კრეპიტანო კრემი 20მლ
კრეპიტანო კრემი
ბუასილის სამკურნალო საშუალება
შემადგენლობა:
ქლორჰექსიდინის დიგლუკონატი, გულყვითელას ექსტრაქტი, ჰამამელისას ღეროს/ფოთლის ექსტრაქტი, პანთენოლი, პიტნის ზეთი, ალანტოინი, ნატრიუმის ფოსფატი, წყალი, პოლოქსამერი 407, პეგ-8 (პოლიეთილენგლიკოლი), თხევადი პარაფინი, სპირტი.
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
კრეპიტანო კრემი გამოიყენება ანალური მიდამოს გაღიზიანებული და დაზიანებული კანისა და ლორწოვანი გარსის სამკურნალოდ. კომბინირებული შემადგენლობის წყალობით, კრეპიტანო კრემს აქვს დამამშვიდებელი, ანტისეპტიკური, რეგენერაციული და გამაგრილებელი მოქმედება. ჰემამელისას ექსტრაქტი ანთების საწინააღმდეგო და რეგენერაციული თვისებებით ხასიათდება. გულყვითელას ექსტრაქტს აქვს ანალური მიდამოს კანის ჭრილობების, ნაკაწრების, შემახორცებელი და აღმდგენი მოქმედება. პანთენოლი კვებავს და იცავს კანს გამოშრობისაგან. პიტნის ეთერზეთს აქვს ანტისეპტიკური მოქმედება, ხსნის დისკომფორტს და აგრილებს ანუსის არეს.
ალანტოინს აქვს დამარბილებელი თვისებები, იცავს და ამშვიდებს კანს.
გამოყენების წესი და დოზირება:
რეკომენდებულია კრემის გამოყენება 2-3-ჯერ დღეში, სუფთა ანალურ მიდამოზე. მცირე რაოდენობით კრემი დაიტანეთ ანალურ არეზე.
კრემის გამოყენება სასურველია მოხდეს ჰიგიენური პროცედურების ჩატარების შემდეგ.
გაფრთხილება:
პროდუქტის გამოყენება არ არის რეკომენდებული შემადგენელი კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობისას.
მოარიდეთ კრემი თვალის არეს.
მოქმედების ვადა:
2 წელი (ვარგისიანობის ვადა მითითებულია შეფუთვაზე).
პროდუქტის გამოყენება შესაძლებელია გახსნიდან 3 თვის განმავლობაში.
შენახვა: არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
შეფუთვა: 20 მლ კრემი, ტუბში.
მწარმოებელი: Pharmanova d.o.o. სერბეთის რესპუბლიკა, ორბენოვაკი, ინდუსტრისკას ქუჩა # 8.
Units | 1 |
---|
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account