Reestructa SN - რესტრუქტა SN 100 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 35,32 ლ რეგულარული ფასი 49,05 ლ
მარაგშია
SKU
56086_626
ჩვენება: შარდმჟავა დიათეზი, პოდაგრა, შარდკენჭოვანი დიათეზი, მწვავე და ქრონიკული პოდაგრული ართრიტი.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატი.
გამოშვების ფორმა: 100 ტაბ. პერორალური გამოყენებისთვის.
შემადგენლობა: 1 ტაბლეტი შეიცავს: Colchicum autumnale D4, Bryonia D4, Formica rufa D4, Formica rufa D6, Formica rufa D10, Toxicodendron quercifolium D4, Cinchona pubescens D4, Ferrum phosphoricum D4, Acidum silicicum D6, Solidago virgau-rea D2, Berberis vulgaris D2, Sarsaparilla D2 – შესაბამისად 8.33 მგ. ასევე Lactose-Monohydrat და Magnesiumstearat.

ჩვენება: შარდმჟავა დიათეზი, პოდაგრა, შარდკენჭოვანი დიათეზი, მწვავე და ქრონიკული პოდაგრული ართრიტი.
უკუჩვენება: პრეპარატი არ ინიშნება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში. ასევე თუთუბოსებრთა ოჯახის წარმომადგენლის მცენარე Rhus-ის მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში.
გვერდითი ეფექტი: იშვიათ შემთხვევაში შესაძლებელია ალერგიული რეაქციები კუჭ-ნაწლავისა და კანის მხრივ.
განსაკუთრებული მითითება: პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას, ამიტომ პაციენტებმა გალაქტოზის გადაუტანლობის შთამომავლობითი ფორმით, ლაქტოზის უკმარისობით ან გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბციის სინდრომით არ უნდა მიიღონ პრეპარატი.
დოზირება და მიღების წესი: მწვავე მდგომარეობისას 1 ტაბლეტი ყოველ 30-60 წთ-ში ერთხელ საკმაო რაოდენობა სითხის მიყოლებით. არაუმეტეს 6 ტაბლეტისა 1 დღეში. ქრონიკული დაავადებებისას: 1 ტაბლეტი 1-3-ჯერ დღეში საკმაო რაოდენობა სითხის მიყოლებით.

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება: კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატის დანიშვნა არ გამორიცხავს მოცემული დაავადებისას სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენებას.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.
შენახვის პირობები: შეინახეთ მზის პირდაპირი სხივების ზემოქმედებისგან დაცულ ადგილას, 150-დან 250 C-მდე ტემპერატურაზე.
შეფუთვა: პოლიპროპილენის კონტეინერი, 100 ტაბ. შეფუთვაში.
აფთიაქიდან გაცემის პირობები: გაიცემა ურეცეპტოდ.
მწარმოებელი ფირმა: ბიოლოგიშე ჰეილმიტელ ჰეელ გმბჰ, დოქტორ რეკევეგის შტრასე 2-4, 76532 ბადენ-ბადენი, გერმანია.

მეტი ინფორაცია
Units 100
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy