Cedralex - სედრალექსი კრემი 150მლ
ცედრალექსი
ფრანგული მატონიზირებელი კრემი (150 მლ) ქვედა კიდურებში დაღლილობისა და სიმძიმის შეგრძნების მოსახსნელად. სედრალექსი ატენიანებს კანს და აქვს მყისიერი გამაგრილებელი ეფექტი, დამზადებულია კორსიკული ლიმონის ექსტრაქტზე და გააჩნია მსუბუქი სასიამოვნო სუნი. იგი გამოირჩევა სწრაფი შეწოვით და აქვს არაცხიმიანი ტექსტურა, რომელიც კომფორტულად დაიტანება დღის ნებისმიერ მონაკვეთში.
გამოყენების წესი: ქუსლიდან წვივის მიმართულებით მსუბუქი მოძრაობით დაიტანეთ კანზე. სედრალექსის გამოყენება შესაძლებელია დღის განმავლობაში რამდენიმეჯერ (საშუალოდ დღეში 4-ჯერ) ფეხების დაღლილობისა და სიმძიმის შეგრძნების მყისიერად მოსახსნელად.
გამოყენების შემდეგ დაიბანეთ ხელი. მოარიდეთ თვალთან კონტაქტს. თვალში მოხვედრის შემთხვევაში ჩამოიბანეთ წყლით.
ტესტირებულია დერმატოლოგების მიერ.
დამზადებულია საფრანგეთში.
Units | 1 |
---|
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account