Solutio Iodi spirituosa - იოდის სპირტხსნარი 5% 10მლ

1,99 ლ
მარაგშია
SKU
35424_412

ჩვენებები: ანტისეპტიკური და სისხლძარღვთა გამააქტიურებელი, აგრეთვე როგორც დამხმარე საშუალება იოდის ბადის სახით კანისა და ლორწოვანი გარსის ანთებების, მიოზიტებისა და ნევრალგიების დროს.

წამლის ფორმა:
იოდის 5% სპირტიანი ხსნარი

სინონიმი: იოდის ნაყენი, თინცტურა იოდი 5%.

შედგენილობა:
პრეპარატი წარმოადგენს წყალ-სპირტოვან ხსნარს. 1 ფლაკონი 10 მლ შეიცავს:
აქტიური სუბსტანცია (ები): იოდი - 0,5 გ, კალიუმის იოდიდი - 0,2 გ.
არააქტიური სუბსტანცია (ები):
ეთანოლი 95%, გამოხდილი წყალი თანაბარი რაოდენობით 10 მლ-მდე.

აღწერილობა:
პრეპარატი წარმოადგენს გამჭვირვალე, მურა-წითელი ფერის სითხეს. დამახასიათებელი სუნით.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანტისეპტიკური საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატი შეიცავს ელემენტურ იოდს, რომლისთვის დამახასიათებელია ანტიმიკრობული და ადგილობრივად გამაღიზიანებელი მოქმედება. კანზე და ლორწოვან გარსზე დატანისას პრეპარატი იწვევს გაღიზიანებას და შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმში რეფლექტორული ცვლილებები. ორგანიზმში შეღწევისას იოდი აქტიურ ზეგავლენას ახდენს ნივთიერებათა ცვლაზე, აძლიერებს დისიმილაციის პროცესებს.

ფარმაკოკინეტიკა:
იოდის პრეპარატების გავლენა აძლიერებს ლიპოპროტეინულ და ფიბრინოლიზურ აქტივობას სისხლში. უმნიშვნელოდ მცირდება სისხლის შედედება. შეიმჩნევა ბეტა-ლიპოპროტეიდების შემცირება. ორგანიზმიდან იოდის გამოყოფა ხდება ძირითადად თირკმელებით, ნაწილობრივ კუჭ-ნაწლავის ტრაქტით, საოფლე და სარძევე ჯირკვლევით.

ჩვენება:
პრეპარატს იყენებენ გარეგანად, როგორც ანტისეპტიკურ, გამაღიზიანებელ საშუალებას ანთების და კანის სხვა დაავადებების, აგრეთვე ლორწოვანი გარსის დაავადებების დროს; საოპერაციო არის დასამუშავებლად, კანის მთლიანობის მცირე დარღვევისას ინფიცირების პროფილაქტიკისათვის, მიოზიტებისა დროს ანთებითი პროცესების შესამცირებლად.

უკუჩვენება:
მომატეტებული მგრძნობელობა იოდის მიმართ.

მიღების წესი დოზირება:
გარეგანი გამოყენებისას პრეპარატით ასველებენ ბამბის ტამპონს, რომელსაც იყენებენ კანის დაზიანებული ადგილების დასამუშავებლად, ტრამვების, ჭრილობების დროს.
ადგილობრივად გამოიყენება: მიოზიტისა და ნევრალგიის დროს.
შიგნით მისაღებად: ათეროსკლეროზის პროფილაქტიკა და მკურნალობა. ათაშანგის და ათეროსკლეროზის პროფილაქტიკისათვის მიიღება 1-დან 10 წვეთამდე 1-2-ჯერ დილა-საღამოს. კურსის ხანგრძლივობა არაუმეტეს 30 დღისა. 2-3-ჯერ წლის განმავლობაში. ათეროსკლეროზის სამკურნალოდ 10-12 წვეთი 3-ჯერ დღეში. ათაშანგის მკურნალობისას 5-50 წვეთი 2-3-ჯერ დღეში. ხსნარი მიიღება რძესთან ერთად ჭამის შემდეგ.

მაქსიმალური დოზა: მოზრდილებისთვის ერთჯერადი დოზა 20 წვეთი, დღე-ღამის დოზა 60 წვეთი.

სიფრთხილე:
ვიდრე დაიწყებდეთ პრეპარატის მიღებას კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან. ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას. ვიზუალური დათვალიერებისას აღმოჩენილი დეფექტის შემთხვევაში წამლის მიღება დაუშვებელია.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან.
გარეგანად გამოყენებისას სხვა ისეთ პრეპარატებთან ერთად გამოყენება, რომლებიც შეიცავს ორგანულ ნაერთებს, შეიძლება მოხდეს ცილოვანი კომპონენტების დენატურაცია.

განსაკუთრებული მითითებები:
ხსნარის დატანისას ლორწოვან გარსზე საჭიროა სიფრთხილე, რადგან პრეპარატი შეიცავს ეთილის სპირტს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ძლიერი გაღიზიანება.
ბავშვებს 5 წლამდე, ქალებს ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში არ ენიშნებად.
მძღოლებმა და პოტენციურად საშიშ მანქანა_დანადგარებზე მომუშავე პერსონალმა კონსულტაცია უნდა გაიაროს ექიმთან.

ჭარბი დოზირება:
იოდის ჭარბი დოზით მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს იოდიზმი, გაღიზიანება_დამწვრობა. მოულოდნელი ეფექტის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
გამოტოვებული დოზის შემთხვევაში დაუშვებელია გაორმაგებული დოზის მიღება წამლის შემდგომი მიღებისას.

გვერდითი მოვლენები:
პრეპარატის ხანგძლივი მიღებისას შესაძლებელია სურდო, ცრემლდენა, ნერწყვის დენა, კანზე გამონაყარი.

ვაგისიანობის ვადა:
3 წელი. ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ პრეპარატის გამოყენება აკრძალულია.

გამოშვების ფორმა:
იოდის 5% სპირტიანი ხსნარი, 5% 10 მლ გარეგანი გამოყენების ხსნარი მუქი ფერის პლასტმასის (პეტ) ფლაკონი № 1

შენახვის პირობები:
ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე.

აფთიაქიდან გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი ფირმა:
საქართველო, შ.პ.ს. “დავათი” ფარმაცევტული საწარმო. ქ. თბილისი გრ. ხანძთელის ქ. #10

მეტი ინფორაცია
Units 1
Is Online? არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy