Doppelherz Aktiv - დოპელჰერც აქტივი რკინის წვეთები 30მლ
ჩვენებები: განკუთვნილია რკინის ნაკლებობით გამოწვეული ანემიის სამკურნალოდ ბავშვებისა და აგრეთვე იმ მოზარდებისთვის ვისაც აქვს ტაბლეტის მიღების პრობლემა.
დოპელჰერცი® რკინის საბავშვო წვეთები
1მლ სითხე შეიცავს 14 მგ ელემენტარულ რკინას
ლაქტოზის და გლუტენის გარეშე
დოპელჰერცი® რკინის საბავშვო წვეთები არის თხევადი ფორმა მაღალი ხარისხის ბიოათვისებადი რკინის მარილების და განკუთვნილია რკინის ნაკლებობით გამოწვეული ანემიის სამკურნალოდ ბავშვებისა და აგრეთვე იმ მოზარდებისთვის ვისაც აქვს ტაბლეტის მიღების პრობლემა. ერთი მილილიტრი ხსნარი შეიცავს 14 მგ ელემენტარულ რკინას:
7 მგ ელემენტარული რკინა მოცემულია - 70 მგ რკინა(II)გლუკონატით
7 მგ ელემენტარული რკინა - 36 მგ რკინა(II) ჰეპტაჰიდრატის სულფატის სახით
ეს რკინის მარილები სპეციფიურად არის რეკომენდირებული მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ მათი კარგი ბიოათვისებადობის და არა ალერგიულობის გამო. დოპელჰერცი® რკინის საბავშვო წვეთებს აქვს ტკბილი შავი მოცხარის გემო, რომ ადვილად მოხდეს მათი მიღება.
შემადგენლობა:
წყალი, ფრუქტოზა, რკინის გლუკონატი, ტრისოდიუმ ციტრატი, რკინის სულფატი, ლიმინის მჟავა, ასკორბინის მჟავა, ნატრიუმის ბენზონატი, არომატიზატორი.
გამოყენების ინსტრუქცია:
გაზომეთ სითხის სასურველი რაოდენობა პიპეტით, გადაიტანეთ კოვზზე და მიიღეთ. ასევე შესაძლებელია გახსნათ წვენში.
უსაფრთხოების და ჰიგიენურობის გამო არ ჩაიდოთ პიპეტი პირში.
დოზირება:
4 წლამდე მიიღება ექიმის რეკომენდაციით
4-6 წლამდე 0.5 მლ დღეში
7-12 წლამდე 0,75 მლ დღეში
12 წლიდან-1 მლ დღეში
საჭიროების შემთხვევაში, ექიმმა შეიძლება შეცვალოს დოზირება.
რკონის დოზირება, გერმანიის ნუტრიციოლოგიური გაიდლაინებით ,
საშუალო გერმანელ ჯანმრთელ, არა ანემიურ ბავშვში დიეტის დროს:
4 -12 წ: 0,25 მლ დღეში (3,5მგ.Fe)
12 წლიდან 0.5 მლ (7 მგ Fe)
რეკომენდაცია:
მიიღება ჭამის შემდეგ. არ გადააჭარბოთ მითითებულ დოზას. არ გამოიყენება როგორც საკვების შემცვლელი
შეინახეთ არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
სამკურნალო საშუალება ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ენერგეტიკული ღირებულება 1 მლ -1,9 კკალ/7,9კჯ
მწარმოებელი:
Queisser Pharma
Schleswiger Str. 74
24941 Flensburg
Germany
Units | 1 |
---|
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account