Selenium - სელენი 0.1 მგ 100 ტაბლეტი
ჩვენება:ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, თირეოიდული ოფთალმოპათია, ონკოლოგიური დაავადებები
შემადგენლობა
ერთი აბის შემადგენლობა: სელენი (Selenium yeast) 0.10 მგ.
თვისებები
სელენის Selenium yeast ორგანულად დაკავშირებული სელენის ყველაზე ნაკლებად ტოქსიური ფორმაა ადამიანის ორგანიზმისათვის. შედის ორასამდე ფერმენტისა და ჰორმონის შემადგენლობაში. სელენდამოკიდებულია ცოცხალ ორგანიზმებში არსებული ყველაზე ძლიერი და მთავარი ანტიოქსიდანტი გლუტათიონპეროქსიდაზა. შედის იმ ფერმენტის შემადგენლობაში, რომელიც ააქტიურებს თიროქსინს. სელენის დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს ნივთიერებათა ცვლის შენელება და გაცხიმოვნება.
ფარმაკოლოგიური მოქმედება
აქვს ანთებისსაწინააღმდეგო, ანტიათეროსკლეროზული, სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება. სელენი ითვლება ძლიერ კანცეროსტატიკულ აგენტად. იცავს დნმ-ის სტრუქტურას, აკონტროლებს უჯრედების ნორმალურ დაყოფას და ხელს უშლის სიმსივნური უჯრედების წარმოქმნას. ხელს უწყობს ორგანიზმიდან მომწამვლელი მეტალების გამოყოფას (კადმიუმი, ვერცხლისწყალი, ტყვია), რომლებიც აზიანებენ გულის კუნთს. სელენი იცავს ფარისებრ ჯირკვალს თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებისაგან. ამცირებს ორგანიზმზე არასასურველი ეკოლოგიური ფაქტორების ნეგატიურ ზეგავლენას, რის შედეგადაც მცირდება პროფესიული დაავადებების განვითარების რისკი. ანელებს დაბერების პროცესს.
ჩვენებები
- ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები;
- თირეოიდული ოფთალმოპათია;
- მხედველობის სიმახვილის დაქვეითება (მაკულოდისტროფია), კატარაქტა;
- ონკოლოგიური დაავადებები;
- სხივური თერაპიის შემდგომი პერიოდი;
- წინამდებარე ჯირკვლის (პროსტატის) ჰიპერტროფია;
- პანკრეატიტი;
- გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, ათეროსკლეროზი;
- გაფანტული სკლეროზი;
- კუნთოვანი დისტროფიები;
- რეპროდუქციული ფუნქციის დარღვევა, უნაყოფობა;
- აუტოიმუნური დაავადებები (ართრიტი, წითელი მგლურა, ფსორიაზი);
- რევმატოიდული ართრიტი;
- დერმატიტი, სოკოვანი ინფექციები, კვანძოვანი გამონაყარი.
მიღების წესი და დოზირება
მიიღება 3-დან 10 წლამდე 1 აბი (0.10 მგ.) დღეში, მოზრდილებში 1-2 აბი (0.10-0.20 მგ.) დღეში, ჭამის დროს.
გვერდითი მოვლენები და წინააღმდეგჩვენებები
ინდივიდუალური აუტანლობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
შენახვის პირობები
ინახება მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25*C ტემპერატურაზე.
აფთიაქიდან გაცემის წესი
გაიცემა ურეცეპტოდ.
Units | 100 |
---|
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account