physionorm - ფიზიონორმი 0.9% წვეთები 15მლ
ფიზიონორმი 0,9%
PHYSIONORMI 0,9%
სავაჭრო დასახელება: ფიზიონორმი 0,9%
წამლის ფორმა: შიგნით მისაღები ხსნარი ხსნარი (ცხვირის წვეთები)
ათქ კოდი: R01AX10
ფარმათერაპიული ჯგუფი: ნაზალური პრეპარატები, დეკონგესტანტები და სხვა ადგილობრივი გამოყენების ნაზალური პრეპარატები
შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება - ნატრიუმის ქლორიდი - 9,0 გ
დამხმარე ნივთიერებება - გამოხდილი წყალი 1ლ-მდე.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ნატრიუმის ქლორიდი წარმოადგენს უჯრედგარე სითხის არაორგანულ კომპონენტს, რომელიც უზრუნველყოფს სისხლის პლაზმის და უჯრედგარე სითხის შესაბამის ოსმოსურ წნევას. ლორწოვანის გამოშრობის დროს ფიზიოლოგიური ხსნარის გამოყენება ადგილობრივად აღადგენს სითხის დეფიციტს. ხელს უწყობს ლორწოვანი გარსის ნორმალური ფიზიოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნებას.
ჩვენებები:
ცხვირის ღრუს და მისი დანამატების , ცხვირ ხახის ანთებითი დაავადებების დროს. ცხვირში სუნთქვითი პროცესების გასაუმჯობესებლად. ადენოიდიტების, მწვავე რინიტების დროს. შეცვლილ მიკროკლიმატურ პირობებში ლორწოვანი გარსის ფიზიოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნების მიზნით იმ პირებში, რომლებიც ცხოვრობენ და მუშაობენ შენობაში კონდიციონირებული ჰაერით და ცენტრალური გათბობით. იმ პირებში, რომელთა ზედა სასუნთქი გზები მუდმივად განიცდის არასასურველ ზემოქმედებას (მწეველები, ავტოტრანსპორტის მძღოლები, ადამიანები რომლებიც მუშაობენ ან ცხოვრობენ ცხელ და დამტვერილ პირობებში).
უკუჩვენება
არ აღინიშნება
მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატი გამოიყენება ინტრანაზალურად, დოზირება და გამოყენების სიხშირე ინდივიდუალურია, დამოკიდებულია ლორწოვანი გარსის მდგომარეობაზე. ასაკი შეზღუდული არ არის .
ურთიერქმედება სხვა პრეპარატებთან:
ვინაიდან პრეპარატი არის ადგილობრივი გამოყენებისთვის, არ ახასიათებს ორგანიზმზე სისტემური მოქმედება, ამიტომ მისი ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან არ აღინიშნება. შესაძლებელია პრეპარატის გამოყენება სხვა ინტრანაზალურ სამკურნალო საშუალებებთან ერთად.
ჭარბი დოზირება - არ აღინიშნება
გვერდითი მოვლენები - არ აღინიშნება
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.
ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ პრეპარატის გამოყენება აკრძალულია.
გამოშვების ფორმა:
0,9% 15მლ ხსნარი თეთრი ფერის პოლიეთილენის საწვეთურიან ფლაკონში.
შენახვის პირობები:
ინახება სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, ცეცხლისაგან მოშორებით ოთახის ტემპერატურაზე.
აფთიაქიდან გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი ფირმა: შპს “ოფიცინა”
საქართველო, ქ.რუსთავი, მშვიდობის ქ. №2
Units | 1 |
---|
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account