ნუროპლექსი ფორტე 20 ტაბლეტი
შემადგენლობა :
ყოველი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს :
მეკობალამინი 750 მკგ
ალფა ლიპოის მჟავა 100 მგ
ფოლის მჟავა 100 მკგ
ვიტამინი A 2500 სე .
ვიტამინი E 7,5 მგ
ვიტამინი B1 1,0 მგ
ვიტამინი B2 1,5 მგ
ვიტამინი B6 1,0 მგ
ბიოტინი 30 მკგ
სელენი 30 მკგ
თუთია 15 მგ
ფარმაკოლოგიური მოქმედება :
მეკობალამინი წარმოადგენს ვიტამინის B12 ბიოლოგიურად აქტიურ ფორმას .
მეკობალამინი წარმოადგენს ვიტამინის B12 კო - ენზიმს , რომელიც ვლინდება სისხლსა და ცერებროსპინალურსითხეში . იგი ნერვულ ქსოვილში გროვდება უფრო ექსტენსიურად , ვიდრე ვიტამინის B12 ნებისმიერი სხვაჰომოლოგი . მეკობალამინს - გააჩნია დიდი მნიშნველობა ნერვული სისტემის ფუნქციონირებისათვის . მეკობალამინი –არის ვიტამინის B12 ერთადერთი ნეიროაქტიული ფორმა , რომელიც 130-150- ჯერ უფრო ძლიერია , ვიდრეციანოკობალამინი მიელინის გარსის ფორმირებაში , აძლიერებს ნერვული უჯრედების ზრდასა და რეგენერაციას .მეკობალამინს გააჩნია ნოოტროპული მოქმედება , ხელს უწყობს თავის ტვინის უჯრედების დეგრადაციის აცილებას .პრეპარატი დადებით გავლენას ახდენს ღვიძლის ფუნქციაზე ტოქსიკური ჰეპატიტის , ღვიძლის ციროზის , პანკრეატისდროს . ახდენს ანაბოლურ მოქმედებას , ზრდის ფიზიკურ ქმედითუნარიანობას .
ლიპოის მჟავა აადვილებს რძის მჟავის გარდაქმნას პიროყურძნის მჟავად , ხელს უწყობს ამ უკანასკნელს და ბ -კეტოგლუტარის მჟავების უტილიზაციას და მეტაბოლური აციდოზის ლიკვიდაციას . ლიპოის მჟავა ამცირებსცხიმოვანი მჟავების დაგროვებას ჰეპატოციტებში და ღვიძლის ლიპოდისტროფიას , ააქტივებს მის მეტაბოლურფუნქციასა და ნაღვლის გამოყოფას . სისხლის პლაზმაში ამცირებს საერთო ლიპიდებისა და ქოლესტერინის დონეს .ხელს უწყობს სისხლში გლუკოზის შემცველობის შემცირებას და ღვიძლში გლიკოგენის შემცველობის ზრდას . აგრეთვე, აძლიერებს ქსოვილებში გლუკოზის უტილიზაციას ინსულინრეზისტენტობის შემცირების გზით . შაქრიანი დიაბეტისმსუბუქი ფორმის მქონე პირებში ლიპოის მჟავას ( შესაბამისი დიეტის ფონზე ) შეუძლია ხელი შეუწყოს ნივთიერებათაცვლის ნორმალიზაციას . უფრო რთულ შემთხვევებში იგი ინიშნება ინსულინთან ერთად . ლიპოის მჟავა თავისიფარმაკოლოგიური თვისებებით ახლოსაა B ჯგუფის ვიტამინებთან , იგი ავლენს ჰეპატოპროტექტულ მოქმედებას დაააქტივებს ანაბოლურ პროცესებს .
ვიტამინი A ხელს უწყობს ნივთიერებათა ნორმალურ ცვლას , ორგანიზმის ზრდასა და განვითარებას . უზრუნველყოფსმხედველობის ორგანოს , ლორწოვანი გარსის , ცხიმოვანი და საოფლე ჯირკვლების ნორმალურ ფუნქციონირებას .ზრდის ლორწოვანი გარსების მდგრადობას სასუნთქი გზების და კუჭ - ნაწლავის დაავადებების მიმართ , აგრეთვე ,ორგანიზმის ინფექციებისადმი რეზისტენტობას .
ვიტამინი E აქტიური ანტიოქსიდანტია , რომელიც ამცირებს ქსოვილების მიერ ჟანგბადის მოთხოვნილებას ,არეგულირებს ცილების , ცხიმების და ნახშირწყლების ცვლას ( დიაბეტიან ავადმყოფებში ამცირებს ინსულინზემოთხოვნილებას ), ახდენს სასქესო ორგანოების ფუნქციის ნორმალიზებას ; ხელს უწყობს ახლად წარმოქმნილითრომბების დაშლას და ემბოლიის პრევენციას , აუმჯობესებს კოლატერალურ სისხლმიმოქცევას , ამაგრებსსისხლძარღვთა კედლებს ; ზრდის კუნთების შეკუმშვის ძალას .
ვიტამინი B1 ნახშირწყლის ცვლაში მონაწილე ფერმენტების კოფერმენტია . თიამინს განსაკუთრებული მნიშვნელობაგააჩნია ნერვული სისტემის ( დადებითად მოქმედებს სინაფსებში ნერვული აგზნებადობის გატარებაზე , გააჩნიაზომიერი განგლიომაბლოკირებელი თვისებები ), საჭმლის მონელების ტრაქტის , გულისა და ენდოკრინულიჯირკვლების ფუნქციის უზრუნველყოფისათვის .
ვიტამინი B2 შედის ჟანგვა - აღდგენითი პროცესების მარეგულირებელი ფერმენტების შემადგენლობაში , მონაწილეობსნახშირწყლების , ცილებისა და ცხიმების ცვლაში , აუცილებელია თვალის ნორმალური მხედველობითი ფუნქციისშესანარჩუნებლად . რიბოფლაფინი ხელს უშლის დისბაქტერიოზის განვითარებას .
ვიტამინი B6 ასრულებს მნიშვნელოვან როლს ნივთიერებათა ცვლაში ; აუცილებელია ცენტრალური და პერიფერიულინერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის . პირიდოქსინი ააქტივებს კუჭ - ნაწლავიდან ამინომჟავებისშეწოვის პროცესს , მათ შეღწევას სისხლძარღვებიდან ქსოვილებში , უჯრედებში , მათ რეაბსორბაციას თირკმელებში ;ხელს უწყობს ხელახალი ამინირების , დეზამინირების , ამინომჟავების დეკარბოქსილირების პროცესებს , მათ შორისგლუტამინის მჟავას გარდაქმნას გ - ამინოერბო მჟავად ( შემაკავებელი მედიატორი ცნს - ში ).
ბიოტინი აუცილებელია , როგორც ბიოტინური ფერმენტების კოფერმენტი , რომელიც მონაწილეობს მეტაბოლურპროცესებში ნახშირორჟანგის გადატანაში . ბიოტინს იყენებენ კანის დაავადებების სამკურნალოდ . როგორცუჯრედის დაყოფის ხელშემწყობი ფაქტორი .
ფოლის მჟავა . ფოლის მჟავას უკმარისობა თრგუნავს ჰემოპოეზის მეგაბლასტური ფაზის გადასვლას ნორმობლასტურში. ფოლის მჟავა ვიტამინ B12 – თან ერთად ახდენს ერითროპოეზის სტიმულირებას , აგრეთვე მონაწილეობსამინომჟავების ( მეთიონინის , სერინის და სხვ .), ნუკლეინის მჟავების , პურინებისა და პირიმიდინების სინთეზში დაწარმოადგენს გლუტათიონ პეროქსიდაზის ფერმენტული სისტემის არსებით ნაწილს ქოლინისა და სელენის ცვლაში ,მოქმედებს ფერმენტების აქტივობაზე . გლუტათიონ პერეოქსიდაზა იცავს შინაგან სტრუქტურებს თავისუფალიჟანგბადის რადიკალების დამაზიანებელი მოქმედებისგან . ორგანიზმში სელენის უკმარისობამ შეიძლება გამოიწვიოსკარდიომიოპათია და გულ - სისხლძარღვთა დაავადებები .
ცინკი მონაწილეობს ორგანიზმის ბიოქიმიურ რეაქციებში , ჰემოპოეზის პროცესებში , შინაგანი სეკრეციისჯირკვლების მოქმედებაში , აუმჯობესებს იმუნური სისტემის ფუნქციას . ცინკის დიდ რაოდენობას შეიცავს კანი ,თმები , კუნთები , ღვიძლისა და ძვლის ქსოვილი . ცინკი არის აუცილებელი ელემენტი , რომელიც მონაწილეობსინსულინის და სხვადასხვა ენზიმური სისტემების ფუნქციონირებაში . ცინკის უკმარისობისას ბავშვების ორგანიზმშივითარდება ჰიპოგონადიზმი . ახალგაზრდებში (27 წლის ასაკში ) “ ცინკური გენეზის შიმშილობის ” 20 კვირის შემდეგტესტოსტერონის დონე ქვეითდება 73%- ით . მეორეს მხრივ , ცინკის მძიმე დეფეციტის მქონე ხანდაზმულ ადამინებშიშემცველი პრეპარატის მიღება ზრდის ტესტოსტერონის დონეს თითქმის 100%- ით . ცინკი ააქტივებსანდროსტენდიონის გარდაქმნას ტესტერონში და თრგუნავს ტესტერონის დიჰიდროტესტოსტერონში გარდაქმნას . ცინკიპრინციპულად მნიშვნელოვანია ოპტიმალური ანაბოლური პირობების შესაქმნელად .
ჩვენებები :
- ვიტამინების უკმარისობის პროფილაქტიკა ;
- ჰიპოტროფია ( ახდენს ანაბოლურ მოქმედებას );
- დიაბეტური ნეიროპათია ;
- პერიფერიული ნეიროპათია ;
- გლაუკომასთან დაკავშირებული ნიშნების შესამსუბუქებლად და მხედველობის გასაუმჯობესებლად ;
- მხედველობის ნერვის ატროფია ;
- დეპრესია , სტრესი და ძილის დარღვევა , შაკიკი .
- გაფანტული სკლეროზი , გვერდითი სკლეროზი ;
- პერნიციოზული ანემია , მეგალობლასტური ანემია ;
პერიფერიული ნევრიტები ;
- ზურგის ტვინში დეგენერაციული ხასიათის ქვემწვავე კომპლექსური ცვლილებები ;
- სამწვერა ნერვის ნევრალგიები , ნეკნთაშორისი ნევრალგია ; ლუმბაგო ;
- კუნთების სისუსტე , ქრონიკული დაღლილობის სინდრომი ;
- ნერვული ღეროების მექანიკური და ტოქსიკური დაზიანებისას ;
- ტკივილის სინდრომი პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებებისას ;
- კარდიალგია , სიკვდილის შიში და ინსულტის შემდგომი მდგომარეობა ;
- კუჭ - ნაწლავის ფუნქციის შესუსტება , მადის დაქვეითება ;
- ტოქსიკური ჰეპატიტი , ღვიძლის ციროზი , პანკრეატი , წყლულოვანი კოლიტი ;
- კანის დაავადებები ( ფსორიაზი , ფოტოდერმატოზი , ნეიროდერმიტები , ჰერპეტიფორმული დერმატიტი );
- ოლიგოსპერმია , იმპოტენცია ;
- ფიზიკური გამოფიტვა :
უკუჩვენებები :
პრეპარატის კომპონენტებისადმი მაღალი მგრძნობელობა .
გვერდითი მოქმედება :
იშვიათ შემთხვევებში ალერგიული რეაქციები .
დოზირება :
მოზრდილებში :
პროფილაქტიკურ მიზნით დღეში 1 ტაბლეტი .
მკურნალობის მიზნით - მიიღეთ 2 ტაბლეტი დღეში ( დილას და საღამოს ).
გამოშვების ფორმა :
#20 ტაბლეტი შეფუთვაში .
შენახვის პირობები
ინახება მშრალ , სინათლისაგან დაცულ ადგილზე 15- 25 °C ტემპერატურაზე .
ვარგისობის ვადა :
2 წელი
G გაცემის რეჟიმი
GII ჯგუფი ( გაიცემა რეცეპტით )
M მწარმოებელი
“ZEE LABORATORIES” INDIA
Unit-II , Industrial Area, Paonta Sahib-173025
Phone:+91-1704-222545, 222565
Fax: +91-1704-222545
E-mail: info@zeelaboratories.com
Units | 20 |
---|
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account