AIRTAL - აერტალი 100 მგ. 20 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 27,88 ლ რეგულარული ფასი 30,64 ლ
მარაგშია
SKU
38874_2
აერტალი გამოიყენება ისეთი დაავადებების სამკურნალოდ, რომელთაც თან ახლავს მწვავე ანთება და ტკივილი, მაგალითად, ლუმბაგო, კბილის ტკივილი, დისმენორეა და სახსრების ტკივილი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

აცეკლოფენაკი . . . . . . . 100 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
გლიცეროლის დისტეარატი ,,ლ”, ნატრიუმის კროსკარმელოზა, პოვიდონი, მიკროკრისტალური ცელულოზა.
გარსი: სეპიფილმი 752, თეთრი (ჰიდროქსიპროპილმეთილ ცელულოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, ტიტანის დიოქსიდი, მაკროგოლის სტეარატი, ტიპი 1)

ფარმაკოლოგიური თვისებები
აცეკლოფენაკი (პრეპარატ აერტალის მოქმედი ნივთიერება) ეკუთვნის არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული სამკურნალო საშუალებების ჯგუფს

ჩვენებები
აერტალი გამოიყენება ისეთი დაავადებების სამკურნალოდ, რომელთაც თან ახლავს მწვავე ანთება და ტკივილი, მაგალითად, ლუმბაგო, კბილის ტკივილი, დისმენორეა და სახსრების ტკივილი.
აერტალი ასევე განკუთვნილია სახსრების ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ, რომელსაც ახლავს ტკივილი და ანთება - ოსტეოართრიტი, რევმატოიდული ართრიტი ან ბეხტერევის დაავადება.

მიღების წესები და დოზები
აერტალი განკუთვნილია შიგნით მისაღებად. აერტალი ყოველთვის მიიღება მკურნალი ექიმის დანიშნულების ზუსტი შესაბამისობით. არ გამოტოვოთ პრეპარატის მიღება!
შემოგარსული ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, საკმაო რაოდენობის წყალთან ერთად.
რეკომენდირებული სადღეღამისო დოზა შეადგენს 200 მგ, ანუ 1 შემოგარსულ ტაბლეტს დილით და საღამოს (1 ცალი შემოგარსული ტაბლეტი, ყოველი 12 საათის განმავლობაში).
ბავშვები: საბავშვო ასაკში პრეპარატ აერტალის გამოყენება უკუნაჩვენებია.
ხანდაზმულები: დოზირება განისაზღვრება მკურნალი ექიმის მიერ, აუცილებელია პერიოდული საკონტროლო ვიზიტები ექიმთან. გულის და თირკმელების დაავადებები: დოზირება განისაზღვრება მკურნალი ექიმის მიერ, აუცილებელია პერიოდული საკონტროლო ვიზიტები ექიმთან.
ღვიძლის დაავადებები: რეკომენდებული სადღეღამისო დოზირება მცირდება 1 შემოგარსულ ტაბლეტამდე.
ხანგრძლივი თერაპია: აერტალით ხანგრძლივი თერაპიის შემთხვევაში მკურნალმა ექიმმა უნდა ჩაატაროს საკონტროლო ლაბორატორიული ანალიზები, ისეთი, როგორიცაა, სისხლის საერთო ანალიზი, ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის ანალიზი, საშუალოდ ყოველ სამ თვეში ერთხელ.
თუ პაციენტმა მიიღო აერტალი მეტი დოზით ვიდრე ჰქონდა დანიშნული, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს კონსულტაციისათვის პირად ექიმს ან ფარმაცევტს. თუ პაციენტს დაავიწყდა პრეპარატის მიღება დროულად, დაუშვებელია ორმაგი დოზის მიღება აერტალის გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით. შემდეგი დოზა უნდა მიიღოს ჩვეულ დროს.
აერტალის ტაბლეტების მიღება შესაძლებელია როგორც საკვების მიღების წინ, ასევე კვების დროს ან შემდეგ

გვერდითი მოვლენები
გვერდითი მოვლენები კლასიფიცირებულია ორგანოთა სისტემებისა და წარმოქმნის სიხშირის მიხედვით. მიღებულია სიხშირის შემდეგი გრადაცია იმ პაციენტებისათვის, რომლებიც იყენებდნენ პრეპარატს:
- ძალიან ხშირი: 10 პაციენტიდან 1 შემთხვევაზე მეტი;
- ხშირი: 1_10 შემთხვევა 100 პაციენტიდან;
- არც თუ ხშირი: 1_10 შემთხვევა 1000 პაციენტიდან;
- იშვიათი: 1_10 შემთხვევა 10000 პაციენტიდან;
- ძალიან იშვიათი: 1 შემთხვევაზე ნაკლები 10000 პაციენტიდან.
ხშირი გვერდითი რეაქციები: თავბრუსხვევა, დისპეფსია, ტკივილი მუცლის არეში, გულისრევა, დიარეა, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა.
არც ისე ხშირი გვერდითი რეაქციები: მეტეორიზმი, გასტრიტი, ყაბზობა, წყლულოვანი სტომატიტი, კანის ქავილი და გამონაყარი, დერმატიტი, ჭინჭრის ციება და თირკმლის ფუნქციის დარღვევა.
იშვიათი გვერდითი ეფექტები: მელენა (ჰემორაგიული დიარეის ჩათვლით), კუჭ_ნაწლავის ტრაქტის დაწყლულება, სისხლდენები კუჭ_ნაწლავის ტრაქტიდან, ჰიპერტენზია, გართულებული ჰიპერტენზია, გულის უკმარისობა, ქოშინი, ანემია, სახის შეშუპება, ალერგიული რეაქციები (ანაფილაქსიური შოკის ჩათვლით), ჰიპერმგრძნობელობა, მხედველობის დარღვევა.
ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები: გრანულოციტოპენია, თრომბოციტოპენია, ნეიტროპენია, ჰემოლიზური ანემია, კალიუმის დონის მომატება და ტუტეფოსფატაზას დონის შემცირება, ძილის დარღვევა, პარესთეზია, ტრემორი, თავის ტკივილი, დისგეზია, ჰეპატიტი, პირღებინება სისხლით, ვერტიგო, ხმაური ყურებში, ჰემორაგიული გამონაყარი, ეგზემა, კანისა და ლორწოვანი გარსების მძიმე რეაქციები, თირკმელების ფუნქციის დარღვევა, გახშირებული გულისცემა, ვასკულიტი, სწრაფი დაღლილობა, ალები, წონის მომატება

