინის ჯგუფში მძიმე ჰიპოგლიკემიური მოვლენები არ დაფიქსირებულა.

კლინიკურ კვლევებში წონა არ შეცვლილა საწყისი მაჩვენებლიდან, როდესაც გლიმეპირიდს დაემატა 50 მგ ვილდაგლიპტინი დღეში (-0.1 კგ და -0.4 კგ ვილდაგლიპტინისა და პლაცებოსთვის, შესაბამისად).

კომბინაცია თიაზოლიდინედიონთან

ცხრილი 3. გვერდითი მოვლენები, რომლებიც დაფიქსირდა პაციენტებში დღეში 100 მგ ვილდაგლიპტინის მიღებისას თიაზოლიდინედიონთან ერთად კომბინაციაში ორმაგ ბრმა კვლევებში (N=158)

მეტაბოლიზმისა და კვების დარღვევები  
ხშირი წონის მომატება
არახშირი ჰიპოგლიკემია
ნერვული სისტემის მხრივ დარღვევები  
არახშირი თავის ტკივილი
არახშირი ასთენია
სისხლძარღვთა მხრივ დარღვევები  
ხშირი პერიფერიული შეშუპება

შერჩეული გვერდითი მოვლენების აღწერა

კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში 100 მგ ვილდაგლიპტინი + თიაზოლიდინედიონის კომბინაციით, გვერდითი მოვლენების განვითარების გამო მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევები არ დაფიქსირებულა არც დღეში 100 მგ ვილდაგლიპტინი + თიაზოლიდინედიონის ან არც პლაცებო + თიაზოლიდინედიონის სამკურნალო ჯგუფებში.

კლინიკურ კვლევებში, ჰიპოგლიკემიის შემთხვევები არახშირი იყო იმ პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ ვილდაგლიპტინი + პიოგლიტაზონის (0.6%) კომბინაციას და ხშირი - იმ პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ პლაცებო+პიოგლიტაზონის (1.9%) კომბინაციას. მძიმე ჰიპოგლიკემიური მოვლენები არ აღინიშნა ვილდაგლიპტინის ჯგუფში.

პიოგლიტაზონის კომბინაციურ კვლევაში, წონის აბსოლუტური მატება პლაცებოთი, დღეში 100 მგ ვილდაგლიპტინით იყო 1.4 და 2.7 კგ, შესაბამისად.

პერიფერიული შეშუპების განვითარების სიხშირე, 100 მგ დღეში ვილდაგლიპტინის დამატებისას პიოგლიტაზონის მაქსიმალურ დოზაზე (45 მგ დღეში ერთხელ) იყო 7.0%, 2.5%-თან შედარებით მხოლოდ პიოგლიტაზონის შემთხვევაში.

მონოთერაპია

ცხრილი 4. გვერდითი მოვლენები, რომლებიც დაფიქსირდა პაციენტებში დღეში 100 მგ ვილდაგლიპტინის მიღებისას მონოთერაპიის სახით ორმაგ ბრმა კვლევებში (N=1,855)

ინფექციები და ინვაზიები  
ძალიან იშვიათი ზედა სასუნთქი გზების ინფექციები
ძალიან იშვიათი ნაზოფარინგიტი
ნერვული სისტემის მხრივ დარღვევები  
ხშირი თავბრუსხვევა
არახშირი თავის ტკივილი
სისხლძარღვთა მხრივ დარღვევები  
არახშირი პერიფერიული შეშუპება
კუჭ-ნაწლავის მხრივ დარღვევები  
არახშირი შეკრულობა
ჩონჩხკუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ დარღვევები  
არახშირი ართრალგია

შერჩეული გვერდითი მოვლენების აღწერა

გარდა ამისა, ვილდაგლიპტინით ჩატარებულ კონტროლირებადი მონოთერაპიის კვლევებში გვერდითი მოვლენების განვითარების გამო მკურნალობის შეწყვეტის სიხშირე იმ პაციენტებისათვის, რომლებიც მკურნალობდნენ დღეში 100 მგ ვილდაგლიპტინით (0.3%) არ იყო პლაცებოზე (0.6%) ან კომპარატორებზე (0.5%) უფრო მაღალი.

შედარებით კონტროლირებად, მონოთერაპიულ კვლევაში ჰიპოგლიკემიის განვითარება იყო არახშირი და დაფიქსირდა პაციენტების 0.4%-ში (1,855-დან 7-ში) დღეში 100 მგ ვილდაგლიპტინით მკურნალობისას და პაციენტების 0.2%-ში (1,082-დან 2) იმ ჯგუფებში, რომლებიც მკურნალობდნენ აქტიური კომპარატორით ან პლაცებოთი, დაფიქსირებული სერიოზული ან მძიმე მოვლენების გარეშე. 

კლინიკურ კვლევებში წონა არ შეცვლილა საბაზისო მაჩვენებლიდან, როდესაც დღეში 100 მგ ვილდაგლიპტინი გამოიყენებოდა მონოთერაპიის სახით (-0.3 კგ და -1.3 კგ ვილდაგლიპტინისა და პლაცებოსთვის, შესაბამისად).  

2 წლამდე ხანგრძლივობის კლინიკურმა კვლევებმა რაიმე დამატებითი უსაფრთხოების სიგნალები ან გაუთვალისწინებელი რისკები არ გამოავლინა ვილდაგლიპტინით მონოთერაპიის დროს.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება:

ვილდაგლიპტინს გააჩნია ურთიერთქმედების დაბალი პოტენციალი სამკურნალო პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას. ვინაიდან ვილდაგლიპტინი არ წარმოადგენს ციტროქრომა P (CYP) 450 ფერმენტის სუბსტრატს და არ აინჰიბირებს ან ასტიმულირებს CYP 450 ფერმენტებს, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ მან იმოქმედოს აღნიშნული ფერმენტების სუბსტრატების, ინჰიბიტორების ან სტიმულატორების აქტიურ ნივთიერებებთან.

კომბინაცია პიოგლიტაზონთან, მეტფორმინთან და გლიბურიდთან

აღნიშნული პერორალური ანტიდიაბეტური საშუალებებით ჩატარებული კვლევის შედეგებმა კლინიკურად მნიშვნელოვანი ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება არ გამოავლინა.

დიგოქსინი (Pgp სუბსტრატი), ვარფარინი (CYP2C9 სუბსტრატი)

ჯანმრთელ პირებში ჩატარებულმა კლინიკურმა კვლევებმა კლინიკურად მნიშვნელოვანი ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება არ გამოავლინა. თუმცა, აღნიშნული არ დადგენილა სამიზნე პოპულაციაში.

კომბინაცია ამლოდიპინთან, რამიპრილთან, ვალსარტანთან ან სიმვასტატინთან

პრეპარატების ურთიერთქმედების კვლევები ჩატარდა ჯანმრთელ პირებში ამლოდიპინით, რამიპრილით, ვალსარტანით და სიმვასტატინით. აღნიშნულ კვლევებში, ვილდაგლიპტინთან თანმხლები გამოყენების შემდეგ კლინიკურად მნიშვნელოვანი ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება არ გამოვლენილა.

კომბინაცია აგფ-ინჰიბიტორებთან

შესაძლებელია აღინიშნოს ანგიონევროზული შეშუპების მომატებული რისკი იმ პაციენტებში, რომლებიც ასევე ღებულობენ აგფ-ინჰიბიტორებს (იხილეთ პუნქტი „გვერდითი მოვლენები“).

ყველა სხვა პერორალური ანტიდიაბეტური სამკურნალო პრეპარატის მსგავსად, ვილდაგლიპტინის ჰიპოგლიკემიური ეფექტი შეიძლება შემცირდეს გარკვეული აქტიური ნივთიერებებით, როგორიცაა თიაზიდები, კორტიკოსტეროიდები, თიროიდული პრეპარატები და სიმპათომიმეტური საშუალებები.

დოზირება და მიღების წესი:

დოზირება

მოზრდილები

მონოთერაპიის სახით გამოყენებისას მეტფორმინთან კომბინაციაში, თიაზოლიდინედიონთან კომბინაციაში, მეტფორმინთან და სულფონილშარდოვანასთან კომბინაციაში ან ინსულინთან (მეტფორმინით ან მეტფორმინის გარეშე) კომბინაციაში, ვილდაგლიპტინის რეკომენდებული დღიური დოზა არის 100 მგ, ერთი 50 მგ დოზის მიღებით დილით და ერთი 50 მგ დოზით - საღამოს.

ორმაგი კომბინაციის გამოყენებისას სულფონილშარდოვანასთან კომბინაციაში, ვილდაგლიპტინის რეკომენდებული დოზა არის 50 მგ დღეში ერთხელ დილით. პაციენტების აღნიშნულ პოპულაციაში, დღეში 100 მგ ვილდაგლიპტინი არ იყო უფრო ეფექტიანი, ვიდრე 50 მგ ვილდაგლიპტინი დღეში ერთხელ.

სულფონილშარდოვანასთან კომბინაციაში გამოყენებისას, სულფონილშარდოვანას უფრო დაბალი დოზა შეიძლება იყოს მიზანშეწონილი ჰიპოგლიკემიის რისკის შესამცირებლად.

100 მგ-ზე უფრო მაღალი დოზების გამოყენება რეკომენდებული არ არის.

ვილნობის დოზის გამოტოვების შემთხვევაში, მისი მიღება უნდა მოხდეს გახსენებისთანავე. იმავე დღეს არ შეიძლება ორმაგი დოზის მიღება. 

ვილდაგლიპტინის უსაფრთხოება და ეფექტიანობა სამმაგი პერორალური თერაპიის სახით მეტფორმინთან და თიაზოლიდინედიონთან კომბინაციაში არ არის დადგენილი.

დამატებითი ინფორმაცია სპეციალური პოპულაციის შესახებ

ხანდაზმულები (≥65 წელი)

ხანდაზმულ პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის (იხილეთ ასევე პუნქტები „ფარმაკოდინამიკური თვისებები“, „ფარმაკოკინეტიკური თვისებები“).

თირკმლის უკმარისობა

თირკმლის მსუბუქი უკმარისობის მქონე (კრეატინინის კლირენსი ≥ 50 მლ/წთ) პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის. თირკმლის ზომიერი ან მძიმე უკმარისობის ან  თირკმლის დაავადების ტერმინალური სტადიის (ESRD) მქონე პაციენტებში, ვილნობის რეკომენდებული დოზა არის 50 მგ დღეში ერთხელ (იხილეთ პუნქტები „გაფრთხილებები/სიფრთხილის ზომები“, „ფარმაკოდინამიკური თვისებები“, „ფარმაკოკინეტიკური თვისებები“).

ღვიძლის უკმარისობა

ვილნობის გამოყენება არ შეიძლება ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში,  იმ პაციენტების ჩათვლით, რომელთა ალანინის ამინოტრანსფერაზას (ALT) და ასპარტატის ამინოტრანსფერაზას (AST) დონე მკურნალობამდე არის > 3x ნორმის ზედა ზღვარი (ULN) (იხილეთ ასევე პუნქტები „გაფრთხილებები/სიფრთხილის ზომები“, „ფარმაკოკინეტიკური თვისებები“).

პედიატრიული პოპულაცია

ვილნობის გამოყენება არ არის რეკომენდებული ბავშვებსა და მოზარდებში (<18 წელი), ვილდაგლიპტინის უსაფრთხოება და ეფექტიანობა ბავშვებსა და მოზარდებში (<18 წელი) დადგენილი არ არის. ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის (იხილეთ ასევე პუნქტი „ფარმაკოდინამიკური თვისებები“).

მიღების წესი

პერორალური

ვილნობის მიღება შეიძლება საკვებთან ერთად ან საკვების გარეშე (იხილეთ ასევე პუნქტი „ფარმაკოკინეტიკური თვისებები“).

ჭარბი დოზირება:

ვილდაგლიპტინით ჭარბი დოზირების შესახებ ინფორმაცია შეზღუდულია.

სიმპტომები

ჭარბი დოზირების შესაძლო სიმპტომების შესახებ ინფორმაცია მიღებულია დოზის ტოლერანტობის კვლევიდან ჯანმრთელ პირებში, რომლებიც ღებულობდნენ ვილდგლიპტინს 10 დღის განმავლობაში. 400 მგ-ზე, სამ შემთხვევაში აღინიშნა კუნთების ტკივილი, ასევე პარესთეზიის, ცხელების, შეშუპების და ლიპაზას დონის ტრანზიტორული მომატების მსუბუქი და გარდამავალი ხასიათის ინდივიდუალური შემთხვევები. 600 მგ-ზე, ერთ სუბიექტს გამოუვლინდა ტერფებისა და ხელების შეშუპება, კრეატინის ფოსფოკინაზას (CPK), ასპარტატის ამინოტრანსფერაზას (AST), C-რეაქტიული ცილის (CRP) და მიოგლობინის დონეების მომატება. სამ სხვა სუბიექტს გამოუვლინდა ტერფების შეშუპება, პარესთეზიით ორ შემთხვევაში. ყველა სიმპტომი  და ლაბორატორიული გადახრა ალაგდა მკურნალობის გარეშე საკვლევი სამკურნალო პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ. 

მკურნალობა

ჭარბი დოზირების შემთხვევაში, რეკომენდებულია დამხმარე მკურნალობა. ვილდაგლიპტინის გამოდევნა ორგანიზმიდან ჰემოდიალიზის საშუალებით ვერ ხერხდება. თუმცა ჰიდროლიზის მთავარი მეტაბოლიტის (LAY 151) მოცილება ჰემოდიალიზით შეიძლება.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არაუმეტეს 300C ტემპერატურაზე, თავის შეფუთვაში.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

შეფუთვა:

ვილნობი 50 მგ ტაბლეტი; 28 და 56 ტაბლეტის შემცველ ბლისტერულ შეფუთვაში.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

ვარგისობის ვადა: 2 წელი

ლიცენზიის მფლობელი:              ნობელ ილაჩ სანაიი ვე ტიჯარეტ ა.შ.

(NOBEL ILAÇ SANAYİİ ve TİCARET A.Ş.)

სტამბოლი/თურქეთი

მწარმოებელი:                            ნობელ ილაჩ სანაიი ვე ტიჯარეტ ა.შ.

(NOBEL ILAÇ SANAYİİ ve TİCARET A.Ş.)

დუზჯე/თურქეთი

იყიდება სამედიცინო დანიშნულებით.

აღნიშნული პროდუქტის გამოყენებამდე, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.

მეტი ინფორაცია
Units 28
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy