სვით ვოში ხსნარი 200მლ
განსაკუთრებული ფასი
16,89 ლ
რეგულარული ფასი
21,65 ლ
მარაგშია
SKU
57144_2584
Sweet wash სვიით ვოში 200მლ, ჰიგიენური დასაბანი საშუალება, რძე მჟავა, ალოე ვერა და ჩაის ხის ზეთით.
ინტიმური ჰიგიენისთვის
ანტისეპტიკური ვაგინალური დასაბანი საშუალება
სვიით ვოში ჰიგიენური დასაბანი საშუალება სპეციალურად შექმნილია ბუნებრივი ინგრედიენტებისაგან, რომლებიც ნაზად ასუფთავებს და არბილებს კანს, ინტიმური ზონის ბუნებრივი PH-ის შენარჩუნებით. რძე მჟავა, ალოე ვერა და ჩაის ხის ზეთის კომბინაცია ნაზად და ეფექტურად ასუფთავებს კანს, ხოლო ტრიკოლოსანი იცავს დელიკატურ ინტიმურ ზონას ყოველგვარი გაღიზიანებისგან. სვით ვოში ჰიგიენური დასაბანი საშუალება ატენიანებს და ასუფთავებს კანს, უნარჩუნებს სისუფთავეს და კომფორტს მთელი დღის განმავლობაში. ასე, რომ სვით ვოშის გამოყენებით შეგიძლიათ თავიდან აიცილოთ ინფექციური დააავადებების განვითარება, ქავილი, სიმშრალე და უსიამოვნო სუნი. იყოთ თავდაჯერებულები და გქონდეთ სისუფთავის შეგრძნება მთელი დღის განმავლობაში.
სვით ვოში გამოიყენება ყოველდღიურად ბანაობის დროს. უსაფრთხოა მენსტრუაციის და ორსულობის დროს. სვით ვოში დაგიტოვებთ კომფორტულობის და სისუფთავის შეგრძნებას მთელი დღის განმავლობაში.
სვით ვოში თავისი თვისებებით არეგულირებს ვაგინალურ PH. ადამიანის ინტიმურ ზონას აქვს მჟავე PH 3.5-4.5-მდე. უმეტესი საპნები ტუტე ხასიათისაა, რომელთა PH არის 8-10-მდე და მათი ყოველდღიური გამოყენება გამოიწვევს PH-ბალანსის დარღვევას, მაშინაც კი როცა წყალს აქვს 7 PH, რომელიც შორსაა საშოს იდეალურ PH ბალანსთან. ამიტომ, უბრალო წყლით ან საპნით დაბანა არ არის რეკომენდირებული. ინტიმური ჰიგიენისთვის გამოიყენეთ რძე მჟავას შემცველი პროდუქტი, რომელიც აბალანსებს საშოს PH. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია სპეციალური ფორმულის გამოყენება, როგორიცაა სვით ვოში.
როგორ გამოიყენება სვით ვოში?
• დაიბანეთ ხელები და დაასველეთ გარე ვაგინალური ზონა.
• ამოტუმბეთ სვით ვოშის საკმარისი რაოდენობა ხელის გულზე.
• გაავრცელეთ გარე ვაგინალურ ზონაზე.
• კარგად ჩამოიბანეთ.
• გამოიყენეთ ყოველდღიურად.
ძირითადი შემადგენლობა:
რძე მჟავა, ალოე ვერა, ჩაის ხის ზეთი, კოკამიდოპროპილ ბეტადინი, გაწმენდილი წყალი, ტრიეთანო-ლამინის ლაურილ სულფატი, ამონიუმის ლაურილსულფატი.
რძე მჟავა ეს მჟავა ბუნებრივად წარმოიქმნება ადამიანებში. უფრო მეტიც, ბუნებრივად წარმოიქმნება lactobacilli-ის მიერ საშოში. რძემჟავა ძალიან მნისვნელოვან როლს თამაშობს სხეულის ყველაზე დელიკატური ნაწილის ანუ საშოს დაცვაში. ახდენს საშოს PH–ის შენარჩუნებას PH–ის იდეალურ მდგომარეობაში 3.5–დან 4.5–მდე. რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს კარგი ბაქტერიების (ლაქტობაქტერიები) ზრდას. კარგ ბაქტერიებში არსებობს ზრდის ციკლური პროცესი და საშოში მჟავე გარემოს დამცავი ფენის შექმნა. სწორედ ამიტომ სვით ვოშის ძირითადი ნივთიერება არის რძე მჟავა.
ალოე ვერა ზრდის კანის ელასტიურობას, ხდის უფრო მოქნილს ელასტინის და კოლაგენის აღდგენით. ასე, რომ ალოე ვერაზე დაფუძვნებული დასაბანი საშუალება მატებს საშოს ელასტიურობას, წმენდს და უნარჩუნებს ჯანმრთელობას. ახასიათებს ანტიფუნგალური მოქმედება, რაც სასარგებლოა ვაგინალური ინფექციების სიმპტომების შემცირებისთვის. ალოე ვერას შეუძლია დაამშვიდოს მშრალი და ანთებითი კანი ვაგინალური ზონის ირგვლივ. ალოე ვერას, ასევე შეუძლია შეამციროს ვაგინალურ ინფექციასთან დაკავშირებული ქავილის და წვის შეგრძნება.
ჩაის ხის ზეთი (Melaleucaalternifolia) ეს არის ბუნებრივი, ძლიერი ეთერზეთი, რომელიც შეიძლება წარმატებით გამოყენებულ იქნას ვაგინალური საფუარა სოკოვანი ინფექციის ან სხვა სახის კანდიდას ტიპის ინფექციის მკურნალობაში.
შენიშვნა:
უსაფრთხოა ორსულებში და მეძუძურ ქალებში.
თუ გამოიწვია კანის გაღიზიანება მომართეთ ექიმს.
არ უნდა გადაიყლაპოს.
თვალში მოხვედრისას კარგად ჩამოიბანეთ.
საშოს აქვს ბუნებრივად დამცავი ფენა, ეს არის მჟავა გარემო, რომელიც იცავს ინფექციებისგან. ეს ფენა შენარჩუნებულია როდესაც ლაქტობაქტერიები წარმოქმნიან რძემჟავას, რომელიც ინარჩუნებს მჟავა გარემოს 3.5–დან 4.5–მდე PH მაჩვენებლით. ეს თავის მხრივ ხელს უწყობს ლაქტობაქტერიების გამრავლებას, რომელიც აინჰიბირებს მავნე ბაქტერიებს და ახდენს ინფექციის პრევენციას.
აქედან გამომდინარე საშოში მუდმივად წარმოიქმნება სეკრეტი, რომელიც უზრუნველყოფს მის დატენიანებას, წმენდას და ხდება სათანადო მჟავიანობის შენარჩუნება ინფექციის პრევენციისთვის.
ნივთიერების მჟავიანობა და ტუტიანობა ისაზღვრება მისი PH-ით, რომელიც არის 0–14 –მდე. წყალი არის ბუნებრივი ნივთიერება და მისი PH არის 7. რაც უფრო დაბალია ციფრები უფრო მეტია მჟავიანობა. PH ბალანსი მნიშვნელოვანია ჩვენი ორგანიზმის სათანადო ფუნქციონირებისთვის. ყველა ჩვენო ორგანო ფუნქციონირებს სწორად კონკრეტულ PH დონეზე და გვიცავს ავდმყოფობისაგან და ინფექციისგან. ნორმალური, ჯანმრთელი საშოში გარემო არის მჟავე, PH 3.5–4.5 შორის. PH –ის ეს დონე იდეალურია კარგი ბაქტერიების (ლაქტობაქტერიები) არსებობისთვის. თუკი მოხდება PH ბალანსის დარღვევა ეს გამოიწვევს მავნე ბაქტერიების ზრდას, რაც იწვევს ვაგინალურ პრობლემებს, როგორიცაა უსიამოვნო სუნი, გაღიზიანება, დისკომფორტი და გამონადენი.
ნებისმიერი ვაგინალური დისბალანსი იწვევს მჟავა გარემოში ცვლილებებს ( PH 3.5-4.5) რაც თავის მხრივ ამცირებს „კარგი ბაქტერიების“ ზრდას და ხდება „ცუდი ბაქტერიების“ ზრდა. ეს ზრდის ვაგინალური ინფექციების განვითარების რისკს. იმისთვის, რომ ვიყით ჯანრთელები აუცილებელია პირადი ჰიგიენის დაცვა. ამიტომ, როგორც პრევენციული ღონისძიება, ინტიმური ჰიგიენისთვის უნდა იყოს გამოყენებული მჟავა PH -ის მქონე ჰიგიენური დასაბანი საშუალება.
გამოშვების ფორმა: 30გ ან 200 მლ
შენახვის პირობები: შეინახეთ არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე.
ინტიმური ჰიგიენიური საშუალება
დამზადებულია:
ლანარკ ლაბორატორია, ინდოეთი
Units | 1 |
---|
Write Your Own Review
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account