უკუჩვენება
სიფრთხილით გამოიყენება აერტალის ტაბლეტები იმ შემთხვევაში:
- თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნებოდა კუჭის ან 12-გოჯა ნაწლავის წყლული, აგრეთვე კუჭ_ნაწლავის ტრაქტის რაიმე სახის ანთებითი დაავადება;
- ღვიძლის მძიმე უკმარისობა;
- ღვიძლის ზომიერი უკმარისობა;
- გულის მძიმე დაავადებები (გულის უკმარისობა);
- სისხლის შედედების დარღვევა;
- ვრცელი ქირურგიული ჩარევის შემდეგ აღდგენის პერიოდი.

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა: პაციენტმა არ უნდა მიიღოს აერტალი თუ არის ორსულად, ორსულობაზე ეჭვის დროს ან თუ გეგმავს ორსულობას.
ლაქტაციის პერიოდი: პაციენტმა არ უნდა მიიღოს აერტალი, თუ კვებავს ჩვილს.

განსაკუთრებული მითითებები
ისეთი პრეპარატები, როგორიცაა აერტალი, შესაძლოა დაკავშირებული იყოს გულის შეტევების (,,მიოკარდის ინფარქტი”) ან ინსულტის განვითარების გაზრდის რისკთან. რისკის ალბათობა იზრდება ხანგრძლივი მკურნალობის და პრეპარატის მაღალი დოზებით მიღების დროს.
პაციენტმა არ უნდა გადააჭარბოს რეკომენდებულ დოზებს ან მკურნალობის ხანგრძლივობას! 
აერტალის გამოყენების დაწყებამდე პაციენტმა უნდა იცოდეს:
- თუ აქვს ალერგია (ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია) აერტალის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ;
- თუ არის ორსულად (აგრეთვე ორსულობაზე ეჭვის დროს და მაშინაც თუ გეგმავს ორსულობას) ან კვებავს ჩვილს;
- თუ ოდესმე ჰქონია ასთმის შეტევა, მწვავე რინიტი, გამონაყარი კანზე ან სხვა ალერგიული რეაქციები აცეტილსალიცილის მჟავის (ასპირინის) ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღების შემდეგ;
- თუ აქვს ან ოდესმე ჰქონდა კუჭის ან 12-გოჯა ნაწლავის წყლული ან სისხლდენა კუჭ_ნაწლავიდან;
- თუ ჰქონდა თირკმელების მძიმე დაავადებების შემთხვევები;
- თუ არ შესრულებია 18 წელი.
იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს აქვს გულის დაავადება, გადაიტანა ინსულტი ან თვლის, რომ განეკუთვნება ამ მდგომარეობების რისკის ჯგუფს (მაგალითად, იმ შემთხვევაში თუ მომატებული აქვს არტერიული წნევა, აქვს შაქრიანი დიაბეტი, ან ქოლესტერინის მაღალი შემცველობა, ან თუ ეწევა თამბაქოს), მან უნდა განიხილოს მკურნალობასთან დაკავშირებული საკითხები ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ზემოქმედება ავტოტრანსპორტის მართვის და ტრავმატიზმის მომეტებული რისკის მქონე მექანიზმებთან მუშაობის უნარზე: პაციენტმა თავი უნდა შეიკავოს ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვისაგან, თუ განუვითარდა თავბრუსხვევა, გულისრევა ან სხვა დარღვევები ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ აერტალის მიღების პერიოდში.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ზოგიერთი სამკურნალო საშუალება ახდენს ზეგავლენას აერტალის მოქმედებაზე. ამ შემთხვევებში აუცილებელია შეიცვალოს დოზირება ან უარი ითქვას ამ პრეპარატების მიღებაზე. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ პრეპარატების მიღების დროს, რომლებიც შეიცავს ლითიუმს, დიგოქსინს, დიურეზულ საშუალებებს, ანტიკოაგულანტებს, დიაბეტის საწინააღმდეგო საშუალებებს, მეტოტრექსატს, აცეტილსალიცილის მჟავას და სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს, აგრეთვე ციკლოსპორინს.

შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატი ინახება 15-25ºC ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას. ვარგისიანობის ვადა - 4 წელი

 

მეტი ინფორაცია
Units 20
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy