LIFEN - ლაიფენი 30 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 80,03 ლ რეგულარული ფასი 99,81 ლ
მარაგშია
SKU
49223_2191
ჩვენებები: გულ-სისხლძარღვთა დაავადებები; ვენების ვარიკოზული გაგანიერება; მეხსიერების დაქვეითება;

ლაიფენი
შემადგენლობა:

ფრანგული ზღვისპირა ფიჭვის ქერქის ექსტრაქტი P(Pინუს მარიტიმა) 40 მგ
არ შეიცავს ლაქტოზას, გლუტენს, შაქარს.

ფარმაკოლოგიური თვისებები და მოქმედების მექანიზმი:

ლაიფენი არის უნიკალური ბუნებრივი მცენარეული ანტიოქსიდანტი. იგი შეიცავს ბიოფლავონოიდებს, პროანტოციანიდინებს, ორგანულ მჟავებს. მისი ეფექტურობა და უსაფრთხოება დამტკიცებულია მრავალი სხვადასხვა კლინიკური კვლევით. ლაიფენს ახასიათებს ძლიერი ანტიოქსიდანტური და ანთებსაწინააღმდეგო მოქმედება. ამას გარდა აფერხებს ჰისტამინის გამონთავისუფლებას, ანელებს დაბერების პროცესებს, ხელს უწყობს აზოტის ოქსიდის გამომუშავებას, რაც აადვილებს სისხლძარღვების დილატაციას და აუმჯობესებს სისხლძარღვოვანი კაპილარების ფუნქციონირებას, ამაგრებს სისხლძარღვოვანი კაპილარების კედლებს თვალის ფსკერზე, თავის ტვინში და კიდურებზე, უნარჩუნებს ელასტიურობას სისხლძარღვებს. ზრდის და ასტიმულირებს თრომბოციტების აქტიურობას, Aაფერხებს თრომბების ფორმირებას და ათეროსკლეროზული ფოლაქების წარმოქმნას სისხლძარღვთა კედელში. ლაიფენი ამცირებს ჰიპერტონული დაავადების, სტენოკარდიული შეტევის, მიოკარდიუმის ინფარქტის, ტრომბოფლებიტის, ინსულტის განვითარების რისკს. ლაიფენი ახდენს მაღალი არტერიული წნევის ნორმალიზებას, ქოლესტერინის ნორმალური დონის შენარჩუნებას. ლაიფენი აუმჯობესებს ტვინის ნორმალურ ფუნქციონირებს, მეხსიერებას. ლაიფენი მატებს კანს ელასტიურობას და აახალგაზრდავებს მას.

ჩვენებები:

  • გულ-სისხლძარღვთა დაავადებები;
  • ვენების ვარიკოზული გაგანიერება;
  • მეხსიერების დაქვეითება;
  • მენიერის დაავადება;
  • ოსტეოართრიტი;
  • დიაბეტური რეტინოპათია;
  • კანის დაბერების შეჩერება;
  • ფსორიაზი;
  • ერექციული დისფუნქციები;
  • სპერმატოგენეზის დარღვევები;
  • მამაკაცთა უშვილობა (მკურნალობა და პროფილაქტიკა);
  • ენდომეტრიოზი, დისმენორეა, პრემენსტრუალური ტკივილი;

გვერდითი მოვლენები:

ინდივიდუალური აუტანლობა.

უკუჩვენება:

არ გამოიყენება სიმსივნის მკურნალობისას. სიფრთხილით ინიშნება ანტიკოაგულანტებთან ერთად.

მიღების წესი და დოზირება:

მოზრდილებში პერორალურად 1 - 2 ტაბლეტი დღეში. ბავშვებში - 6 წლიდან 1მგ/კგ წონაზე. მკურნალობის ხანგრძლივობა 1 თვე.
გამოშვების ფორმა:

30 ტაბლეტი, მუყაოს ყუთში.

შენახვის პირობები:

შეინახეთ მშრალ, სინათლისგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25 ც ტემპერატურაზე.
აფთიაქიდან გაცემის წესი: ქიმის რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი: ,, Hankintatukku Oy ,“ ფინეთი.

მეტი ინფორაცია
Units 30
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy