MIG for children - მიგ ფორტე საბავშვო 200მგ/5მლ 100მლ სუსპენზია

6,88 ლ
მარაგშია
SKU
47505_1530
მიგი® საბავშვო ფორტე გამოიყენება ხანმოკლე სიმპტომური მკურნალობისთვის შემდეგ შემთხვევებში: - მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ტკივილი - ცხელება.

მიგი® საბავშვო ფორტე
MIG for children forte
40 მგ/მლ, შიგნით მისაღები სუსპენზია
ბავშვებისთვის სხეულის მასით 10 კგ-დან (1 წლის ასაკიდან), მოზარდებისა და
მოზრდილებისთვის
მოქმედი ნივთიერება: იბუპროფენი

პრეპარატის მიღების წინ ყურადღებით გაეცანით ჩანართში მოყვანილ ინფორმაციას, რადგან
იგი მოიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
წინამდებარე სამკურნალო საშუალება მიიღება ჩანართში მოყვანილი ინსტრუქციის შესაბამისად
ან მკურნალი ექიმის მითითებების დაცვით.
- შეინახეთ მოცემული ჩანართი, რადგან შეიძლება მოგვიანებით დაგჭირდეთ მისი გადაკითხვა.
- ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, მიმართეთ ფარმაცევტს.
- გვერდითი მოქმედებების გამოვლენისას მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ყველა
შესაძლო გვერდით მოქმედებას, მათ შორის ისეთებს, რომლებიც არ არის აღწერილი
წინამდებარე ჩანართში.
- ბავშვებში პრეპარატის გამოყენების შემთხვევაში, თუ სიმპტომები გაღრმავდება ან არ
გაუმჯობესდება მდგომარეობა 3 დღის განმავლობაში, უნდა მიმართოთ ექიმს.
- მოზარდებსა და მოზრდილებში, თუ სიმპტომები გაღრმავდება ან არ გაუმჯობესდება
მდგომარეობა სიცხის მკურნალობის შემთხვევაში 3 დღის განმავლობაში და ტკივილის
მკურნალობის შემთხვევაში 4 დღის განმავლობაში, უნდა მიმართოთ ექიმს.

ჩანართის შინაარსი:
1. პრეპარატი მიგი® საბავშვო ფორტეს აღწერა და გამოყენება
2. რა უნდა ვიცოდეთ პრეპარატი მიგი® საბავშვო ფორტეს მიღებამდე
3. პრეპარატი მიგი® საბავშვო ფორტეს მიღების წესი
4. შესაძლო გვერდითი მოქმედება
5. პრეპარატი მიგი® საბავშვო ფორტეს შენახვის პირობები
6. შეფუთვა და დამატებითი ინფორმაცია
1. პრეპარატი მიგი® საბავშვო ფორტეს აღწერა და გამოყენება
მიგი® საბავშვო ფორტე წარმოადგენს ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელ
სამკურნალო საშუალებას (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება, აასს).
მიგი® საბავშვო ფორტე გამოიყენება ხანმოკლე სიმპტომური მკურნალობისთვის შემდეგ
შემთხვევებში:
- მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ტკივილი
- ცხელება.
მიგი® საბავშვო ფორტე გამოიყენება ბავშვებში სხეულის მასით 10 კგ-დან (1 წლის
ასაკიდან), მოზარდებსა და მოზრდილებში.
პრეპარატის მიღების წინ ყურადღებით გაეცანით ჩანართში მოყვანილ ინფორმაციას, რადგან
იგი მოიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
წინამდებარე სამკურნალო საშუალება მიიღება ჩანართში მოყვანილი ინსტრუქციის შესაბამისად
ან მკურნალი ექიმის მითითებების დაცვით.
- შეინახეთ მოცემული ჩანართი, რადგან შეიძლება მოგვიანებით დაგჭირდეთ მისი გადაკითხვა.
- ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, მიმართეთ ფარმაცევტს.
- გვერდითი მოქმედებების გამოვლენისას მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ყველა
შესაძლო გვერდით მოქმედებას, მათ შორის ისეთებს, რომლებიც არ არის აღწერილი
წინამდებარე ჩანართში.
- ბავშვებში პრეპარატის გამოყენების შემთხვევაში, თუ სიმპტომები გაღრმავდება ან არ
გაუმჯობესდება მდგომარეობა 3 დღის განმავლობაში, უნდა მიმართოთ ექიმს.
- მოზარდებსა და მოზრდილებში, თუ სიმპტომები გაღრმავდება ან არ გაუმჯობესდება
მდგომარეობა სიცხის მკურნალობის შემთხვევაში 3 დღის განმავლობაში და ტკივილის
მკურნალობის შემთხვევაში 4 დღის განმავლობაში, უნდა მიმართოთ ექიმს.
2. რა უნდა ვიცოდეთ პრეპარატი მიგი® საბავშვო ფორტეს მიღებამდე
პრეპარატი მიგი® საბავშვო ფორტეს გამოყენება არ შეიძლება შემდეგ შემთხვევებში:
- ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) იბუპროფენის ან პრეპარატის ნებისმიერი სხვა
კომპონენტის მიმართ (მითითებულია პარაგრაფში 6);
- აცეტილსალიცილის მჟავას (ასმ) ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო
პრეპარატის მიღების შემდეგ გამოვლენილი ისეთი რეაქციები, როგორიცაა: ბრონქოსპაზმი;
ასთმის შეტევები; ცხვირის ლორწოვანის შესიება (რინიტი); ანგიონევროზული შეშუპება ან
რეაქციები კანის მხრივ (ჭინჭრის ციება).
- სისხლის წარმოქმნის გაურკვეველი ეტიოლოგიის დარღვევა;
- ანამნეზში სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან ან პერფორაცია, დაკავშირებული აასს-ის
კლასის პრეპარატებით ჩატარებულ თერაპიასთან;
- ამჟამად არსებული ან ანამნეზში კუჭის/თორმეტგოჯა ნაწლავის მორეციდივე წყლული
(პეპტიური წყლული) ან სისხლდენა (დადასტურებული წყლულის ან სისხლდენის ორი ან
მეტი სხვადასხვა ეპიზოდი);
- ცერებრო-ვასკულური სისხლდენა ან სხვა სისხლდენა აქტიურ ფაზაში;
- გულის იშემიური დაავადება;
- თირკმელების ან ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევა ან გულის მძიმე უკმარისობა.
- გამოხატული დეჰიდრატაცია (ღებინების, დიარეის ან არასაკმარისი სითხის მიღების
შედეგად);
- ორსულობის ბოლო ტრიმესტრი.
უკუჩვენება და სიფრთხილის ზომები
გვერდითი მოქმედებების მინიმუმამდე დაყვანა შესაძლებელია პრეპარატის უმცირესი ეფექტური
დოზის რაც შეიძლება მოკლე დროის განმავლობაში მიღების გზით, რაც აუცილებელია
სიმპტომების მოსახსნელად.
უსაფრთხოება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ
მოერიდეთ პრეპარატი მიგი® საბავშვო ფორტეს და სხვა არასტეროიდული ანთების
საწინააღმდეგო საშუალებების ერთდროულად მიღებას, ე.წ. ციკლოოქსიგენაზა-2-ის
ინჰიბიტორების (ციკლოოქსიგენაზა-2-ის სელექციური ინჰიბიტორების) ჩათვლით.
ხანდაზმული ასაკის პაციენტები:
ხანდაზმული ასაკის პაციენტებში მომატებულია არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო
საშუალებებზე (აასს) გვერდითი მოქმედებების გამოვლენის სიხშირე, განსაკუთრებით ისეთების,
როგორიცაა სისხლდენები და პერფორაციები კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, რაც შესაძლოა
სიცოცხლისათვის საფრთხეს წარმოადგენდეს.
სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, წყლული და პერფორაცია:
სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, წყლულების განვითარება ან პერფორაცია, რაც
შესაძლოა სიცოცხლისათვის საფრთხეს წარმოადგენდეს, აღინიშნება ყველა აასს
გამოყენებასთან დაკავშირებით მკურნალობის მთელი პერიოდის განმავლობაში, მიუხედავად
მიმანიშნებელი სიმპტომების ან ანამნეზში კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ სერიოზული
პათოლოგიის არსებობისა.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის, წყლულების განვითარების ან პერფორაციის რისკი
იზრდება აასს-ის დოზის გაზრდისას ანამნეზში წყლულის, განსაკუთრებით გართულებული
სისხლდენის ან პერფორაციის მქონე პაციენტებში (იხ. პარაგრაფი 2 ~პრეპარატი მიგი®
საბავშვო ფორტეს გამოყენება არ შეიძლება შემდეგ შემთხვევებში:~), და აგრეთვე ხანდაზმულ
პაციენტებში. ასეთმა პაციენტებმა მკურნალობა მინიმალური შესაძლო დოზებით უნდა დაიწყონ.
ამ პაციენტებისათვის, და აგრეთვე მათთვის, ვისთვისაც აუცილებელია თანმხლები თერაპია
აცეტილსალიცილის მჟავის (ასმ) დაბალი დოზებით ან ისეთი პრეპარატებით მკურნალობა,
რომლებიც იწვევს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ დარღვევის რისკის გაზრდას, აუცილებელია
განხილული იქნას დამცავი მოქმედების მქონე საშუალებებით, მაგალითად, მიზოპროსტოლით
ან პროტონის ტუმბოს ინჰიბიტორებით კომბინირებული თერაპიის შესაძლებლობა.
თუ ადრე თქვენ აღგენიშნებოდათ გვერდითი მოქმედებები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ,
განსაკუთრებით ხანდაზმული პაციენტების შემთხვევაში, მაშინ აუცილებლად უნდა აცნობოთ
ექიმს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ ნებისმიერი უჩვეულო სიმპტომის შესახებ (უპირველეს
ყოვლისა კუჭ-ნაწლავის მხრივ სისხლდენის შესახებ), განსაკუთრებით მკურნალობის
დასაწყისში.
განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ერთდროულად ისეთი პრეპარატების მიღებისას,
რომლებმაც შეიძლება გაზარდოს წყლულის ან სისხლდენების წარმოქმნის საშიშროება. ასეთ
პრეპარატებს მიეკუთვნება პერორალური კორტიკოსტეროიდები, ანტიკოაგულანტები,
როგორიცაა ვარფარინი, სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები, რომლებიც
გამოიყენება სხვადასხვა დავადებების, მათ შორის დეპრესიის სამკურნალოდ, ან
ანტითრომბოციტული საშუალებები, მაგალითად, აცეტილსალიცილის მჟავა (იხ. პარაგრაფი 2
~სხვა სამკურნალო საშუალებების მიღება~).
პრეპარატი მიგი® საბავშვო ფორტეს მიღების დროს კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის
ან წყლულის გამოვლენის შემთხვევაში შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და მიმართეთ ექიმს.
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებებით ანამნეზში (წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება),
რადგან არსებობს აღნიშნული დაავადებების გამწვავების რისკი (იხ. პარაგრაფი 4).
ზემოქმედება გულ-სისხლძარღვთა და ცერებრო-ვასკულურ სისტემაზე
პრეპარატი მიგი® საბავშვო ფორტეს ანალოგიურმა პრეპარატებმა შეიძლება რამდენადმე
გაზარდოს გულის შეტევის (მიოკარდიუმის ინფარქტის) ან ინსულტის განვითარების რისკი.
ნებისმიერი გართულების რისკი იზრდება დოზის გაზრდის და თერაპიის ხანგრძლივობის
შესაბამისად. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას და მკურნალობის ხანგრძლივობას
(მაქსიმუმ 3 დღე ბავშვებში, 3 დღე სიცხის სამკურნალოდ და 4 დღე ტკივილის
სამკურნალოდ მოზარდებსა და მოზრდილებში).
თუ გაქვთ გულის დაავადებები, გადატანილი გაქვთ ინსულტი ან თვლით, რომ არსებობს
აღნიშნული დაავადებების განვითარების რისკი (მაგალითად, მომატებული არტერიული წნევის,
შაქრიანი დიაბეტის, ქოლესტერინის მომატებული დონის და მოწევის შემთხვევაში),
კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
კანის რეაქციები
აასს-ის გამოყენებასთან დაკავშირებით აღწერილია კანის მძიმე რეაქციების ძალიან იშვიათი
შემთხვევები გაწითლებით და ბუშტუკების წარმოქმნით, ზოგჯერ ლეტალური შედეგით
(ექსფოლიაციური დერმატიტი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიური ეპიდერმული
ნეკროლიზი/ლაიელის სინდრომი) (იხ. პარაგრაფი 4 ~შესაძლო გვერდითი მოქმედება~).
როგორც ჩანს, მკურნალობის დასაწყისში კანის რეაქციების განვითარების რისკი უფრო
მაღალია, რადგან, უმეტეს პაციენტში აღნიშნული რეაქციების განვითარება ხდება თერაპიის
პირველი თვის განმავლობაში. კანზე გამონაყარის პირველი ნიშნების, ლორწოვანი გარსების
დაზიანებების ან ჰიპერმგრძნობელობის სხვა ნიშნების გამოვლინების შემთხვევაში შეწყვიტეთ
პრეპარატი მიგი® საბავშვო ფორტეს გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
ჩუტყვავილას დროს მიგი® საბავშვო ფორტეს გამოყენება რეკომენდებული არ არის.
დამატებითი ინფორმაცია
მიგი® საბავშვო ფორტე გამოიყენება მხოლოდ მკურნალ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ,
შემდეგ შემთხვევებში: სისხლის უჯრედების ფორმირების მემკვიდრეობითი დარღვევა
(მაგალითად, მწვავე გარდამავალი პორფირიის დროს); აუტოიმუნური ხასიათის გარკვეული
დარღვევები (სისტემური წითელი მგლურა ან შემაერთებელი ქსოვილის კომბინირებული
დაავადება).
ექიმის განსაკუთრებული მეთვალყურეობა საჭიროა შემდეგ შემთხვევებში:
- თირკმელების ფუნქციის დარღვევა;
- ღვიძლის ფუნქციის დარღვევა;
- დეჰიდრატაცია;
- უშუალოდ მნიშვნელოვანი ქირურგიული ჩარევის შემდეგ;
- ალერგია (მაგალითად, სხვა მედიკამენტების მიღებაზე გამოვლენილი კანის რეაქციები,
ასთმა, პოლინოზი), ცხვირის ლორწოვანი გარსის ქრონიკული შეშუპება ან სასუნთქი
გზების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება – იზრდება ჰიპერმგრძნობელობის
რეაქციების განვითარების რისკი.
ძალიან იშვიათად აღინიშნება მძიმე ხარისხის ჰიპერმგრძნობელობის მწვავე რეაქციები
(მაგალითად, ანაფილაქსიური შოკი). პრეპარატი მიგი® საბავშვო ფორტეს მიღების დროს
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციის განვითარების პირველი ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში
შეწყვიტეთ მკურნალობა. სიმპტომების მიხედვით, ამ შემთხვევაში აუცილებელი ნებისმიერი
მკურნალობა უნდა ჩატარდეს სპეციალისტის დაკვირვებით.
იბუპროფენს, პრეპარატი მიგი® საბავშვო ფორტეს მოქმედ ნივთიერებას, შეუძლია დროებით
დათრგუნოს თრომბოციტების ფუნქცია (თრომბოციტების აგრეგაცია). აუცილებელია სისხლის
შედედების სისტემის დარღვევების მქონე პაციენტების საგულდაგულო მეთვალყურეობა.
პრეპარატი მიგი® საბავშვო ფორტეს ხანგრძლივი მიღების შემთხვევაში საჭიროა ღვიძლის
მაჩვენებლების, თირკმელების ფუნქციის და სისხლის სურათის რეგულარული კონტროლი.
პრეპარატი მიგი® საბავშვო ფორტეს მიღების დროს ქირურგიული ჩარევის ჩატარებამდე
კონსულტაციისათვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან სტომატოლოგს.
თუ უკვე იღებთ სხვა ტკივილგამაყუჩებელ ან სიცხის დამწევ საშუალებებს ან ანტიბიოტიკებს,
პრეპარატი მიგი® საბავშვო ფორტეს მიღება შეიძლება მხოლოდ მკურნალი ექიმის
დანიშნულებით.
თუ თქვენ გაწუხებთ სერიოზული დაავადებები და/ან ხანგრძლივად იღებთ სხვა სამკურნალო
საშუალებებს, მიგი® საბავშვო ფორტეს გამოყენებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ
მკურნალ ექიმს.
თავის ტკივილის მკურნალობის მიზნით ნებისმიერი ტკივილგამაყუჩებელი საშუალების
ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელია თავის ტკივილის გაძლიერება. აღნიშნულ
შემთხვევაში შეწყვიტეთ თერაპია და მიმართეთ სამედიცინო დახმარებისთვის. ჭარბი
რაოდენობით სამკურნალო საშუალებების გამოყენებით გამოწვეული თავის ტკივილის
დიაგნოზს უსვამენ პაციენტებს, რომლებსაც თავის ტკივილის საწინააღმდეგო სამკურნალო
საშუალებების რეგულარული მიღების მიუხედავად ან აღნიშნულის შედეგად აწუხებთ თავის
ტკივილი.
ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების ხშირმა, ჩვეულმა მიღებამ, განსაკუთრებით რამოდენიმე
ტკივილგამაყუჩებელი მოქმედი ნივთიერების ერთდროულად გამოყენებამ, შეიძლება მიგვიყვანოს
თირკმელების შეუქცევად დაზიანებამდე თირკმელების უკმარისობის განვითარების რისკის
თანხლებით (ანალგეტიკური ნეფროპათია).
აასს-მა, კერძოდ კი იბუპროფენმა, შეიძლება შენიღბოს ინფექციისა და ცხელების სიმპტომები.
ბავშვები
რეკომენდებული არ არის მიგი® საბავშვო ფორტეს გამოყენება 6 თვემდე ასაკის და 5 კგმდე
სხეულის მასის ბავშვებში.
რეკომენდებული არ არის მიგი® საბავშვო ფორტეს გამოყენება 1 წლამდე ასაკის და 10 კგმდე
სხეულის მასის ბავშვებში.
მიგი® საბავშვო ფორტეს და სხვა სამკურნალო საშუალებების მიღება
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თქვენ ან თქვენი ბავშვი იღებთ ან ახლო
წარსულში იღებდით სხვა სამკურნალო საშუალებებს, ასევე თუ გეგმავთ სხვა სამკურნალო
საშუალებების მიღებას (ურეცეპტო სტატუსის მქონე პრეპარატების ჩათვლით).

რას უნდა აარიდოთ თავი მოცემული სამკურნალო საშუალების გამოყენებისას?
იბუპროფენის მოქმედებაზე შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს ზოგიერთმა ანტიკოაგულანტმა
(სისხლის შედედების საწინააღმდეგო პრეპარატები) (მაგალითად, აცეტილსალიცილის მჟავა,
ვარფარინი, ტიკლოპიდინი), არტერიული წნევის დამაქვეითებელმა ზოგიერთმა პრეპარატმა
(აგფ ინჰიბიტორები, მაგალითად, კაპტოპრილი, ბეტა-ბლოკერები, ანგიოტენზინ II
ანტაგონისტები), ასევე სხვა პრეპარატებმა. თავის მხრივ, იბუპროფენმაც შეიძლება მოახდინოს
გავლენა ჩამოთვლილი პრეპარატების მოქმედებაზე. ამიტომ, იბუპროფენისა და სხვა
სამკურნალო საშუალებების ერთდროულად მიღებამდე რჩევისათვის მიმართეთ ექიმს.
მიგი® საბავშვო ფორტეს დიგოქსინთან (გულის მუშაობის გამაძლიერებელი საშუალება),
ფენიტოინთან (ეპილეფსიის სამკურნალო საშუალება) ან ლითიუმთან (ზოგიერთი ფსიქიური
დარღვევების სამკურნალო საშუალება) ერთად გამოყენებისას შეიძლება გაიზარდოს სისხლში
აღნიშნული ნივთიერებების კონცენტრაცია. ლითიუმის, დიგოქსინისა და ფენიტოინის
პლაზმური კონცენტრაციების კონტროლი მათი სწორად გამოყენებისას (მაქსიმუმ 4 დღის
განმავლობაში), როგორც წესი, საჭირო არ არის.
მიგი® საბავშვო ფორტეს შეუძლია დაასუსტოს სითხის გამომყოფი საშუალებების
(დიურეზული საშუალებების) და მაღალი არტერიული წნევის დამაქვეითებელი პრეპარატების
(ჰიპოტენზიური საშუალებების) ეფექტი; იზრდება თირკმელების მხრივ დარღვევების რისკი.
მიგი® საბავშვო ფორტეს შეუძლია დაასუსტოს აგფ ინჰიბიტორების (გულის უკმარისობის
და მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო საშუალებები) მოქმედება. გარდა ამისა,
ერთდროული მიღების დროს იზრდება თირკმელების ფუნქციის დარღვევების რისკი.
მიგი® საბავშვო ფორტეს და კალიუმის შემანარჩუნებელი საშუალებების (გარკვეული
დიურეტიკების) ერთდროული მიღების შემთხვევაში იზრდება სისხლში კალიუმის
კონცენტრაციის გაზრდის რისკი.
მიგი® საბავშვო ფორტეს და გლუკოკორტიკოიდების ან ანთების საწინააღმდეგო
საშუალებების კლასის სხვა ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატების
ერთდროული მიღების შემთხვევაში იზრდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულების ან
სისხლდენის განვითარების რისკი.
თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორებმა და დეპრესიის სამკურნალო ზოგიერთმა
საშუალებამ (სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები) შეიძლება გამოიწვიოს
კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის განვითარების მომატებული რისკი.
მეტოტრექსატის მიღების წინ ან შემდეგ 24 საათის განმავლობაში მიგი® საბავშვო ფორტეს
მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლში მეტოტრექსატის კონცენტრაციის მომატება და
გააძლიეროს მისი არასასურველი მოქმედებების რისკი.
ზოგიერთ არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთდროულად
გამოყენებისას ციკლოსპორინმა (საშუალება, რომელიც გამოიყენება ტრანსპლანტანტების
მოწყვეტის პროფილაქტიკისათვის, და აგრეთვე რევმატული დაავადებების სამკურნალოდ)
შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის დაზიანება. ამ ეფექტის გამოვლენა შესაძლებელია
ციკლოსპორინისა და იბუპროფენის ნებისმიერი კომბინაციის დროსაც.
პრობენეციდის და სულფინპირაზონის შემცველ სამკურნალო საშუალებებს (პოდაგრის
სამკურნალო საშუალება) შეუძლია გაახანგრძლივოს იბუპროფენის გამოყოფა. აღნიშნულმა
შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმში იბუპროფენის დაგროვება და გაზარდოს გვერდითი
მოქმედებების განვითარების რისკი.
არასტეროიდულმა ანთების საწინააღმდეგო საშუალებებმა შეიძლება გააძლიეროს
ანტიკოაგულანტების, მაგალითად, ვარფარინის, მოქმედება. რეკომენდებულია სისხლის
შედედების მაჩვენებლების მონიტორინგი კომბინირებული თერაპიის დროს.
კლინიკური კვლევებით ნაჩვენებია აასს-ისა და სულფონილშარდოვანის წარმოებულების
(სისხლში შაქრის დონის დამაქვეითებელი საშუალებები) ურთიერთქმედება. მიუხედავად იმისა,
რომ იბუპროფენისა და სულფონილშარდოვანის წარმოებულების ურთიერთქმედება ამ დრომე
აღწერილი არ არის, ამ სამკურნალო საშუალებების ერთდროულად მიღებისას,
პროფილაქტიკის სახით, რეკომენდებულია სისხლში შაქრის დონის კონტროლი.
ტაკროლიმუსი: ორი პრეპარატის ერთდროულად გამოყენებისას იზრდება თირკმელების
დაზიანების რისკი.
ზიდოვუდინი: არსებობს სახსარშიდა სისხლდენისა და სისხლჩაქცევების წარმოქმნის
მომატებული რისკი ჰემოფილიის მქონე პაციენტებში აივ-ინფექციით ზიდოვუდინისა და
იბუპროფენის ერთდროულად გამოყენებისას.
ქინოლონის ანტიბიოტიკები: შესაძლებელია კრუნჩხვის განვითარების რისკის მომატება ორი
პრეპარატის ერთდროულად გამოყენებისას.
ჩYP2ჩ9 ინჰიბიტორები: იბუპროფენისა და ჩYP2ჩ9 იზოფერმენტის ინჰიბიტორების
ერთდროულად მიღებისას იბუპროფენის (ჩYP2ჩ9 სუბსტრატის) ზემოქმედება შეიძლება
გაიზარდოს. ვორიკონაზოლთან და ფლუკონაზოლთან (ჩYP2ჩ9 ინჰიბიტორებთან) იბუპროფენის
ერთდროულად გამოყენების კვლევებში შ(+)-იბუპროფენის ზემოქმედების მაჩვენებლები
იზრდებოდა დაახლოებით 80-100%-ით. იბუპროფენისა და ჩYP2ჩ9 ძლიერი ინჰიბიტორების
ერთდროულად გამოყენების შემთხვევაში მიზანშეწონილია იბუპროფენის დოზის შემცირება,
განსაკუთრებით, თუ იბუპროფენი მაღალი დოზით გამოიყენება ვორიკონაზოლთან და
ფლუკონაზოლთან კომბინაციაში.
თუ თქვენ იღებთ ზემოთ ჩამოთვლილიდან ერთ-ერთ პრეპარატს, მიგი® საბავშვო ფორტეს
მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.
პრეპარატი მიგი® საბავშვო ფორტეს საკვებთან და სასმელთან მიღება
პრეპარატი მიგი® საბავშვო ფორტეს მიღების დროს არ შეიძლება ალკოჰოლური სასმელების
მიღება.
ორსულობა და ძუძუთი კვების პერიოდი
ორსულობა
პრეპარატი მიგი® საბავშვო ფორტეს მიღების პერიოდის განმავლობაში დაორსულების
შემთხვევაში აცნობეთ ამის შესახებ მკურნალ ექიმს. მიგი® საბავშვო ფორტეს მიღება არ
შეიძლება ორსულობის ბოლო ტრიმესტრში. არ გამოიყენოთ მოცემული პრეპარატი
ორსულობის პირველი ექვსი თვის განმავლობაში ექიმთან წინასწარი კონსულტაციის გარეშე.
ძუძუთი კვების პერიოდი
მოქმედი ნივთიერება იბუპროფენი და მისი დაშლის პროდუქტები უმნიშვნელო რაოდენობით
ხვდება დედის რძეში. ვინაიდან ახალშობილისთვის უარყოფითი შედეგების შესახებ ცნობები
დღემდე არ არსებობს, რეკომენდებული დოზებით პრეპარატის ხანმოკლე გამოყენებისას
ძუძუთი კვების შეწყვეტის აუცილებლობა, როგორც წესი, არ დგება.
პროდუქტი მიეკუთვნება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებების
ჯგუფს, რომლებსაც შეუძლია უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს ქალის რეპროდუქციულ
უნარზე.
ეს მოქმედება შექცევად ხასიათს ატარებს პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ.
ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
მიგი® საბავშვო ფორტეს მიღებისას შეიძლება განვითარდეს ისეთი გვერდითი მოვლენები,
როგორიცაა დაღლილობა და თავბრუსხვევა. აღნიშნულის შედეგად, ცალკეულ შემთხვევებში
შესაძლებელია რეაგირების უნარის და ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის
უნარის დარღვევა. აღნიშნული რეაქციები განსაკუთრებით გამოხატულია ალკოჰოლთან
ერთდროულად მიღებისას. თქვენ შეიძლება დაკარგოთ მოულოდნელ სიტუაციებზე სწრაფი და
ზუსტი რეაგირების უნარი. ამ შემთხვევაში, რეკომენდებულია ავტომობილის ან სხვა
სატრანსპორტო საშუალებების მართვისგან, მექანიზმებთან მუშაობისგან და სახიფათო
ქმედებების შესრულებისგან თავის შეკავება.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია პრეპარატი მიგი® საბავშვო ფორტეს ზოგიერთი კომპონენტის
შესახებ
პრეპარატი შეიცავს 2,5 მმოლი ნატრიუმს (57,9 მგ) მაქსიმალურ ერთჯერად დოზაზე,
რომელიც შეადგენს 10 მლ-ს. აღნიშნული ვითარების გათვალისწინება აუცილებელია
პაციენტებისათვის, რომლებიც არიან დიეტაზე ნატრიუმის შეზღუდული მოხმარებით.
მოცემული პრეპარატი შეიცავს მალტიტის სიროფს. თუ თქვენ ან თქვენს ბავშვს აქვს
აუტანლობა შაქრის რომელიმე სახეობის მიმართ, მოცემული პრეპარატის მიღებამდე
კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.
3. მიგი® საბავშვო ფორტეს მიღების წესი
მიგი® საბავშვო ფორტე ყოველთვის მიიღება წინამდებარე ჩანართის ზუსტად დაცვით.
პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით რაიმე ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან
ფარმაცევტს.
თუ რამე დამატებითი დანიშნულება არ არის მოცემული ექიმის მიერ, მიგი® საბავშვო
ფორტეს 20 მგ/მლ ჩვეულებრივი დოზა შეადგენს:
თუ რამე დამატებითი დანიშნულება არ არის მოცემული ექიმის მიერ, მიგი® საბავშვო
ფორტეს (40 მგ/მლ) ჩვეულებრივი დოზა შეადგენს:

­10-15 კგ
(ჩვილები 1­-3 წლის ასაკში)
100 მგ
(რაც შეესაბამება 2,5 მლ სუსპენზიას)
300 მგ
(რაც შეესაბამება 7,5 მლ სუსპენზიას
დღე­ღამეში)
16-1­9 კგ
(ჩვილები 94-5 წლის ასაკში)
150 მგ
(რაც შეესაბამება 3,75 მლ სუსპენზიას)
450 მგ
(რაც შეესაბამება 11,25 მლ სუსპენზიას
დღე­ღამეში)
­20-29 კგ
(ჩვილები/ბავშვები 6-­9 წლის ასაკში)
200 მგ
(რაც შეესაბამება 5 მლ სუსპენზიას)
600 მგ
(რაც შეესაბამება 15 მლ სუსპენზიას
დღე­ღამეში)
30-­39 კგ
(ბავშვები 10-­11 წლის ასაკში)
200 მგ
(რაც შეესაბამება 5 მლ სუსპენზიას)
800 მგ
(რაც შეესაბამება 20 მლ სუსპენზიას
დღე­ღამეში)
>40კგ

(ბავშვები 12წლის ასაკში)
200 მგ-400მგ
(რაც შეესაბამება 5-10 მლ სუსპენზიას)
1200 მგ
(რაც შეესაბამება 30 მლ სუსპენზიას
დღე­ღამეში)

გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში
ბავშვებსა და მოზარდებში გამოყენებისას პრეპარატი მიგი® საბავშვო ფორტეს დოზა
დამოკიდებულია სხეულის მასაზე; ჩვეულებრივ, ერთჯერადი დოზა შეადგენს 7-10 მგ/სხეულის
მასის კგ-ზე მაქსიმალურისაერთო დღიური დოზით 30 მგ/სხეულის მასის კგ-ზე.
მიღებებს შორის ინტერვალი უნდა შეადგენდეს სულ მცირე 6 საათს.
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას.
პრეპარატის გამოყენება რეკომენდებული არ არის 1 წლამდე ასაკის ბავშვებში 10 კგ-მდე
სხეულის მასით.
შიგნით მისაღები საშუალება.
შეფუთვაში მოთავსებულია 5 მლ შპრიცი პრეპარატის პერორალური მიღებისთვის
(გრადუირებული 0,25 მლ ნიშნულებით).
შიგნით მისაღები სუსპენზიის მიღება შეიძლება საკვების მიღების მიუხედავად. თუ თქვენ
გაქვთ მგრძნობიარე კუჭი, მიგი® საბავშვო ფორტეს მიღება რეკომენდებულია საკვების
მიღების დროს.
1. გამოყენების წინ შეანჯღრიეთ ფლაკონის შიგთავსი.
2. ფლაკონის გასახსნელად დააჭირეთ თავსახურს და
დაატრიალეთ ისრებით მითითებული მიმართულებით.
3. ჩასვით ნახვრეტში სუსპენზიის პერორალური შეყვანის
შპრიცი.
4. შპრიცის ადგილზე დაფიქსირებით გადააბრუნეთ
ფლაკონი და ფრთხილად დააფიქსირეთ დგუში საჭირო
ნიშნულზე.
5. გადააბრუნეთ ფლაკონი ძირით ქვემოთ მდგომარეობაში
და ფრთხილად ამოიღეთ შპრიცი დატრიალებით.
6. სიროფის შესაყვანათ მოათავსეთ შპრიცის თავი
ბავშვის პირში და ნელა დააჭირეთ დგუშს შპრიცის
კორპუსის მიმართულებით. პრეპარატი შეიყვანეთ
ბავშვის ყლაპვის სიხშირის მიხედვით.
გამოყენების შემდეგ თავი დაახურეთ ფლაკონს. ამოიღეთ დგუში შპრიცის კორპუსიდან,
გარეცხეთ თბილი წყლით და გააშვრეთ. შეინახეთ შპრიცი სუსპენზიის პერორალური
შეყვანისთვის ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
აცნობეთ მკურნალ ექიმს, თუ ფიქრობთ, რომ პრეპარატი მიგი® საბავშვო ფორტეს მოქმედება
ძალიან ძლიერი ან სუსტია.
მკურნალობის ხანგრძლივობა
მხოლოდ ხანმოკლე თერაპიისათვის.
თუ სიმპტომები გაღრმავდება ან არ გაუმჯობესდება მდგომარეობა 3 დღის განმავლობაში,
უნდა მიმართოთ ექიმს.
თუ ბავშვებში სიმპტომები გაღრმავდება ან არ გაუმჯობესდება მდგომარეობა 3 დღის
განმავლობაში, უნდა მიმართოთ ექიმს.
მოზარდებსა და მოზრდილებში, თუ სიმპტომები გაღრმავდება ან არ გაუმჯობესდება
მდგომარეობა სიცხის მკურნალობის შემთხვევაში 3 დღის განმავლობაში და ტკივილის
მკურნალობის შემთხვევაში 4 დღის განმავლობაში, უნდა მიმართოთ ექიმს.
პრეპარატი მიგი® საბავშვო ფორტეს დოზის გადაჭარბების შემთხვევები
შეწყვიტეთ იბუპროფენის მიღება და მიმართეთ ექიმს, თუ შენიშნავთ დოზის გადაჭარბების
ნებისმიერ სიმპტომს, როგორიცაა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, მოძრაობის შენელება
(ბავშვებში ასევე მიოკლონური კრუნჩხვა), მუცლის ტკივილი, გულისრევა და ღებინება,
სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის დარღვევა,
არტერიული წნევის დაცემა, შენელებული სუნთქვა (სუნთქვის დათრგუნვა) ან ციანოზი
(ტუჩების ან კანის გალურჯება).
პრეპარატი მიგი® საბავშვო ფორტეს დოზის მიღების გამოტოვება
არ მიიღოთ პრეპარატის ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ.
პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან
ფარმაცევტს.
4. შესაძლო გვერდითი მოქმედება
როგორც ყველა სამკურნალო საშუალებას, პრეპარატ მიგი® საბავშვო ფორტესაც აქვს
გვერდითი მოქმედებები, თუმცა ის არ ვითარდება ყველა პაციენტში.
გვერდითი მოქმედებების სიაში მითითებულია ყველა გვერდითი მოქმედება, რომლებიც
რეგისტრირებულია იბუპროფენით მკურნალობისას, მათ შორის გვერდითი მოვლენები,
რომლებიც აღინიშნებოდა რევმატიზმის მქონე პაციენტებში მაღალი დოზებით ხანგრძლივი
მკურნალობის შემდეგ.
დადგენილი სიხშირე, ძალიან იშვიათი შემთხვევების ჩათვლით, მიეკუთვნება ხანმოკლე
მკურნალობას იბუპროფენის მაქსიმალური დღე-ღამური დოზებით 1200 მგ-მდე პე

მეტი ინფორაცია
Units 1
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy