Neurexan - ნეურექსანი 50 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 27,41 ლ რეგულარული ფასი 32,06 ლ
მარაგშია
SKU
50657_626
ჩვენება: სტრესული მდგომარეობა და მისი შედეგები; სხვადასხვა გენეზის ნევროზული და ნევროზის მსგავსი სინდრომი; ძილის დარღვევები (უძილობა); მოუსვენარი (ზერელე) ძილი.

ნეურექსანი/Neurexan

 

ფარმაკოლოგიური პრეპარატი: სტრესის საწინააღმდეგო კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატი.

გამოშვების ფორმა: ტაბლეტები სუბლინგვური გამოყენებისთვის.

შემადგენლობა: 1 ტაბლეტი შეიცავს: Passiflora incarnata Dil. D2, Avena sativa Dil. D2, Coffea arabica Dil. D12, Zincum isovalerianicum Dil. D4 შესაბამისად 0,6 მგ. ასევე Magnesiumstearat, Lactose-Monohydrat.

ჩვენება: სტრესული მდგომარეობა და მისი შედეგები; სხვადასხვა გენეზის  ნევროზული და ნევროზის მსგავსი სინდრომი; ძილის დარღვევები (უძილობა); მოუსვენარი  (ზერელე) ძილი.

უკუჩვენება: შესაძლო ინდივიდუალური მომატებული ზემგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

გვერდითი ეფექტი:  არ არის დადგენილი. პრეპარატი ხასიათდება შესანიშნავი ტოლერანტობით, არ იწვევს მიჩვევას.

განსაკუთრებული მითითება: პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას, ამიტომ პაციენტებმა გალაქტოზის გადაუტანლობის შთამომავლობითი ფორმით, ლაქტაზის უკმარისობით, ან გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბციის სინდრომით – არ ინდა მიიღონ პრეპარატი.

უსაფრთხოების ზომები პრეპარატის მიღების წინ:

მიღება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში: ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში როგორც ყველა სხვა წამლის მიღების შემთხვევაში, ჰომეოპათიური მედიკამენტების მიღების წინ კონსულტაცია უნდა გაიაროთ ექიმთან.

ბავშვები: არ არის წარმოდგენილი საკმარისი დოკუმენტაცია ბავშვებში ამ მედიკამენტების გამოყენების შესახებ, აქედან გამომდინარე არ არის რეკომენდირებული ამ მედიკამენტის 12 წლამდე ბავშვებში გამოყენება.

დოზირება და მიღების წესი: მოზრდილებისთვის 1 ტაბ. 3-ჯერ დღეში სუბლინგვურად, სრულ გაწოვამდე – 20-30 წუთით ადრე ჭამამდე, ან ჭამიდა 1 საათის შემდეგ. მდგომარეობის გამწვავებისას  – 1 ტაბლეტი ყოველ 15-30 წუთში, არა უმეტეს 2 საათისა, ან ძილამდე 1 და 0,5 საათით ადრე, ასევე, შესაძლებელია, უშუალოდ ძილის წინ.

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება: კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატის დანიშვნა არ გამორიცხავს მოცემული დაავადებისას სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენებას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

შენახვის პირობები: შეინახეთ მზის პირდაპირი სხივების ზემოქმედებისგან დაცულ ადგილას, 150-დან 250 C-მდე ტემპერატურაზე.

შეფუთვა: პოლიპროპილენის კონტეინერი, 50ტაბ. ან 100ტაბ. შეფუთვაში.

აფთიაქიდან გაცემის პირობები: გაიცემა ურეცეპტოდ.

მწარმოებელი ფირმა:

Biologische Heilmittel Heel GmbH, Dr.-Reckeweg-Str. 2-4, D-76532 Baden-Baden.

ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში:

შ.პ.ს. ბიომედიკა.

მეტი ინფორაცია
Units 50
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy