Spascupreel - სპასქუპრეელი 50 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 16,49 ლ რეგულარული ფასი 22,90 ლ
მარაგშია
SKU
50650_626
ჩვენება: გლუვი კუნთების სპაზმი და ტკივილის სინდრომი: გასტრიტის, კუჭისა და 12 გოჯა ნაწლავის წყლულის, ნაღველმდენი გზების დისკინეზიის, ქოლეცისტიტის, ნაღველ და შარდკენჭოვანი დაავადების, სპასტიური კოლიტის, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის, ცისტიტის, დისმენორეის, პმს-ის და სხვ. დროს...

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატი.
გამოშვების ფორმა: ტაბლეტები სუბლინგვალური გამოყენებისთვის.
სარეგისტრაციო მოწმობა: N50ტაბ. – № /_000891
შემადგენლობა: 1 ტაბლეტი შეიცავს: Citrullus colocynthis D4, Ammonium bromatum D4, Atropinum sulfuricum D6, Veratrum album D6, Magnesium phosphoricum D6, Gelsemium sempervirens D6 – Sesabamisad 30 mg, Passiflora incarnate D2, Agaricus D4, Chamomilla recutita D3, Cuprum sulfuricum D6 – შესაბამისად 15 მგ, Aconitum napellus D6  – 60 მგ. ასევე მაგნიუმის სტეარატი, ლაქტოზა.
ჩვენება: გლუვი კუნთების სპაზმი და ტკივილის სინდრომი: გასტრიტის, კუჭისა და 12 გოჯა ნაწლავის წყლულის, ნაღველმდენი გზების დისკინეზიის, ქოლეცისტიტის, ნაღველ და შარდკენჭოვანი დაავადების, სპასტიური კოლიტის, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის, ცისტიტის, დისმენორეის, პმს-ის და სხვ. დროს.
განივზოლიანი კუნთების სპასტიურობა (კუნთოვანი რიგიდულობა, კუნთების დაჭიმვა, მიოგელოზი, კუნთების გამკვრივება).
ბრონქების სპაზმი ობსტრუქციული ბრონქიტის და ბრონქიალური ასთმისას.
თავის ტკივილი, შაკიკი.
უკუჩვენება: იშვიათად შეიძლება აღინიშნოს ჰიპერმგრძნობელობა გვირილას ან რთულყვავილოვანი ოჯახის მცენარეების მიმართ.
დოზირება და მიღების წესი: ერთჯერადი დოზა მოზრდილებისა და 6 წ-ზე მეტი მოზარდებისთვის – 1 ტაბ. 3-ჯერ დღეში სუბლინგვალურად სრულ გაწოვამდე – 20-30 წუთით ადრე ჭამამდე ან ჭამიდან 1 სთ-ის შემდეგ. მწვავე მდგომარეობისას ერთჯერადი დოზა მიიღება ყოველ 15 წთ-ში  პირველი 2 სთ-ის განმავლობაში. შემდეგ გადავდივართ ჩვეულებრივ დოზირებაზე.
განსაკუთრებული მითითება:
პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას, ამიტომ პაციენტებმა გალაქტოზის გადაუტანლობის შთამომავლობითი ფორმით, ლაქტოზის უკმარისობით ან გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბციის სინდრომით არ უნდა მიიღონ პრეპარატი.
სიმპტომების ერთ დღეზე დიდხანს გაგრძელების, მდგომარეობის გაუარესების ან სიყვითლის გაჩენისას (ნაღველგამომტან გზებში კენჭების არსებობის გამო) მიმართეთ ექიმს.
ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი გამოიყენება ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება: კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატის დანიშვნა არ გამორიცხავს მოცემული დაავადებისას სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენებას.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.
შენახვის პირობები: შეინახეთ მზის პირდაპირი სხივების ზემოქმედებისგან დაცულ ადგილას, 150-დან 250 C-მდე ტემპერატურაზე.
შეფუთვა: პოლიპროპილენის კონტეინერი, 50 ტაბლეტი.
აფთიაქიდან გაცემის პირობები: გაიცემა ურეცეპტოდ.
მწარმოებელი ფირმა:
ბიოლოგიშე ჰეილმიტელ ჰეელ გმბჰ, დოქტორ რეკევეგის შტრასე 2-4, 76532 ბადენ-ბადენი, გერმანია.

მეტი ინფორაცია
Units 50
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy