კორდიამინი წვეთები 25% 25მლ
კორდიამინი
შიგნით მისაღები წვეთები
გამოყენების ინსტრუქცია
შემადგენლობა:
ნიკოტინმჟავას დიეთილამიდი _ 6,25 გ ან 3,75 გ
გამოხდილი წყალი _ 15 მლ-მდე. ან 25 მლ-მდე.
ფარმაკოლოგიური მოქმედება
ასტიმულირებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას, აღაგზნებს სუნთქვით და სისხლძარღვთა მამოძრავებელ ცენტრებს, აქვს პირდაპირი მასტიმულირებელი მოქმედება გულზე და არ ავლენს სისხლძარღვთა შემავიწროვებელ ეფექტს. ზრდის არტერიულ წნევას და აუმჯობესებს გულის მუშაობას.
ჩვენება
გულ-სისხლძარღვთა მწვავე და ქრონიკული უკმარისობა;
ასფიქსია და ახალშობილთა ასფიქსია.
კოლაფსი;
შოკური მდომარეობა;
ჰიპოტენზია;
ზოგჯერ საძილე, ნარკოტიკული და ანალგეტიკური ნივთიერებებით ინტოქსიკაცია.
უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ კრუნჩხვითი მოვლენების დროს.
მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატს ანზავებენ მცირე რაოდენობის წყალში და იღებენ ჭამის წინ; მოზრდილებში: 15-40 წვეთი ერთ მიღებაზე 2-3 ჯერ დღეში. ბავშვებში: ერთ მიღებაზე ინიშნება იმდენი წვეთი, რამდენი წლისაც არის ბავშვი.
გვერდითი მოვლენები:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ, კრუნჩხვითი მოვლენები.
შეფუთვა:
15 ან 25მლ ნარინჯისფერი მინის ან პოლიმერული მასალის ფლაკონებში საწვეთურით და ხრახნიანი თავსახურით.
გაცემის წესი: ურეცეპტოდ.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.
შენახვა: სინათლისაგან დაცულ ადგილას, +8 +15°C ტემპერატურის პირობებში.
Units | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account