Deflu silver - დეფლიუ სილვერი სპრეი 15მლ
დეფლუ სილვერი
ვერცხლის მაგია გაციების წინააღმდეგ
DEFLU SILVER ლოსიონი-სპრეი 15 მლ
შემადგენლობა: ვერცხლის კოლოიდური ხსნარი 45-55 PPM, ისლანდიური ხავსის ექსტრაქტი (ჩეტრარია ისლანდიცა), D-პანთენოლი, E-ვიტამინი, A- ვიტამინ, პეგ-40 ჰიდროგენიზირებული, აბუსალათინის ზეთი, გლიცერინი, პეო-400, პროპილენგლიკოლი, ნატრიუმის ჰიალურონატი, კალიუმის სორბიტი.
ლოსიონი სპრეი ფლაკონში, შესასხურებლით, 15 მლ.
გამოიყენება ადენოიდების, რინიტის, რინოსინუსიტების დროს.
დეფლუ სილვერის შემადგენლობაში არის კოლოიდური ვერცხლი-მიღებული თანამედროვე ნანოტექნოლოგიების მეშვეობით. ვერცხლის ძალიან მცირე ნაწილს აქვს მოქმედების დიდი ხვედრითი ზედაპირი, რაც ზრდის მათი მოქმედების არეალს ბაქტერიებთან და ვირუსებთან ბრძოლაში.
ისლანდიური ხავსის ექსტრაქტი ცნობილია თავისი ანტიბიოტიკური და ანთების საწინააღმდეგო თვისებებით. ექსტრაქტი ხელს უწყობს თავისუფალ სუნთქვას და ცხვირიდან გამონადენის შემცირებას.
D-პანთენოლი( პროვიტამინი B-5) და ვიტამინები ასტიმულირებენ ცხვირის ლორწოვანი გარსის აღდგენას, რადგანაც გაციების დროს გარსი მეტად დაუცველი და გაღიზიანებულია.
უკუჩვენება:
• 3 წლამდე ასაკის ბავშვები;
• შემადგენელი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
გამოყენების მეთოდი: ადგილობრივი გამოყენებისთვის. ზედმიწევნით გაისუფთავეთ ცხვირი, შეანჯღრიეთ ფლაკონი და მოხსენით დამცავი ხუფი. პირველი გამოყენებისას გააკეთეთ 1-2 საცდელი შესხურება ჰაერში. გეჭიროთ თავი ვერტიკალურ მდგომარეობაში და თითოეულ ნესტოში თითოჯერ შეისხურეთ. გამოიყენება დღეში 2-3-ჯერ. გამოყენების კურსი 5-10 დღე. ექიმის რეკომენდაციით შესაძლებელია კურსი გაგრძელდეს 3-კვირამდე.
შენახვის ვადა 3 წელი. შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში არანაკლებ 5C და არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. გახსნის შემდეგ შესაძლებელია გამოყენება ვარგისიანობის ვადის გასვლამდე.
Units | 1 |
---|---|
Form | კაფ TEMP |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account