Arpeflu - არპეფლუ 100მგ 30 ტაბლეტი
ჩვენებები: როტავირუსული ეტიოლოგიის მწვავე ნაწლავური ინფექციების კომპლექსური თერაპია 3 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში.
არპეფლუ
პრეპარატის სავაჭრო დასახელება
არპეფლუ.
საერთაშორისო არადაპატენტებული დასახელება
უმიფენოვირი (Uმიფენოვირ).
სამკურნალწამლო ფორმა
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, 50მგ და 100მგ
შემადგენლობა
ყოველი ტაბლეტი შეიცავს: უმიფენოვირის ჰიდროქლორიდი - 50მგ ან 100მგ;
დამხმარე ნივთიერებები: პოვიდონი (K17), მიკროკრისტალური ცელულოზა, სიმინდის მოდიფიცირებული სახამებელი (შტარცჰ 1500), მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის კოლოიდური უწყლო დიოქსიდი, ლაქტოზის მონოჰიდრატი, ოპადრაი II თეთრი, (პოლივინილის სპირტი ნაწილობრივ ჰიდროლიზებული, ტიტანის დიოქსიდი, მაკროგოლი 4000/პეგ, ტალკი)
აღწერა
შემოგარსული, მრგვალი, თეთრი ტაბლეტები, ორმხრივამოზნექილი ზედაპირით.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
სხვა ანტივირუსული საშუალებები.
ათქ კოდი: ჟ05AX13
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ანტივირუსული საშუალება, ახდენს იმუნომოდულაციურ და გრიპის საწინააღმდეგო მოქმედებას, სპეციფიკურად თრგუნავს A და B ტიპის ვირუსებს, მძიმე, მწვავე რესპირატორულ სინდრომთან (მმრს) ასოცირებულ კორონავირუსს. ხელს უშლის ვირუსების უჯრედთან კონტაქტს და შეღწევას, ვირუსის ლიპიდური გარსის უჯრედის მემბრანასთან შერწყმის დათრგუნვით. გააჩნია ინტერფერონმაინდუცირებელი ეფექტი, ასტიმულირებს ჰუმორულ და უჯრედულ იმუნურ რეაქციებს, მაკროფაგების ფაგოციტურ ფუნქციას და ზრდის ორგანიზმის მდგრადობას ვირუსული ინფექციების მიმართ. ამცირებს ვირუსულ ინფექციასთან დაკავშირებული გართულებების სიხშირეს, ასევე ქრონიკული ბაქტერიული დაავადებების გამწვავებას.
თერაპიული ეფექტურობა ვირუსული ინფექციებისას ვლინდება საერთო ინტოქსიკაციის და კლინიკური მოვლენების შემცირებით, დაავადების ხანგრძლივობის შემცირებით.
მიეკუთვნება მცირედ ტოქსიურ პრეპარატებს. არ ახდენს ადამიანის ორგანიზმზე რაიმე სახის უარყოფით მოქმედებას, პერორალური მიღებისას რეკომენდებულ დოზებში.
ფარმაკოკინეტიკა
სწრაფად შეიწოვება და ნაწილდება ორგანოებში და ქსოვილებში. 50მგ-ის მიღებისას პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 1,2სთ-ის შემდეგ, 100მგ-ის მიღებისას 1.5სთ-ის შემდეგ. მეტაბოლიზდება ღვიძლში. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 17-21 საათს. დაახლოებით 40% გამოიყოფა შეუცვლელი სახით, ძირითადად ნაღველით (38,9%) და უმნიშვნელო რაოდენობით თირკმელებით (0,12%). პირველი დღეების განმავლობაში გამოიყოფა მიღებული დოზის 90%.
მიღების ჩვენება
პროფილაქტიკა და მკურნალობა მოზრდილებში და ბავშვებში: A და B გრიპი, სხვა მრვი
როტავირუსული ეტიოლოგიის მწვავე ნაწლავური ინფექციების კომპლექსური თერაპია 3 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში.
ქრონიკული ბრონქიტის, პნევმონიის და მორეციდივე ჰერპესული ინფექციის კომპლექსური თერაპია.
პოსტოპერაციული ინფექციური გართულებების პროფილაქტიკა.
უკუჩვენება
პრეპარატის კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა, 3 წლამდე ასაკი.
გამოყენების მეთოდი და დოზირება
შიგნით, საკვების მიღებამდე. ერთჯერადი დოზა: 3-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებში - 50მგ, 6-12 წლის - 100მგ, 12 წელზე უფროსებში და მოზრდილებში - 200მგ (2 ტაბლეტი 100მგ ან 4 ტაბლეტი 50მგ).
არასპეციფიკური პროფილაქტიკისთვის
• გრიპით და სხვა მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციებით დაავადებულებთან უშუალო კონტაქტისას:
- 3-6 წლის ბავშვებში - 50მგ, 6-12 წლის - 100მგ, 12 წელზე უფროსებში და მოზრდილებში - 200მგ დღეში ერთხელ, 10-14 დღის განმავლობაში.
• ქრონიკული ბრონქიტის გამწვავების, გრიპის ეპიდემიის პერიოდში, ქრონიკული ჰერპესული ინფექციის რეციდივის და სხვა მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების გამწვავების საპრევენციოდ:
- 3-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებში - 50მგ, 6-12 წლის - 100მგ, 12 წელზე უფროსებში და მოზრდილებში - 200მგ კვირაში ორჯერ, 3 კვირის განმავლობაში.
• მძიმე, მწვავე რესპირატორული სინდრომის (მმრს) პროფილაქტიკისტვის (დაავადებულებთან კონტაქტისას):
- 6-12 წლის ბავშვებში - 100მგ, მოზრდილებში და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში - 200მგ დღეში ერთხელ (ჭამამდე), 12-14 დღის განმავლობაში.
• ოპერაციის შემდგომი გართულებებისთვის
- 3-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებში - 50მგ, 6-12 წლის - 100მგ, 12 წელზე უფროსებში და მოზრდილებში - 200მგ ოპერაციამდე 2 დღით ადრე, შემდეგ ოპერაციიდან მე-2 და მე-5 დღეს.
მკურნალობისთვის
• გრიპი, სხვა მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციები გართულებების გარეშე:
- 3-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებში - 50მგ, 6-12 წლის - 100მგ, 12 წელზე უფროსებში და მოზრდილებში - 200მგ 4–ჯერ დღეში (6 საათში ერთხელ) 5 დღის განმავლობაში.
• გრიპი, სხვა მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციები გართულებებით (ბრონქიტი, პნევმონია და სხვ):
- 3-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებში - 50მგ, 6-12 წლის - 100მგ, 12 წელზე უფროსებში და მოზრდილებში - 200მგ 4-ჯერ დღეში (6 საათში ერთხელ) 5-7 დღის განმავლობაში, შემდეგ ერთეჯრადი დოზა, კვირაში 2-ჯერ, 4 კვირის განმავლობაში.
• მძიმე, მწვევე რესოპირატორული სინდრომი:
- 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში და მოზრდილებში - 200მგ დღეში 2-ჯერ, 8-10 დღის განმავლობაში.
• ქრონიკული ბრონქიტის, ჰერპესული ინფექციების კომპლექსურ თერაპიაში:
- 3-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებში - 50მგ, 6-12 წლის - 100მგ, 12 წელზე უფროსებში და მოზრდილებში - 200მგ 4–ჯერ დღეში (6 საათში ერთხელ) 5-7 დღის განმავლობაში, შემდეგ ერთჯერადი დოზა კვირაში 2-ჯერ, 4 კვირის განმავლობაში.
