თირკმლის ჩაი 50გ

3,84 ლ
მარაგშია
SKU
761_544
თირკმლის ჩაი გამოიყენება ძირითადად როგორც შარდმდენი საშუალება თირკმლების მწვავე და ქრონიკული დაავადებების დროს.

თირკმლის ჩაის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

თირკმლის ჩაი. Folia Orthosiphoni stamine გამოდის 50 გრ–იანი მცენარეს და 50 გრ–იანი გრანულის ფორმით. პრეპარატი შეიცავს ტრიტერპენულ საპონინებს, ორტოსიფონის გლიკოზიდებს, 5-6% მთრიმლავ ნივთიერებებს.

თირკმლის ჩაი გამოიყენება ძირითადად როგორც შარდმდენი საშუალება თირკმლების მწვავე და ქრონიკული დაავადებების დროს, რომელთაც თან სდევს შეშუპება, აზოტის დაგროვება, ალბუმინურია, თირკმლის კენჭოვანი დაავადებები. გამოიყენება აგრეთვე ცისტიტების, ურეთრიტების, დიაბეტის,  ქოლეცესტიტის, ნაღვლის კენჭოვანი დაავადების, გულის იმ დაავადებების სამკურნალოდ, რომლებსაც თან ახლავს შეშუპება. შარდის დიდი რაოდენობით გამოყოფასთან ერთად ორგანიზმიდან გამოიდევნება შარდოვანა, შარდმჟავა და ქლორიდები.

თირკმლის ჩაი შეიძლება მიიღონ საგულე გლიკოზიდებთან ერთად ავადმყოფებმა სისხლის მიმოქცევის II და III ხარისხის დეკომპენსაციის, აგრეთვე ჰიპერტონიული დაავადების დროს, რომელიც თირმკლის ფუნქციის მოშლითაა გამოწვეული. მას, ვისაც ქრონიკული ქოლეცესტიტი და ნაღვლის კენჭოვანი დაავადება აწუხებს, თირკმლის ჩაის მიღებით უძლიერდებათ კუჭის წვენის გამოყოფა და ორგანიზმში მატულობს თავისუფალი მარილმჟავას რაოდენობა.

თირკმლის ჩაის დიდი ხნის განმავლობაში მიღება თირკმელების ბევრი დაავადების დროს ძალზე ეფექტურია და მასთან უკუჩვენებები არა აქვს.
თირმლის ჩაის ნაყენის მოსამზადებლად 1 ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ ფოთოლს ასხამენ 1 ჭიქა მდუღარეს, სვამენ 1/2 ჭიქას 2-ჯერ დღეში ჭამის წინ ნახევარი საათით ადრე.

მეტი ინფორაცია
Units 1
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy