Iodomarin - იოდომარინი 200მკგ 100ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 9,03 ლ რეგულარული ფასი 12,77 ლ
მარაგშია
SKU
6554_1617

ჩვენება:იოდის დეფიციტით გამოწვეული დაავადებების პროფილაქტიკა ,დიფუზური ეუთირეოიდული ჩიყვის მკურნალობა ახალშობილებში, ბავშვებში.

1. იოდომარინი® 200-ის აღწერა და გამოყენება:

იოდომარინი® 200 არის ფარისებრი ჯირკვლის სამკურნალო საშუალება. 

იოდომარინი® 200 გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:

- იოდის დეფიციტით გამოწვეული დაავადებების პროფილაქტიკა (მაგალითად, ჩიყვის პროფილაქტიკა პაციენტებში, რომლებიც ცხოვრობენ რაიონებში, სადაც იოდის არასაკმარისის შემცველობა აღინიშნება ნიადაგში და წყალში, ასევე იოდის დეფიციტით განპირობებული ჩიყვის ოპერაციის შემდეგ);

- დიფუზური ეუთირეოიდული ჩიყვის მკურნალობა ახალშობილებში, ბავშვებში, მოზარდებში, ასევე ახალგაზრდა ასაკის მოზრდილებში.

2. რა უნდა ვიცოდეთ იოდომარინი® 200-ის მიღებამდე:

იოდომარინი® 200-ის მიღება არ შეიძლება შემდეგ შემთხვევებში:

- ალერგია კალიუმის იოდიდის ან პრეპარატი იოდომარინი® 200-ის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ;

- ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მნიშვნელოვანი მომატება, რომელსაც თან ახლავს კლინიკური გამოვლინებები. 

- ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის შენიღბული მომატება, რომელსაც თან არ ახლავს კლინიკური გამოვლინებები, დოზირებით 150 მკგ-ზე მეტი იოდი დღე-ღამეში.

- კეთილთვისებიანი ჰორმონწარმომქმნელი სიმსივნის, ასევე ფარისებრი ჯირკვლის არაკონტროლირებადი ჰორმონწარმომქნელი უბნების არსებობა დოზირებით 300-1000 მკგ იოდი დღე-ღამეში (ოპერაციის წინა პერიოდში მკურნალობის გარდა).

განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო პრეპარატი იოდომარინი® 200-ის გამოყენების წინ შემდეგ შემთხვევაში:

აღნიშნული პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას. თუ თქვენთვის ცნობილია შაქრის ზოგიერთი სახეობების მიმართ აუტანლობის შესახებ მოცემული პრეპარატის მიღებამდე  კონსულტაცია გაიარეთ თქვენს მკურნალ ექიმთან.

სხვა სამკურნალო საშუალებების მიღება:
იოდის დეფიციტი ზრდის ორგანიზმის რეაქციას ჰიპერთირეოზის (ფარისებრი ჯირკვლის მომატებული ფუნქცია) მედიკამენტურ მკურნალობაზე, ხოლო იოდის სიჭარბე მას აქვეითებს. ამიტომ ჰიპერთირეოზის მკურნალობამდე ან მკურნალობის პერიოდში შეძლებისდაგვარად შეზღუდეთ იოდის ნებისმიერი სახით მიღება.

ნივთიერებები, რომლებსაც ფარისებრი ჯირკვალი შეიწოვს იმავე მექანიზმით, როგორც იოდიდს (მაგალითად, პერქლორატი), ასევე სამკურნალო ნივთიერებები, რომლებიც თავად არ შეიწოვება, მაგალითად, თიოციანატი, 5 მგ/დლ-ზე  მაღალი კონცენტრაციებით, ხელს უშლის იოდის შეწოვას ფარისებრი ჯირკვლის მიერ. 

იოდის შეწოვას ფარისებრი ჯირკვლის მიერ და იოდის მეტაბოლიზმის სტიმულირებას ჯირკვალში ახდენს ენდოგენური და ეკზოგენური თირეოსტატული ჰორმონი (თტჰ).

ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების სეკრეციის დამთრგუნველი იოდის მაღალი დოზებითა და ლითიუმის მარილებით ერთდროულად მკურნალობამ, რომელიც, როგორც წესი, გამოიყენება  ფსიქიკური დარღვევების სამკურნალოდ, შეიძლება ხელი შეუწყოს ჩიყვისა და ჰიპოთირეოზის განვითარებას. 

კალიუმის დამზოგველ დიურეტიკებთან ერთად კალიუმის იოდიდის მაღალი დოზების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერკალიემია. 

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ ან ახლო წარსულში იღებდით სხვა სამკურნალო საშუალებებს, ურეცეპტო სტატუსის მქონე პრეპარატების ჩათვლით.

ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში იოდზე მოთხოვნა იზრდება, ამიტომ აღნიშნულ პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორგანიზმისთვის საკმარისი რაოდენობის იოდის მიწოდების უზრუნველყოფა. მაგრამ ორსულობის პერიოდში იოდის პრეპარატებისა და იოდის შემცველი სამკურნალო საშუალებების მიღება უნდა მოხდეს მხოლოდ ექიმის მიერ ~სარგებელი/რისკის~ თანაფარდობის შეფასების შემდეგ. 

ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე:

სიფრთხილის განსაკუთრებული ზომების დაცვა არ არის საჭირო.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია იოდომარინი® 200 ტაბლეტების ზოგიერთი კომპონენტის შესახებ

აღნიშნული სამკურნალო საშუალება შეიცავს ლაქტოზას. თუ თქვენთვის ცნობილია შაქრის ზოგიერთი სახეობების მიმართ აუტანლობის შესახებ, მოცემული პრეპარატის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს მკურნალ ექიმთან.    

3. იოდომარინი® 200-ის მიღების წესი:

პრეპარატი იოდომარინი® 200 მიიღება თქვენი მკურნალი ექიმის დანიშნულების მკაცრად დაცვით. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

დოზირება:

- ჩიყვისა და იოდის დეფიციტის პროფილაქტიკის დროს ახალშობილები და ბავშვები:

½ ტაბლეტი იოდომარინი® 200 დღე-ღამეში, რაც შეესაბამება 100 მკგ იოდს.

მოზარდები და მოზრდილები:

½-1 ტაბლეტი იოდომარინი® 200 დღე-ღამეში, რაც შეესაბამება 100-200 მკგ იოდს.

ორსულობა და ლაქტაცია:

1 ტაბლეტი იოდომარინი® 200 დღე-ღამეში, რაც შეესაბამება 200 მკგ იოდს.

- ფარისებრი ჯირკვლის განმეორებითი ზრდის პროფილაქტიკა მედიკამენტოზური მკურნალობის დასრულების შემდეგ ან იოდის დეფიციტით გამოწვეული ჩიყვის ოპერაციის შემდეგ ½-1 ტაბლეტი იოდომარინი® 200 ერთხელ დღე-ღამეში, რაც შეესაბამება 100-200 მკგ იოდს.

- იოდის დეფიციტით გამოწვეული ჩიყვის მკურნალობის დროს

ახალშობილები, ბავშვები და მოზარდები:

½-1 ტაბლეტი იოდომარინი® 200 ერთხელ დღე-ღამეში, რაც შეესაბამება 100-200 მკგ იოდს.

მოზრდილები ახალგაზრდა ასაკში:

1½-2½ ტაბლეტი იოდომარინი® 200 ერთხელ დღე-ღამეში, რაც შეესაბამება 300-500 მკგ იოდს.

გამოყენების წესი:

პრეპარატი მიიღება ჭამის შემდეგ, საკმარისი რაოდენობის წყლის მიყოლებით. ჩვილებისთვის და ბაგის ასაკის ბავშვებისთვის რეკომენდებულია ტაბლეტების მიღება საკვებთან (მაგალითად, წვნიანთან) ან სითხესთან ერთად. ტაბლეტები კარგად იხსნება სითხეებში და ამიტომ ასევე შეიძლება გაიხსნას რძეში, წვენში ან ანალოგიურ პროდუქტებში. ტაბლეტების მიღების აღნიშნული წესი განსაკუთრებით რეკომენდებულია ჩვილებში და ბაგის ასაკის ბავშვებში.

მკურნალობის ხანგრძლივობა:

- პროფილაქტიკის მიზნით იოდომარინი® 200 მიიღება რეგულარულად რამდენიმე წლის განმავლობაში, ხშირად მთელი ცხოვრების განმავლობაშიც კი. 

- ახალშობილებში ჩიყვის სამკურნალოდ, როგორც წესი, საკმარისია 2-4 კვირა. ხოლო ბავშვებში, მოზარდებსა და მოზრდილებში ჩიყვის სამკურნალოდ საჭიროა 6-12 თვე. 

პრეპარატი იოდომარინი® 200-ის ჭარბი დოზით მიღება:

პრეპარატი იოდომარინი® 200-ის ჭარბი დოზით მიღების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს. ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი ზომების მიღების აუცილებლობის შესახებ. 

პრეპარატი იოდომარინი® 200-ის დოზის გამოტოვება:

პრეპარატი იოდომარინი® 200-ის არასაკმარისი რაოდენობით მიღების ან დოზის გამოტოვების შემთხვევაში არ მიიღოთ პრეპარატის ორმაგი დოზა. მიიღეთ პრეპარატის ჩვეულებრივი დოზა და გააგრძელეთ მკურნალობა დანიშნულების მიხედვით.

იოდომარინი® 200-ის მიღების შეწყვეტა:

თუ შეწყვიტეთ იოდომარინი® 200-ის მიღება, მაგალითად, გვერდითი მოვლენების გამოვლენის მიზეზით, კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.  

მოცემული სამკურნალო საშუალების მიღებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე რჩევისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

4. შესაძლო გვერდითი მოქმედება:

როგორც ყველა სამკურნალო საშუალებას, იოდომარინი® 200-საც შეიძლება ჰქონდეს გვერდითი მოვლენები, თუმცა ის არ ვლინდება ყველა პაციენტში. 

გვერდითი მოქმედების შეფასებას საფუძვლად უდევს სიხშირის შემდეგი მონაცემები:

ძალიან ხშირად:10 ნამკურნალევი პაციენტიდან 1-ზე მეტს

ხშირად: 100 ნამკურნალევი პაციენტიდან 1-10-ს

ზოგჯერ: 1 000 ნამკურნალევი პაციენტიდან 1-10-ს

იშვიათად: 10 000 ნამკურნალევი პაციენტიდან 1-10-ს

ძალიან იშვიათად: 10 000 ნამკურნალევი პაციენტიდან 1-ზე ნაკლებს

უცნობია: არსებული მონაცემების საფუძველზე შეფასება შეუძლებელია.

უცნობია:

მოზრდილებში ჩიყვის მკურნალობისას (სადღეღამისო დოზირება 300-1000 მკგ იოდი) ცალკეულ შემთხვევებში შესაძლებელია ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მომატება, რაც გამოწვეულია იოდით. უმეტეს შემთხვევაში ამის მიმანიშნებელ სიმპტომებს წარმოადგენს ჰორმონწარმომქმნელი კერების არსებობა ფარისებრ ჯირკვალში. ჩვეულებრივ რისკის ჯგუფს წარმოადგენს ხანდაზმული ასაკის პაციენტები, რომლებსაც აქვთ ჩიყვი ხანგრძლივი დროის განმავლობაში.   

გვერდითი მოვლენების გამოვლენის ან გაძლიერების, ასევე ისეთი გვერდითი მოქმედების გამოვლენის შემთხვევაში, რომელიც არ არის აღნიშნული მოცემულ ჩანართში, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

იოდიდის პროფილაქტიკური გამოყენებისას ნებისმიერ ასაკში, ასევე თერაპიული გამოყენებისას ახალშობილებში, ბავშვებსა და მოზარდებში არასასურველი მოვლენები, როგორც წესი, არ აღინიშნება. მაგრამ ფარისებრი ჯირკვლის ფართო არაკონტროლირებადი ჰორმონწარმომქნელი უბნების არსებობისას და იოდის დანიშვნისას სადღეღამისო დოზებში, რომელიც აღემატება 150 მკგ, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის კლინიკური გამოვლენების საერთოდ გამორიცხვა არ შეიძლება.

5. პრეპარატი იოდომარინი® 200-ის შენახვის პირობები:

სამკურნალო საშუალება შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

იოდომარინი® 200 არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია გარე შეფუთვაზე და ეტიკეტზე წარწერა ~ვარგისია~-ს შემდეგ. ვარგისიანობის ვადის გასვლის თარიღი გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს. 

პრეპარატი შეინახეთ არაუმეტეს 25 ˚C ტემპერატურაზე, სინათლისგან და ტენისგან დაცულ ადგილზე. 

6. გაცემის პირობები:

იოდომარინი® 200 გაიცემა მხოლოდ რეცეპტით. 

7. დამატებითი ინფორმაცია :
იოდომარინი® 200-ის შემადგენელი ნივთიერებები პრეპარატის მოქმედ ნივთიერებას წარმოადგენს კალიუმის იოდიდი.  

ერთი ტაბლეტი შეიცავს 262 მკგ კალიუმის იოდიდს, რაც შეესაბამება 200 მკგ იოდს.

სხვა კომპონენტები:

ლაქტოზის მონოჰიდრატი, ძირითადი, მსუბუქი მაგნიუმის კარბონატი, ჟელატინი, კარბოქსიმეთილსახამებლის ნატრიუმის მარილი (ტიპი A), კოლოიდური უწყლო კრემნიუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი. 

პრეპარატი იოდომარინი® 200-ის აღწერა და შეფუთვა:

თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის ტაბლეტები ბრტყელი პარალელური ზედაპირებით, ჩამოჭრილი კიდეებით და გამყოფი ხაზით ერთ მხარეს. 

ორიგინალ შეფუთვში მოთავსებულია 25, 50 ან 100 ტაბლეტი.

შეიძლება ბაზარზე ყველა სახის შეფუთვა არ იყოს წარმოდგენილი.  

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II - გამოიყენება ექიმის დანიშნულებით.

მეტი ინფორაცია
Units 100
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy