მეტაკარტინი 2გ/10 მლ. 10 ამპულა

განსაკუთრებული ფასი 43,04 ლ რეგულარული ფასი 61,37 ლ
მარაგშია
SKU
34673_2080

ჩვენება:კარნიტინის პირველადი და მეორადი დეფიციტი, მიოკარდიუმის მეტაბოლიზმის დარღვევები

სავაჭრო დასახელება:

მეტაკარტინი, Metacartin

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება:

ლევოკარნიტინი, Levocarnitine

წამლის ფორმა:

შიგნით მისაღები ხსნარი.

აღწერილობა: სუსტად შეფერილი გამჭვირვალე ხსნარი.

შემადგენლობა:

პრეპარატის 1 ფლაკონი შეიცავს:

აქტიური ნივთიერება: ლევოკარნიტინი 2,0 გ.

დამხმარე ნივთიერებები: ვაშლის მჟავა, ნატრიუმის ბენზოატი, ნატრიუმის საქარინი, ფორთოხლის არომატიზატორი, გასუფთავებული წყალი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

საჭმლის მომნელებელ სისტემასა და მეტაბოლურ პროცესებზე მოქმედი საშუალებები.

ამინომჟავები და მათი წარმოებულები.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფარმაკოდინამიკა:

პრეპარატი მეტაბოლური პროცესების კორექციისათვის.

ლევოკარნიტინი – B ჯგუფის ვიტამინების მონათესავე ბუნებრივი ნივთიერება. მონაწილე- ობს ნივთიერებათა ცვლის პროცესებში, უჯრედული მემბრანების გავლით ციტოპლაზმიდან მიტოქონდრიებში ცხიმოვანი მჟავების გადამტანის სახით, სადაც ეს მჟავები განიცდიან b-დაჟანგვას ენერგიის (ატფ-ის ფორმით) დიდი რაოდენობის წარმოქმნით. კოენზიმი A-ს გამოთავისუფლებით ლევოკარნიტინი აძლიერებს კრებსის ციკლში მეტაბოლიტების მოხ-ვედრას. ამავე მექანიზმით ის ასტიმულირებს პირუვატდეჰიდროგენაზას აქტივობას ჩონჩხის კუნთებში და განშტოებული ამინომჟავების დაჟანგვას. პრეპარატი ახდენს ცილოვანი და ცხიმოვანი ცვლის ნორმალიზებას, აღადგენს სისხლის ტუტოვან რეზერვს, თრგუნავს ანაერობულ გლიკოლიზსა და კეტომჟავების წარმოქმნას, ამცირებს ლაქტაციდოზის ხარისხს, აგრეთვე, ზრდის მოტორულ აქტივობასა და გამძლეობას ფიზიკური დატვირთვისადმი, ამასთანავე ხელს უწყობს გლიკოგენის ეკონომიურ ხარჯვასა და ღვიძლში მისი მარაგის ზრდას.

ფარმაკოკინეტიკა:

შეწოვა და განაწილება:

შიგნით მიღებისას ლევოკარნიტინის ბიოშეღწევადობა 15,9%-ს შეადგენს. აღწევს ორგანიზმის ყველა ქსოვილში, ყველაზე მაღალი კონცენტრაციები წარმოიქმნება ღვიძლში, ჩონჩხის კუნთებსა და მიოკარდიუმში. Cmax მიღებიდან 3,3 საათში მიიღწევა, თერაპიული კონცენტრაცია 9 საათის მანძილზე ნარჩუნდება.

გამოყოფა:

გამოიყოფა თირკმელებით უპირატესად აცილური ეთერების სახით.

გამოყენების ჩვენებები:

- კარნიტინის პირველადი და მეორადი დეფიციტი;

- კარნიტინის დეფიციტი თირკმლის უკმარისობის ტერმინალურ სტადიაზე ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში;

- მიოკარდიუმის მეტაბოლიზმის დარღვევები გულის იშემიური დაავადების (მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, პოსტინფარქტური პერიოდი), კარდიომიოპათიების ფონზე;

- უშვილობა მამაკაცებში (ოლიგოსპერმია, აზოოსპერმია);

- თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე და ქრონიკული დარღვევები.

მიღების წესი და დოზირება:

განკუთვნილია მხოლოდ შიგნით მისაღებად.

მეტაკარტინის მიღება შესაძლებელია როგორც განუზავებლად, ასევე წყალში ან ხილის წვენში განზავებული სახით. პრეპარატი მიიღება თანაბარი ინტერვალებით დღე-ღამის განმავლობაში, კვების რეჟიმის მიუხედავად.

მოზრდილები და 12 წლის ასაკზე უფროსი ბავშვები:

მეტაკარტინის საწყისი დოზა შეადგენს 1 ფლაკონს (ლევოკარნიტინის 2 გრამი) დღე-ღამეში. დოზის გაზრდა შესაძლებელია თანდათანობით პრეპარატის ამტანობისა და თერაპიული პასუხის შეფასების საფუძველზე, აგრეთვე, მკურნალობის პერიოდში ფიზიკური დატვირთვის გათვალისწინებით. მეტაკარტინის რეკომენდებული დოზა შეადგენს 1-3 ფლაკონს (ლევოკარნიტინის 2-6 გრამი) დღე-ღამეში, გაყოფილი რამოდენიმე მიღებად.

12 წლამდე ასაკის ბავშვები:

დოზა განისაზღვრება ექიმის მიერ ბავშვის სხეულის წონის მიხედვით. მეტაკარტინის საწყისი დოზა შეადგენს 50 მგ/კგ წონაზე დღე-ღამეში, გაყოფილი რამოდენიმე მიღებად. საჭიროებისამებრ, შესაძლებელია დოზის გაზრდა.

მონიტორინგი უნდა მოიცავდეს სისხლის ბიოქიმიურ ანალიზს, ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციების მაჩვენებლების შეფასებას, პლაზმაში კარნიტინის კონცენტრაციის დონის განსაზღვრას და ზოგადი კლინიკური მგდომარეობის შეფასებას.

უკუჩვენებები:

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტებისადმი.

გვერდითი მოვლენები:

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ტკივილის შეგრძნება ეპიგასტრიუმის არეში, დისპეფსიის მოვლენები.

სხვა: შესაძლებელია სხეულის სპეციფიკური სუნი, აღინიშნა კრუნჩხვების განვითარება ან მათი სიხშირის მომატება ანამნეზში კრუნჩხვის სინდრომის მქონე პაციენტებში.

განსაკუთრებული მითითებები:

შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში მეტაკარტინის დანიშვნამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოგლიკემიის განვითარება გლუკოზის ათვისების გაუმჯობესების შედეგად. ამასთან დაკავშირებით, პრეპარატის მიღების პერიოდში უნდა ჩატარდეს სისხლში გლუკოზის დონის რეგულარული კონტროლი და საჭიროებისამებრ, მოხდეს ინსულინისა და ჰიპოგლიკემიური პრეპარატების დოზების კორექცია.

ზეგავლენა ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:

მეტაკარტინი გავლენას არ ახდენს ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვის უნარზე.

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში:

მეტაკარტინის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც თერაპიული სარგებელი დედისათვის აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისათვის ან ჩვილისათვის.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

წამლისმიერი ურთიერთქმედება აღწერილი არ არის.

ჭარბი დოზირება:

მონაცემები ტოქსიკურობის შესახებ ლევოკარნიტინის ჭარბი დოზირებისას არ არსებობს.

გამოშვების ფორმა:

შიგნით მისაღები ხსნარის 10 მლ ყვითელი შუშის ფლაკონში, დახუფული ალუმინის თავსახურით.

10 ფლაკონი ფურცელ-ჩანართთან ერთად მუყაოს კოლოფში.

შენახვის წესი:

ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

ვარგისიანობის ვადა:

4 წელი წარმოების თარიღიდან.

არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობა:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III (გამოიყენება ექიმის დანიშნულების გარეშე).

მეტი ინფორაცია
Units 10
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy