Pharmatex - ფარმატექსი ვაგინალური 10 სანთელი
გამოშვების ფორმა: ვაგინალური სანთლები, შეფუთვაში 5 და 10 ცალი.
შემადგენლობა: 1 ვაგინალური სანთელი შეიცავს:
ბენზალკონიუმის ქლორიდი (Benzalkonium chloride)…...18,9 მგ.
დამხმარე ნივთიერება საკმარისი 1 ვაგინალური სანთელისათვის.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ჩასახვის საწინააღმდეგო ადგილობრივი საშუალება.
ATC კოდი G02BB.
ფარმაკოლოგიური თვისებები: ფარმატექსი წარმოადგენს ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებას ადგილობრივი გამოყენებისათვის. ფარმატექსის აქტიური ნივთიერებაა ბენზალკონიუმის ქლორიდი, რომელიც წარმოადგენს მეოთხეულ ამონიუმს. იგი წარმოადგენს როგორც სპერმიციდს, ასევე ანტისეპტიკს ბაქტერიციდული და ანტივირუსული მოქმედებით.
სპერმიციდი: აქტიური ნივთიერება ხელს უწყობს სპერმატოზოიდების დაშლას და განადგურებას. ფარმატექსის ვაგინალური ტამპონი კლინიკურად ისევე ეფექტურია, როგორც მიკროდოზირებული ტაბლეტები და საშვილოსნოსშიდა სპირალი.
ანტისეპტიკი: პრეპარატს გააჩნია ანტიმიკრობული მოქმედება. ფარმატექსის გამოყენება მნიშვნელოვნად ამცირებს ვენერიული დაავადებებით დასნებოვნების რისკს. მაქსიმალურ დაცვას ვენერიული დაავადებებისაგან უზრუნველყოფს ფარმატექსის და კონდომის ერთდროული გამოყენება. იგი აქტიურად მოქმედებს ზოგიერთ ინფექციურ აგენტზე, რომლებიც იწვევენ სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებს(in vitro): Neisseria ganorrhoeae, Chlamydia spp, Trichomonas vaginalis, Staphylococcus aureus, Herpes simplex მეორე ტიპის მიმართ, შიდსის ვირუსის მიმართ.
პრეპარატი არ მოქმედებს Mycoplasma spp, და სუსტად მოქმედებს Gardnerella vaginalis, Candida albicans, Haemophilus ducrei, Treponema palidum-ზე.
პრეპარატი არ ახდენს ზეგავლენას საშოს ნორმალურ მიკროფლორაზე (მათ შორის დოდერლეინის ჩხირზე) და ჰორმონულ ციკლზე.
ფარმაკოკინეტიკა: აქტიური ნოვთიერება თანაბრად ნაწილდება საშოს ლორწოვანზე და ახდენს სპერმიციდულ, ბაქტერიციდულ და ანტივირუსულ მოქმედებას. პრეპარატი არ იწოვება საშოს ლორწოვანის ზედაპირიდან, იგი განიცდის აბსორბციას მხოლოდ საშოს კედლებზე და გამოიყოფა ნორმალური ფიზიოლოგიური გამონადენით და უბრალო წყლით ჩაბანვისას.
ჩვენება: ადგილობრივი კონტრაცეპცია რეპროდუქციული ასაკის ქალებისათვის და ზოგადად, შემდეგ შემთხვევებში: პერორალური კონტრაცეპტივების ან საშვილოსნოსშიდა სპირალის მიმართ დროებითი ან აბსოლუტური უკუჩვენების დროს; მშობიარობის შემდეგ და ლაქტაციის პერიოდი; მენოპაუზის წინა პერიოდი; ეპიზოდური სქესობრივი კავშირების დროს; პერორალური კონტრაცეპტივების მუდმივი გამოყენებისას ტაბლეტის დაგვიანებული მიღების ან მისი გამოტოვების დროს.
უკუჩვენება: ფარმატექსის ამტანობა კარგია. იგი არ გადადის სისხლში და დედის რძეში, არ ახდენს ზეგავლენას საშოს ნორმალურ მიკროფლორაზე და ჰორმონულ ციკლზე. იშვიათად აღინიშნება მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.
საყურადღებო მითითებები: ფარმატექსის გამოყენება მნიშვნელოვნად ამცირებს ორსულობის რისკს და მისი ეფექტურობა დამოკიდებულია მოხმარებისა და უსაფრთხოების მითითებული წესების მკაცრ დაცვაზე. ფარმატექსის გამოყენება დასაშვებია ვაგინალურ დიაფრაგმასთან, საშვილოსნოსშიდა სპირალთან და კონდომთან ერთად. გაფრთხილება: ეს სპერმიციდი იშლება საპნის ზემოქმედებით. აღნიშნული მიზეზის გამო ბანაობა და ყველა სახის საშოს გამორეცხვა საპნით უკუნაჩვენებია. სქესობრივ კავშირამდე 2 საათით ადრე და მის შემდეგ 2 საათის განმავლობაში სასქესო ორგანოები უნდა დაიბანოთ მხოლოდ გარედან, უსაპნოდ, სუფთა წყლით ან სპეციალური ფარმატექსის ქაფიანი საშუალებით.
ორსულობა და ლაქტაცია: დაბალი სისტემური აბსორბციის გამო პრეპარატი არ გადადის სისხლში და დედის რძეში, ამიტომ შესაძლებელია მისი გამოყენება ორსულობის დროს და ლაქტაციის პერიოდში. პრეპარატი არ მოქმედებს უარყოფითად ორსულობის მიმდინარეობაზე. ფარმატექსის გამოყენებისას კლინიკაში და ექსპერიმენტში არ არის გამოვლენილი ნაყოფის განვითარებაზე არასასურველი ტერატოგენული და ემბრიოტოქსიური ზემოქმედების არც ერთი შემთხვევა.
დოზირება და გამოყენების წესი: ზურგზე წოლის დროს სანთელი შეყავთ ღრმად საშოში არაუგვიანეს 5 წუთისა სქესობრივი კავშირის წინ. პრეპარატი დაგიცავთ შეყვანიდან 4 საათის განმავლობაში. განმეორებითი სქესობრივი კავშირის დროს პრეპარატი გამოიყენება ხელმეორედ.
გვერდითი მოვლენები: რეკომენდირებული დოზის გამოყენებისას გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი მინიმალურია.
ჭარბი დოზირება: არ არის აღწერილი.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება: ფარმატექსის გამოყენება ნებისმიერი ვაგინალური მკურნალობის დროს არ არის რეკომენდირებული, ვინაიდან ადგილი აქვს მისი სპერმიციდული აქტივობის დაქვეითებას.
საპონი და მისი ხსნარები იწვევენ ბენზალკონიუმის ქლორიდის სპერმიციდული მოქმედების ინაქტივაციას.
შენახვის წესი და გამოყენების ვადა: პრეპარატი ინახება მშრალ, გრილ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე არა უმეტესი 250C. მოარიდეთ ბავშვებს. პრეპარატი არ გამოიყენება ყუთზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემთხვევაში.
გაცემის წესი: ურეცეპტოდ.
Units | 10 |
---|---|
Form | სპრეი |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account