Avene - ავენი ნაოჭების საწინააღმდეგო ღამის კრემი 30 მლ 8245
Avene - ავენი ნაოჭების საწინააღმდეგო ღამის კრემი
კანის პილინგის ეფექტის მქონე ღამის კრემი განკუთვნილია გადაღლილი, უსიცოცხლო, მოწყენილი კანისთვის, რომელზეც უკვე გაჩნდა ნაოჭი და დაკარგა სიგლუვე. კრემი ეხმარება კანს შეამციროს და შეაჩეროს ასაკის გამოვლინების პირველი ნიშნები და ებრძოლოს გარემოს ყოველღიური ფაქტორების მიერ გამოწვეულ ოქსიდაციურ სტრესს, ყველაფერ ამას კი განაპირობებს კანის განმაახლებელი კომპლექსი: რეტინალდეჰიდი - უზრუნველყოფს უჯრედების განახლების პროცესს და აქვს გამაახალგაზრდავებელი მოქმედება. ხვეწს კანის სტრუქტურას და ათანაბრებს ფერს. პროვიტამინი E - უზრუნველყოფს თავისუფალი რადიკალების ხანგრძლივ დაცვას. ავენის თერმული წყალი - განაპირობებს მის დამამშვიდებელ, გაღიზიანების საწინააღმდეგო და დამარბილებელ მოქმედებას კანზე. თანაბრდება და იხვეწება კანის ტექსტურა ვიზუალურად კანი იძენს სიგლუვეს, ნაოჭები და ხაზები თანდათან სწორდება. კანი იბრუნებს ბუნებრივ ფერსა და ბზინვარებას.
გამოყენების წესი: დაიტანეთ საშუალება საღამოს გასუფთავებულ სახის კანზე. თუ წასმისას იგრძნობთ წვას ამ შემთხვევაში 1 ან 2 დღე დღეგამოშვებით დაიტანეთ. ერიდეთ თვალში მოხვედრას. არ გამოიყენოთ ორსულობისას.
მოცულობა 30 მლ.
დამზადებულია საფრანგეთში
Units | 1 |
---|
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account