Viferon - ვიფერონი 150000სე 10 რექტალური სანთელი
ჩვენება:მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციები, მენინგიტი, სეფსისი, საშვილოსნოსშიდა ინფექცია
პრეპარატის სავაჭრო დასახელება ვიფერონი
საერთაშორისო არაპატენტირებული ან ჯგუფური დასახელება ინტერფერონი ალფა-2b
სამკურნალწამლო ფორმა რექტალური სუპოზიტორიები
შემადგენლობა
1 სუპოზიტორია ვიფერონი® 150000 ს.ე. შეიცავს აქტიურ ნივთიერებას: ადამიანის რეკომბინანტული ინტერფერონი ალფა-2b 150000 ს.ე.,
დამხმარე ნივთიერებები: ასკორბინის მჟავა 0,0054 გ, ნატრიუმის ასკორბატი 0,0108 გ, ალფა ტოკოფეროლის აცეტატი 0,055 გ, დინატრიუმის დიჰიდრატი ედეტატ 0,0001 გ,
პოლისორბატი-80 0,0001 გ, კაკაოს ცხიმი 0,1958 გ, საკონდიტრო ცხიმი ან კაკაოს ცხიმის შემცვლელი 1 გ-მდე.
1 სუპოზიტორია ვიფერონი® 500000 ს.ე. შეიცავს აქტიურ ნივთიერებას: ადამიანის რეკომბინანტული ინტერფერონი ალფა-2b 500000 ს.ე.,
დამხმარე ნივთიერებები: ასკორბინის მჟავა 0,0081 გ, ნატრიუმის ასკორბატი 0,0162 გ, ალფა ტოკოფეროლის აცეტატი 0,055 გ, დინატრიუმის დიჰიდრატი ედეტატ 0,0001 გ ,
პოლისორბატი-80 0,0001 გ, კაკაოს ცხიმი 0,1941 გ, საკონდიტრო ცხიმი ან კაკაოს ცხიმის შემცვლელი 1 გ-მდე.
1 სუპოზიტორია ვიფერონი® 1000000 ს.ე. შეიცავს აქტიურ ნივთიერებას: ადამიანის რეკომბინანტული ინტერფერონი ალფა-2b 1000000 ს.ე.,
დამხმარე ნივთიერებები: ასკორბინის მჟავა 0,0081 გ, ნატრიუმის ასკორბატი 0,0162 გ, ალფა ტოკოფეროლის აცეტატი 0,055 გ, დინატრიუმის დიჰიდრატი ედეტატ 0,0001 გ , პოლისორბატი-80 0,0001 გ, კაკაოს ცხიმი 0,1941 გ, საკონდიტრო ცხიმი ან კაკაოს ცხიმის შემცვლელი 1 გ-მდე.
1 სუპოზიტორია ვიფერონი® 3000000 ს.ე. შეიცავს აქტიურ ნივთიერებას: ადამიანის რეკომბინანტული ინტერფერონი ალფა-2b 3000000 ს.ე.,
დამხმარე ნივთიერებები: ასკორბინის მჟავა 0,0081 გ, ნატრიუმის ასკორბატი 0,0162 გ, ალფა ტოკოფეროლის აცეტატი 0,055 გ, დინატრიუმის დიჰიდრატი ედეტატ 0,0001 გ, პოლისორბატი-80 0,0001 გ, კაკაოს ცხიმი 0,1941 გ, საკონდიტრო ცხიმი ან კაკაოს ცხიმის შემცვლელი 1 გ-მდე.
აღწერა
სუპოზიტორიები ტყვიისმაგვარი ფორმის, თეთრი-მოყვითალო ფერიდან ყვითელი ფერის ელფერით, დაშვებულია ელფერის არაერთგვაროვნება მარმარილოსებრივი სახით. გრძივ კვეთაზე არსებობს ძაბრისებრი ჩაღრმავება. სუპოზიტორიის დიამეტრი არაუმეტეს 10 მმ- ია.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
იმუნომოდულატორული და ანტივირუსული საშუალება.
ფარმაკოლოგიური მოქმედება
ადამიანის რეკომბინანტულ ინტერფერონ ალფა-2b-ს გააჩნია ანტივირუსული, იმუნომოდულატორული და ანტიპროლიფერაციული თვისებები, თრგუნავს რნმ-ის და დნმ-ის შემცველი ვირუსების რეპლიკაციას. ინტერფერონის იმუნომოდულატორული თვისებები, როგორიცაა მაკროფაგების ფაგოციტური აქტივობის გაძლიერება, ლიმფოციტების სპეციფიკური ციტოტოქსიკურობის ზრდა სამიზნე უჯრედების მიმართ, განაპირობებს მის შუამავლობით ანტიბაქტერიულ აქტივობას.
ასკორბინის მჟავას და ალფა-ტოკოფეროლის აცეტატის არსებობისას, იზრდება ინტერფერონ ალფა-2b-ს სპეციფიკური ანტივირუსული აქტივობა, ძლიერდება მისი იმუნომოდულატორული მოქმედება, რაც ზრდის ორგანიზმის საკუთარი იმუნური რეაქციის ეფექტურობას პათოგენური მიკროორგანიზმების მიმართ.
პრეპარატის გამოყენებისას, იზრდება A კლასის სეკრეციული იმუნოგლობულინების დონე, ნორმალიზდება იმუნოგლობულინ E-ს დონე და ხდება ინტერფერონ ალფა -2b-ს ენდოგენური სისტემის ფუნქციონირების აღდგენა. ასკორბინის მჟავა და ალფა-ტოკოფეროლის აცეტატი არიან ძლიერ აქტიური ანტიოქსიდანტები, გააჩნიათ ანთების საწინააღმდეგო, მემბრანომასტაბილიზირებელი და ასევე რეგენერაციული თვისებები. დადგენილია, რომ პრეპარატ ვიფერონი®-ს გამოყენებისას არ ვლინდება გვერდითი ეფექტები, რომლებიც ვითარდება ინტერფერონ ალფა-2b-ს პრეპარატების პარენტერალური მიღებისას, არ წარმოიქმნება ანტისხეულები, რომლებიც ანეიტრალებენ ინტერფერონ ალფა-2b-ს ანტივირუსულ აქტივობას. პრეპარატ ვიფერონი®–ს გამოყენება, როგორც კომპლექსური თერაპიის ნაწილი, საშუალებას გაძლევთ შეამციროთ ანტიბაქტერიული და ჰორმონალური პრეპარატების თერაპიული დოზები, აგრეთვე შეამციროთ აღნიშნული თერაპიის ტოქსიკური ეფექტები.
კაკაოს ზეთი შეიცავს ფოსფოლიპიდებს, რომლებიც საშუალებას იძლევიან არ მოხდეს სინთეზური ტოქსიკური ემულგატორების გამოყენება წარმოებისას, ხოლო პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავების არსებობა ამარტივებს პრეპარატის შეყვანას და გახსნას.
გამოყენების ჩვენებები
- მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციები, მათ შორის გრიპი, მათ შორის ბაქტერიული ინფექციით გართულებული, პნევმონია (ბაქტერიული, ვირუსული, ქლამიდური) ბავშვებში და მოზრდილებში, როგორც კომპლექსური თერაპიის ნაწილი;
- ინფექციურ-ანთებითი დაავადებები ახალშობილებში, მათ შორის დღენაკლულებში: მენინგიტი (ბაქტერიული, ვირუსული), სეფსისი, საშვილოსნოსშიდა ინფექცია (ქლამიდიოზი, ჰერპესი, ციტომეგალოვირუსული ინფექცია, ენტეროვირუსული ინფექცია, კანდიდოზი, ნათ შორის ვისცერალური, მიკოპლაზმოზი), როგორც კომპლექსური თერაპიის ნაწილი;
- შარდ-სასქესო სისტემის ინფექციური და ანთებითი დაავადებები (ქლამიდიოზი, ციტომეგალოვირუსული ინფექცია, ურეაპლაზმოზი, ტრიქომონიაზი, გარდნერელოზი, პაპილომავირუსული ინფექცია, ბაქტერიული ვაგინოზი, მორეციდივე ვაგინალური კანდიდოზი, მიკოპლაზმოზი) მოზრდილებში, როგორც კომპლექსური თერაპიის ნაწილი;
- კანისა და ლორწოვანი გარსის პირველადი ან მორეციდივე ჰერპესული ინფექცია, ლოკალიზებული ფორმა, მსუბუქი და საშუალო სიმძიმის მიმდინარეობა, მათ შორის უროგენიტალკური ფორმა მოზრდილებში;
- სპონტანური აბორტი, განუვითარებელი ორსულობა, აბორტი კურსის დროს, ანემბრიონია ქალებში, როგორც კომპლექსური თერაპიის ნაწილი სპონტანური აბორტის შემდეგ.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.
გამოყენება ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში
პრეპარატის გამოყენება ნებადართულია ორსულობის მე -14 კვირიდან. არ აქვს გამოყენების შეზღუდვა ძუძუთი კვების დროს.
გამოყენების წესი და დოზირება
პრეპარატი გამოიყენება რექტალურად. 1 სუპოზიტორია აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს ადამიანის რეკომბინანტულ ინტერფერონ ალფა-2b-ს მითითებული დოზებით (150000 ს.ე., 500000 ს.ე., 1 000000 ს.ე., 3000000 ს.ე.).
მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციები, მათ შორის გრიპი, მათ შორის ბაქტერიული ინფექციით გართულებული, პნევმონია (ბაქტერიული, ვირუსული, ქლამიდური) ბავშვებში და მოზრდილებში, როგორც კომპლექსური თერაპიის ნაწილი.
რეკომენდებული დოზა მოზრდილებისთვის, მათ შორის ორსული ქალების და 7 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის-ვიფერონი® 500000 ს.ე., 1 სუპოზიტორია დღეღამეში
2-ჯერ ყოველ 12 საათში ყოველდღე 5 დღის განმავლობაში. კლინიკური ჩვენებების მიხედვით, თერაპია შეიძლება გაგრძელდეს. 7 წლამდე ასაკის ბავშვებში, მათ შორის ახალშობილებში და 34 კვირაზე მეტი გესტაციური ასაკის დღენაკლულებში, რეკომენდებულია პრეპარატი ვიფერონი® 150000 ს.ე., 1 სუპოზიტორია დღეღამეში
2-ჯერ, ყოველ12 საათში, ყოველ დღე 5 დღის განმავლობაში. კლინიკური ჩვენებების მიხედვით, თერაპია შეიძლება გაგრძელდეს. კურსებს შორის შესვენება არის 5 დღე.
34 კვირაზე ნაკლები გესტაციური ასაკის დღენაკლული ახალშობილებისთვის რეკომენდებულია ვიფერონი® 150000 ს.ე. 1 სუპოზიტორია დღეღამეში 3-ჯერ, ყოველ
8 საათში, 5 დღის განმავლობაში. კლინიკური ჩვენებების მიხედვით, თერაპია შეიძლება გაგრძელდეს. კურსებს შორის შესვენება არის 5 დღე.
ინფექციურ-ანთებითი დაავადებები ახალშობილებში, მათ შორის დღენაკლულებში: მენინგიტი (ბაქტერიული, ვირუსული), სეფსისი, საშვილოსნოსშიდა ინფექცია (ქლამიდიოზი, ჰერპესი, ციტომეგალოვირუსული ინფექცია, ენტეროვირუსული ინფექცია, კანდიდოზი, მათ შორის ვისცერალური, მიკოპლაზმოზი), როგორც კომპლექსური თერაპიის ნაწილი;
რეკომენდებული დოზა ახალშობილებისთვის, მათ შორის 34 კვირაზე მეტი გესტაციური ასაკის დღენაკლულებისთვის-ვიფერონი® 150000 ს.ე. ყოველდღიურად, 1 სუპოზიტორია დღეღამეში 2-ჯერ ყოველ 12 საათში. მკურნალობის კურსი არის 5 დღე.
34 კვირაზე ნაკლები გესტაციური ასაკის დღენაკლულ ახალშობილებში რეკომენდებულია პრეპარატი ვიფერონი® 150000 ს.ე. ყოველდღიურად, 1 სუპოზიტორია დღეღამეში 3-ჯერ, ყოველ 8 საათში. მკურნალობის კურსი არის 5 დღე.
კურსების რეკომენდებული რაოდენობა სხვადასხვა ინფექციურ-ანთებითი დაავადებების დროს: სეფსისი - 2-3 კურსი, მენინგიტი - 1-2 კურსი, ჰერპესული ინფექცია - 2 კურსი, ენტეროვირუსული ინფექცია - 1-2 კურსი, ციტომეგალოვირუსული ინფექცია - 2-3 კურსი, მიკოპლაზმოზი, კანდიდოზი, მათ შორის ვისცერალური - 2-3 კურსი. კურსებს შორის შესვენება არის 5 დღე. კლინიკური ჩვენებების მიხედვით, თერაპია შეიძლება გაგრძელდეს.
შარდ-სასქესო სისტემის ინფექციური და ანთებითი დაავადებები (ქლამიდიოზი, ციტომეგალოვირუსული ინფექცია, ურეაპლაზმოზი, ტრიქომონიაზი, გარდნერელოზი, პაპილომავირუსული ინფექცია, ბაქტერიული ვაგინოზი, მორეციდივე ვაგინალური კანდიდოზი, მიკოპლაზმოზი) მოზრდილებში, როგორც კომპლექსური თერაპიის ნაწილი:
მოზრდილებისთვის რეკომენდებული დოზა - ვიფერონი® 500000 ს.ე., 1 სუპოზიტორია დღეღამეში 2-ჯერ, ყოველ 12 საათში, ყოველდღე 5-1O დღის განმავლობაში. კლინიკური ჩვენებების მიხედვით, თერაპია შეიძლება გაგრძელდეს.
ორსულ ქალებში, ორსულობის მეორე ტრიმესტრიდან (გესტაციის მე -14 კვირიდან) რეკომენდებულია პრეპარატი ვიფერონი® 500000 ს.ე., 1 სუპოზიტორია დღეღამეში
2-ჯერ, ყოველ 12 საათში, ყოველდღე 1O დღის განმავლობაში, შემდეგ 9 დღის განმავლობაში 3-ჯერ, 3 დღის ინტერვალით ( მეოთხე დღეს) 1 სუპოზიტორია დღეღამეში 2-ჯერ, ყოველ 12 საათში. შემდეგ, მშობიარობამდე ყოველ 4 კვირაში ერთხელ-ვიფერონი® 150000 ს.ე., 1 სუპოზიტორია დღეღამეში 2-ჯერ, ყოველ 12 საათში 5 დღის განმავლობაში. აუცილებლობის შემთხვევაში, მშობიარობამდე (გესტაციის 38 კვირიდან) ნაჩვენებია ვიფერონი® 500000 ს.ე. 1 სუპოზიტორია დღეღამეში 2-ჯერ, ყოველ 12 საათში, ყოველდღე 10 დღის განმავლობაში.
კანისა და ლორწოვანი გარსის პირველადი ან მორეციდივე ჰერპესული ინფექცია, ლოკალიზებული ფორმა, მსუბუქი და საშუალო სიმძიმის მიმდინარეობა, მათ შორის უროგენიტალკური ფორმა მოზრდილებში, ორსულების ჩათვლით;
მოზრდილებისთვის რეკომენდებული დოზა - ვიფერონი® 1000000 ს.ე. 1 სუპოზიტორია
დღღამეში 2-ჯერ, ყოველ 12 საათში 1O დღის განმავლობაში ან უფრო მეტი ხნით მორეციდივე ინფექციის შემთხვევაში. კლინიკური ჩვენებების მიხედვით, თერაპია შეიძლება გაგრძელდეს. მკურნალობის დაწყება რეკომენდებულია კანისა და ლორწოვანი გარსის დაზიანების პირველი ნიშნების (ქავილი, წვა, სიწითლე) გამოჩენისთანავე. მორეციდივე ჰერპესის მკურნალობისას, მკურნალობის დაიწყება სასურველია პროდრომულ პერიოდში ან რეციდივის ნიშნების გამოვლენისთანავე.
ორსულ ქალებში, ორსულობის მეორე ტრიმესტრიდან (გესტაციის მე -14 კვირიდან) რეკომენდებულია პრეპარატი ვიფერონი® 500000 ს.ე., 1 სუპოზიტორია დღეღამეში
2-ჯერ, ყოველ 12 საათში, ყოველდღე 1O დღის განმავლობაში, შემდეგ 9 დღის განმავლობაში 3-ჯერ, 3 დღის ინტერვალით ( მეოთხე დღეს) 1 სუპოზიტორია დღეღამეში 2-ჯერ, ყოველ 12 საათში. შემდეგ, მშობიარობამდე ყოველ 4 კვირაში ერთხელ-ვიფერონი® 150000 ს.ე., 1 სუპოზიტორია დღეღამეში 2-ჯერ, ყოველ 12 საათში 5 დღის განმავლობაში. აუცილებლობის შემთხვევაში, მშობიარობამდე (გესტაციის 38 კვირიდან) ნაჩვენებია ვიფერონი® 500000 ს.ე. 1 სუპოზიტორია დღეღამეში 2-ჯერ, ყოველ 12 საათში, ყოველდღე 10 დღის განმავლობაში.
სპონტანური აბორტი, განუვითარებელი ორსულობა, აბორტი კურსის დროს, ანემბრიონია ქალებში, როგორც კომპლექსური თერაპიის ნაწილი სპონტანური აბორტის შემდეგ.
რეკომენდებული დოზა - ვიფერონი® 500000 ს.ე. 1 სუპოზიტორია დღღამეში 2-ჯერ, ყოველ 12 საათში 1O დღის განმავლობაში.
დოზის გადაჭარბება
არ არის დადგენილი.
გვერდითი მოქმედება
იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია ალერგიული რეაქციების განვითარება (გამონაყარი კანზე, ქავილი). ეს მოვლენები შექცევადია და ქრება პრეპარატის მიღების შეწყვეტიდან 72 საათის შემდეგ.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
ვიფერონი®, რექტალური სუპოზიტორიები თავსებადია და კარგად არის შერწყმული ყველა პრეპარატთან, რომელიც გამოიყენება ზემოთ აღნიშნული დაავადებების სამკურნალოდ (ანტიბიოტიკები, ქიმიოთერაპიული საშუალებები, გლუკოკორტიკოსტეროიდები).
ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვის და სხვა საქმიანობებში მონაწილეობის უნარზე
არ არის დადგენილი.
გამოშვების ფორმა
რექტალური სუპოზიტორიები 150000 ს.ე., 500000 ს.ე., 1000000 ს.ე., 3000000 ს.ე.
5 სუპოზიტორია პვქ/პვქ კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში. მუყაოს კოლოფში მოთავსებულია 2 კონტურულ უჯრედოვანი შეფუთვა გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად სახელმწიფო და რუსულ ენაზე.
ვარგისობის ვადა
2 წელი.
პრეპარატი არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
შენახვის პირობები
2° C – დან 8° C– მდე ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
Units | 10 |
---|
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account