• როტავირუსული ეტიოლოგიის ნაწლავური მწვავე ინფექციების მკურნალობა 3 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში:
- 3-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებში - 50მგ, 6-12 წლის - 100მგ, 12 წელზე უფროს და მოზრდილებში - 200მგ 4-ჯერ დღეში (6 საათში ერთხელ) 5 დღის განმავლობაში.
გვერდითი ეფექტები
ალერგიული რეაქციები: იშვიათად - გამონაყარი, ქავილი; ძალიან იშვიათად - ანგიონევროზული შეშუპება.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ძალიან იშვიათად - გულძმარვა, გულისრევა, ღებინება, დიარეა.
ჭარბი დოზირება
აღნიშნული არ არის.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად დანიშვნისას უარყოფითი ეფექტები გამოვლენილი არ არის.
გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში
ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში არ გამოვლენილა პირდაპირი ან არაპირდაპირი მავნე ზემოქმედება ორსულობაზე, ემბრიონისა და ნაყოფის განვითარებაზე, მშობიარობასა და პოსტნატალურ განვითარებაზე.
ორსულ და მეძუძურ ქალებში პრეპარატის არპეფლუ ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესახებ მონაცემების არ არსებობის გამო, პრეპარატის მიღება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში რეკომენდებული არ არის.
სიფრთხილის ზომები
გამოყენება ბავშვებში
პრეპარატის არპეფლუ გამოყენება 6 წლამდე ასაკის ბავშვებში შეიძლება შეიზღუდოს ამ ასაკში ყლაპვის უნარის შესაძლო არ არსებობის გამო. თუ ბავშვს არ აქვს ტაბლეტების გადაყლაპვის უნარი, ტაბლეტების ასპირაციის საშიშროების გამო, რეკომენდებულია არპეფლუს გამოყენება სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ. ეს რისკი დაკავშირებულია ყლაპვის რეფლექსის მოუმწიფებლობასთან, რასაც შეიძლება ადგილი ჰქონდეს 6 წლამდე ასაკის ბავშვებში.
გამოყენების თავისებურებები ხანდაზმულ პაციენტებში
ხანდაზმულ პაციენტებში პრეპარატის გამოყენებისას დოზის კორექცია საჭირო არ არის.
გამოყენების თავისებურებები პაციენტებში ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის დარღვევით
არპეფლუს ფარმაკოკინეტიკა და უსაფრთხოება, პაციენტებში, ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის დარღვევით შესწავლილი არ არის.
პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას, ამიტომ არ უნდა მიიღონ პაციენტებმა გალაქტოზის აუტანლობის იშვიათი მემკვიდრეობითი ფორმებით, ლაპ ლაქტაზას დეფიციტით ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციის სინდრომით.
გავლენა სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვის უნარზე
ის არ ავლენს ცენტრალურ ნეიროტროპულ აქტივობას და შეიძლება გამოყენებულ იქნას სამედიცინო პრაქტიკაში სხვადასხვა პროფესიის ადამიანებში, მათ შორის, რომლებიც მოითხოვენ მომატებულ ყურადღებას და მოძრაობათა კოორდინაციას (ტრანსპორტის მძღოლები, ოპერატორები და ა.შ.).
შეფუთვა
50მგ დოზირება:
10 ტაბლეტი პოლივინილქლორიდის აპკის და ალუმინის ფოლგის კონტურულ-უჯრედული შეფუთვაში.
10 ტაბლეტიანი სამი კონტურულ-უჯრედული შეფუთვა, გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
100მგ დოზირება:
10 ტაბლეტი პოლივინილქლორიდის აპკის და ალუმინის ფოლგის კონტურულ-უჯრედული შეფუთვაში.
10 ტაბლეტიანი ორი ან სამი კონტურულ-უჯრედული შეფუთვა, გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
არა უმეტეს 25°ჩ ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
ვარგისიანობის ვადა
3 წელი. გამოყენება არ შეიძლება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
Units | 30 |
---|
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account