Hexoral - ჰექსორალი ტაბს მოცხარის 16 საწუწნი ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 5,47 ლ რეგულარული ფასი 7,60 ლ
მარაგშია
SKU
53999_2451

ჩენება:პირის ღრუს და ყელის ინფექციურ-ანთებითი დაავადებების სიმპტომური მკურნალობა.

გამოყენების ინსტრუქცია

ჰექსორალი® ტაბს კლასიკი

HEXORAL® TABS CLASSIC

რეგისტრაციის ნომერი:

სავაჭრო დასახელება: ჰექსორალი® ტაბს კლასიკი

საერთაშორისო არაპატენტირებული ან ჯგუფური დასახელება:

ამილმეტაკრეზოლი+დიქლორბენზილის სპირტი

წამლის ფორმა: საწუწნი ტაბლეტები (ფორთოხლის, ლიმონის, თაფლის-ლიმონის, შავი მოცხარის)

შემადგენლობა:

1 ტაბლეტი შეიცავს:

აქტიური ნივთიერება:

ამილმეტაკრეზოლი .......0,6მგ

2,4-დიქლორბენზილის სპირტი ......1,2მგ

დამხმარე ნივთიერებები: საქაროზა 1618,0მგ, დექსტროზა 830,40მგ, ლიმონის მჟავას მონოჰიდრატი 21,0მგ, ფორთოხლის ზეთი 7,515მგ, ანისულის თესლის ზეთი 2, 53მგ, მინდვრის პიტნის ფოთლების ზეთი 1,32მგ, ყვითელი საღებავი მზის ჩასვლა 0,30მგ (ფორთოხლის ტაბლეტებისთვის); საქაროზა 1618,0მგ, დექსტროზა 830,40მგ, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი 21,0მგ, ანისულის თესლის ზეთი 2,53მგ, მინდვრის პიტნის ფოთლების ზეთი 1,32მგ, ლიმონის ზეთის კონცენტრატი 7,70მგ, საღებავი ქინოლონური ყვითელი 0,175მგ (ლიმონის ტაბლეტებისთვის); საქაროზა 1618,0მგ, დექსტროზა 830,40მგ, მინდვრის პიტნის ფოთლების ზეთი 1,25მგ, ლიმონის ზეთი 1,25მგ, თაფლის არომატიზატორი 7,50მგ, საღებავი კარამელი 0,625მგ, საღებავი ყვითელი მზის ჩასვლა 0.0375მგ (თაფლის-ლიმონის ტაბლეტები); საქაროზა 1618,0მგ, დექსტროზა 830,40მგ. ლიმონმჟავას მონოჰიდრატი 15,0მგ, მინდვრის პიტნის ფოთლების ზეთი 1,25მგ, შავი მოცხარის არომატიზატორი 6,25მგ, საღებავი აზორუბინი 0.0625მგ, ბრილიანტის ცისფერის საღებავი  0,0275 მგ (შავი მოცხარის ტაბლეტებისთვის).

აღწერა:

ფორთოხლის: მრგვალი, ორმხრივამოზნექილი, ნარინჯისფერი ტაბლეტები ხაოიანი ზედაპირით. დასაშვებია შეფერილობის არაერთგვაროვნება, ჰაერის ბუშტუკების არსებობა და კიდეების უმნიშვნელო უსწორმასწორობა.
ლიმონის: მრგვალი, ორმხრივამოზნექილი ყვითელი ტაბლეტები ხაოიანი ზედაპირით. დასაშვებია შეფერილობის არაერთგვაროვნება, ჰაერის ბუშტუკების არსებობა და კიდეების უმნიშვნელო უსწორმასწორობა.
თაფლის-ლიმონის: მრგვალი, ორმხრივამოზნექილი მოყავისფრო -ყვითელიდან ყავისფერ ფერამდე ტაბლეტები ხაოიანი ზედაპირით. დასაშვებია შეფერილობის არაერთგვაროვნება, ჰაერის ბუშტუკების არსებობა და კიდეების უმნიშვნელო უსწორმასწორობა.
შავი მოცხარის: მრგვალი, ორმხრივამოზნექილი იისფერი ტაბლეტები  ხაოიანი ზედაპირით. დასაშვებია შეფერილობის არაერთგვაროვნება, ჰაერის ბუშტუკების არსებობა და კიდეების უმნიშვნელო უსწორმასწორობა.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტისეპტიკური საშუალება.

ათქ კოდი: R02AA20

ფარმაკოლოგიური მოქმედება

პრეპარატს გააჩნია ანტისეპტიკური მოქმედება, აქტიურია გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ ინ ვიტრო, გააჩნია ანტიმიკოზური მოქმედება.

გამოყენების ჩვენებები

პირის ღრუს და ყელის ინფექციურ-ანთებითი დაავადებების სიმპტომური მკურნალობა.

უკუჩვენებები

პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
საქაროზას/იზომალტაზას დეფიციტი, ფრუქტოზას აუტანლობა, გლუკოზო-გალაქტოზური მალაბსორბცია;
ბავშვთა ასაკი ( 6 წლამდე).
გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს

პრეპარატის გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს შესაძლებელია მხოლოდ ექიმის კონტროლის ქვეშ და მხოლოდ მაშინ თუ მოსალოდნელი სარგებელი დედისთვის აჭარბებს  ნაყოფის და ბავშვისთვის რისკს.

მიღების წესი და დოზები

ადგილობრივად. მოზრდილები და ბავშვები 6 წლიდან: უნდა გაიწუწნოს 1 ტაბლეტი ყოველ 2-3 საათში, მაქსიმალური სადღეღამისო დოზა - 8 ტაბლეტი. ტაბლეტი უნდა გაიწუწნოს ნელა საბოლოო განლევამდე, მკურნალობის კურსის ხანგრძლივობაა 5-7 დღე.

გვერდითი მოქმედება

შესაძლებელია ალერგიული რეაქციები (პირის ღრუში წვის შეგრძნება). რეაქციების განვითარებისას,  რომელიც არ არის აღწერილი ინსტრუქციაში, უნდა მოხდეს ექიმთან კონსულტაცია პრეპარატის შემდგომი გამოყენების მიზანშეწონილობის შესახებ.

ჭარბი დოზირება

სიმპტომები: გულისრევა, ღებინება, დიარეა.

მკურნალობა: სიმპტომური.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან

კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება სხვა ჯგუფის პრეპარტებთან  არ გამოვლენილა.

განსაკუთრებული მითითებები

არ გადააჭარბოთ მითითებულ დოზებს.

დაუშვებელია გამოყენება მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობისას პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.

თუ დაავადების სიმპტომები უარესდება, ნარჩუნდება ან ვითარდება ახალი, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

პრეპარატი შეიცავს საქაროზას, რისი გთვალისწინებაც საჭიროა პაციენტებში შაქრიანი დიაბეტის დროს, ასევე პირებში რომლებიც იმყოფებიან ჰიპოკალორიულ დიეტაზე. 1 საწუწნ ტაბლეტში შედის 1617,0 მგ საქაროზა, რაც შეესაბამება 0,20 პე-ს.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. პრეპარატის გადაყლაპვის შემთხვევაში ბავშვის მიერ, დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას.

თუ სამკურნალო საშუალება არ არის ვარგისი ან გაუვიდა ვარგისიანობის ვადა - დაუშვებელია მისი გადაგდება კანალიზაციაში ან ქუჩაში! მოათავსეთ სამკურნალო საშუალება პაკეტში და ჩააგდეთ ნაგვის ურნაში. მსგავსი ზომებით ხელს შეუწყობთ გარემოს დაცვას!

ზემოქმედება ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვის უნარზე

პრეპარატი არ ახდენს გავლენას ავტოტრანსპორტის და სხვა პოტენციურად საშიში საქმიანობის შესრულების უნარზე, რომელიც საჭიროებს ყურადღების მომატებულ კონცენტრაციას და სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციების.

გამოშვების ფორმა

საწუწნი ტაბლეტები (ფორთოხლის, ლიმონის, თაფლის-ლიმონის, შავი მოცხარის)

4 ტაბლეტი ალუმინის სტრიპზე; 2, 3 ან 4 სტრიპი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

 8 ტაბლეტი ალ/პვქ ბლისტერზე; 2 ან 3 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქცასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები

მშრალ ადგილას არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა

4 წელი. არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი

„იუნიკ ფარმასიუტიკალ ლაბორატორიზ“ (ფირმის „ჯ.ბ. ქემიკალს ენდ ფარმასიუტიკალს ლტდ-ს განყოფილება), ვორლი, მუმბაი 400 030, ინდოეთი/

Unique Pharmaceutical Laboratories

(A Division of J.B. Chemicals & Pharmaceuticals Ltd), Worli, Mumbai 400 030, India

საწარმოს მისამართი

ნაკვეთი N101/2 ან 102/1, გ.ი.დ.კ. დამან ინდასტრიალ ისტეიტ,

კადაია, დამან: 396 210, ინდოეთი.

პრეტენზიების მიმღები ორგანიზაცია

სს „ჯონსონ & ჯონსონ“

რუსეთი, 121614, მოსკოვი

კრილატსკაიას ქ. ბ.17, კორპ.2,

ტელ : (495) 726-55-55.

მეტი ინფორაცია
Units 16
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy