Vitamin B1 - ვიტამინი B1 5% 1მლ 10 ამპულა

განსაკუთრებული ფასი 4,07 ლ რეგულარული ფასი 5,65 ლ
მარაგშია
SKU
58903_25

ჩვენება:ეფექტურია ნევრიტების, პოლინევრიტების, რადიკულიტის, ნევრალგიის, პერიფერიული დამბლის, ენცეფალოპათიის, ნევრასთენიის, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების და სხვა დროს.

გამოყენების ინსტრუქცია

თიამინის ქლორიდი-დარნიცა (ვიტამინი B1-დარნიცა)
შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება: ტჰიამინე ჰყდროცჰლორიდე;
ხსნარის 1 მლ შეიცავს თიამინის ჰიდროქლორიდის 50 მგ;
დამხმარე ნივთიერებები: უნითიოლი, საინექციო წყალი.

სამკურნალო ფორმა. საინექციო ხსნარი.
ძირითადი ფიზიკო-ქიმიური თვისებები: გამჭვირვალე უფერო ან ოდნავ მოყვითალო ფერის სითხე სუსტი დამახასიათებელი სუნით.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი. B1 ვიტამინის მარტივი პრეპარატები. თიამინი (B1 ვიტამინი).
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
თიამინის ქლორიდი-დარნიცა - B1 ვიტამინის სინთეზური პრეპარატი მიეკუთვნება წყალში ხსნად ვიტამინებს. ადამიანის ორგანიზმში ფოსფორილირების პროცესის შედეგად გარდაიქმნება კოკარბოქსილაზად, რომელიც არის ბევრი ფერმენტული რეაქციის კოფერმენტი. B1 ვიტამინი მნიშვნელოვანია ნივთიერებათა ცვლის და ნერვ-რეფლექტორული რეგულაციის პროცესში, ზემოქმედებს ნერვული აღგზნების გატარებაზე სინაფსებში, ფლობს განგლიომაბლოკირებელ და კურარეს მსგავს ეფექტს. პრეპარატმა შესაძლებელია შეასუსტოს მადეპოლარიზილებელი კუნთოვანი რელაქსანტების კურარეს მსგავსი მოქმედება.
ფარმაკოკინეტიკა
პრეპარატი კარგად აბსორბირდება. ფოსფორილირება ხდება ღვიძლში. გროვდება ღვიძლში, გულში, ტვინში, თირკმელებში, ელენთაში. გამოიყოფა ღვიძლით და თირკმელებით, დაახლოებით 8-10% - შეუცვლელი სახით.

კლინიკური მახასიათებლები
ჩვენება
B1 ჰიპო- და ავიტამინოზის, ნევრიტების, პოლინევრიტების, რადიკულიტის, ნევრალგიის, პერიფერიული დამბლის, ენცეფალოპათიის, ნევრასთენიის, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების, ნაწლავთა ატონიის, ღვიძლის ქრონიკული დაზიანების, მიოკარდის დისტროფიის, ენდარტერიტის, ნეიროგენული წარმოშობის დერმატოზების, პიოდერმიის, ეკზემის, ფსორიაზის მკურნალობა.

უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ; ალერგიული დაავადებები; იდიოსინკრაზია; პრედკლიმაქტორული და კლიმაქტორული პერიოდი ქალებში.

ურთიერთზემოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ზემოქმედების სხვა სახეები
სხვა სამკურნალო საშუალებებთან პრეპარატის ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია:
მადეპოლარიზილებელ მიორელაქსანტებთან (სუქსამეტონის ქლორიდი), ქოლინის წარმოებულებთან – მათი თერაპიული მოქმედების შესუსტება;
თიოსემიკარბაზონთან, 5-ფტორურაცილთან – თიამინის აქტივობის ინჰიბირება;
კოფეინთან, გოგირდის და ესტროგენების შემცველ პრეპარატებთან – ორგანიზმის მიერ თიამინის საჭიროების მატება;
კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრეპარატებთან (ფენობარბიტალი, ფენიტოინი, კარბამაზეპინი), დიგოქსინთან, ინდომეტაცინთან, ანტაციდურ პრეპარატებთან – თიამინის დეფიციტის განვითარება;
ციანოკობალამინთან, პირიდოქსინთან – გართულებულია თიამინის გარდაქმნა ფოსფორილირებულ ბიოლოგიურად აქტიურ ფორმად და გაძლიერებულია მისი ალერგიზირებული მოქმედება. არ არის რეკომენდებული თიამინის ერთდროული პარენტერალური შეყვანა პირიდოქსინთან (B6 ვიტამინი) ან ციანოკობალამინთან (B12 ვიტამინი);
ეთანოლთან – თიამინის შეწოვის სისწრაფის შენელება;
ადრენომიმეტიკებთან, სიმპატომიმეტიკებთან – მათი თერაპიული მოქმედების შესუსტება.
ანტიოქსიდანტის ან კონსერვანტის სახით ნატრიუმის ჰიდროსულფიტის შემცველ ხსნარებთან ვენაში ერთდროული შეყვანისას, თიამინი არასტაბილურია.
თიამინი არასტაბილურია ტუტოვან და ნეიტრალურ ხსნარებში, არ არის რეკომენდებული კარბონატებთან, ციტრატებთან, ბარბიტურატებთან, ჩუ2-თან, იოდიდთან, რკინა-ამონიუმის ციტრატთან, თიამინის მჟავასთან ერთდროული დანიშვნა.

გამოყენების თავისებურებები
თიამინის ქლორიდის ხსნარის პარენტერალურ გამოყენებამდე აუცილებელია კანის სინჯის ჩატარება პრეპარატის ინდივიდუალური მგრძნობელობის განსაზღვრის მიზნით. ინექციის ჩატარების შემდეგ საჭიროა კონტროლი 30 წუთის განმავლობაში მძიმე ალერგიული რეაქციების განვითარების შესაძლებლობის გამო.
ანაფილაქსიური რეაქციები უფრო ხშირად ვითარდება მაღალი დოზების ვენაში შეყვანის შემდეგ.
თიამინის ინექციის ჩატარება სასურველია პირიდოქსინის ინექციიდან არანაკლებ 12 საათის შემდეგ.
კუნთში შეყვანისას პრეპარატი შეიყვანება ღრმად კუთში, ვენაში - ნელა.
კუნთში და კანქვეშ ინექციები მტკივნეულია ხსნარის დაბალი პH-ის გამო.
B1 ვიტამინის სადღეღამისო ნორმა არის: მოზრდილი მამაკაცებისთვის – 1,2-2,1 მგ, ხანდაზმული ასაკის პირებისთვის – 1,2-1,4 მგ, ქალებისთვის – 1,1-1,5 მგ დამატებით ორსულებისთვის - 0,4 მგ და მეძუძური ქალებისთვის 0,6 მგ, ბავშვებისთვის, ასაკის მიხედვით, - 0,3-0,5 მგ.
არ უნდა მოხდეს პრეპარატის გამოყენება დაბალანსებული დიეტის მაგივრად, ის გამოიყენება მხოლოდ დიეტოთერაპიასთან კომპლექსში.
პრეპარატის საინექციო ფორმა გამოიყენება იმ პაციენტების სამკურნალოდ, როცა დარღვეულია შეწოვა ნაწლავებიდან ან კუჭის რეზექციით, როცა არ არის შესაძლებელი თიამინის ტაბლეტირებული ფორმის მიღება (გულისრევა, ღებინება, ოპერაციამდე და შემდგომ პერიოდში), ასევე დაავადებების მძიმე ფორმების დროს ან მკურნალობის დასაწყისში უფრო სწრაფი თერაპიული ეფექტის მიღწევის მიზნით.
პარენტერალური შეყვანის დაწყება რეკომენდებულია მცირე დოზებით (არაუმეტეს 0,5 მლ მოზრდილებში), მაღალი დოზები შეიყვანება მხოლოდ კარგი ამტანობის შემთხვევაში.
სიფრთხილით ინიშნება ნერვული სისტემის მომატებული აღგზნებადობის, თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების ჰიპერაციდური ფორმების დროს.
ვერნიკის ენცეფალოპათიის დროს გლუკოზის შეყვანამდე საჭიროა თიამინის მიღება.
B1 ვიტამინის მიმართ ალერგიის გამოვლენის შემთხვევაში საჭიროა ბრინჯის, წიწიბურას, ხორცის, პურის (უხეშად დაფქული ფქვილით გამომცხვარი პური) მიღების შეზღუდვა
ალკოჰოლიზმით დაავადებულ პაციენტებში შესაძლებელია პრეპარატის გვერდითი მოქმედების სიმპტომების გაძლიერება.
თიამინმა შესაძლებელია შეასუსტოს მადეპოლარიზირებული მიორელაქსანტების, ადრენოლიზური და სიმპატომიმეტური საშუალებების მოქმედება.
პრეპარატმა (მაღალი დოზების მიღებისას) შესაძლებელია შეცვალოს სპექტროფოტომეტრული მეთოდით სისხლის შრატში თეოფილინის და ერლიხის რეაგენტით ურობილინოგენის განსაზღვრის შედეგები.

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში
ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია ჩვენებით და რეკომენდებულ დოზებში.

ზემოქმედება რეაქციის სისწრაფეზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების ან სხვა მექანიზმების მართვის დროს
მკურნალობის დროს საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვის და რთულ მექანიზმებთან მუშაობის დროს, რადგან შესაძლებელია განვითარდეს გვერდითი ეფექტები ნერვული სისტემის მხრიდან.
გამოყენების წესი და დოზები
მოზრდილები
პრეპარატი ინიშნება კუნთში (ღრმად კუნთში) 25-50 მგ (0,5-1 მლ) დოზით დღეში 1-ჯერ, ყოველდღიურად. შეყვანა იწყება მცირე დოზებით – არაუმეტეს 25 მგ (0,5 მლ 5% ხსნარი), მომატებული დოზები შეიყვანება მხოლოდ კარგი ამტანობის შემთხვევაში – 50 მგ (1 მლ 5% ხსნარი). მკურნალობის კურსი – 10-30 ინექცია.
ვერნიკე-კორსაკოვის ენცეფალოპათია: პრეპარატი ინიშნება კუნთში (ღრმად კუნთში) 50-100 მგ (1-2 მლ 5% ხსნარი) დოზით დღეში 2-ჯერ კლინიკურ გაუმჯობესებამდე. საჭიროა B1 ვიტამინის შეყვანაზე ალერგიული რეაქციის განვითარების შესაძლებლობის გათვალისწინება.
8 წლიდან ბავშვებში: პრეპარატი ინიშნება დოზით 12,5 მგ (0,25 მლ 5% ხსნარი) დღეში 1-ჯერ, ყოველდღიურად. მკურნალობის კურსი 10-30 ინექცია.
ბავშვები
ბავშვებში ჩვეულებრივ გამოიყენება თიამინის ქლორიდის 2,5% ხსნარი. 5% ხსნარის შეყვანა დასაშვებია 8 წლიდან ასაკის ბავშვებში.

ჭარბი დოზა
სიმპტომები: შესაძლებელია პრეპარატის გვერდითი მოქმედების სიმპტომების გაძლიერება. არ არის გამორიცხული ჰიპერკოაგულაციის განვითარება, პურინების ცვლის დარღვევა.
მკურნალობა: პრეპარატის მოხსნა, სიმპტომატური თერაპია.

გვერდითი რეაქციები
პრეპარატის გამოყენების დროს შესაძლებელია შემდეგი გვერდითი რეაქციების განვითარება:
გულის მხრიდან: ტაქიკარდია, გულისცემის შეგრძნება;
სისხლძარღვების მხრიდან: კოლაფსი;
ნერვული სისტემის მხრიდან: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, შფოთვა, პარესთეზია;
მხედველობის ორგანოების მხრიდან: მხედველობის ნერვის დაზიანება;
სუნთქვის სისტემის, გულმკერდის და შუასაყრის ორგანოების მხრიდან: გართულებული სუნთქვა, ქოშინი;
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრიდან: გართულებული ყლაპვა, გულისრევა, ნაწლავური ჰემორაგია;
კანისა და კანქვეშა უჯრედისის მხრიდან: ჰიპერემია, ქავილი.
იმუნური სისტემის მხრიდან: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, დერმატიტის ჩათვლით, გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ქვინკეს შეშუპება, ბრონქოსპასტური სინდრომი კრუნჩხვებით, ანაფილაქსიური შოკი;
ჰეპატობილიარული სისტემის მხრიდან: ღვიძლის ფერმენტების აქტივობის დარღვევა;
საერთო დარღვევები და ცვლილებები შეყვანის ადგილას: მომატებული ოფლიანობა, ციება, ტრემორი, საერთო სისუსტე, შეშუპება, ცხელება; რეაქცია შეყვანის ადგილას, გამონაყარი, ქავილი;
სინაპტოპლეგიის მოვლენები – თიამინის უნარს წარმოქმნას კომპლექსები სხვადასხვა მედიატორებთან შესაძლებელია თან ახლდეს არტერიული წნევის დაქვეითება, გულის არითმიის განვითარება, ჩონჩხის კუნთების შეკუმშვის დარღვევა (მათ შორის სუნთქვის), ცენტრალური ნერვული სისტემის დათრგუნვა; თიამინის ქლორიდი ხელს უწყობს ანტიბიოტიკების მიმართ სტაფილოკოკის რეზისტენტობის გამომუშავებას.

ვარგისიანობის ვადა
3 წელი.

შენახვის პირობები
ინახება ორიგინალურ შეფუთვაში არაუმეტეს 25ºჩ ტემპერატურაზე. არ იყინება.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

შეუთავსებლობა
თიამინის ქლორიდი არ უნდა შეერიოს ერთ შპრიცში შემდეგ პრეპარატებთან:
-ბენზილპენიცილინი ან სტრეპტომიცინი, რადგან ეს გამოიწვევს ანტიბიოტიკების დაშლას;
-ნიკოტინის მჟავა და სულფიტების შემცველი ხსნარები, რადგან ეს გამოიწვევს თიამინის დაშლას;
-კარბონატები, ციტრატები, ბარბიტურატები, ჩუ2+, იოდიდები, ტანინის მჟავა, რადგან თიამინი არასტაბილურია ტუტოვან და ნეიტრალურ ხსნარებში.

შეფუთვა
1 მლ ამპულაში; 5 ამპულა კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში; 2 კონტურულ უჯრედოვანი შეფუთვა კოლოფში.

აფთიაქიდან გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი:
ჩაო ,,ფარმაცევტული ფირმა ,,დარნიცა”.

მწარმოებლის ადგილმდებარეობა და საქმიანობის განხორციელების ადგილის მისამართი
უკრაინა, 02093, ქ. კიევი, ბორისპოლსკაიას ქ., 13.

მეტი ინფორაცია
Units 10
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy