Aloe Extract - ალოეს ექსტრაქტი 10 ამპულა1მლ

1,15 ლ
მარაგშია
SKU
66_136
პრეპარატი გამოიყენაბა თვალის ანთებითი და სხვა დაავადებების დროს (პროგრესირებადი ახლომხედველობა, მიოპიური ქორიორეტინიტი, ბლეფარიტი, კონიუნქტივიტი, კერატიტი, ირიტი, მინისებრი სხეულის შემღვრევა), კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების, ბრონქული ასთმის და სხვა დაავადებების დროს.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

1 ამპულა (1 მლ) შეიცავს ალოეს მშრალ ექსტრაქტს დაჟანგულობაზე გადათვლით - 1.4-1.8 მგ O2.
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ქლორიდი, საინიექციო წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატს აქვს ადაპტოგენური მოქმედება. იგი ასტიმულირებს ქსოვილების რეგენერაციას.

ჩვენებები
პრეპარატი გამოიყენაბა თვალის ანთებითი და სხვა დაავადებების დროს (პროგრესირებადი ახლომხედველობა, მიოპიური ქორიორეტინიტი, ბლეფარიტი, კონიუნქტივიტი, კერატიტი, ირიტი, მინისებრი სხეულის შემღვრევა), კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების, ბრონქული ასთმის და სხვა დაავადებების დროს.

მიღების წესები და დოზები
პრეპარატი შეჰყავთ კანქვეშ, ყოველდღიურად. მოზრდილებში ინიშნება 1 მლ (მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა 3–4 მლ); 5 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში – 0.5 მლ; 5 წლამდე ასაკის ბავშვებში -0.2-0.3 მლ. მკურნალობის კურსი – 30-50 ინიექცია, მკურნალობის განმეორებით კურსს ატარებენ 2-3 თვის შესვენების შემდეგ.
ბრონქული ასთმის დროს შეჰყავთ 1-1.5 მლ ყოველდღიურად 10-15 დღის განმავლობაში, შემდეგ - 2 დღეში ერთხელ; მკურნალობის კურსია 30-35 ინიექცია. 
ინიექციები მტკივნეულია, ამიტომ წინასწარ შეჰყავთ 0.5 მლ 2% ნოვოკაინის ხსნარი.

გვერდითი მოვლენები
შესაძლებელია ტკივილი შეყვანის ადგილას.

უკუჩვენება
გულ-სისხლძარღვთა მძიმე დაავადებები, ჰიპერტონია, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მწვავე დაავადებები, ნეფროზონეფრიტი.

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის დროს პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია.

განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება ბავშვებში.
დასაშვებია პრეპარატის შემღვრევა. ამპულის შენახვის დროს წარმოქმნილი ნალექის შენჯღრევისას კვლავ წარმოიქმნება ერთგვაროვანი შემღვრეული სითხე.

ჭარბი დოზირება
მონაცემები არ მოიპოვება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ალოე აძლიერებს საფაღარათე საშუალებებისა და ჰემოპოეზის სტიმულატორების მოქმედებას.

შენახვის პირობები და ვადები
ინახება გრილ, სინათლისაგან დაცულ ადგილას.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა
3 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

აფთიაქში გაცემის წესი
რეცეპტით (II ჯგუფი).

მეტი ინფორაცია
Units 10
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy