IMPAZA - იმპაზა 20ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 23,87 ლ რეგულარული ფასი 33,16 ლ
მარაგშია
SKU
12718_1047
იმპაზა მიეკუთვნება მამაკაცის ერექციული ფუნქციის გამაუმჯობესებელ პრეპარატს.

შემადგენლობა:

 

აფინო–გაწმენდილი ანტისხეულები ადამიანის  ენდოთელიალური NO–სინთეტაზას მიმართ – ჰომეოპათური ნარევი C12, C30 და C200.
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, მაგნიუმის სტეარატი, მკც.

 

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
იმპაზა მიეკუთვნება მამაკაცის ერექციული ფუნქციის გამაუმჯობესებელ პრეპარატს. იმპაზის ეს ეფექტი ხორციელდება ენდოთელიარული NO -სინთეტაზას აქტიობის გაზრდით, სექსუალური სტიმულაციისას ენდოთლის მიერ აზოტის ოქსიდის გამომუშავების აღდგენით, გლუვ კუნთბში ცგმფ–ის გაზრდით, რაც უზრუნველყოფს მის მოდუნებას, ყველაფერი ეს უზრუნველყოფს სასქესო ასოს მღვიმონი სხეულის სისხლით ავსების გაუმჯობესებას. ამ თვისებების წყალობით მიიღწევა ნორმალური ერექცია ძალისა და ხანგრძლიობის გათვალისწინებით.
ერექციის ცენტრალურ და პერიფერიულ ცენტრებზე პოზიტიური ზემოქმედება უზრუნველყოფს სექსუალური ლტოლვის და დაკმაყოფილების მიღწევას.
იმპაზის ხანგრძლივი მოხმარებისას სისხლის შრატში მატულობს მამაკაცის სასქესო ჰორმონების, ტესტისტერონის, დონე,  (თვდაპირველად მისი ზომიერად დაბალი დონისას).
გამოყენების ჩვენებები:
იმპაზა ნაჩვენებია სხვადასხვა წარმოშობის ერექციული ფუნქციის დარღვევისას (ფსიქოგენური, ორგანული, შერეული), მათ შორის, მამაკაცებში გულ–სისხლძარღვთა სისტემის დაავადებით და მათთვისაც, ვინც ღებულობს ნიტრატებს. ასევე, მამაკაცებში კლიმაქტერული სინდრომისას ვეგეტო–სისხლძარღვოვანი მოვლენებისას (მომატებული დაღლილობა, გაღიზიანებულობა, ლიბიდოს და ფიზიკური აქტიობის დაქვეითება).
მიღების წესი:
იმპაზის ტაბლეტს ათავსებენ პირის ღრუში მის სრულ გახსნამდე.
ეპიზოდური მიღებისას: ერექციის სტიმულაციისათვის იმპაზის 1 ტაბლეტი მიიღება სავარაუდი სქესობრივ აქტამდე 2 სთ–ით ადრე და კიდევ 1 ტაბლეტი აქტამდე 1 სთ–ით ადრე.
რეგულარული მიღებისას: პოტანციის სტაბილიზაციისთვის და კლიმაქტერული სინდრომის დროს ვეგეტო–სისხლძარღვოვანი მოშლილობისას რეკომენდეულია პრეპარატ იმპაზათი  12–კვირიანი კურსი, რომლის განმავლობაში 1 ტაბლეტი იმპაზის მიღება აუცილებელი დღეგამოშვებით, უმჯობესია საღამოს საათებში. აუცილებლობისას შეიძლება 1 ტაბლეტის მიღება სქესობრივ აქტამდე 1 სთ–ით ადრე.
აღნიშნული მკურნალობის კურსის ჩატარების შემედეგ ეფექტი ნარჩუნდება 6 თვის მანძილზე.
აუცილებლობისას შეიძლება მკურნალობის კურსის განმეორება 4–6 თვის შემდეგ.
გვერდითი მოქმედება:
არ არის გამოვლენილი.
უკუჩვენებები:
* პრეპარატ იმპაზას გამოყენება დაუშვებელი თუ მისი შემადგენელი რომელმე კომპონენტის მიმართ არსებობს აუტანლობა.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება:

კლინიკურად არასასურველი მოქმედება იმპაზას სხვა პრეპარატებთან ერთდროული გამოყენებისას არ დაფიქსირებულა. თუმცა იმპაზათი მკურნალობის დაწყების წინ ექიმი  ინფორმრებული უნდა იყოს თუ არსებობს თანმხლები მკურნალობა.

ჭარბი დოზირება:

იმპაზის პრეპარატით ჭარბ დოზირებაზე ინფორმაცია არ არის. პრეპარატის დიდი დოზით მიღებისას საჭიროა ექიმს მიმართოთ სიმპტომური თერაპიის ჩასატარებლად.

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ, ბავშვებისათვის მიუქვდომელ, ადგილზე, 250C ტამპერატურაზე.

მეტი ინფორაცია
Units 20
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy