Rumalon - რუმალონი 2.25მგ/მლ 1მლ 10 ამპულა

Rating:
100 % of 100
განსაკუთრებული ფასი 83,58 ლ რეგულარული ფასი 117,56 ლ
მარაგშია
SKU
53408_969

ჩვენება: სახსრების დეგედნერაციული ცვლილებები: გონართროზი, თითებშუა სახსრების ართროზები, კოკსართროზები, სპონდილოზები, სპონდილოართროზები, მენისკოპათია, კვირისტავის ქონდრომალაცია.

პრეპარატის სავაჭრო დასახელება: რუმალონი®

სამკურნალო ფორმა:

ინტრამუსკულური ხსნარი

აღწერილობა: 

გამჭვირვალე, ღია ყვითელიდან მოყვითალო-მოყავისფრამდე, ყავისფერი ელფერის მქონე ხსნარი, მეტაკრეზოლის სუნით.

ფარმაკოლოგიური თვისებები: 

პრეპარატი რუმალონი® შეიცავს გლიკოზამინოგლიკან-პეპტიდურ კომპლექსს რომელიც მიიღება ახალგაზრდა ხბოების ხრტილებისგან და ძვლის ტვინისგან. ის ზეგავლენას ახდენს ნივთიერებათა ცვლის დარღვევაზე ხრტილოვან ჰიალინურ ქსოვილში. პრეპარატი აძლიერებს სულფატირებული მუკოპოლისაქარიდების ბიოსინთეზს. ასტიმულირებს სახსრების ხრტილების რეგენერაციას და ამუხრუჭებს მეტაბოლურ პროცესებს ხრტილოვან ქსოვილში.

გამოყენების ჩვენება: 

სახსრების დეგედნერაციული ცვლილებები: გონართროზი, თითებშუა სახსრების ართროზები, კოკსართროზები, სპონდილოზები, სპონდილოართროზები, მენისკოპათია, კვირისტავის ქონდრომალაცია.

უკუჩვენებები: 

მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა, რევმატოიდული ართრიტი

მიღების წესები და დოზირება: 

პრეპარატი შეყავთ ღრმად კუნთში: პირველ დღეს - 0.3 მლ, მეორე დღეს - 0.5 მლ და შემდეგ კვირაში 3-ჯერ 1 მლ, 5-6 კვირის განმავლობაში.

მკურნალობის განმეორებითი კურსი - ექიმის კონსულტაციის შემდეგ, იგივე სქემით.

გვერდითი მოქმედება:

 ალერგიული რეაქციები  (იშვიათი)

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

 არ არის გამოვლენილი

გამოშვების ფორმა: 

ინტრამუსკულური ხსნარი 1 მლ სინათლისგან დამცავი შუშის ამპულებში, გადატეხის თეთრი რგოლით. თითოეული ამპულა ეტიკეტირებულია.

5 ამპულა პვქ-ს კონტურულ უჯრედულ შეფუთვაში პეტ/პე ფოლგით.

2 პვქ კონტურულ უჯრედული შეფუთვა გამოყენების ინსტრქუციასთან ერთად თავსდება მუყაოს ყუთში.

შენახვის ვადა: 

5 წელი. არ შეიძლება მისი გამოყენება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის ამოწურვის შემდეგ.

შენახვის პირობები:

 არა უმეტეს 25°C სინათლისგან დაცულ ადგილზე. ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

აფთიაქიდან გაცემის პირობები: 

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.    

მწარმოებელი:

 კ.ო. რომფარმ კომპანი ს.რ.ლ. ეროილორის ქუჩა, #1ა, ოტოპენი, რუმინეთი

მეტი ინფორაცია
Units 10
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy