Imunitas - იმუნიტასი 125გ სიროფი

განსაკუთრებული ფასი 12,53 ლ რეგულარული ფასი 17,40 ლ
მარაგშია
SKU
60509_245
ჩვენებები: ავიტამინოზების და ჰიპოვიტამინოზების პროფილაქტიკა: იმუნური სტატუსის დაქვეითება ვირუსული, პარაზიტული და სხვა ინფექციური პათოლოგიების დროს, მათ შორის სეზონური ვირუსების თავიდან აცილების მიზნით. ჰიპო და ავიტამინოზები...

გამოყენების ინსტრუქცია

იმუნიტასი

შემადგენლობა:

აქტიური ნივთიერებები:

ოროვანდის ფესურების ფესვების სქელი ექსტრაქტი - 5.0გ

ჭინჭარის ბალახის სქელი ექსტრაქტი - 5.0გ

მუმიო - 5.0 გ

ჟენშენის ფესვების სქელი ექსტრაქტი - 5.0გ

სპირულინას სქელი ექსტრაქტი - 5.0გ

დამხმარე ნივთირებები:

შაქარი - 64.0გ

გამოხდილი წყალი საჭირო რაოდენობით 100გ სიროფის მისაღებად.

სამკურნალო ფორმა: სიროფი, პერორალური მიღებისათვის.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: პოლივიტამინები, მიკროელემენტებით და ბუნებრივი

წარმოშობის კომპონენტებით. იმუნომოდულატორული საშუალება.

ჩვენებები:

ავიტამინოზების და ჰიპოვიტამინოზების პროფილაქტიკა:

იმუნური სტატუსის დაქვეითება ვირუსული, პარაზიტული და სხვა ინფექციური

პათოლოგიების დროს, მათ შორის სეზონური ვირუსების თავიდან აცილების

მიზნით. ჰიპო და ავიტამინოზები.

არარაციონალური კვება, კვების რეჟიმის შეცვლა.

თმის ცვენა.

მადის დაქვეითება.

ანტიბიოტიკოთერაპიის შემდგომი პერიოდი – რეკონვალესცენციის დაჩქარების

მიზნით.

სასიცოცხლო ტონუსის დაქვეითება.

ფიზიკური და ფსიქიური გადაღლილობა, სტრესი, დეპრესია.

უკუჩვენებები:

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.

უსაფრთხოების ზომები:

პრეპარატის გამოყენების წინ ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას.

განსაკუთრებული მითითებები:

პრეპარატიის მიღების დროს აკრძალულია ალკოჰოლის მიღება.

ორსულობა და ლაქტაცია:

პრეპარატის გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში დასაშვებია.

ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვა:

იმუნიტასის გამოყენება არ მოითხოვს უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების

დაცვას.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება:

გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში სულფანილამიდებთან, ანტიბიოტიკებთან,

მეტრონიდაზოლთან და სხვა ანტიბაქტერიულ პრეპარატებთან ერთად.

გამოყენების მეთოდები და დოზები:

პერორალურად, დიდებში სუფრის კოვზით 3-ჯერ დღეში ჭამამდე 10 წუთით

ადრე. ბავშვებში 1-3 წლამდე ჩაის კოვზით 2-ჯერ დღეში, 3-6 წლამდე ჩაის კოვზით

3-ჯერ დღეში, 6-15 სუფრის კოვზით 2-ჯერ დღეში.

გვერდითი მოვლენები: არ არის დადგენილი.

ჭარბი დოზირება: არ არის დადგენილი.

შენახვის პირობები: ოთახის ტემპერატურა.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

გამოშვების ფორმა: 125გ სიროფი ნარინჯისფერ პოლიეთილენის ბოთლში, საზომი ჭიქით, თითოეული ბოთლი მუყაოს კოლოფში.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელის დასახელება და მისამართი:

შპს ,,სამედიცინო სამკურნალო ფირმა ესკულაპი“

ჭიაურელის ქ. #2, თბილისი, საქართველო.      ტელ: 2540454

მეტი ინფორაცია
Units 1
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy