Furotalgin - ფუროტალგინი 5მლ. ყურის წვეთები
რას წარმოადგენს ფუროტალგინი და რისთვის გამოიყენება
ფუროტალგინი არის კომბინირებული სამკურნალო პრეპარატია, რომელსაც გააჩნია ანტიმიკრობული, ანთებისსაწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება. გამოიყენება ზრდასრულებში და ბავშვებში სასმენი მილისა და შუა ყურის მწვავე ანთებითი პროცესების დროს.
ფუროტალგინს გამოყენების დაწყებამდე
არ გამოიყენოთ ფუროტალგინი:
- თუ გაქვთ ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) აქტიური (ნიტროფურალი, ტეტრაკაინი, ფენაზონი) ან დამხმარე ნივთიერების მიმართ;
- მკურნალი ექიმი ფუროტალგინს არ დაგინიშნავთ, თუ დაზიანებული გაქვთ დაფის აპკი ან ყურის ინფექცია , რომელიც გამოწვეულია სოკოთი (ოტომიკოზი).
სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენება
აუცილებლად აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ახლო წარსულში იღებდით სხვა სამკურნალო პრეპარატებს, ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატების ჩათვლით.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში ქალებს ფუროტალგინი ენიშნებათ ექიმის შეფასების შემდეგ.
თუ ხართ ორსულად, ნებისმიერი წამლის გამოყენებამდე კონსულტაციისათვის
მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
სატრანსპორტო საშუალებების მართვაზე და მექანიზმებთან მუშაობაზე ზემოქმედება
ფუროტალიგინი არ ახდენს გავლენას ავტომობილების მართვისა და მანქანებთან მუშაობის უნარზე.
ფუროტალგინის გამოყენების წესი
ყოველთვის გამოიყენეთ ფუროტალგინი ექიმის დანიშნულების შესაბამისად. თუ რამეში დარწმუნებული არ ხართ, მიმართეთ კონსულტაციისათვის თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ფუროტალგინი არის სამკურნალო საშუალება, რომელიც განკუთვნილია ყურში ჩასაწვეთებელად. არ ჩაიწვეთოთ ის ცხვირსა და თვალებში! არ დალიოთ!
გამოიყენეთ წვეთები სასმენი მილის გაწმენდის შემდეგ. გადაწიეთ თავი ისე, რომ წვეთები ყურში რამდენიმე წუთი დარჩეს, შემდეგ კი ჩაიდეთ ყურში ბამბა. გამოყენებამდე აუცილებელია ხსნარის გათბობა სხეულის ტემპერატურამდე, რათა თავიდან იქნეს აცილებული ცივ წვეთებთან უსიამოვნო კონტაქტი.
დოზირება:
ზრდასრულებიდა 3 წელზეუფროსიბავშვები: 6-10 წვეთი 3-4-ჯერ დღეში;
3 წლამდეასაკისბავშვები: 3-4 წვეთი 2-ჯერ დღეში.
მკურნალობის ხანგრძლივობა: ადგენს მკურნალი ექიმი. არ უნდა გაგრძელდეს 10 დღეზე მეტი დროის განმავლობაში.
თუ თქვენ გამოიყენეთ ფუროტალგინის საჭირო დოზაზე მეტი
ფუროტალგინის სწორი გამოყენებისას მონაცემები დოზის გადაჭარბების შესახებ არ მოიპოვება.
თუ თქვენ გამოტოვეთ ფუროტალგინის გამოყენება
არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის კომპენსაციის მიზნით.
თუ თქვენ გაგიჩნდებათ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვები, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
შესაძლო გვერდითი მოვლენები
ფუროტალგინმა, ისევე როგორც სხვა სამკურნალო პრეპარატებმა, შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ყველას არ აღენიშნება.
შესაძლებელია ალერგიული რეაქცია, რომელიც გამოიხატება სასმენი მილის გაღიზიანებაში ან სიწითლეში.
ყურის დაფის აპკში მოხვედრისას, იშვიათად, თუმცა აღინიშნება შემდეგი გვერდითი მოქმედებები:
არახშირი (გვხვდება 100-დან 1 ზე ნაკლებ პაციენტში) - სწრაფად გარდამავალი თავბრუსხვევა, თავის ტკივილი და სმენის დაქვეითება მაღალ სიხშირეებთან მიმართებაში, გულისრევა, ღებინება.
თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი სერიოზული ხდება ან შეამჩნევთ სხვა ისეთ გვერდით ეფექტს, რომელიც ამ ინსტრუქციაში აღწერილი არ არის, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ფუროტალგინის შენახვის წესი
შეინახეთ პრეპარატი ორიგინალ შეფუთვაში, სინათლისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 250C ტემპერატურის პირობებში.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
ვარგისობის ვადა: 3 წელი
არ გამოიყენოთ ფუროტალგინი შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ფუროტალგინის გამოყენება შეიძლება ფლაკონის გახსნიდან 1 თვის განმავლობაში.
არ არის რეკომენდებული სამკურნალო პრეპარატების კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენების კონტეინერებში გადაგდება. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გაანადგუროთ თქვენთვის არასაჭირო სამკურნალო პრეპარატები. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს ფუროტალგინი
– აქტიური შემადგენელი ნაწილები: ნიტროფურალი (nitrofural) 2.5 მგ, ტეტრაკაინის ჰიდროქლორიდი (tetracainehydrochloride ე) 31.25 მგ, ფენაზონი (phenazone) 87.5 მგ ხსნარის 1 მლ-ში (27 წვეთი).
– სხვა შემადგენელი ნაწილი – გლიცეროლი.
როგორ გამოიყურება ფუროტალგინი და რას შეიცავს შეფუთვა
გამჭვირვალე, ყვითელი სითხე მომწვანო ელფერით, სუნის გარეშე.
პირველადი შეფუთვა
პრეპარატის 5 მლ მოთავსებულია ყავისფერი მინისაგან დამზადებულ მრგვალ ფლაკონში.
ფლაკონი დახუფულია ხრახნიანი თალფაქით საწვეთელათი.
პრეპარატის 5 მლ მოთავსებულია პოლიპროპილენის მრგვალ ფლაკონში. ფლაკონები აღჭურვილია პოლიეთილენის საწვეთურით და დახუფულია “პილფერპრუფის” ტიპის თალფაქით.
მეორეული შეფუთვა - 1 (ერთი) ფლაკონი პრეპარატის გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია ცალკეულ მუყაოს კოლოფში.
გაცემის პირობები:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
გამოყენებაზე ნებართვის მფლობელი და მწარმოებელი
სს სოფარმა
1220 სოფია, ილიენსკოეს შოსეს ქუჩა 16, ბულგარეთი
Units | 1 |
---|
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account