Coenza QL - კოენზა - QL 30 რბილი კაფსულა

განსაკუთრებული ფასი 34,42 ლ რეგულარული ფასი 47,80 ლ
მარაგშია
SKU
42773_1782
ჩვენება: * კარდიოლოგია: გულის იშემიური დაავადებები (სტენოკარდია, გულის ქრონიკული უკმარისობა), ათეროსკლეროზი, ჰიპერტონია, კარდიომიოპათია, არითმია. * ნევროლოგია: ინსულტი, თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მოშლა, ასთენია, შაკიკი, მიასთენია, პოლინეიროპათია, დ

შემადგენლობა: ერთი კაფსულა შეიცავს:

√ კოენზიმ Q10 50მგ  √ L-კარნიტინის ფუმარატი 150მგ

დამხმარე ნივთიერებები: მცენარეული ზეთი, ლეციტინი, ფუტკრის ცვილი, ჟელატინი, გლიცერინი, წყალი, ტიტანიუმის დიოქსიდი.

ფარმაკოლოგიური თვისებები და მოქმედების მექანიზმი: L-კარნიტინი ვიტამინის მსგავსი ნივთიერებაა (ვიტ. Вт,ზრდის ვიტამინი) გააჩნია ანაბოლური და ანტიოქსიდანტური მოქმედება, არეგულირებს ლიპიდურ ცვლას; L-კარნიტინს გადააქვს გრძელჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავები მიტოქონდრიის მემბრანაზე რაც აუცილებელია CoA–ას უჯრედში შესაღწევად, ხელს უწყობს სხეულის ზედმეტი წონის შემცირებას და ამცირებს კუნთში ცხიმის დაგროვებას, ზრდის საჭმლის მომნელებელი სისტემის წვენების სეკრეციას (კუჭისა და ნაწლავის), ააქტიურებს ფერმენტებს, აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის აქტივობას და საჭმლის მონელების პროცესს. L-კარნიტინი ზრდის გლიკოგენის მარაგს ღვიძლსა და კუნთებში, ხელს უწყობს მის ეკონიმიურ ხარჯვას, გააჩნია ნეიროტროფული მოქმედება და აღადგენს დაზიანებულ ნერვულ ქსოვილს. კოენზიმ Q-10 (უბიქინონი) ენდოგენური ნივთიერებაა რომელიც სინთეზდება ღვიძლში; კოენზიმ Q-10  მონაწილეობს მიტოქონდრიებში მიმდინარე ატფ-ის სინთეზის პროცესში, აქვს ანტიოქსიდანტური მოქმედება, ერთადერთი ცხიმში ხსნადი ანტიოქსიდანტია ორგანიზმში. კოენზიმ Q-10 ამცირებს დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების და ტრიგლიცერიდების კონცენტრაციას სისხლში. კოენზიმ Q-10 აძლიერებს ორგანიზმში არსებული ფერმენტების მოქმედებას, ლეციტინის სინთეზის სტიმულაციის გზით აუმჯობესებს ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციას, ხელს უშლის ნაღვლის ბუშტში ქვების წარმოქმნას. კოენზიმ Q-10 ხელს უწყობს აცეტილქოლინის სინთეზის სტიმულაციას და ააქტიურებს ქოლინერგულ პროცესებს თავის ტვინში. კოენზიმ Q-10 ააქტიურებს ორგანიზმის თითეულ უჯრედს და მათ დამცველობით თვისებებს. კოენზიმ Q-10 არეგულირებს არტერიულ წნევას, გულის კუნთს უზრუნველყოფს ენერგიით, იცავს მიოკარდიუმს ინფარქტის განვითარებისგან. კოენზიმ Q-10 ძლიერი ბუნებრივი იმუნომოდულატორია, ზრდის ორგანიზმის ანტიმიკრობულ და ანტივირუსულ აქტივობას;  კოენზიმ Q-10 ხელს უწყობს ცხიმების წვას, აუმჯობესებს მეტაბოლიზმს, არეგულირებს სხეულის წონას. L-კარნიტინი ერთადერთია რომელიც აძლიერებს კოენზიმ Q10-ის ფარმაკოლოგიურ მოქმედებას და უზრუნველყოფს ორგანიზმის ენერგიით კოენზიმ Q10 კი მის ფიზიოლოგიურ რესურსს. კოენზა QL ზრდის მიოკარდისა და განივზოლიანი კუნთების კუმშვით ფუნქციას, აუმჯობესებს მიოკარდიუმის სისხლისმიმოქცევას, კარდიოლოგიურ პაციენტებში ზრდის ტოლერანტობას ფიზიკური დატვირთვისადმი, აუმჯობესებს გარეგან სუნთქვას, არეგულირებს გლუკოზის დონეს სისხლში და ცხიმოვან ქსოვილს ამდიდრებს ჟანგბადით, რაც იწვევს ცხიმების წვის სტიმულაციას და გაცხიმოვნების მქონე პაციენტებში წონის დაკლებას. კოენზა QL - ი ასტიმულირებს თავის თვინში მიმდინარე მეტაბოლურ პროცესებს,ზრდის ათვისების და დასწავლის უნარს, ამაღლებს გონებრივ და ფიზიკურ შესაძლებლობებს.

ჩვენება:

* კარდიოლოგია: გულის იშემიური დაავადებები (სტენოკარდია, გულის ქრონიკული უკმარისობა), ათეროსკლეროზი, ჰიპერტონია, კარდიომიოპათია, არითმია.

* ნევროლოგია: ინსულტი, თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მოშლა, ასთენია, შაკიკი, მიასთენია, პოლინეიროპათია, დემენციები, გაფანტული სკლეროზი.

* ენდოკრინოლოგია: შაქრიანი დიაბეტი, თირეოტოქსიკოზი, სიმსუქნე, გლუკოკორტიკოიდებით ხანგრძლივი მკურნალობა.

* ანდროლოგია: უშვილობა კაცებში, სპერმატოგენეზის დარღვევა (ოლიგოსპერმია, სპერმააგლუტინაცია და ა.შ.), ვარიკოცელე.

* გინეკოლოგია: ინფექციური დაავადების შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდი, სიმსუქნე რომელიც იწვევს უშვილობას, ჰორმონული ბალანსის დარღვევა.

* კარნიტინის დეფიციტი ორსულისა და ნაყოფის ორგანიზმში, ნაყოფის ჰიპოტროფია და ჰიპოქსია.

* ქირურგია: ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდი, ფიზიკური ძალის მოსამატებლად დასუსტებულ ავადმყოფებში.

* გასტროენტეროლოგია: ქრონიკული ანაციდური გასტრიტი, ქრონიკული ჰეპატიტი, ღვიძლის ციროზი, ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფია.

* პულმონილოგია: სასუნთქი სისტემის ქრონიკული ინფექციები.

* დერმატოვენეროლოგია: ფსორიაზი, სებორეა, სკლეროდერმიის კანის ფორმა.

* ნეფროლოგია და უროლოგია: გლომერულონეფრიტი, თირკმლის ცხიმოვანი დისტროფია, თირკმლის ქრონიკული უკმარისობა.

* ონკოლოგია: ქიმიო და სხივური თერაპიის შემდგომი პერიოდი, სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნეები.

* პედიატრია: ასფიქსიისა და სამშობიარო ტრავმის შემდგომი პერიოდი, ნევროლოგიური დაავადებები ბავშვებში, სიმაღლისა და წონის დეფიციტი, ფიზიკურ და გონებრივ განვითარებაში ჩამორჩენა, რაქიტი.

უკუჩვენება: არ გააჩნია.

დოზირება და მიღების წესი: ერთი კაფსულა ორჯერ- სამჯერ დღეში, ჭამის დროს.

კოენზა QL ინიშნება 3 წლიდან.

გვერდითი მოვლენები: ინდივიდუალური აუტანლობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.

გამოშვების ფორმა: ჟელატინის რბილი კაფსულა №30, პრეპარატის გამოყენების ინსტრუქციით მოთავსებული მუყაოს კოლოფში.

აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა ურეცეპტოდ.

მწარმოებელი: VEFA ILAҫ, სტამბოლი/თურქეთი

ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში: ევროფარმა ჯორჯია

მეტი ინფორაცია
Units 30
Form სპრეი
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy