Septolete - სეპტოლეტე ექსტრა ლიმონი და კენკრა 16 საწუწნი აბი

განსაკუთრებული ფასი 13,22 ლ რეგულარული ფასი 18,36 ლ
მარაგშია
SKU
59334_37
წარმოადგენს ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელ და ანტისეპტიკურ (სადეზინფექციო) პრეპარატს ადგილობრივი გამოყენებისათვის.

 რას წარმოადგენს სეპტოლეტე ექსტრას საწუწნი ტაბლეტები ლიმონის და კენკრის არომატით და რისთვის გამოიყენება?

სეპტოლეტე ექსტრას საწუწნი ტაბლეტები ლიმონის და კენკრის არომატით შეიცავს ბენზიდამინის ჰიდროქლორიდს და ცეტილპირიდინის ქლორიდს. სეპტოლეტე ექსტრას საწუწნი ტაბლეტები ლიმონის და კენკრის არომატით წარმოადგენს ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელ და ანტისეპტიკურ (სადეზინფექციო) პრეპარატს ადგილობრივი გამოყენებისათვის. სეპტოლეტე ექსტრას საწუწნი ტაბლეტები ლიმონის და კენკრის არომატით ახდენს პირის ღრუს და ყელის დეზინფექციას და ამცირებს ყელის ანთების ნიშნებს, როგორებიცაა ტკივილი, სიწითლე, შეშუპება, წვა და ყლაპვის გაძნელება.

სეპტოლეტე ექსტრას საწუწნი ტაბლეტები ლიმონის და კენკრის არომატით გამოიყენება ყელის და პირის ღრუს მსუბუქი ინფექციებით გამოწვეული ყელის ტკივილის სიმპტომების შესამსუბუქებლად (მათ შორის გინგივიტი და ფარინგიტი).

მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, ან გაუარესდა 3 დღის შემდეგ.

რა უნდა იცოდეთ სეპტოლეტე ექსტრას ლიმონის და კენკრის არომატით გამოყენებამდე

არ მიიღოთ სეპტოლეტე ექსტრა ლიმონის და კენკრის არომატით:
• თუ ხართ ალერგიული ბენზიდამინის ჰიდროქლორიდის და ცეტილპირიდინის ქლორიდის, ან პრეპარატის შემადგენელი სხვა ნივთიერებების მიმართ.
• პრეპარატი არ გამოიყენება 6 წლამდე ასაკის ბავშვებში.

სიფრთხილის ზომები
სეპტოლეტე ექსტრას ლიმონის და კენკრის არომატის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.
არ გამოიყენოთ სეპტოლეტე ექსტრა ლიმონის და კენკრის არომატით 7 დღეზე მეტ ხანს. მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, ან გაუარესდა 3 დღის შემდეგ.

ადგილობრივი (ტოპიკური) პრეპარატების მიღებამ, განსაკუთრებით ხანგრძლივი პერიოდით, შეიძლება გამოიწვიოს გაღიზიანება (ჰიპერმგრძნობელობა). ასეთ შემთხვევაში აუცილებელია მკურნალობის შეწყვეტა და ექიმთან კონსულტაცია შესაბამისი მკურნალობის დასანიშნად.

სეპტოლეტე ექსტრა ლიმონის და კენკრის არომატით არ გამოიყენება ანიონურ ნაერთებთან კომბინაციაში (როგორიცაა კბილის პასტაში შემავალი ნივთიერებები) და ამიტომ არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება უშუალოდ კბილების გამოხეხვამდე, ან გამოხეხვის შემდეგ.

გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე
• თუ ხართ ალერგიული სალიცილატების (მაგ. აცეტილსალიცილის მჟავა და სალიცილის მჟავა), ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების (აასს) მიმართ. ასეთ შემთხვევაში არ არის რეკომენდებული ამ პრეპარატის გამოყენება.
• თუ გაქვთ, ან ოდესმე გქონდათ ასთმა. ასეთ შემთხვევაში საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა.

ბავშვები და მოზარდები
სეპტოლეტე ექსტრა ლიმონის და კენკრის არომატით არ გამოიყენება 6 წლამდე ასაკის ბავშვებში.

სეპროლეტე ექსტრას ლიმონის და კენკრის არომატით გამოყენება სხვა პრეპარატებთან
აცნობეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს თუ იღებთ, ბოლო დროს იღებდით, ან
გეგმავთ მიიღოთ სხვა პრეპარატები.
არ გამოიყენოთ სხვა ანტისეპტიკური პრეპარატები სეპტოლეტე ექსტრასთან ერთად.

სეპტოლეტე ექსტრა ლიმონის და კენკრის არომატით საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად
არ მიიღოთ სეპტოლეტე ექსტრა ლიმონის და კენკრის არომატით რძესთან ერთად, რადგან რძე ამცირებს პრეპარატის ეფექტს. არ მიიღოთ სეპტოლეტე ექსტრა ლიმონის და კენკრის არომატით ჭამამდე, ან ჭამის დროს და სასმელთან ერთად. არ მიიღოთ საკვები, ან სასმელი სეპტოლეტე ექსტრას ლიმონის და კენკრის არომატით მიღებიდან სულ მცირე ერთი საათის განმავლობაში.

ორსულობა და ლაქტაცია
ამ პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს თუ ხართ ორსულად, ან ლაქტაციის პერიოდში, ან ფიქრობთ რომ შეიძლება იყოთ ორსულად, ან გეგმავთ დაორსულებას.
სეპტოლეტე ექსტრას ლიმონის და კენკრის არომატით გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის დროს.

ლატრაციის დროს მიმართეთ ექიმს, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას ლაქტაციის, ან სეპტოლეტე ექსტრათი მკურნალობის შეწვეტის შესახებ.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
სეპტოლეტე ექსტრა ლიმონის და კენკრის არომატით არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

სეპტოლეტე ექსტრა ლიმონის და კენკრის არომატით შეიცავს იზომალტს (E953), ბუთილ-ჰიდროქსიანიზოლთს (E320), ნატრიუმის ბენზოატს (E211) და პროპილენ გლიკოლს (E1520).
თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს.
ბუთილჰიდროქსიანიზოლმა შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება ადგილობრივად (მაგ. კონტაქტური დერმატიტი), ან თვალების და ლორწოვანი გარსის გაღიზიანება.
ნატრიუმის ბენზოატს აქვს მცირედ გამაღიზიანებელი ეფექტი კანზე, თვალებსა და ლორწოვან გარსზე.
პროპილენ გლიკოლმა შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება.

როგორ მივიღოთ სეპტოლეტე ექსტრას საწუწნი ტაბლეტები ლიმონის და კენკრის არომატით

ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ექიმის, ან ფარმაცევტის მითითების
შესაბამისად. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, კონსულტაციისათვის მიმართეთ
თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.

მოზრდილები
რეკომენდებული დოზა შეადგენს 3-4 საწუწნ ტაბლეტს დღეში. საწუწნი ტაბლეტი უნდა გადნეს პირის ღრუში ყოველ 3-6 საათში ერთხელ.

12 წელზე უფროსი ასაკის მოზარდები
რეკომენდებული დოზა შეადგენს 3-4 საწუწნ ტაბლეტს დღეში. საწუწნი ტაბლეტი უნდა გადნეს პირის ღრუში ყოველ 3-6 საათში ერთხელ.

6-12 წლის ასაკის ბავშვები
რეკომენდებული დოზა შეადგენს 3 საწუწნ ტაბლეტს დღეში. საწუწნი ტაბლეტი უნდა გადნეს პირის ღრუში ყოველ 3-6 საათში ერთხელ.

6 წლამდე ასაკის ბავშვები
სეპტოლეტე ექსტრა ლიმონის და კენკრის არომატით არ გამოიყენება 6 წლამდე ასაკის ბავშვებში.

არ გადააჭრაბოთ რეკომენდებულ დოზას.
არ მიიღოთ სეპტოლეტე ექსტრა ლიმონის და კენკრის არომატით უშუალოდ ჭამის წინ, ან ჭამის დროს, ან სასმელთან ერთად.
არ მიიღოთ საკვები, ან სასმელი პრეპარატის მიღებიდან სულ მცირე ერთი საათის განმავლობაში.
პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული უშუალოდ კბილების გამოხეხვამდე, ან გამოხეხვის შემდეეგ.

მკურნალობის ხანგრძლივობა
არ მიიღოთ პრეპარატი 7 დღეზე მეტ ხანს. მიმართეთ თქვენს ექის, თუ მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, ან გაუარესდა 3 დღის შემდეგ (მაგ. ცხელება).
მიმართეთ ექიმს რეციდივის გამოვლენის შემთხვევაში, ან თუ შენიშნეთ რეციდივის ცვლილება.

თუ მიიღეთ სეპტოლეტე ექსტრას ლიმონის და კენკრის არომატით ჭარბი დოზა
დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს, ან უახლოეს საავადმყოფოს, თუ შემთხვევით მიიღეთ პრეპარატის ჭარბი დოზა.

თუ დაგავიწყდათ სეპტოლეტე ექსტრას ლიმონის და კენკრის არომატით მიღება
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის საკომპენსაციოდ.

ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.

შესაძლო გვერდითი მოვლენები

სხვა პრეპარატების მსგავსად, ამ პრეპარატმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა ადამიანში.

იშვიათი (ვლინდება 1000-დან 1 პაციენტში)
• მომატებული მგრძნობელობის რეაქციები,
• ჭინჭრის ციება (ურტიკარია), მომატებული მგრძნობელობა მზის სხივებისადმი
(ფოტომგრძნობელობა)
• ფილტვებში სასუნთქი გზების უეცარი, არაკონტროლირებადი შევიწროვება (ბრონქოსპაზმი).
ძალიან იშვიათი (ვლინდება 10,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)
• პირის ღრუს ადგილობრივი (ადგილობრივი) გაღიზიანება, მსუბუქი წვის შეგრძნება პირის ღრუში.

არ არის ცნობილი (სიხშირის განსაზღვრა ვერ ხერხდება არსებული მონაცემებით):
• პირის ღრუს ლორწოვანი გარსის წვა, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის მგრძნობელობის დაკარგვა (სრული დაკარგვა).

მოცემული გვერდითი მოვლენები ჩვეულებრივ გარდამავალია. თუმცა მათი გამოვლენისას რეკომენდებულია ექიმთან, ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
დანართი მოცემული ინსტრუქტაჟის დაცვა შეამცირებს გვერდითი მოვლენების გამოვლენის რისკს.

შენახვის პირობები

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ პრეპარატი კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის (EXP) გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება თვის ბოლო დღეს.

შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში სინათლისაგან დაცულ ადგილას.
პრეპარატი არ საჭიროების შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

არ გადაყაროთ პრეპარატები საკანალიზაციო წყლებში, ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. გამოუყენებელი პრეპარატი დააბრუნეთ აფთიაქში. ეს ზომები დაიცავს გარემოს დაბინძურებისაგან.

შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს სეპტოლეტე ექსტრა ლიმონის და კენკრის არომატით?
• მოქმედი ნივთიერებებია ბენზიდამინის ჰიდროქლორიდი და ცეტილპირიდინის ქლორიდი. თითოეული ტაბლეტი შიცავს 3მგ ბენზიდამინის ჰიდროქლორიდს და 1მგ ცეტილპირიდინის ქლორიდს.
• სხვა ნივთიერებებია ევკალიპტის ზეთი, ლევომენთოლი, სუკრალოზა (E955), უწყლო ლიმონმჟავა (E330), იზომალტი (E953), ციტრუსის არომატიზატორი (ბუთილჰიდროქსიანიზოლი (E320), კენკრის არომატიზატორი (პროპილენ გლიკოლი (E1520), კურკუმინი (E100) (შეიცავს ნატრიუმის ბენზოატს (E211)), სპილენძის ქლოროფილის კომპლექსი (E141) (შეიცავს პროპილენ გლიკოლს (E1520)). იხ. ნაწილი 2 “სეპტოლეტე ექსტრა ლიმონის და კენკრის არომატით შეიცავს იზომალტს (E953), ბუთილ-ჰიდროქსიანიზოლს (E320), ნატრიუმის ბენზოატს (E211) და პროპილენ გლიკოლს (E1520).”

სეპტოლეტე ექსტრას ლიმონის და კენკრის არომატით აღწერილობა და შეფუთვის შემადგენლობა
მრგვალი, ღია მწვანედან მწვანე ფერის, მყარი საწუწნი ტაბლეტები წაკვეთილი კიდეებით, ხაოიანი ზედაპირით.
“მყარ ტაბლეტში” შესაძლებელია თეთრი წინწკლების, ჰაერის ბუშტუკების არსებობა, არათანაბარი შეფერვა და მცირედ მომრგვალებული კიდეები.
საწუწნი ტაბლეტების დიამეტრიც: 18.0მმ-19.0მმ, სისქე: 7.0მმ-8.0მმ.

ბლისტერზე მოთავსებულია სეპტოლეტე ექსტრა ლიმონის და კენკრის არომატის მქონე 8, 16, 24, 32 ან 40 მყარი საწუწნი ტაბლეტი.
ყველა შეფუთვა შეიძლე არ იყოს მარკეტიზებული.

სავაჭრო უფლების მფლობელი
კრკა, დ.დ., ნოვო მესტო,
სმარიესკა ცესტა 6,
8501 ნოვო მესტო, სლოვენია

მწარმოებელი
კრკა, დ.დ., ნოვო მესტო, სმარიესკა ცესტა 6, 8501 ნოვო მესტო, სლოვენია
შპს ტად ფარმა, ჰეინც-ლოჰმანის შტრასე 5, 27472 კუქსჰაფენი, გერმანია
პრეპარატი რეგისტრირებულია ევროპის ეკონომიკური ზონის (ეეზ) წევრ ქვეყნებში შემდეგი დასახელებებით
ჩეხეთის რესპუბლიკა სეპტაბენე ლიმონის და კენკრის არომატით
ბულგარეთი სეპტოლეტე ტოტალი ლიმონი
ესტონეთი სეპტოლეტე ომნი ლიმონის და კენკრის არომატით
ფინეთი სეპტაბენე ციტრუსის და კენკრის არომატით 3მგ/1მგ
ხორვატია სეპტოლეტე დუო ლიმონის და კენკრის არომატით 3მგ/1მგ
ლატვია სეპტაბენე ციტრუსის და კენკრის არომატით 3მგ/1მგ საწუწნი ტაბლეტები
პოლონეთი სეპტოლეტე ულტრა ციტრუსის და კენკრის არომატით
ლიტვა სეპტაბენე 3მგ/1მგ საწუწნი ტაბლეტები
უნგრეთი სეპტოლეტე ექსტრა ლიმონის და კენკრის არომატით 3მგ/1მგ საწუწნი ტაბლეტები
იტალია სეპტოლეტე
პორტუგალია სეპტოლეტე დუო ლიმონის და კენკრის არომატით
რუმინეთი სეპტოლეტე ომნი ლიმონის და კენკრის არომატით 3მგ/1მგ ტაბლეტები
სლოვაკეთი სეპტოლეტე ექსტრა ლიმონის და კენკრის არომატით 3მგ/1მგ საწუწნი ტაბლეტები
სლოვენია სეპტაბენე ლიმონის და კენკრის არომატით 3მგ/1მგ საწუწნი ტაბლეტები

გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მეტი ინფორაცია
Units 16
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy