Dropleks - დროპლექსი 15მლ. ყურის წვეთები
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება
ფენაზონი, Pჰენაზონე;
ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი, Lიდოცაინე ჰყდროცჰლორიდე.
წამლის ფორმა
ყურის წვეთები, 4%-იანი ფენაზონისა და 1%-იანი ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის ხსნარი.
აღწერილობა: გამჭვირვალე, უფერო ან ოდნავ მოყვითალო ფერის ხსნარი.
შემადგენლობა
პრეპარატის 1 მლ შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები:
ფენაზონი 35 მგ,
ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი 8.8 მგ
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის თიოსულფატი, 96%-იანი ეთანოლი, გასუფთავებული
წყალი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, გლიცერინი.
პრეპარატის ათქ კოდი შ02DA30
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ყურის დაავადებების სამკურნალო კომბინირებული პრეპარატები,ანთების საწინააღმდეგო
და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედებით.
ფარმაკოლოგიური თვისებები
დროპლექსი - კომბინირებული პრეპარატი ადგილობრივი გამოყენებისათვის. ახასიათებს
ადგილობრივად ანალგეზიური და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.
პრეპარატის მოქმედება განპირობებულია შემადგენლობაში შემავალი კომპონენტებით:
ფენაზონი და ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი.
ფენაზონი - ანალგეზიური-ანტიპირექსიული საშუალება, ანთების საწინააღმდეგო და
ტკივილგამაყუჩებელი მოქმედებით.
ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი - ადგილობრივი საანესთეზიო საშუალება.
ფენაზონის და ლიდოკაინის კომბინაცია ხელს უწყობს სწრაფ ანესთეზიას და ზრდის
მის ინტენსივობასა და ხანგრძლივობას.
გამოყენების ჩვენებები
ადგილობრივად სიმპტომური მკურნალობისა და გაუტკივარებისათვის მოზრდილებსა და
ბავშვებში (ახალშობილების ჩათვლით):
_ მწვავე შუა ოტიტი;
_ ოტიტი, როგორც გრიპის გართულების დროს;
_ ბაროტრავმით გამოწვეული ოტიტი.
უკუჩვენებები
_ მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტებისა და პირაზოლის
წარმოებულების მიმართ;
_ დაფის აპკის პერფორაცია;
გვერდითი მოქმედება
ზოგადად, პრეპარატი კარგად გადაიტანება.
იშვიათად ვლინდება პრეპარატის მიმართ ჰიპერმგრძნობელობით გამოწვეული
სიმპტომები.
მიღების წესი და დოზები
მხოლოდ ადგილობრივი გამოყენებისათვის.
დროპლექსის 3-4 წვეთს აწვეთებენ გარეთა სასმენ მილში 2-3-ჯერ დღეში. გამოყენებამდე
საჭიროა ფლაკონის ხელით გათბობა, ყურში ცივი სითხის მოხვედრის თავიდან
აცილების მიზნით. დროპლექსის გამოყენების ხანგრძლივობა შეადგენს არა უმეტეს 10
დღეს, რის შემდეგაც საჭიროა დანიშნული თერაპიის კორექცია.
ჭარბი დოზირება
პრეპარატის ჭარბი დოზირების შესახებ მონაცემები არ არსებობს.
სხვა სამკურნალო საშუალებებთანურთიერთქმედება
პრეპარატის ადგილობრივი გამოყენებისას არ აღინიშნება ურთიერთქმედების
უარყოფითი შედეგი ანალგეზიურებთან და ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებთან
ერთდროული დანიშვნისას, აგრეთვე ანტისეპტიკებთან, ანტიბიოტიკებთან ადგილობრივი
და სისტემური გამოყენებისას.
განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატის გამოყენებამდე აუცილებელია დავრწმუნდეთ დაფის აპკის მთლიანობაში.
დაფის აპკის პერფორაციის დროს გამოყენების შემთხვევაში, აქტიურმა ნივთიერებებმა
შეიძლება შეაღწიონ სისხლის სისტემურ მიმოქცევაში, რამაც შესაძლებელია
გამოიწვიოს გართულებები. პრეპარატ დროპლექსის სხვა ყურის წვეთებთან
ერთდროული გამოყენებისას აუცილებელია ჩაწვეთებებს შორის 30 წუთიანი
ინტერვალის დაცვა.
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს
ორსულობისა და ლაქტაციის დროს პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია ჩვენების
მიხედვით თუ არ არის დაზიანებული დაფის აპკი.
ზეგავლენა ავტოტრანსპორტის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
დროპლექსი გავლენას არ ახდენს ავტოტრანსპორტის მართვისა და სამუშაოების
შესრულებაზე, რომელიც მოითხოვს ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.
გამოშვების ფორმა
დროპლექსი, ყურის წვეთები, 4%-იანი ფენაზონი და 1%-იანი ლიდოკაინის
ჰიდროქლორიდის ხსნარი, გამოდის თეთრ პოლიეთილენის 15 მლ-იან ფლაკონ-
საწვეთურში, დახურული პოლიეთილენის თავსახურითა და ხრახნიანი დამცავი
რგოლით.
ფლაკონი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
შენახვის პირობები
ინახება არა უმეტეს 25°ჩ ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატის გამოყენება შეიძლება 6 თვის განმავლობაში!
ვარგისიანობის ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან.
ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება.
აფთიაქიდან გაცემის წესი
რეცეპტის გარეშე (III ჯგუფი
Units | 1 |
---|
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account