Camelyn - კამელინი 2გრ 10 სუპოზიტორია
ჩვენებები: ვაგინალური ინფექციები, მათ შორის ბაქტერიული, ვირუსული, სოკოვანი გენეზის, საშვილოსნოს ყელის ანთებითი დაავადებები.
კამელინი M-4
(CAMELYN M-4)
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა: რექტალურ-ვაგინალური სუპოზიტორიები, 10 სანთელი ერთ შეფუთვაში, 1 სანთელი _ 2 გ.
კამელინი M-4 _ 0,7 გ, ფუძე ვიტეპსოლი _ 1,3 გ.
სამკურნალო საშუალება კამელინი მზადდება განსაკუთრებული სახეობის თაფლისაგან; მის შემადგენლობაში შედის ფუტკრის ცხოველქმედების ბიოლოგიურად მაღალაქტიური ნივთიერებები: ცილები, პეპტიდები, ამინომჟავები, ალდეჰიდები, ფურფუროლი, ჭიანჭველმჟავა, მიკროელემენტები.
რექტალური, ვაგინალური სანთლები ღია ყავისფერია, 2,0 გ.
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: იმუნომოდულატორი, ანტიოქსიდანტი.
ფარმაკოლოგიური თვისებები: გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი, აჩქარებს რეგენერაციის პროცესს, აძლიერებს ადგილობრივი იმუნური ბარიერის ფუნქციონირებას.
ჩვენებები: ვაგინალური ინფექციები, მათ შორის ბაქტერიული, ვირუსული, სოკოვანი გენეზის, საშვილოსნოს ყელის ანთებითი დაავადებები, საშვილოსნოს ყელის ეროზიები, პროქტიტები, სწორი ნაწლავის ნახეთქები. ჰემოროი.
მიღების წესი: მოზრდილებში: 1 სანთელი დღეში 1-2-ჯერ რექტალურად ან ვაგინალურად.
გვერდითი მოვლენები: თერაპიულ დოზებში არატოქსიკურია, არ ახასიათებს გვერდითი მოვლენები. შესაძლებელია ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობის გამოვლენა სამკურნალო საშუალების კომპონენტების მიმართ.
უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
გაფრთხილება: რექტალური გზით სანთლის ხმარებისას, დიდი ზომის ჰემოროიდული კვანძების არსებობისას, შეიძლება აღინიშნოს ტკივილი სანთლის გაკეთებიდან რამოდენიმე წუთის განმავლობაში.
შენახვის პირობები და ვადა: ინახება მშრალ, გრილ (8-15ºС) ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. ვარგისიანობის ვადა 2 წელი.
მწარმოებელი: შ.პ.ს. “კამელინი”, საქართველო.
Units | 10 |
---|---|
Form | სპრეი |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account