Betadine - ბეტადინი 200მგ ვაგინალური 14 სანთელი
ჩვენება: მწვავე და ქრონიკული ვაგინალური ინფექციები (კოლპიტი).
ბეტადინი ვაგინალური სანთლები
(BETADINE)
პრეპარატის აქტიური კომპონენტი: ყოველ სანთელში პოვიდონ-იოდი, 200 მგ.
სხვა კომპონენტები: მაკროგოლი 1000.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტისეპტიკური საშუალება.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
პოვიდონ-იოდი (პოვიდონ-იოდი) ანადგურებს მიკროორგანიზმებს. იგი ეფექტურად მოქმედებს ბაქტერიების, სოკოების, სპორების, ვირუსების, უმარტივესების (ერთუჯრედიანი ორგანიზმები) წინააღმდეგ.
ბეტადინის ვაგინალური სანთლები ხელს უწყობს საშოს ნორმალური ფლორის სწრაფ აღდგენას, ამავე დროს, სწრაფად ქრება ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ქავილი და წვა.
მოქმედების ამ მექანიზმის წყალობით, რეზისტენტობა პრეპარატის მიმართ, ისევე, როგორც მეორადი რეზისტენტობა ხანგრძლივი გამოყენების დროს მოსალოდნელი არ არის.
პოვიდონთან კომპლექსის წარმოქმნის შედეგად იოდი უმეტესწილად კარგავს ადგილობრივ გამაღიზიანებელ მოქმედებას, რაც დამახასიათებელია იოდის სპირტხსნარებისათვის და ამიტომ კანი, ლორწოვანი გარსები და ჭრილობის მიდამოები კარგად იტანს მას.
ამავე დროს, იოდი უფერულდება, რის გამოც ყავისფერი შეფერვის ინტენსივობა პრეპარატის ეფექტურობის ინდიკატორია. გაუფერულების შემდეგ შეიძლება საჭირო გახდეს პრეპარატის მრავალჯერადი წასმა.
პოვიდონ -იოდი იხსნება წყალში და ადვილად იწმინდება.
ჩვენებები
მწვავე და ქრონიკული ვაგინალური ინფექციები (კოლპიტი):
- შერეული ინფექციები;
- არასპეციფიკური ინფექციები (ბაქტერიული ვაგინოზი, Gardenella vaginalis);
- გენიტალური ჰერპესი;
- სოკოვანი ინფექციები (Candida albicans), კანდიდოზის ჩათვლით ანტიბიოტიკებით და სტეროიდული პრეპარატებით მკურნალობის შედეგად.
- ტრიქომონიაზი (საჭიროებისამებრ, შესაძლოა ჩატარდეს კომბინირებული სისტემური მკურნალობა).
პრეოპერაციული და ოპერაციის შემდგომი დამუშავება საშოზე ქირურგიული ოპერაციის წინ და შემდეგ, ასევე სამეანო და დიაგნოსტიკური პროცედურები.
უკუჩვენებები
- მაღალი მგრძნობელობა იოდის ან პრეპარატის სხვა კომპონენტის მიმართ;
- ჰიპერთირეოზი ან ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის სხვა გამოხატული დარღვევები (ნიშნები: გულისცემის გახშირება, შფოთვა), ასევე, ჰიპერთირეოზის რადიაქტიური იოდით მკურანლობის შემდეგ მყარ გამოჯანმრთელებამდე.
- დურინგის ჰერპეტიფორმული დერმატიტი;
- ახალშობილებში და ბავშვებში 6 თვემდე ასაკში პოვიდონ-იოდის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ მკაცრი ჩვენებით. აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის კონტროლი.
ვინაიდან შეუძლებელია ჰიპერთირეოზის განვითარების გამორიცხვა, არ არის რეკომენდირებული პოვიდონ-იოდის ხანგრძლივი (14 დღეზე მეტ ხანს) გამოყენება ან მისი დიდი რაოდენობით ხმარება ფართო ზედაპირზე (სხეულის ზედაპირის 10%-ზე მეტი). პაციენტებში (განსაკუთრებით ხანდაზმულთათვის) ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციების ლატენტური დარღვევებით დასაშვებია მისი გამოყენება მხოლოდ სარგებლის და შესაძლო რისკის გულდასმით შეფასების შემდეგ. საჭიროა ამ პაციენტებზე მეთვალყურეობა ჰიპერთირეოზის ადრეული ნიშნების გამოსავლენად და ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის სათანადო შესწავლისათვის პრეპარატის გამოყენების შეწყვეტის შემდეგაც კი (3 თვის განმავლობაში).
ორსულობა და ძუძუთი კვება
პრეპარატის გამოყენება ორსულობის 2 თვის შემდეგ და, ასევე, ლაქტაციის პერიოდში შესაძლებელია მხოლოდ მკაცრი ჩვენებით და საჭიროებს დედის და ბავშვის ფარისებრი ჯირკვლის ფუქციაზე გულდასმით მეთვალყურეობას. ასევე, თავიდან უნდა იქნას აცილებული ბავშვების მიერ სანთლების შინაგანი გამოყენება.
ამ შემთხვევებში პრეპარატის გამოყენება შეიძლება მხოლოდ ხანმოკლე დროით.
იოდი გადის პლაცენტურ ბარიერს და გამოიყოფა დედის რძეში.
განსაკუთრებული მითითებები
პოვიდონ-იოდის გამოყენებამ შეიძლება შეამციროს ფარისებრი ჯირკვლის მიერ იოდის შთანთქმა, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს ზოგიერთი გამოკვლევისა და პროცედურის შედეგებზე (ფარისებრი ჯირკვლის სცინტიგრაფია, ცილასთან შეკავშირებული იოდის განსაზღვრა, დიაგნოსტიკური პროცედურები რადიაქტიური იოდის გამოყენებით), რის გამოც იოდის პრეპარატებით ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების მკურნალობის დაგეგმვა შეიძლება შეუძლებელი გახდეს. პვპ-იოდის გამოყენების შეწყვეტის შემდეგ საჭიროა არა ნაკლებ 1 - 4 კვირის ინტერვალის დაცვა.
პოვიდონ-იოდის ჟანგვითმა მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა დიაგნოსტიკური ტესტის ცრუ დადებითი შედეგები (მაგალითად, ჰემოგლობინის და გლუკოზის განსაზღვრა განავალში და შარდში ტოლუიდინის და გვაიაკური ფისების გამოყენებით).
პოვიდონ-იოდის ჟანგვითმა უნარმა შეიძლება გამოიწვიოს ლითონთა კოროზია მაშინ, როდესაც პლასტმასი და სინთეტიკური მასალები, ჩვეულებრივ, არ არის მგრძნობიარე პვპ-იოდის მიმართ. ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება აღინიშნოს ფერის შეცვლა, რომელიც, ჩვეულებრივ, აღდგება.
პვპ-იოდი ადვილად შორდება ტექსტილსა და სხვა მასალებს საპნით და თბილი წყლით. ძნელად მოსაშორებელი ლაქები საჭიროა დამუშავდეს ამიაკით ან ნატრიუმის თიოსულფატით.
გვერდითი ეფექტის გამოვლენისას ან სხვა დაავადებისას, საჭიროა ექიმის ინფორმირება.
ორსულობის დროს საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება
პოვიდონ-იოდის და წყალბადის ზეჟანგის, ასევე, ვერცხლისა და ტაულორიდინის შემცველი ფერმენტული პრეპარატების ერთობლივი გამოყენება ჭრილობების ან ანტისეპტიკური პრეპარატების დამუშავებისათვის, აქვეითებს ურთიერთ ეფექტურობას.
პოვიდონ-იოდის გამოყენება არ შეიძლება ვერცხლისწყლის პრეპარატებთან ერთად, ვერცხლისწყლის ტუტოვანი იოდიდის წარმოქმნის რისკის გამო.
პრეპარატს შეუძლია რეაქციაში შევიდეს ცილებთან და უჯერ ორგანულ კომპლექსებთან, ამიტომ პოვიდონ-იოდის ეფექტი შეიძლება კომპენსირებულ იქნას მისი დოზის მომატებით.
საჭიროა თავი ავარიდოთ პრეპარატის ხანგრძლივ გამოყენებას, განსაკუთრებით დიდი ზედაპირების დასამუშავებლად პაციენტებში, რომლებიც იღებენ ლითიუმის პრეპარატებს.
გამოყენების წესი
ბეტადინის სანთლები ამოღებულ უნდა იქნას გარსიდან და საგულდაგულო დატენიანების შემდეგ შეყვანილ უნდა იქნას ღრმად საშოში.
სანთლებით მკურნალობის დროს რეკომენდირებულია ჰიგიენური საფენების გამოყენება.
დოზირება
ერთი ვაგინალური სანთელი ღრმა შეიყვანება საშოში საღამოს ძილის წინ. პრეპარატის გამოყენება საჭიროა ყოველდღიურად (მენსტრუაციის დროსაც კი).
არასაკმარისი ეფექტურობის შემთხვევაში მკურნალობის კურსი შეიძლება გაგრძელდეს ექიმის დანიშნულებით, დოზამ კი მოიმატოს ბეტადინის ორ ვაგინალურ სანთლამდე ყოველდღიურად.
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა დამოკიდებულია მკურნალობის შედეგებზე.
მკურნალობის კურსი, ჩვეულებრივ, შეადგენს 7 დღეს.
ჭარბი დოზირება
პოვიდონ-იოდის მნიშვნელოვანი რაოდენობის გამოყენების შემდეგ, შეიძლება განვითარდეს შემდეგი სიმპტომები: ანურია, სისხლმიმოქცევის უკმარისობა, ხორხის შეშუპება სუსტი პულსი ან მისი არარსებობა, ფილტვების შეშუპება, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა.
ჭარბი დოზირების მკურნალობა:
სისხლის შრატში იოდის ტოქსიური კონცენტრაციის ეფექტური დაკლება შეიძლება პერიტონეალური დიალიზით და ჰემოდიალიზით.
გარდა ამისა, საჭიროა ფარისებრი ჯიკვლის ფუნქციის მონიტორინგი იოდით გამოწვეული ჰიპერთირეოზის გამოსარიცხად, ან ადრეულ ეტაპზე მის გამოსავლენად.
ინტოქსიკაცია შიგნით შეყვანის შემდეგ:
სახამებლის ან ცილის შემცველი საკვები პროდუქტების დაუყოვნებლივი შეყვანა, (მაგალითად: წყალში ან რძეში გახსნილი სახამებელი). კუჭის ამორეცხვა ნატრიუმის თიოსულფატის 5 %-ანი ხსნარით (ან ნატრიუმის თიოსულფატის 10 %-ანი ხსნარის 10 მლ-ის ი/ვ შეყვანა) 3 საათიანი ინტერვალებით საჭიროების მიხედვით.
ბეტადინის გამოყენების დავიწყებისას
არ მიიღება ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად (ჭარბი დოზირების რისკის გამო). გამოიყენება რეკომენდირებული დოზა (1 სანთელი დღეში 1 ან 2-ჯერ).
გვერდითი ეფექტები
პოვიდონ-იოდი, ჩვეულებრივ, კარგი ამტანობით ხასიათდება. კანის ზემგრძნობელობის რეაქციები (მაგალითად, შენელებული ტიპის ალერგიული რეაქციები – ქავილი, სიწითლე, ბუშტუკები) აღწერილია ძალიან იშვიათ შემთხვევებში.
ცალკეულ შემთხვევებში აღწერილია კანის გენერალიზებული მწვავე რეაქციები არტერიული წნევის დაქვეითებით და/ან სუნთქვის გაძნელებით (ანაფილაქსიური რეაქციები). ბეტადინის ხსნარის ხანგრძლივი გამოყენების დროს შეიძლება მოხდეს იოდის მნიშვნელოვანი რაოდენობის შეწოვა. ცალკეულ შემთხვევებში მიდრეკილების მქონე პირებს შეიძლება აღენიშნოთ იოდით ინდუცირებული ჰიპერთირეოზი.
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლენისას, რომელიც არ არის მითითებული გამოყენების ინსტრუქციაში, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
გამოშვების ფორმა
7 ან 14 200 მგ-იანი ვაგინალური სანთელი შეფუთული ბლისტერში; 1 ან 2 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
შეინახეთ მშრალ გრილ ადგილას 15°-25°C, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
ვარგისიანობის ვადა
ვარგისიანობის ვადა მითითებულია კოლოფზე.
არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ურეცეპტოდ.
მწარმოებელი
ფარმაცევტული ქარხანა ეგისი სს
უნგრეთი
Units | 14 |
---|
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account