Immunolocal - იმუნოლოკალი 1.6გ 10 სუპოზიტორია

განსაკუთრებული ფასი 36,55 ლ რეგულარული ფასი 51,43 ლ
მარაგშია
SKU
25121_900

ჩვენება: იმუნოლოკალი გამოიყენება ზრდასრულებში ინფექციურ-ანთებითი დაავადებების კომპლექსური თერაპიის დროს ქალებში AშA ანტისხეულების ლოკალური სტატუსის შესამცირებლად და სასქესო გზების ზედა ნაწილში.

სავაჭრო დასახელება: იმუნოლოკალი

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება:
დექსამეტაზონი+ფურაზოლიდონი+ქლორფენირამინი
Dეხამეტჰასონე+Fურაზოლიდონე+ჩჰლორპჰენირამინე

წამლის ფორმა: ვაგინალური სუპოზიტორია

შემადგენლობა:
ერთი სუპოზიტორია შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები:
დექსამეტაზონის ნატრიუმ ფოსფატი 0.5 მგ.
ფურაზოლიდონი 5.0 მგ.
ქლორფენირამინის მალეატი 25.0 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ვიტეპსოლი-H15

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ადგილობრივი გლუკოკორტიკოსტეროიდი, ანთების საწინააღმდეგო, ანტი¬ალერ¬გი¬ული, H1-ჰისტამინმაბლოკირებელი, ანტიმიკრობული და ანტიპროტოზოული საშუალება.
ათქ კლასიფიკაციის კოდი: G01BD

ფარმაკოლოგიური თვისებები:
იმუნოლოკალი ადგილობრივი მოქმედების კომბინირებული პრეპარატია; გამოიყენება გინეკოლოგიურ პრაქტიკაში. პრეპარატი ხასიათდება ბიოლოგიური აქტივობის ფართო სპექტრით (იმუნომამოდულირებელი, ანთების საწინააღმდეგო, ანტიპროლიფერაციული და სხვ.). პრეპარატ იმუნოლოკალს აქვს კარგად გამოხატული იმუნომამოდულირებელი ეფექტი.
დექსამეტაზონი სინთეზური გლუკოკორტიკოსტეროიდია – ფუროპრედნიზოლონის მეთილირებული წარმოებული. ანთების საწინააღმდეგო ეფექტი დაკავშირებულია ეოზინოფილების მიერ ანთების მედიატორის გამოთავისუფლების დათრგუნვასთან, ლიპოკორტინების წარმოქმნის ინდუცირებასთან და ჰიალურონის მჟავას გამომყოფი პოხიერი უჯრედების და კაპილარების განვლადობის შემცირებასთან და უჯრედის მემბრანების სტაბილიზაციასთან. პრეპარატის ანტიალერგიული ეფექტი განპირო-ბებულია ცირკულირებადი ბაზოფილების რაოდენობის შემცირებით, რაც იწვევს ალერგიის მედიატორების გამოყოფის დათრგუნვასა და ეფექტორულ უჯრედებზე მათი გავლენის შემცირებას.
ფურაზოლიდონი ანტიმიკრობული საშუალებაა, ნიტროფურანების წარმოებული. აქტიურია გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკრობების მიმართ, თრიცჰომონას სპპ., Gიარდია ლამბლია. სუსტად მოქმედებს ჩირქოვანი და ანაერობული ინფექციის გამომწვევებზე. მიკროორგანიზმების მდგრადობა ვითარდება ნელა. ახდენს MAO-ს ბლოკირებას. ნიტროფურანები არღვევენ მიკროორგანიზმების უჯრედული სუნთქვის პროცესებს, თრგუნავენ სამნახშირბადიან მჟავათა ციკლს (კრებსის ციკლი), აგრეთვე თრგუნავენ მიკროორგანიზმების სხვა ბიოქიმიურ პროცესებს, რის შედეგადაც ხდება მათი გარსების ან ციტოპლაზმური მემბრანის რღვევა.
ქლორფენირამინი H1-ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკატორი, აქვს ალერგიის საწინააღმდეგო მოქმედება, ამცირებს ადგილობრივ ექსუდაციურ გამოვლინებებს, შეშუპებასა და საშოს ლორწოვანი გარსის ჰიპერემიას; ამცირებს ქავილის შეგრძნებას.

ფარმაკოკინეტიკა:
მონაცემები პრეპარატის ფარმაკოკინეტიკაზე არ არის წარმოდგენილი.
პრეპარატი განკუთვნილია ადგილობრივი გამოყენებისათვის, სისტემური აბსორბაციის შესახებ მონაცემები არ არის.

ჩვენება:
იმუნოლოკალი გამოიყენება ზრდასრულებში ინფექციურ-ანთებითი დაავადებების კომპლექსური თერაპიის დროს ქალებში AშA ანტისხეულების ლოკალური სტატუსის შესამცირებლად და სასქესო გზების ზედა ნაწილში, ცერვიკალურ არხსა და ენდომეტრიუმში სპერმატოზოიდების შესაღწევად. ამცირებს ქალის გენიტალურ ტრაქტში იმუნოლოგიური შეუთავსებლობას – იდიოსინკრაზიის ფაქტორს. ნაჩვენებია ბაქტერიული ვაგინიტებისა და ვაგინოზების სამკურნალოდ.

უკუჩვენება:
უკუნაჩვენებია პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს; ფეხმძიმობისა და ლაქტაციის პერიოდში.

გაფრთხილება:
პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ ადგილობრივი გამოყენებისათვის.

გვერდითი ეფექტი: არ არის დადგენილი

გამოყენება და დოზები:
პრეპარატი იმუნოლოკალი გამოიყენება როგორც მონოთერაპიის, ასევე კომპლექსური მკურნალობის დროს:
- აუტოიმუნური დაავადებების კომპლექსური მკურნალობის დროს ქალებში ანტისპერმული ანტისხეულების მაღალი მაჩვენებლის დროს გამოიყენება ვაგინალურად, პირველი ხუთი დღის განმავლობაში თითო სანთელი დილა-საღამოს;
- პროფილაქტიკური კურსის სახით ქალებში, ვაგინალურად ერთი სანთელი საღამოს, ათი დღის განმავლობაში.

დაავადების ქრონიკული ფორმების მკურნალობის დროს პრეპარატი კარგად შეთავსებადია სხვა სამკურნალო საშუალებებთან (ვაგინალური ტაბლეტები, ლინიმენტები).


გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს: არ არის რეკომენდებული.

ჭარბი დოზირების შემთხვევაში მისაღები ზომები: Q
ჭარბი დოზით პრეპარატის გამოყენების დროს გამოვლენილი რეაქციების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან, აგრეთვე ურთიერთქმედების სხვა ფორმები (მაგ: თამბაქო, ალკოჰოლი, საკვები პროდუქტები):
იმუნოლოკალი კარგად შეთავსებადია ყველა იმ სამკურნალო საშუალებასთან, რომელიც გამოიყენება აღნიშნული დაავადებების სამკურნალოდ (ანტიბიოტიკები და სხვა ანტიბაქტერიული საშუალებები).
არ არის რეკომენდებული მკურნალობის პროცესში ალკოჰოლის მიღება.

განსაკუთრებული მითითებები და გაფრთხილება: გამოიყენეთ მხოლოდ მიზნობრივად.

გავლენა ავტომობილების მძღოლებზე და პოტენციურად საშიშ მანქანა-დანადგა¬რებთან მომუშავე პერსონალზე: არ ახდენს გავლენას.

გამოშვების ფორმა:
1.6 გ სუპოზიტორია ბლისტერზე,
5 ვაგინალური სუპოზიტორია პვქ/პე ბლისტერში, #10 (2×5) სუპოზიტორია მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ, ბნელ ადგილზე, +2-+8°ჩ ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა:
24 თვე გამოშვების თარიღიდან. დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება ვადის გასვლის შემდეგ.

ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი რაიმე სახის დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.

გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი: შ.პ.ს. ,,გეომედი”

მისამართი: ქ. თბილისი, გოთუას ქ. #3

მეტი ინფორაცია
Units 10
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy