Ribatran - რიბატრანი 20 ტაბლეტი
ჩვენება: ტრავმისა და ქირურგიული ოპერაციის შემდგომი შეშუპების მკურნალობა.
მოქმედი ნივთიერებებია:
ტრიფსინი ....................................................................... 4.20 მიკროკატალი
რიბონუკლეაზა .............................................................. 0.33 მიკროკატალი
ქიმოტრიფსინოგენი ...................................................... 93.4 მიკროკატალი
ფარმაკოლოგიური თვისებები:
რიბატრანს გააჩნია ანთებისსაწინააღმდეგო, შეშუპებისსაწინააღმდეგო, ფიბრინოლიზური, იმუნომოდულაციური, ანტიაგრეგაციული და მეორადი ანალგეზიური მოქმედება.
რიბატრანი ამცირებს აუტოიმუნური და იმუნოპათოლოგიური პროცესების გამოვლენას. ასტიმულირებს მონოციტი-მაკროფაგების, ბუნებრივი კილერი უჯრედების სტიმულაციასა და ფუნქციურ აქტივობის რეგულაციას, ციტოტოქსიკურ T-ლიმფოციტებს უჯრედების ფაგოციტურ აქტივობას.
რიბატრანი ამცირებს მოცირკულირე იმუნური კომპლექსების რაოდენობას და ახდენს იმუნური კომპლექსების მემბრანული დეპოზიტების გამოსვლას ქსოვილებიდან.
ამცირებს ინტერსტიციის ინფილტრაციას პლაზმური უჯრედებით, ხელს უწყობს ცილოვანი დეტრიტისა და ფიბრინის დეპოზიდების ელიმინაციას ანთების ზონიდან, აჩქარებს ნივთიერებათა ცვლის შედეგად წარმოქმნილი ტოქსიკური პროდუქტებისა და ნეკროზული ქსოვილების ლიზისს. აუმჯობესებს ჰემატომებისა და შეშუპების გაწოვას, ხელს უწყობს სისხლძარღვთა კედლების განვლადობის ნორმალიზირებას.
რიბატრანი ხელს უწყობს ნახველის გათხიერებას და გაწოვას.
რიბატრანი ამცირებს თრომბოქსანის კონცენტრაციას და თრმობოციტების აგრეგაციას.
არეგულირებს: სისხლის უჯრედების ადჰეზიას, აუმჯობესებს ერითროციტების პლასტიურობას, ახდენს ნორმალური დისკოციტების რიცხვის რეგულირებას, ამცირებს თრომბოციტების გააქტივებული ფორმების საერთო რაოდენობას, ამცირებს სისხლის სიბლანტეს, ამცირებს მიკროაგრეგატების საერთო რაოდენობას, და ამგვარად აუმჯობესებს სისხლის რეოლოგიურ თვისებებსა და მიკროცირკულაციას, შესაბამისად ქსოვილების მომარაგებას ჟანგბადითა და საკვები ნივთიერებებით.
რიბატრანი ამცირებს ჰორმონული პრეპარატების მიღებით გამოწვეულ გვერდით ეფექტებს.
რიბატრანი აწესრიგებს ლიპიდურ ცვლას, ამცირებს ენდოგენური ქოლესტერინის სინთეზს, ზრდის მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების კონცენტრაციას, ამცირებს ათეროგენული ლიპიდების დონეს, აუმჯობესებს პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავების შეწოვას.
რიბატრანი უზრუნვრლყოფს ანტიბიოტიკების მაღალი კონცენტრაციის მიღწევას სისხლის პლაზმასა და ანთების კერაში და ამ გზით ზრდის მათ გამოყენების ეფექტურობას იმავდროულად, ამცირებს ანტიბიოტიკების მიღებასთან დაკავშირებულ გვერდით ეფექტებს.
რიბატრანი არეგულირებს არასპეციფიკური დაცვის მექანიზმებს (ინტერფერონების გამომუშავება), და ამგვარად ავლენს ანტივირუსულ და ანტიმიკრობულ მოქმედებას.
ჩვენებები:
ანგიოლოგია: თრომბოფლებიტები, ზედაპირული ვენების პოსტტრომბოფლებიტური დაავადებისა და მწვავე თრომბოფლებიტების მკურნალობა, ქვემო კიდურების ენდარტერიტისა და მაობლიტირებელი ათეროსკლეროზის მკურნალობა, რეციდიული ფლებიტების პროფილაქტიკა, ლიმფური შეშუპება.
ყელ-ყურ-ცხვირის ინფექციები: მწვავე და ქრონიკული სინუსიტი, რინიტი, ოტიტი, ფარინგოტონზილიტი.
რესპირატორული ინფექციები: მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი, პნევმონია, ექსუდაციური პლევრიტი, ბრონქული ასთმა, ფილტვის ტუბერკულოზი.
ტრავმატოლოგია: ტრავმა, მოტეხილობა, დაჟეჟილობა, პოსტტრავმული შეშუპება, ჰემორაგია.
ქირურგია: პოსტოპერაციული შერშუპებისა და ჰემატომის მკურნალობა და პროფილაქტიკა; პოსტოპერაციული ნაწიბურის (ჰიპერტროფიული, კელოიდური) პრევენცია
გინეკოლოგია: მცირე მენჯის ღღუს ანთებითი დაავადებები, ოპერაციის შემდგომი პერიოდი.
მამოლოგია: ლაქტოსტაზი, მასტიტი, მასტოპათია, მასტექტომიის შემდგომი პერიოდი
ოფთალმოლოგია: თვალის ტრავმა, ჰემოფთალმი, ბადურას სისხლზარრვების თრომბოზი, დიაბეტური ანგიოპათია, რეტინოპათია. ქირურგიული ჩარევები.
ენდოკრინოლოგია: დიაბეტური ანგიოპათია, აუტოიმუნური თირეოიდიტი
სტომატოლოგია: პაროდონტოზი, გინგივიტი, კბილის ექსტრაქცია
დამწვრობა
კარდიოლოგია: მიოკარდიუმის ინფარქტის შემდგომი პერიოდი (სისხლის რეოლოგიური თვისებების გასაუმჯობესებლად), გულის იშემიური დაავადება. ექსუდაციური პერიკარდიტი
რევმატოლოგია: რევმატოდული ართრიტი, რეაქტიული ართრიტი, ბეხტერევის დააავადება.
მიღების წესი და დოზირება: 1 აბი 3 ჯერ დღეში ჭამამდე 30 წუთით ადრე ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, მცირე რაოდენობის წყლის მიყოლებით. მკურნალობის მინიმალური ხანგრძლივობა 2-4 კვირა; ქრონიკული დაავადებებისას 8-24 კვირა. შესაძლო გვერდითი მოქმედება როგორც ნებისმიერი მოქმედი პროდუქტის შემთხვევაში, მოცემულ პრეპარატსაც შეუძლია ზოგ შემთხვევაში გამოიწვიოს გვერდითი მოქმედება. რიბატრანი, შემოგარსული ტაბლეტის მიღების შემდეგ შეიძლება გამოვლინდეს იშვიათი გვერდითი მოქმედება, როგორიცაა გულისრევა, ღებინება და დიარეა.
შენახვის პირობები
მოცემული პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. არ გამოიყენოთ მოცემული პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. შეინახეთ არაუმეტეს 25°C-ზე.
აღწერა და შეფუთვა
მოცემული პრეპარატი წარმოდგენილია შემოგარსული ტაბლეტის ფორმით. კოლოფში 20 ტაბლეტი.
მწარმოებელი Amoun PHARMACEUTICAL. ელ-ობური სითი, ქაირო, ეგვიპტე
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
Units | 20 |
---|
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account