Doppelherz Aktiv - დოპელჰერც აქტივი მენოპაუზა 30 ტაბლეტი
ჩვენება: მენოპაუზა და შემდგომი პერიოდი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი -ბიოლოგიურად აქტიური დანამატები; პოლივიტამინური პრეპარატები; პოლივიტამინები მიკროელემენტებით და ბუნებრივი წარმოშობის კომპონენტებით
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
ტაბლეტი #30
1 ტაბლეტი შეიცავს: სოიოს იზოფლავონიდები (ფიტოესტროგენები) 50მგ, კალციუმი 500მგ, ვიტამინი D3 5მკგ, ვიტამინი B1 1.4 მგ, ვიტამინი B2 1.6 მგ, ვიტამინი B2 2.0 მგ, ვიტამინი B12 3.0მკგ, ბიოტინი 150მკგ, ფოლიუმის მჟავა 400მკგ.
ფარმაკოლოგიური თვისებები
პრე- და პოსტმენსტრუალურ პერიოდში ქალის ორგანიზმში ესტროგენების დეფიციტი იწვევს მთელ რიგ სიმპტომებს, რომელთა რიცხვს მიეკუთვნება ნეირო-ვეგეტატიური, გულ-სისხლძარღვთა და ურო-გენიტალური სიმპტომები, ასევე ძვლოვანი ქსოვილის ფორმირების დეფიციტი. ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპიის თანამედროვე სტრატეგია ვარაუდობს მაქსიმალურ სამკურნალო ეფექტს მინიმალური გვერდითი მოვლენებით.
სოიოს იზოფლავონიდები წარმოადგენენ მცენარეულ ესტროგენებს, რომლებიც ქიმიური სტრუქტურით იდენტურია ქალის ორგანიზმში გამომუშავებული ესტრადიოლის და ეფექტურად გამოიყენება მრავალი წლის განმავლობაში ესტროგენების დეფიციტის დროს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პრე- და პოსტმენოპაუზის პერიოდში. სოიოს იზოფლავონიდები, მცენარეული წარმოშობის კომპონენტები, განსხვავდება სინთეზური ესტროგენებისაგან გვერდითი ეფექტების არარსებობით. ფიტოესტროგენების გამოყენებისას იგი კარგად აიტანება და უსაფრთხოა იმ სიმპტომების პროფილაქტიკისა და მკურნალობისას, რომელთაც ადგილი აქვთ ქალის ორგანიზმში მიმდინარე ჭეშმარიტი ჰორმონალური გარდაქმნის დროს. ეს გამოიხატება იმაში, რომ მცირდება ალები, უეცარი, ძლიერი ოფლდენა და გაღიზიანებადობა, ასევე, ოსტეოპოროზისა და მკერდის კიბოს რისკი.
კალციუმი – მიკროელემენტია, რომელიც წარმოდგენილია ორგანიზმის ყველა სახის ქსოვილში. მოზრდილ ადამიანში კალციუმის დღიური დანაკარგი შეადგენს 200-350მგ-ს და იზრდება ფიზიკური დატვირთვისას და სხვადასხვა ფიზიოლოგიური მდგომარეოებისას, განსაკუთრებით მენოპაუზის დროს.
ვიტამინი D3 – ცხიმში ხსნადი ვიტამინია, რომელიც მონაწილეობს ორგანიზმში მინერალური ცვლის რეგულაციაში. ვიტამინ D3 –ის უკმარისობას მივყავართ კალციუმ-ფოსფორის ცვლის დარღვევამდე. ვიტამინi D3, როგორც "დამხმარე კალციუმის ათვისებაში", მართავს კალციუმის შეწოვის პროცესს ორგანიზმში და მის მოხვედრას ძვლოვან სტრუქტურაში. ამას მნიშვნელობა აქვს მენოპაუზის პერიოდში, რომლის დროსაც ორგანიზმი უფრო ცუდად ითვისებს კალციუმს.
კალციუმი და ვიტამინი D3 - რეკომენდებულია ოსტეოპენიისა და ოსტეოპოროზის საპროფილაქტიკოდ, ასევე, ისეთ გართულებათა თავიდან ასაცილებლად, როგორიცაა მოტეხილობები.
ვიტამინი B1 – მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნახშირწყლოვან ცვლაში. ამ ვიტამინის უკმარისობას მივყავართ ნახშირწყლების დაჟანგვის დარღვევამდე, ენერგეტიკული და პლასტიკური პროცესების დაბრკოლებამდე, რაც იწვევს სისხლში და ქსოვილებში დაუჟანგავი პროდუქტების ცვლას.
ვიტამინი B2 – მნიშვნელოვანია ჟანგვა-აღდგენითი პროცესების დროს, მონაწილეობს ნახშირწყლოვან ცვლაში, ლიპიდებისა და ცილების ცვლაში, ახდენს კანის და ლორწოვანი გარსების მდგომარეობის, ნაწლავთა მოქმედების ნორმალიზებას, წარმოადგენს ზრდის ფაქტორს, ეხმარება თვალს სინათლესთან ადაპტაციის პროცესში.
ვიტამინი B6 – მონაწილეობს ლიპიდების, ამინომჟავების ცვლაში, ჰემოგლობინის ფორმირებაში. ასტიმულირებს კუნთების მუშაობას, უზრუნველყოფს კანის დაცვით ფუნქციას, ხელს უწყობს ზრდას.
ვიტამინი B12 – მონაწილეობს ჰემოგლობინის და ერითროციტების ფორმირებაში, ასევე, ახდენს ანემიის პროფილაქტიკას. მონაწილეობს ნახშირწყლების და ამინომჟავების ცვლაში, აუცილებელია ნერვული უჯრედების ნორმალური ფუნქციონირებისათვის.
ფოლიუმის მჟავა – მონაწილეობს მთელი რიგი ამინომჟავების ცვლასა და სინთეზში, მათ შორის მეთიონინის და ნუკლეინის მჟავების. ასტიმულირებს ძვლის ტვინის სისხლწარმოქმნის ფუნქციას, ხელს უწყობს ვიტამინი B12 –ის უკეთ შეწოვას, აუცილებელია სისხლძარღვებისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელ მდგომარეობაში შესანარჩუნებლად. ფოლიუმის მჟავის უკმარისობას მივყავართ ანემიის მძიმე ფორმების განვითარებამდე, კუჭ-ნაწლავის სისტემის მოშლილობამდე.
ბიოტინი – მონაწილეობს ნახშირწყლოვან, ცილოვან და ცხიმოვან ცვლაში. მნიშვნელოვანია კანის, თმის და ფრჩხილების ჯანსაღი სტრუქტურის შენარჩუნებისათვის. ბიოტინის უკმარისობა იწვევს კანის ანთებით ცვლილებებს, ჰემოგლობინის დონის დაქვეითებას და დაღლილობას.
ფიტოესტროგენების, კალციუმი + D3 + ვიტამინების ერთიანობა საშუალებას მოგცემთ დიდი ხნით შენარჩუნოთ ჯანმრთელობა, სილამაზე და შრომისუნარიანობა.
მიღების წესები და დოზები
ყოველდღიურად 1 ტაბლეტი ჭამის დროს დაუღეჭავად, წყლის მიყოლებით. პრეპარატის მიღებამდე რეკომენდირებულია ექიმის კონსულტაცია.
უკუჩვენება
შემადგენელი კომპონენტების მიმართ ინდივიდუალური აუტანლობა, ორსულობა, ძუძუთი კვება.
განსაკუთრებული მითითებები
რეკომენდაციები დიაბეტის მქონე პირებისათვის:
1 ტაბლეტი შეესაბამება 0.7 კკალ/2.9 კჯ და 0.008 პურის ერთეულს.
შენახვის პირობები და ვადები
ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
მწარმოებელი ქვეყანა - გერმანია
S.K.impex დისტრიბუტორი საქართველოში
Units | 30 |
---|
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account