Amvilab - ამვილაბი პრობიოტიკი KIDS 30 საღეჭი ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 52,12 ლ რეგულარული ფასი 57,91 ლ
მარაგშია
SKU
71316_1477

ჩვენებები: მწვავე ბაქტერიული და ვირუსული დიარეა, გულისრევა, ღებინება, შებერილობა, მეტეორიზმი, ნაწლავის სპაზმი, ყაბზობა.

შემადგენლობა:  2.5 მილიარდი ბაქტერია Bacillus Subtilis (8.33 მგ)

ამვილაბის პრობიოტიკი ქიდსი - საღეჭი მარმელადები მარწყვის არომატით, რომელიც  აღადგენს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციას ორგანიზმიდან ტოქსიკური ნივთიერებების გამოდევნის და ნაწლავის მიკროფლორის ფიზიოლოგიური წონასწორობის აღდგენის გზით, გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ანტიმიკრობული, ანტიდიარეული, იმუნომასტიმულირებელი მოქმედება.

ფარმაკოლოგიური თვისებები: სპორაწარმომქნელი ბაქტერია Bacillus Subtilis გამძლეა კუჭის მჟავა გარემოს მიმართ და ადვილად ადჰეზირდება ნაწლავის ეპითელში, სადაც ის აპროდუცირებს ანტიბაქტერიული მოქმედების მეტაბოლიტებს (ბაქტერიოცინი,  ლიზოციმი), რომლებიც განაპირობებენ ბაქტერიოციდულ და  ბაქტერიოსტატულ მოქმედებას პათოგენურ და პირობით პათოგენურ მიკრობებზე. თრგუნავს სხვადასხვა გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიების ზრდას (განსაკუთრებით  E.coli, Salmonela, Staphylococcus), გააჩნია ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, აძლიერებს ნაწლავის ლორწოვანი გარსის რეგენერაციას, ხელს უშლის პათოგენური მიკროორგანიზმების და სოკოების გამრავლებას, ამცირებს ანთებითი პროცესების წარმოქმნას ნაწლავში, ხსნის მუცლის ტკივილს, სპაზმს, აუმჯობესებს პერისტალტიკას, არეგულირებს აირწარმოქმნას.

Bacillus Subtilis - აპროდუცირებს ფერმენტული აქტივობის მეტაბოლიტებს, რომლებიც   ააქტიურებენ საჭმლის მომნელებელი ფერმენტების გამომუშავებას და უზრუნველყოფენ სრულყოფილ საჭმლის მონელებას, აუმჯობესებენ რკინის, კალციუმისა და D ვიტამინის შეწოვა.

Bacillus Subtilis - ხელს უწყობს  ნაწლავის ნორმალური მიკროფლორის ფიზიოლოგიური წონასწორობის აღდგენას და შენარჩუნებას, გააჩნია იმუნომასტიმულირებელი მოქმედება, ასტიმულირებს ინტერფერონის, იმუნოგლობულინის  სინთეზსს, ზრდის T ლიმფოციტების, მაკროფაგების აქტივობას, რის შედეგად იზრდება ორგანიზმის მდგრადობა ინფექციური დაავადებების მიმართ.

ჩვენება:

• მწვავე ბაქტერიული და ვირუსული დიარეა
• ნაწლავური ინფექციების კომპლექსური თერაპია (გასტროენტერიტი, ენტეროკოლიტი, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, გასტრიტი და სხ.)
• კვებითი ინტოქსიკაცია
• გულისრევა, ღებინება, შებერილობა, მეტეორიზმი, ნაწლავის სპაზმი, ყაბზობა
• დისბაქტერიოზის პროფილაქტიკა და მკურნალობა
• ანტიბიოტიკოთერაპიის შედეგად განვითარებული დისბაქტერიოზი
• ალერგიული დაავადებების კომპლექსური თერაპია
• იმუნიტეტის დაქვეითება
დოზირება: 1 საღეჭი მარმელადი 1- ჯერ დღეში 4 წლიდან, ან ექიმის რეკომენდაციის მიხედვით

გამოშვების ფორმა:  N 30 საღეჭი მარმელადი მარწყვის არომატით

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, გრილ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას

მწარმოებელი:  ამვილაბი - აშშ

მეტი ინფორაცია
Units 30
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy