IALUNA - იალუნა 10 ვაგინალური სუპოზიტორია
ჩვენება:იალუნას ოვული გამოიყენება , ვაგინალური სიმშრალისთვის, რომელც დაკავშირებულია ასაკობრივ ცვლილებებთან.
იალუნა
IALUNA- ს ოვული შეიცავს ნატრიუმის ჰიალურონატს, რომელიც ხელს უწყობს საშოს ლორწოვანის დატენიანებას, ინარჩუნებს ქსოვილის ჰიდრატაციის ფიზიოლოგიურ დონეს, ახდენს ვულვოვაგინალური გარემოს ნორმალიზაციას და ხელს უწყობს საშოს სიმშრალესთან დაკავშირებულ პათოფიზიოლოგიური მოვლენების გამოსწორებას.
ჩვენებები:
• იალუნას ოვული გამოიყენება , ვაგინალური სიმშრალისთვის, რომელც დაკავშირებულია ასაკობრივ ცვლილებებთან, ესტროგენის უკმარისობასთან, ჰორმონოთერაპიასთან ან პერორალური კონტრაცეპტივების გამოყენებასთან
• ვაგინალური სიმშრალე რომელსაც თან ახლავს, წვის, ქავილის, გაღიზიანების შეგრძნება
• ვულვოვაგინალური ლორწოვანი გარსის დაზიანება , მშობიარობის , გინეკოლოგიური და ქირურგიული ჩარევების შემდგომ
• დამხმარე თერაპია , რადიოთერაპიის და ქიმიოთერაპიის შემდეგ პერიოდში, ეპითელიუმის აღდგენის და რეგენერაციისთვის
• მტკივნეული სქესობრივი აქტი ( დისპანეურია)
შემადგენლობა: თითო 2 გრ იალუნას ოვული შეიცავს: ნატრიუმის ჰიალურონატს, აზიურ ცენტელას, გვირილის ექსტრაქტს, DL-ალფა ტოკოფეროლის აცეტატი, სილიციუმის დიოქსიდს , მყარ ნახევრადსინთეზურ გლიცერიდებს.
აღწერა: შეფუთვა შეიცავს 10 ოვულის ფორმის სუპოზიტორს ,2 ბლისტერად.
გამოყენების ინსტრუქცია :
1 .შეფუთვის გახსნამდე კარგად დაიბანეთ ხელები. 2. ამოიღეთ ერთი ოვული შეფუთვიდან , დანარჩენების დაზიანების გარეშე. 3. ფრთხილად მოათავსეთ იალუნას ოვული საშოში , რაც შეიძლება ღრმად.
გამოყენების სიხშირე: თუ მედიკამენტს იღებთ ექიმის დანიშნულების გარეშე: გამოიყენეთ დღეში 1 ოვული . რეკომენდებულია საღამოს ძილის წინ, ოპტიმალური ეფექტის მისაღებად. გაღიზიანების სიმპტომების შენარჩუნების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს.
სიფრთხილის ზომები: იალუნას ოვული, რეკომენდებულია მხოლოდ ვაგინალური გამოყენებისთვის. ატოპიური დერმატიტის მქონე ადამიანებმა იალუნას გამოყენებამდე უნდა მიმართონ ექიმს. არ გამოიყენოთ ეტიკეტზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. პრეპარატი შეინახეთ არა უმეტეს 25 C ბავშვისგან დაცულ ადგილას .არ გამოიყენოთ თუ პაკეტი ღია ან დაზიანებული.
ორსულობა: მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.
გვერდითი მოვლენები: გვერდით მოვლენები არ აღინიშნება.
შენახვის ვადა: 36 თვე
გამოშვების თარიღი მითითებულია კოლოფზე.
მწარმოებელი: IBSA PHARMACEUTICL .ITALYA
Units | 10 |
---|
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account