Doppelherz Aktiv - დოპელჰერც აქტივი ფოლიუმის მჟავა 30 ტაბლეტი
ჩვენება:გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობისთვის, უჯრედების წარმოქმნისა და ზრდისათვის
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - ბიოლოგიურად აქტიური დანამატები; პოლივიტამინური პრეპარატები; პოლივიტამინები მიკროელემენტებით და ბუნებრივი წარმოშობის კომპონენტებით
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
ტაბლეტი #30 (3X10)
1 ტაბლეტი შეიცავს: 600 მკგ ფოლიუმის მჟავა, ვიტამინი C - 300მგ, ვიტამინი E-36მგ, ვიტამინი B6 – 6. 0მგ, ვიტამინი B12 - 5.0mკგ.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფოლიუმის მჟავა – ეს სიცოცხლისათვის აუცილებელი და შეუცვლელი ვიტამინია, რომელიც ორგანიზმს ესაჭიროება მრავალი სახის ნივთიერებათა ცვლისათვის.
ფოლიუმის მჟავა შედარებით აქტიურად მონაწილეობს ცილოვან ცვლაში, ნუკლეინის მჟავას და ზოგიერთი ამინომჟავას სინთეზში, შედეგად, ფოლიუმის მჟავა აუცილებელია უჯრედების დაყოფისა და ზრდის პროცესისათვის. ფოლიუმის მჟავა ასევე, გადამწყვეტ როლს ასრულებს ერთ-ერთი ამინომჟავის – ჰომოცისტეინის ცვლაში. ფოლიუმის მჟავისა და ვიტამინი B12-ის ზემოქმედებით ჰომოცისტეინი გარდაიქმნება სხვა ამინომჟავად – მეთიონინად, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს ცხიმების ცვლის დროს. დამტკიცებულია, რომ სისხლის პლაზმაში ჰომოცისტეინის მომატებული კონცენტრაცია ზრდის ათეროსკლეროზის რისკს, ვინაიდან ამ დროს წარმოიქმნება თავისუფალი რადიკალები. საბოლოოდ, ამას მივყავართ სისხლძარღვების ენდოთელიუმის დაზიანებამდე. გარდა ამისა, ჰომოცისტეინი ზრდის სისხლის შედედებას. ფოლიუმის მჟავას უკმარისობა არღვევს ნორმალურ სისხლწარმოქმნის პროცესს. მისი 4-5 თვიანი დეფიციტის დროს შესაძლებელია ანემიის რომელიმე ფორმის განვითარება (მეგალობლასტური – სისხლის ანომალიური უჯრედების წარმოშობა). კვლევებმა ასევე აჩვენა, რომ ორსულ ქალებში ფოლიუმის მჟავას საკმარისი მიწოდება ამცირებს ახალშობილთა სიმახინჯეების რისკს, კერძოდ, გამოწვეულს ნერვული ღეროს დეფექტებით. ფოლიუმის მჟავას დღიური მოთხოვილებაა 400მკგ, ეს დოზა საკმარისია ათეროსკლეროზის საპროფილაქტიკოდ. ორსული ქალი ყოველდღიურად უნდა იღებდეს 600 მკგ ფოლიუმის მჟავას. მაქსიმალურ დღეღამურ დოზას წარმოადგენს – 1000მკგ.
ადამიანის ორგანიზმს არ შეუძლია ფოლიუმის მჟავას მარაგის შექმნა, ამიტომ გულ-სისხლძარღვთა სისტემის და მთელი ორგანიზმის ჯანსაღად შენარჩუნებისათვის საჭიროა ზრუნვა მის მუდმივად მიწოდებაზე.
ვიტამინი B6 – მონაწილეობს ლიპიდების, ამინომჟავების ცვლაში, ჰემოგლობინის ფორმირებაში. ასტიმულირებს კუნთების მუშაობას, აქვს კანის დაცვითი ფუნქცია, ხელს უწყობენ ზრდას.
ვიტამინი B12 – აუცილებელია ნორმალური სისხლწარმოქმნისათვის, ასევე, ანემიის განვითარების საპროფილაქტიკოდ. მონაწილეობს ნახშირწყლებისა და ამინომჟავების ცვლაში, რაც მნიშვნელოვანია ნერვული უჯრედების ფუნქციონირებისათვის.
ვიტამინი C – უჯრედული დაცვის ვიტამინი,
ზრდის ორგანიზმის იმუნიტეტს. მონაწილეობს ლიპიდურ და ნახშირწყლოვან ცვლაში, შემაერთებელი ქსოვილის ფუნქციის შენარჩუნებაში.
ვიტამინი E – ავლენს ანტიოქსიდანტურ მოქმედებას, მონაწილეობს ქსოვილოვანი მეტაბოლიზმის უმნიშვნელოვანეს პროცესებში, ხელს უშლის კაპილარების განვლადობის და სიხისტის ზრდას. აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას უჯრედში, ზრდის ორგანიზმის იმუნიტეტს.
დეპო ტაბლეტები უზრუნველყოფენ ვიტამინების, მაკრო- და მიკროელემენტების ნელ და თანდათანობით გამონთავისუფლებას, რაც ხელს უწყობს მათ მაქსიმალურ ათვისებას ორგანიზმის მიერ.
ჩვენებები
უჯრედების წარმოქმნისა და ზრდისათვის და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობისთვის.
მიღების წესები და დოზები
ყოველდღიურად 1 ტაბლეტი ჭამის დროს, დაუღეჭავად, წყლის მიყოლებით. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ტაბლეტის ორად გაყოფა.
უკუჩვენება
შემადგენელი კომპონენტების მიმართ ინდივიდუალური აუტანლობა.
განსაკუთრებული მითითებები
რეკომენდაციები დიაბეტის მქონე პირებისათვის:
1 ტაბლეტი შეესაბამება 2.4 კკალ/10.1 კჯ და 0.003 პურის ერთეულს.
აქვს ნეიტრალური გემო და სუნი
შენახვის პირობები და ვადები
ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
მწარმოებელი ქვეყანა - გერმანია
S.K.impex დისტრიბუტორი საქართველოში
Units | 30 |
---|
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account