Wobenzym - ვობენზიმი 800 დრაჟე

განსაკუთრებული ფასი 410,57 ლ რეგულარული ფასი 480,20 ლ
მარაგშია
SKU
2488_225
ვობენზიმი წარმოადგენს მცენარეული და ცხოველური წარმოშობის, ნატურა-ლური ენზიმების კომბინაციას. აქვს ანთების საწინააღმდეგო, იმუნომამოდულირებელი მოქმედება.


სამკურნალო ფორმა: საჭმლის მომნელებელ ტრაქტში ხსნადი გარსით დაფარული (დრაჟე) ტაბლეტები

შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებები: პანკრეატინი 345 პროტ. ევრ.ფარმ.- ერთ., პაპაინი 90 F.I.P.ერთ., რუტოზიდი 3 H2O 50,00მგ, ბრომელაინი 225 F.I.P.ერთ., ტრიფსინი 360 F.I.P.ერთ., ლიპაზა 34 F.I.P.ერთ., ამილაზა 50 F.I.P.ერთ., ქიმოტრიფსინი 300 F.I.P.ერთ.
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, სიმინდის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი, სტეარინმჟავა, გასუფთავებული გამოხდილი წყალი, სილიციუმის კოლოიდური დიოქსიდი, ტალკი.
საქაროზა, ტალკი, მეტაკრილის მჟავის თანაპოლიმერი _ მეთილმეტაკრილი, შელაქი, ტიტანის დიოქსიდი, თეთრი თიხა, ყვითელ_ნარილჯისფერი საღებავი S (E 110), ალისფერი საღებავი 4R (E 124), პოვიდონი, მაკროჰოლი 6000, ტრიეთილციტრატი, ვანილინი, გათეთრებული ცვილი, კარნაუბის ცვილი.

აღწერილობა
მრგვალი, ორმხრივამობურცული ტაბლეტები გლუვი ზედაპირით, დამახასიათე-ბელი სუნით, მოწითალო-ნარინჯისფერი შეფერილობით. დასაშვებია გარსის შეფერილობის ინტენსივობის ცვილება, მოწითალო-ნარინჯისფერიდან წითელ ფერამდე.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ანთების საწინააღმდეგო, იმუნომამოდულირებელი საშუალება.
კოდი ათქ: L 03 AX

ფარმაკოლოგიური თვისებები
ვობენზიმი წარმოადგენს მცენარეული და ცხოველური წარმოშობის, ნატურა-ლური ენზიმების კომბინაციას. ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ, ენზიმები შეიწოვება წვრილი ნაწლავების მიერ ინტაქტური მოლეკულების რეზორბციის გზით და სისხლის მატრანსპორტირებელ ცილებთან კავშირით ხვდება სისხლის მიმოქცევაში. შემდგომში ენზიმები მიგრირებენ სისხლძარღვებში და გროვდებიან რა პათოლოგიური პროცესის ზონაში, ახდენენ იმუნომამოდულირებელ, ანთების საწინააღმდეგო, ფიბრინოლიზურ, შეშუპების საწინააღმდეგო, ანტიაგრეგანტულ და მეორად ანალგეზიურ მოქმედებას.
ვობენზიმი ახდენს დადებით ზემოქმედებას ანთებითი პროცესის მსვლელობაზე, ზღუდავს აუტოიმუნური და იმუნოკომპლექსური პროცესების პათოლოგიურ წარმონაქმნებს, დადებითად ზემოქმედებს ორგანიზმის იმუნოლოგიური რეაქტიულობის მაჩვენებლებზე. ახდენს, ბუნებრივი კილერული უჯრედების მონოციტ-მაკროფაგების ფუნქციონალური აქტივობის დონის სტიმულაციასა და რეგულაციას. აგრეთვე ახდენს სიმსივნის საწინააღმდეგო იმუნიტეტის, ციტოტოქსიური T-ლიმფოციტების და უჯრედების ფაგოციტური აქტივობის სტიმულირებას.
ვობენზიმის ზემოქმედებით ხდება მაცირკულირებელი იმუნური კომპლექსების რაოდენობის კლება და ხორციელდება იმუნური კომპლექსების მემბრანული დეპოზიტების ქსოვილებიდან გამოდევნა.
ვობენზიმი ამცირებს პლაზმური უჯრედებით ინტერსტიციის ინფილტრაციას. ზრდის ცილოვანი დეტრიტებისა და ფიბრინული დეპოზიტების ელიმინაციას ანთების კერაში, აჩქარებს, ნივთიერებათა ცვლის ტოქსიკური პროდუქტების და დანეკროზებული ქსოვილების ლიზისს. აუმჯობესებს ჰემატომებისა და შეშუპებების გაწოვას, ნორმაში აყენებს სისხლძარღვთა კედლების განვლადობას.

ბავშვები
ბავშვებს 5-დან 12 წლამდე _ ბავშვის წონის თითოეულ 6კგ-ზე, 1 ტაბლეტი დღეღამეში. 12 წლის ზემოთ, უფროსებისათვის არსებული სქემის მიხედვით. მკურნალობის დოზირება და ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე და განისაზღვრება ექიმის მიერ.

გვერდითი ეფექტები
ვობენზიმი პაციენტების მიერ კარგად გადაიტანება. ხშირ შემთხვაში არ აღინიშნება, პრეპარატის მოხსნის სინდრომის ან მიჩვევის თანმდევი გვერდითი ეფექტები, მაღალი დოზებით და ხანგრძლივი ვადით მკურნალობის დროსაც კი. ცალკეულ შემთხვევებში აღინიშნება განავლის კონსისტენციისა და სუნის უმნიშვნელო ცვლილება, გამონაყარი კანზე ჭინჭრის ციების სახით, რომელიც ქრება პრეპარატის დოზის შემცირების ან მოხსნის დროს.
სხვა გვერდითი რეაქციების წარმოშობის შემთხვევაში, რომლებიც არ არის აღწერილი ინსტრუქციაში, რეკომენდირებულია პრეპარატის მიღების შეწყვეტა და ექიმის კონსულტაცია.

ჭარბი დოზირება
პრეპარატის ჭარბი დოზირების შემთხვევები ცნობილი არ არის.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან
ვობენზიმის სხვა სამკურნალო პრეპარატებთან ერთდროულად მიღებისას, შეუთავსებლობის შემთხვევები აღწერილი არ არის.

განსაკუთრებული მითითებები
ვობენზიმი არ ჩაანაცვლებს ანტიბიოტიკებს ინფექციური პროცესების შემთხვე-ვებში, მაგრამ ზრდის მათ ეფექტურობას, სისხლის პლაზმაში და ანთების კერაში კონცენტრირების გაზრდით.
გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ პრეპარატით მკურნალობის დასაწყისში შესაძლოა გამწვავდეს დაავადების სიმპტომები. ამ შემთხვევაში არ ხდება მკურნალობის შეწყვეტა, არამედ მცირდება პრეპარატის დოზა. პრაპარატი არ წარმოადგენს დოპინგს და არ ახდენს ნეგატიურ ზემოქმედებას ავტომობილის მართვის უნარზე და იმ სამუშაოების შესრულებაზე რომლებიც მოითხოვენ ფსიქიკური და ფიზიკური რეაქციების სისწრაფეს.

გამოცემის ფორმა
ტაბლეტები (20ცალი), შეფუთულია ბლისტერში და მოთავსებულია მუყაოს ყუთში, 2 ან 10 ბლისტერი, გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
შეფუთვა _ 800 ტაბლეტი, მოთავსებულია მაღალი სიმტკიცის პოლიეთილენის ფლაკონებში, თანდართული ინსტრუქციით.

შენახვის პირობები

სია ბ.
მშრალ და ბნელ ადგილას, 15_25°C ტემპერატურის პირობებში, ბავშვევისათვის მიუწვდომელ ადგილას.

შენახვის ვადა
შენახვის ვადა 2,5 წელი. არ გამოიყენოთ მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობები
გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი
მუკოს ფარმა გმბჰ და კო, გერმანია

მეტი ინფორაცია
Units 800
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy