Sydnopharm - სიდნოფარმი 2მგ 30 ტაბლეტი
ჩვენებები: პრეპარატი გამოიყენება სტენოკარდიის შეტევების პროფილაქტიკისათვის.
სიდნოფარმი
(SIDNOFARMI)
საერთაშორისო არადაპატენტებული სახელწოდება
Molsidomine
წამლის ფორმა
ტაბლეტები
შემადგენლობა
1 ტაბლეტი შეიცავს:
აქტიური ნივთიერება:
Molsidominum 2მგ
დამხმარე ნივთიერებები: რძის შაქარი, ხორბლის სახამებელი, მანიტოლი, აეროზილი 200, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი, პიტნის ზეთი, საღებავი, ავიცელი PH 101.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ვაზოდილატორები გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალოდ.
ჩვენებები
პრეპარატი გამოიყენება სტენოკარდიის შეტევების პროფილაქტიკისათვის. ეს პრეპარატი განსაკუთრებით შესაფერისია ხანდაზმული ადამიანებისათვის.
პრეპარატი ასევე გამოიყენება გულის ქრონიკული უკმარისობის მკურნალობისას (ქოშინი, სწრაფი დაღლილობა, შეშუპებები) სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად.
უკუჩვენებები
პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია ყველა იმ დაავადებისა თუ მდგომარეობისას, რომელთა დროსაც ამ სამკურნალო საშუალების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული შედეგი ავადმყოფის მდგომარეობისათვის.
სიდნოფარმი არ გამოიყენება პრეპარატის რომელიმე შემადგენელი ნაწილის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის (ალერგიის), მწვავე სტენოკარდიის, ძლიერად გამოხატული დაბალი არტერიული წნევის, ახლადგადატანილი მიოკარდის ინფარქტის შემთხვევაში და ორსულობის დროს პირველი სამი თვის განმავლობაში.
გაფრთხილებები
სიფრთხილის ზომები
სიდნოფარმი გამოიყენება ტვინის სისხლჩაქცევის მქონე ავადმყოფებში, გლაუკომის და დაბალი არტერიული წნევის დროს მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.
ორსულთა (ორსულობის სამი თვის შემდეგ) მკურნალობა სიდნოფარმის გამოყენებით შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მკურნალობას ნიშნავს და აკონტროლებს ექიმი, ვინაიდან პრეპარატმა შეიძლება მავნე ზეგავლენა მოახდინოს ნაყოფზე.
ლაქტაციის პერიოდში სიდნოფარმი გამოიყენება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით, ამასთან აუცილებელია ძუძუთი კვების შეწყვეტა პრეპარატით მკურნალობის პერიოდში.
ეს სამკურნალო საშუალება შეიცავს 60მგ ლაქტოზას. მითითებული დოზირებით გამოყენებისას, ყოველი დოზა შეიცავს 60მგ ლაქტოზას. პრეპარატი არ არის შესაფერისი იმ პირთათვის, რომლებსაც აღენიშნებათ ლაქტოზას უკმარისობა, გალაქტოზემია ან გლუკოზის/გალაქტოზას მალაბსორბციის სინდრომი.
ეს სამკურნალო საშუალება შეიცავს ხორბლის სახამებელს. ის შეიძლება საშიში იყოს ცელიაკიით (გლუტენური ენტეროპათია) დაავადებული პირებისათვის.
პრეპარატის ზემოქმედება აქტიურ ყურადღებაზე და ავტომობილების მართვისა და მანქანებთან მუშაობის შესაძლებლობაზე.
პრეპარატის გვერდითი მოვლენებისა და აქტიურ ყურადღებაზე შესაძლო ნეგატიური ზეგავლენის გათვალისწინებით, მედიკამენტის გამოყენება ამ კატეგორიის ადამიანების მიერ არ არის დაშვებული.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
რამდენიმე სამკურნალო საშუალების ერთდროული მიღებისას შეიძლება ადგილი ჰქონდეს პრეპარატთა ურთიერთქმედებას სასურველი ან არასასურველი შედეგებით.
პრეპარატის გამოყენება შეიძლება ბეტა-ადრენობლოკატორებთან (ატენოლოლი, პროპრანოლოლი) და კალციუმის იონის ანტაგონისტებთან ერთად (ნიფედიპინი, ვერაპამილი).
პრეპარატით მკურნალობისას ალკოჰოლის გამოყენება სრულიად დაუშვებელია!
ჭარბი დოზირება
როდესაც სამკურნალო საშუალება მიიღება მაღალი დოზით, შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს ჭარბ დოზირებას.
ასეთ შემთხვევებში სიდნოფარმმა შეიძლება გამოიწვიოს ძლიერ გამოხატული თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, სისუსტე, გულისრევა, პირღებინება, დაბალი არტერიული წნევა (თვალების დაბინდვა, თავბუსხვევა, კოლაფსი). თუ აღინიშნა რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი მოვლენა, აუცილებელია მკურნალობის დაუყოვნებლივ შეწყვეტა. ასევე უნდა მიმართოთ ექიმს ან უახლოეს სამკურნალო დაწესებულებას.
გამოყენების წესი და დოზები
ტაბლეტები მიიღევა შინაგანად საკმარისი რაოდენობის სითხესთან ერთად ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ.
სტენოკარდიის შეტევის ასარიდებლად ინიშნება 1-2 მგ სუბლინგვალურად. სტენოკარდიის შეტევების პროფილაქტიკისათვის ინიშნება თერაპიის პირველ და მეორე დღეს 1-2მგ დღე-ღამეში 4-6-ჯერ.
სადღეღამისო დოზა ჩვეულებრივ შეადგენს 2-4მგ-ს, რაც იყოფა და მიიღება 2 თანაბარ დოზად. ზოგჯერ დოზა იზრდება 6-8 მგ-მდე, რომელიც იყოფა 3-4 მიღებად.
მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 12მგ-ს.
თუ რაიმე მიზეზით გამოტოვეთ განსაზღვრული საათი სიდნოფარმის მისაღებად, ამის გაკეთება შეგიძლიათ ნებისმიერ დროს, თუმცა ყურადღება უნდა მიექცეს იმ ფაქტს, რომ ინტერვალი ცალკეულ მიღებებს შორის უნდა შეადგენდეს არანაკლებ 12 საათს.
გვერდითი მოვლენები
ერთი სამკურნალო საშუალების გვერდით მოვლენებს წარმოადგენს ყველა ის არასასურველი ეფექტი, რაც შეიძლება გამოიწვიოს სამკურნალო საშუალებამ და რაც შეიძლება იყოს შედეგი როგორც სამკურნალო საშუალების ზეგავლენისა, ისე მის მიმართ ორგანიზმის ინდივიდუალური რეაქციისა.
ყველაზე ხშირად აღინიშნება თავის ტკივილი და თავბრუსხვევა, სწრაფი დაღლილობა, მადის დაკარგვა, არტერიული წნევის დაწევა, გახშირებული გულისცემა.
იშვიათად ვლინდება ალერგიული რეაქციები – ქავილი, შეწითლება, გამონაყარი კანზე.
პაციენტმა ექიმს უნდა აცნობოს ყველა აღნიშნული გვერდითი ეფექტის შესახებ, ასევე იმ ეფექტების შესახებ, რომლებიც ამ ფურცელში არ არის ჩამოთვლილი.
წამლის ფორმა და შეფუთვა
2 მგ ტაბლეტები, შეფუთვაში 30 ცალი.
შენახვის პირობები
ინახება თავდაპირველ შეფუთვაში მშრალ და სინათლისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25ºC ტემპერატურის პირობებში.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!
თუ პრეპარატით მკურნალობისას ტაბლეტებმა შეიცვალეს გარეგნული სახე, ეს მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა ამ შეფუთვიდან.
ვარგისიანობის ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან.
აფთიაქიდან გაცემის წესი
ექიმის დანიშნულებით.
მწარმოებელი
სს სოფარმა, ბულგარეთი, 1220 სოფია, ილიენსკო შოსეს ქ. #16
Units | 30 |
---|
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account