Deflu Sinus - დეფლიუ სინუსი სპრეი 15მლ

განსაკუთრებული ფასი 24,38 ლ რეგულარული ფასი 34,29 ლ
მარაგშია
SKU
53011_2403
გამოიყენება რინოსინუსიტების დროს( ჰაიმორიტი, ფრონტიტი).

დეფლუ სინუსი ლოსიონი-სპრეი
შემადგენლობა:

გორგლოვანი ყოჩივარდას(Cyclamen parviflorum subalpinum) ექსტრაქტი, ევკალიპტის ეთერზეთი, პიტნის ეთერზეთი, ჩაის ხის ეთერზეთი, კოჭას ეთერზეთი, ქაფური, D-პანთენოლი, E-ვიტამინი, ვერცხლის კოლოიდური ხსნარი, პეგ-40 ჰიდროგენიზირებული, აბუსალათინის ზეთი, მეთილპარაბენი, პროპილპარაბენი.
ლოსიონი-სპრეი ფლაკონში, შესასხურებლით, 15 მლ
გამოიყენება რინოსინუსიტების დროს( ჰაიმორიტი, ფრონტიტი).
ყოჩვარდას ექსტრაქტი აძლიერებს სეკრეციას და ხელს უწყობს ცხვირის სინუსების ბუნებრივ გასუფთავებას. ამ მოქმედებას აქვს ორმაგი სარგებელი: ცხვირის ღრუ თავისუფლდება პათოლოგიური გამონადენისგან და მცირდება ლორწოვანი გარსის შეშუპება.
დეფლუ სინუს სპრეის ეთერზეთებს ანტისეპტიკური DდაA ANანტიმიკრობული თვისებები ახასიათებს. ევკალიპტის ზეთი ცნობილია როგორც სპაზმოლიზური საშუალება. ჯინჯერის(კოჭას) ზეთი კი გვაძლევს ანთების საწინააღმდეგო ეფექტს. პიტნის ეთერზეთი ხსნის ანთებას. ჩაის ხის ეთერზეთი კი ხელს უწყობს სურდოს შემცირებას და გამონადენისგან გათავისუფლებას.

პანთენოლი (პროვიტამინი B-5) აძლიერებს ცხვირის ლორწოვანი გარსის რეგენერაციას და ამავე დროს აქვს დამამშვიდებელი თვისებები. ვიტამინი E აუმჯობესებს ლორწოვანი გარსის ტროფიკას და აჩერებს ანთებით პროცესებს.
გამოყენების მეთოდი

ადგილობრივი გამოყენებისთვის. ზედმიწევნით გაისუფთავეთ ცხვირი, შეანჯღრიეთ ფლაკონი და მოხსენით დამცავი ხუფი. პირველი გამოყენებისას გააკეთეთ 1-2 საცდელი შესხურება ჰაერში. გეჭიროთ თავი ვერტიკალურ მდგომარეობაში და თითოეულ ნესტოში თითოჯერ შეისხურეთ. გამოიყენება დღეში 2-3-ჯერ. გამოყენების კურსი 7-10 დღე. ექიმის რეკომენდაციით შესაძლებელია კურსი გაგრძელდეს 3 კვირამდე. გამოყენების დროს შესაძლოა გქონდეთ ცხვირხახის ხანმოკლე უმნიშვნელო წვის შეგრძნება და რეფლექსური ცრემლდენა.
უკუჩვენება:
• 12 წლამდე ასაკის ბავშვები;
• ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი;
• ჰიპერტონია-სიფრთხილით;
• მწვავე ალერგიული რეაქცია;
• საშუალების კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
• გლაუკომა;
განსაკუთრებული მითითებები:

თვალში შემთხვევით მოხვედრის დროს გამოირეცხეთ წყლის დიდი რაოდენობით.
შენახვის ვადა

3 წელი. შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში არანაკლებ 5C და არაუმეტეს 25Cტემპერატურაზე ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. გახსნის შემდეგ შესაძლებელია გამოყენება ვარგისიანობის ვადის გასვლამდე.
 

მეტი ინფორაცია
Units 1
Form კაფ TEMP
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy