პოვიდონ იოდი 10% 50მლ
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება
არ არსებობს
წამლის ფორმა
გარეგანი და ადგილობრივი გამოყენების ხსნარი 30მლ, 50მლ, 100მლ, 1ლ შემადგენლობა 100მლ პრეპარატი შეიცავს აქტიური ნივთიერება – პოვიდონი-იოდი 10,0 (აქტიურ იოდზე გათვლით -1,0) დამხმარე ნივთიერებები: გასუფთავებული წყალი.
აღწერა
მუქი ყავიფერი, ბლანტი სითხე იოდის მსუბუქი სუნით. ერევა წყალს ნებისმიერი თანაფარდობით.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტისეპტური საშუალებები და მადეზინფიცირებელი პრეპარატები. იოდის პრეპარატები. პოვიდონი-იოდი
ათქ კოდი D08AG02
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოკინეტიკა
პოვიდონი-იოდი ადგილობრივი გამოყენებისას დაუზიანებელი კანის უბანზე იოდის აბსორბცია მინიმალურია. კომპლექსური მოლეკულების დიდი ზომის წყალობით პოვიდონი- იოდი ცუდად გადის ბიოლოგიურ ბარიერებს. იოდის სისტემური მოქმედება პრაქტიკულად არ ვლინდება. კანთან და ლორწოვან გარსთან კონტაქტისას პოვიდონი-იოდის 30% გარდაიქმნება იოდიდად, ხოლო დანარჩენი აქტიურ იოდად. იოდიდები გროვდება ძირითადად ფარისებრ ჯირკვალში, თავისუფალი იოდიდები გამოიყოფა ძირითადად შარდში, მცირე
რაოდენობა ამონასუნთქით, ნერწყვით, ოფლით. იოდიდები გადადის პლაცენტრულ ბარიერს და გამოიყოფა დედის რძეში.
ფარმაკოდინამიკა
პოვიდონი-იოდი წარმოადგენს პოლივინილპიროლიდონის (პოვიდონი) პოლიმერის კომპლექსს იოდდთან. პოლივინილპოროლიდონის წყალობით აქტიური იოდი გამოთავისუფლდება პრეპარატიდან ნელა და თანდათანობით და ქმნის ანტისეპტურ მოქმედებას მიკროორგანიზმებზე, ქსოვილებზე გამაღიზიანებელი და მწველი მოქმედების გარეშე. პრეპარატის გამოყენების ადგილას რჩება თხელი შეფერილი ფენა, რომელიც ნარჩუნდება იქამდე ვიდრე არ გათავისუფლდება იოდის მთელი რაოდენობა. პოვიდონი-იოდი-ს ბაქტერიციდული ეფექტი უკავშირდება თავისუფალი იოდის გამოყოფას რეაქციის წონასწორობის გზით. ამგვარად, პოვიდონ-იოდის კომპლექსი არის დეპო იოდი, რომელიც თანდათანობით გამოთავისუფლდება ელემენტურ იოდად და ქმნის აქიტური თავისუფალი იოდის მუდმივ კონცენტრაციას. თავისუფალი იოდი რეაგირებს SH- ან OH- ამინომჟავების ბმულების ფერმენტების და მიკროორგანიზმების სტრუქტურული ცილების ჟანგვით ჯგუფებთან და ახდენს მოცემული ფერმენტების და ცილების ინაქტივირებას და განადგურებას. შედეგად იოდი უფერულდება, რის გამოც ყავისფერი შეფერილობის ინტენსივობა წარმოადგენს პრეპარატის ეფექტურობის ინდიკატორს. გაუფერულების შემდეგ შესაძლებელია პრეპარატის განმეორებითი წასმა. გააჩნია სწრაფი ბაქტერიციდული მოქმედება გრამდადებით და გრამუარყოფით ბაქტერიებზე (გარდა M. Tuberculosis).
გამოყენების ჩვენებები
– ჭრილობების ინფექციების მკურნალობა და პროფილაქტიკა ქირურგიაში, ტრავმატოლოგიაში, კომბუსტიოლოგიაში, სტომატოლოგიაში
– ნაწოლების, ტროფიკული წყლულების, “დიაბეტური” ქუსლის დამუშავება
– პირის ღრუს ანთებითი და ინფექციური დაავადებები
– კანის და ლორწოვანი გარსის ანტისეპტიკური დამუშავება ქირურგიული ოპერაციების წინ, ინვაზიური გამოკვლევების (პუნქციები, ბიოფსიები, ინექციები და ა.შ.).
– კანის ანტისეპტიკური დამუშავება დრენაჟების, კათეტერების, ზონდების გარშემო
– ქირურგის, სამედიცინო პერსონალის ხელების დამუშავება ოპერაციის წინ და შემდგომ, ინფიცირებული პაციენტის მოვლისას ხელების დამუშავება
მიღების წესი და დოზები
პოვიდონი-იოდი-ს ხსნარი განკუთვნილია გარეგანი გამოყენებისთვის განზავებული და განუზავებელი სახით. ხსნარი არ მიიღება შიგნით! ხსნარი უნდა განზავდეს უშუალოდ გამოყენების წინ. მზა ხსნარის შენახვა დაუშვებელია! არ განაზავოთ პრეპარატი მდუღარე წყლით. ოპერაციის წინ კანის დამუშავებისას დაუშვებელია პაციენტებზე ზედმეტი ხსნარის დატოვება (კანის შესაძლო გაღიზიანების გამო). კანის ინფიცირებული საფარველის და ლორწოვანი გარსის დამუშავებისთვის 10% განუზავებელი ხსნარი დაიტანება დაზიანებულ უბანზე და რჩება 1-2წთ, შემდეგ ჩამოიბანება. სველი კომპრესებისათვის და წასასმელად რეკომენდებულია 10% განუზავებელი ხსნარი. ქირურგის და მედპერსონალის ხელების დასამუშავებლად – 5მლ 10% განუზავებელი ხსნარი გარეგანი გამოყენებისთვის უნდა შეიზილოთ ხელის გულებზე მაჯამდე 5 წუთის განმავლობაში შემდეგ ფრთხილდა ჩამოიბანება, პროცედურა უნდა განმეორდეს ორჯერ. ჭრილობების, დამწვრობების, ლორწოვანების დეზინფექციისთვის დამუშავებისას კანის ბაქტერიული ინფექციების დროს გამოიყენება 10% ხსნარი (წყალში განზავებით 1:10 თანაფარდობით). პაციენტის ჰიგიენური დამუშავებისთვის გამოიყენება 10% წყლიანი ხსნარი 1:100-ში. სხეულის მთლიანი ზედაპირი თანაბრად უნდა დამუშავდეს პოვიდონი-იოდი-ს განზავებული ხსნარით და 2 წუთი ექსპოზიციის შემდეგ ჩამოირეცხოს ხსნარი თბილი წყლით. გამოყენების ხანგრძლივობა განპირობებულია დაავადების ხასიათით, მისი გამოხატულებით და განისაზღვრები ექიმის მიერ.
გვერდითი მოქმედება
ხშირად:
– ალერგიული რექცია იოდზე (ქავილი, ჰიპერემია, ჭინჭრის ციება)
– იშვიათად ხანმოკლე წვის შეგრძნება აპლიკაციის ადგილას ან პირის ღრუს სიმშრალის შეგრძნება
– ჰიპოთირეოზი (პრეპარატის დიდი რაოდენობით მიღების შემდეგ ან ხანგრძლივიგამოყენებისას)
– კანის ქიმიური დამწვრობა, იოდის ხსნარის ნარჩენის დაგროვების შედეგად პაციენტებში ოპერაციისთვის მომზადებისას პოვიდონი-იოდი-ს გამოყენების შემდეგ მნიშვნელოვანი რაოდენობით (მაგ. დამწვრობების მკურნალბისას)):
– ელექტროლიტების ბალანსის დარღვევა
– მეტაბოლური აციდოზი
– თირკმლის მწვავე უკმარისობა
– სისხლის ოსმოლარობის ცვლილება
იშვიათად:
– მომატებული მგრძნობელობა
– კონტაქტური დერმატიტის (ისეთი სიმპტომებით როგორიცაა ერითემა, კანზე წყლულები, ქავილი)
ძალიან იშვიათად:
– ანაფილაქტიკური რეაქცია
– ჰიპერთირეოზი (ზოგჯერ მიმდინარე ისეთი სიმტპომებით როგორიცაა ტაქიკარდია და შფოთვა). პაციენტებში ფარისებრი ჯირკვლის დაავადებისას ანამნეზში პოვიდონ-იოდი-ს გამოყენების შემდეგ მნიშნელოვანი რაოდენობით (მაგ პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენების შემდეგ ჭრილობების და დამწვრობების დასამუშავებლად კანის ფართო უბანზე)
– ანგიონევროზული შეშუპება
– იოდიზმი (პირში მეტალის გემო, გაძლიერებული ნერწყვდება, თვალის ან ხორხის შეშუპება)
უკუჩვენებები
– იოდის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა
– ჰიპერთირეოზი
– ფარისებრი ჯირკვლის სხვა მწვავე დაავადებები
– გულის დეკომპენსირებული უკმარისობა
– რადიოაქტიური იოდის ერთდროული გამოყენება
– დიურინგის ჰერპეტიფორმული დერმატიტი
– ორსულობა და ლაქტაცია
– 6 წლამდე ბავშვბთა ასაკი
სიფრთხილით მიიღება პაციენტებში თირკმლის ქრონიკული უკმარისობისას.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან
პრეპარატი შესაძლოა რეაქციაში შევიდეს ცილებთან და გაუჯერებელ ორგანულ კომპლექსებთან, ამიტომ პოვიდონი-იოდი-ს ეფექტი შეიძლება კომპენსირდეს მისი დოზის მომატებით. დაუშვებელია ხანგრძლივი გამოყენება განსაკუთრებით ფართო ზედაპირზე, პაციენტებში ლითიუმის პრეპარატების მიღებისას. პოვიდონი-იოდი-ს ჟანგვითი ეფექტმა შესაძლოა გამოიწვიოს ცრუდადებითი შედეგი სხვადასხვა სადიაგნოსტიკო ტესტებში (მაგ. ჰემოგლობინის და გლუკოზის ცვლილება კალაში და შარდში ტოლუიდინის და გუაიაკის ფისის გამოყენებისას). იოდის ხსნარიდან შეწოვამ შეიძლება შეცვალოს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური ტესტების შედეგები. პოვიდონი-იოდი-ს მიღებამ შეიძლება შეამციროს იოდის შთანთქმა ფარისებრი ჯირკვლის მიერ, რაც გავლენას მოახდენს ზოგიერთი კვლევის და პროცედურის შედგებზე (ფარისებრი ჯირკვლის სცინტიგრაფია, ცილასთან დაკავშირებული იოდის განსაზღვრა, დიაგნოსტიკური პროცედურები რადიოაქტიური იოდის გამოყენებით), რის გამოც ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების მკურნალობის დაგეგმვა იოდის პრეპარატებით შესაძლებელია შეუძლებელი გახდეს. პოვიდონი-იოდი-ს მიღების შეწყვეტის შემდეგ საჭიროა განსაზღვრული ინტერვალის დაცვა შემდეგი სცინტიგრაფიის ჩატარებამდე.
შეუთავსებლობა
პოვიდონი-იოდი შეუთავსებელია აღმდგენ ნივთიერებებთან, ალკალოიდები მარილებთან, მთრიმლავ მჟავასთან, სალიცილის მჟავასთან, ვერცხლთან, ვერცხლისწყლის და ბისმუტის
მარილებთან , ტოლუიდინთან, წყალბადის ზეჟანგთან, ფერმენტულ პრეპარატებთან.
განსაკუთრებული მითითებები
პაციენტის ოპერციისთვის მომზადებისას პაციენტზე არ უნდა დარჩეს სითხის ზედმეტი რაოდენობა. ხსნართან ხანგრძლივმა კონტაქტმა შეიძლება გააღიზიანოს კანი, ხოლო იშვიათად გამოიწვიოს მწვავე რეაქციები კანის მხრივ. ხსნარის დაგროვებამ პაციენტის ქვეშ შეიძლება გამოიწვიოს ქიმიური დამწვრობა. კანის გაღიზიანებისას, კონტაქტური დერმატიტის დროს ან მომატებული მგრძნობელობისას უნდა მოიხსნას პრეპარატი. არ შეათბოთ ხსნარი გამოყენების წინ. ჩიყვით დაავადებულ პაციენტებში, ფარისებრი ჯირკვლის კვანძოვანი ცვლილებებით და
ფარისებრი ჯირკვლის სხვა მწვავე დაავადებებით არსებობს ჰიპერთირეოზის განვითარების მომატებული რისკი იოდის დიდი რაოდენობით გამოყენებისას. მოცემულ ჯგუფში ერთმნიშვნელოვანი მაჩვენბლების არარსებობის გამო დაუშვებელია ხსნარის გამოყენება ხანგრძლივი პერიოდით და კანის დიდ ზედაპირზე. მსგავს პაციენტებზე უნდა მოხდეს დაკვირვება ჰიპერთირეოზის ადრეული ნიშნების გამოსავლენად და აუცილებლობისას გაკონტროლდეს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია, პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგაც კი. პოვიდონი-იოდი -ს გამოყენება სცინტიგრაფიის წინ და შემდეგ რადიოაქტიური იოდის გამოყენებით ან ფარისებრი ჯირკვლის კარცინომის მკურნალობისას რადიოაქტიური იოდით, დაუშვებელია. ხსანრის მუქი მწვანე ფერი მიუთითებს მის ეფექტურობაზე. ხსნარის გაუფერულება მოწმობს მისი ანტიმიკრობული მოქმედების გაუარესებაზე. ხსნარის დეგრადაცია ხდება სინათლეზე და 40С-ზე მეტი ტემპერატურის დროს. დაუშვებელია პრეპარატის თვალში მოხვედრა. პოვიდონი-იოდის ხსნარი ადვილად ცილდება ტექსტილურ და სხვა მასალებს თბილი საპნიანი წყლით. ძნელად მოსაშორებელი ლაქები უნდა დამუშავდეს ამიაკის ხსნარით ან ნატრიუმის თიოსულფატით. პოვიდონი-იოდი-ს გამოყენებამ ანტისეპტური საშუალებებთან ერთდროულად ან შემდეგ, რომლებიც შეიცავენ ოქტენიდინს, კანის იმავე ან სხვა უბანზე შეიძლება გამოიწვიოს მუქი ლაქების განვითარება დამუშავებულ ზედაპირზე. არ გამოიყენოთ მწერების, შინაური და გარეული ცხოველების ნაკბენებზე.
სამკურნალო საშუალების ზემოქმედების თავისებურებები სატრანსპორტო საშუალების ან
პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვის უნარზე.
არ ზემოქმედებს.
ჭარბი დოზირება
გარეგანი და ინტრავაგინალური გამოყენების დროს ჭარბი დოზირება არ შეინიშნებოდა, ვინაიდან სისტემური შეწოვა არ არსებობს.
გამოშვების ფორმა და შეფუთვა
30მლ, 50მლ, 100მლ პრეპარატი მრგვალ ან ბრტყელ პოლიეთილენის ფლაკონ-საწვეთურებში, პოლიმერის ხრახნიანი თავსახურით. თითოეულ ფლაკონზე დაწებებულია ეტიკეტური ან თვითწებვადი ქაღალდის ეტიკეტი. ერთი ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციასტან ერთად სახელმწიფო და რუსულ ენებზე თავსდება მუყაოს კოლოფში. ან 1 ლ პრეპარატი პოლიეთილენის ბოთლებში, დახუფული ხრახნიანი პოლიმერის თავსახურით. თითოეულ ბოთლზე დაწებებულია ეტიკეტური ან წერილობითი ან თვითწებვადი ქაღალდის ეტიკეტი. ბოთლები დაწებებული ინსტრუქციებით ან გამოყენების ინსტრუქციით სახელმწიფო და რუსულ ენებზე ბოთლების რაოდენობის მიხედვით ჯგუფურ შეფუთვაში – მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
ინახება სინათლისგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25Сზე. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
ვარგისიანობის ვადა
არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
Units | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account